პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სააკაშვილი კადრებზე, რომელიც ეთერში არ უნდა გასულიყო - "ისე გაუჭირდა ივანიშვილს, "რუსთავი 2"-ის კადრებს იპარავს"
სააკაშვილი კადრებზე, რომელიც ეთერში არ უნდა გასულიყო - "ისე გაუჭირდა ივანიშვილს, "რუსთავი 2"-ის კადრებს იპარავს"

კად­რე­ბი, რო­მელ­შიც ჩანს, თუ რა ხდე­ბო­და უკ­რა­ი­ნა­ში მა­შინ, როცა თბი­ლის­ში, რუს­თა­ველ­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" თოქ-შოუ "იმე­დის კვი­რამ" გა­ა­სა­ჯა­რო­ვა. აღ­ნიშ­ნუ­ლი კად­რე­ბი, ინგა გრი­გო­ლი­ას გან­მარ­ტე­ბით, კუ­ლუ­ა­რუ­ლი გზე­ბით მო­პო­ვე­ბუ­ლი მა­სა­ლაა. კად­რებ­ში ასა­ხუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სამ­ზა­დი­სი პირ­და­პი­რი ჩარ­თვის­თვის.

ვი­დე­ოს ეთერ­ში ჩვე­ნე­ბის შემ­დეგ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა Facebook-ზე სტა­ტუ­სი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც "იმე­დის კვი­რის" წამ­ყვა­ნებს "მუ­მი­ფი­ცი­რე­ბულ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბად" იხ­სე­ნი­ებს და მათ "რუს­თა­ვი 2"-ის კად­რე­ბის მო­პარ­ვა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

Facebook/ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი:

"ისე გა­უ­ჭირ­და ივა­ნიშ­ვილს, რომ მუ­მი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი სა­ი­დან­ღაც და­აბ­რუ­ნა და "რუს­თა­ვი 2"-ის კად­რებს იპა­რავს, რომ­ლის გაშ­ვე­ბა იმით გა­ა­მარ­თლეს, რომ სა­ა­ხალ­წლო კუ­რი­ო­ზებს შე­ა­და­რეს. ერ­თა­დერ­თი პრობ­ლე­მა აქ ის არის, რომ სა­ა­ხალ­წლო კუ­რი­ო­ზე­ბად ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი, რო­გორც წესი, სა­კუ­თარ კად­რებს უშ­ვე­ბენ და არა მო­პა­რულს, ხოლო ივა­ნიშ­ვი­ლის ნა­ყიდ ტე­ლე­ვი­ზი­ებს ნო­ემ­ბე­რის შუა რი­ცხვებ­ში ახა­ლი წელი ელან­დე­ბათ. ან უბ­რა­ლოდ ისე და­შინ­დნენ გუ­შინ­დე­ლით, რომ ჰგო­ნი­ათ ახალ წლამ­დე ვე­ღარ მი­ა­ტა­ნენ. ეს ყვე­ლა­ფე­რი ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის წინა თვე­ებს მა­გო­ნებს. ისე კი, ვი­საც მარ­თლა აინ­ტე­რე­სებს გუ­შინ­დელ კი­ე­ვის აქ­ცი­ას ეს­წრე­ბოდ­ნენ რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის გმი­რე­ბი. სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის ლი­დე­რე­ბი, დე­პუ­ტა­ტე­ბი და ევ­რო­ვი­ზი­ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი - რუს­ლა­ნა, ასე­ვე უბ­რა­ლოდ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი.

ამ ხალ­ხს მად­ლო­ბა უნდა ვუ­თხრათ სო­ლი­და­რო­ბის­თვის და ჩვენ კი, კი­დევ ერთხელ და­ვი­ნა­ხეთ, რომ ჩვე­ნი ბრძო­ლა სა­მარ­თლი­ა­ნია და აუ­ცი­ლებ­ლად სწო­რად დაგ­ვირ­გვინ­დე­ბა!", - წერს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

სააკაშვილი კადრებზე, რომელიც ეთერში არ უნდა გასულიყო - "ისე გაუჭირდა ივანიშვილს, "რუსთავი 2"-ის კადრებს იპარავს"

სააკაშვილი კადრებზე, რომელიც ეთერში არ უნდა გასულიყო - "ისე გაუჭირდა ივანიშვილს, "რუსთავი 2"-ის კადრებს იპარავს"

კადრები, რომელშიც ჩანს, თუ რა ხდებოდა უკრაინაში მაშინ, როცა თბილისში, რუსთაველზე "ნაციონალური მოძრაობის" აქცია მიმდინარეობდა, ტელეკომპანია "იმედის" თოქ-შოუ "იმედის კვირამ" გაასაჯაროვა. აღნიშნული კადრები, ინგა გრიგოლიას განმარტებით, კულუარული გზებით მოპოვებული მასალაა. კადრებში ასახულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამზადისი პირდაპირი ჩართვისთვის.

ვიდეოს ეთერში ჩვენების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე სტატუსი გამოაქვეყნა, რომელშიც "იმედის კვირის" წამყვანებს "მუმიფიცირებულ ჟურნალისტებად" იხსენიებს და მათ "რუსთავი 2"-ის კადრების მოპარვაში ადანაშაულებს.

Facebook/ მიხეილ სააკაშვილი:

"ისე გაუჭირდა ივანიშვილს, რომ მუმიფიცირებული ჟურნალისტები საიდანღაც დააბრუნა და "რუსთავი 2"-ის კადრებს იპარავს, რომლის გაშვება იმით გაამართლეს, რომ საახალწლო კურიოზებს შეადარეს. ერთადერთი პრობლემა აქ ის არის, რომ საახალწლო კურიოზებად ტელევიზიები, როგორც წესი, საკუთარ კადრებს უშვებენ და არა მოპარულს, ხოლო ივანიშვილის ნაყიდ ტელევიზიებს ნოემბერის შუა რიცხვებში ახალი წელი ელანდებათ. ან უბრალოდ ისე დაშინდნენ გუშინდელით, რომ ჰგონიათ ახალ წლამდე ვეღარ მიატანენ. ეს ყველაფერი ვარდების რევოლუციის წინა თვეებს მაგონებს. ისე კი, ვისაც მართლა აინტერესებს გუშინდელ კიევის აქციას ესწრებოდნენ რუსეთ-უკრაინის ომის გმირები. სამოქალაქო სექტორის ლიდერები, დეპუტატები და ევროვიზიის გამარჯვებული - რუსლანა, ასევე უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანები.

ამ ხალხს მადლობა უნდა ვუთხრათ სოლიდარობისთვის და ჩვენ კი, კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ჩვენი ბრძოლა სამართლიანია და აუცილებლად სწორად დაგვირგვინდება!", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა