პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაოგნებული და თავზარდაცემული ვარ" - სააკაშვილი კახა ბენდუქიძესთან უკანასკნელ შეხვედრას იხსენებს
"გაოგნებული და თავზარდაცემული ვარ" - სააკაშვილი კახა ბენდუქიძესთან უკანასკნელ შეხვედრას იხსენებს

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი კახა ბენ­დუ­ქი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბას სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

"გა­ოგ­ნე­ბუ­ლი და თავ­ზარ­და­ცე­მუ­ლი ვარ. დღეს, პირ­ვე­ლად არ პა­სუ­ხობ­და ჩემს სა­ტე­ლე­ფო­ნო მე­სი­ჯებს… კი გა­მიკ­ვირ­და და მერე შე­მა­ტყო­ბი­ნეს", - წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი და კახა ბენ­დუ­ქი­ძეს­თან ბოლო შეხ­ვედ­რას და მის გეგ­მებს იხ­სე­ნებს. ექ­სპრე­ზი­დენ­ტი აღ­ნიშ­ნავს, რომ უკ­რა­ი­ნა­ში სე­რი­ო­ზუ­ლად გა­ნი­ხი­ლავ­დნენ ბენ­დუ­ქი­ძის ერთ-ერთ წამ­ყვან სამ­თავ­რო­ბო პოსტზე და­ნიშ­ვნას.

"ერ­თად ვი­ყა­ვით ალ­ბა­ნეთ­ში სექ­ტემ­ბერ­ში. ცოტა ხნის წინ ბრი­უ­სელ­ში ჩა­მო­მა­კი­თხა, სა­დაც ჩემ­თან საქ­მე­ზე ლა­პა­რა­კის გარ­და, ჩემს ნი­კუ­შას უყ­ვე­ბო­და სხვა­დას­ხვა სა­სა­ცი­ლო ის­ტო­რი­ებს და არ­წმუ­ნებ­და კარ­გად სწავ­ლის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ში. თით­ქმის ყო­ველ დღეს ვუ­რე­კავ­დით ერ­თმა­ნეთს და ბო­ლოს გუ­შინ ვე­სა­უბ­რე. მრა­ვალ­თვი­ა­ნი ნერ­ვი­უ­ლო­ბის შემ­დეგ ბევ­რად უფრო მხნედ მო­მეჩ­ვე­ნა.

რუ­სე­თი­დან წას­ვლა 2004 წელს მო­უხ­და, მაგ­რამ ამას სა­ერ­თოდ არ გა­ნიც­დი­და, პი­რი­ქით უხა­რო­და. სა­ქარ­თვე­ლოს იძუ­ლე­ბით და­ტო­ვე­ბა კი მის­თვის უმ­ძი­მე­სი იყო. ქვეყ­ნი­დან ამ რამ­დე­ნი­მე თვის წინ, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ე­ბის აღ­ძვრის შემ­დეგ წა­ვი­და. თვლი­და, რომ ან და­ა­პა­ტიმ­რებ­დნენ ან მი­ნი­მუმ პას­პორ­ტს ჩა­მო­არ­თმევ­დნენ. ბოლო თვე­ებ­ში ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და, რომ თა­ვი­სი სიმ­წრით ნა­შე­ნე­ბი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის მი­ტო­ვე­ბა მო­უხ­და. ლონ­დონ­ში ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა იუ­რის­ტე­ბის ჯგუ­ფი და ასე­ვე ცალ­კე ორ­გა­ნი­ზა­ცია ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟიმ­თან საბ­რძოლ­ვე­ლად. ძა­ლი­ან ჩქა­რობ­და, ჩემ­ზე მო­უთ­მე­ნე­ლიც იყო - ბოლო სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბარ­ში კი­დევ ერთხელ მი­თხრა - ბევ­რი დრო არ გვაქვს და უახ­ლო­ეს თვე­ებ­ში უნდა და­ვიხ­სნათ სა­ქარ­თვე­ლოო. 15 ნო­ემ­ბრის აქ­ცი­ის მომ­ზა­დე­ბა­შიც ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

კვი­რის ბო­ლოს კი­ევ­ში ვფიქ­რობ­დით შეხ­ვედ­რას. ახლა უკვე სა­ი­დუმ­ლო აღა­რაა, რომ უკ­რა­ი­ნა­ში ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად გა­ნი­ხი­ლავ­დნენ მის ერთ-ერთ წამ­ყვან სამ­თავ­რო­ბო პოსტზე და­ნიშ­ვნას და ამის სა­ბო­ლო­ოდ შე­სა­თან­ხმებ­ლად ჩა­დი­ო­და. სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­ა­ძე­ვეს და ჩვენ­ზე ათ­ჯერ დიდი ქვე­ყა­ნა აწი­ნა­უ­რებ­და და სთხოვ­და დახ­მა­რე­ბას. თვლი­და, რომ უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მუ­შა­ო­ბით ქარ­თულ საქ­მეს გა­ა­კე­თებ­და.

ერ­თდრო­უ­ლად სი­კე­თის გან­სა­ხი­ე­რე­ბა და ბო­რო­ტე­ბას­თან შე­უ­რი­გებ­ლო­ბის ეტა­ლო­ნი. დიდი ის­ტო­რი­უ­ლი მას­შტა­ბის ეროვ­ნუ­ლი და მსოფ­ლიო მოღ­ვა­წე გარ­და­იც­ვა­ლა... ოფი­ცი­ო­ზის­გან მო­ძუ­ლე­ბუ­ლი და დევ­ნი­ლი, ის მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სი­ნათ­ლეს სთეს­და. სა­დაც არის, მე ვაძ­ლევ პი­რო­ბას, ზუს­ტად ვიცი, რომ შუ­შის კოლ­ბა­ში და­ბუ­დე­ბუ­ლი ბო­რო­ტე­ბის სი­ხა­რუ­ლი ნა­ად­რე­ვია. მე პი­რა­დად კა­ხას და ჩემს თავს ვპირ­დე­ბი, რომ მის ნაც­ვლა­დაც გა­ვაგ­რძე­ლებ ბრძო­ლას! წყვდი­ა­დი დიდ­ხანს ვერ გაგ­რძელ­დე­ბა! კა­ხას ნაც­ვლა­დაც გავ­ცემთ პა­სუხს ბუმ­ბე­რა­ზის მდევ­ნელ ქონ­დრის­კა­ცებს და მისი სა­ხე­ლი­თაც და­ვიხ­სნით ჩვენს სა­ქარ­თვე­ლოს!",-წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი.

ასე­ვე იხი­ლეთ:

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

"გაოგნებული და თავზარდაცემული ვარ" - სააკაშვილი კახა ბენდუქიძესთან უკანასკნელ შეხვედრას იხსენებს

"გაოგნებული და თავზარდაცემული ვარ" - სააკაშვილი კახა ბენდუქიძესთან უკანასკნელ შეხვედრას იხსენებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კახა ბენდუქიძის გარდაცვალებას სოციალური ქსელით გამოეხმაურა.

"გაოგნებული და თავზარდაცემული ვარ. დღეს, პირველად არ პასუხობდა ჩემს სატელეფონო მესიჯებს… კი გამიკვირდა და მერე შემატყობინეს", - წერს სააკაშვილი და კახა ბენდუქიძესთან ბოლო შეხვედრას და მის გეგმებს იხსენებს. ექსპრეზიდენტი აღნიშნავს, რომ უკრაინაში სერიოზულად განიხილავდნენ ბენდუქიძის ერთ-ერთ წამყვან სამთავრობო პოსტზე დანიშვნას.

"ერთად ვიყავით ალბანეთში სექტემბერში. ცოტა ხნის წინ ბრიუსელში ჩამომაკითხა, სადაც ჩემთან საქმეზე ლაპარაკის გარდა, ჩემს ნიკუშას უყვებოდა სხვადასხვა სასაცილო ისტორიებს და არწმუნებდა კარგად სწავლის აუცილებლობაში. თითქმის ყოველ დღეს ვურეკავდით ერთმანეთს და ბოლოს გუშინ ვესაუბრე. მრავალთვიანი ნერვიულობის შემდეგ ბევრად უფრო მხნედ მომეჩვენა.

რუსეთიდან წასვლა 2004 წელს მოუხდა, მაგრამ ამას საერთოდ არ განიცდიდა, პირიქით უხაროდა. საქართველოს იძულებით დატოვება კი მისთვის უმძიმესი იყო. ქვეყნიდან ამ რამდენიმე თვის წინ, სისხლის სამართლის საქმეების აღძვრის შემდეგ წავიდა. თვლიდა, რომ ან დააპატიმრებდნენ ან მინიმუმ პასპორტს ჩამოართმევდნენ. ბოლო თვეებში ძალიან განიცდიდა, რომ თავისი სიმწრით ნაშენები უნივერსიტეტების მიტოვება მოუხდა. ლონდონში ჩამოაყალიბა იურისტების ჯგუფი და ასევე ცალკე ორგანიზაცია ივანიშვილის რეჟიმთან საბრძოლველად. ძალიან ჩქარობდა, ჩემზე მოუთმენელიც იყო - ბოლო სატელეფონო საუბარში კიდევ ერთხელ მითხრა - ბევრი დრო არ გვაქვს და უახლოეს თვეებში უნდა დავიხსნათ საქართველოო. 15 ნოემბრის აქციის მომზადებაშიც ძალიან აქტიურად მონაწილეობდა.

კვირის ბოლოს კიევში ვფიქრობდით შეხვედრას. ახლა უკვე საიდუმლო აღარაა, რომ უკრაინაში ძალიან სერიოზულად განიხილავდნენ მის ერთ-ერთ წამყვან სამთავრობო პოსტზე დანიშვნას და ამის საბოლოოდ შესათანხმებლად ჩადიოდა. საქართველოდან გააძევეს და ჩვენზე ათჯერ დიდი ქვეყანა აწინაურებდა და სთხოვდა დახმარებას. თვლიდა, რომ უკრაინის ხელისუფლებაში მუშაობით ქართულ საქმეს გააკეთებდა.

ერთდროულად სიკეთის განსახიერება და ბოროტებასთან შეურიგებლობის ეტალონი. დიდი ისტორიული მასშტაბის ეროვნული და მსოფლიო მოღვაწე გარდაიცვალა... ოფიციოზისგან მოძულებული და დევნილი, ის მთელი ცხოვრება სინათლეს სთესდა. სადაც არის, მე ვაძლევ პირობას, ზუსტად ვიცი, რომ შუშის კოლბაში დაბუდებული ბოროტების სიხარული ნაადრევია. მე პირადად კახას და ჩემს თავს ვპირდები, რომ მის ნაცვლადაც გავაგრძელებ ბრძოლას! წყვდიადი დიდხანს ვერ გაგრძელდება! კახას ნაცვლადაც გავცემთ პასუხს ბუმბერაზის მდევნელ ქონდრისკაცებს და მისი სახელითაც დავიხსნით ჩვენს საქართველოს!",-წერს სააკაშვილი.

ასევე იხილეთ:

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა