მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამარ ბერუჩაშვილი მაია ფანჯიკიძესთან ერთად სამინისტროს დატოვებას "ემოციურ-სოლიდარულ გაუგებრობას" უწოდებს
თამარ ბერუჩაშვილი მაია ფანჯიკიძესთან ერთად სამინისტროს დატოვებას "ემოციურ-სოლიდარულ გაუგებრობას" უწოდებს

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი თა­მარ ბე­რუ­ჩაშ­ვი­ლი მისი მხრი­დან სა­გა­რეო საქ­მე­თა საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს დრო­ე­ბით და­ტო­ვე­ბას "ემო­ცი­ურ-სო­ლი­და­რულ გა­უ­გებ­რო­ბას" უწო­დებს. რო­გორც ბე­რუ­ჩაშ­ვილ­მა დღეს, სა­გა­რეო უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლად წარ­დგე­ნი­სას გა­ნა­ცხა­და, მისი ეჭ­ვე­ბი ქვეყ­ნის კურ­სის ცვლი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე სა­ათს გაგ­რძელ­და.

"კურ­სი არის შე­უქ­ცე­ვა­დი. ეს არის ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი და ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლუ­რი არ­ჩე­ვა­ნი. არც ერთ მთავ­რო­ბას არ ექ­ნე­ბა იმის ფუ­ფუ­ნე­ბა, რომ ამ კურსს გა­და­უხ­ვი­ოს. ჩემ ეჭ­ვე­ბი რამ­დე­ნი­მე სა­ათს გაგ­რძელ­და, მინ­და ვთქვა, რომ ეს იყო ემო­ცი­ურ-სო­ლი­და­რუ­ლი გა­უ­გებ­რო­ბა. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა და მთავ­რო­ბის სხვა წევ­რებ­მა მკა­ფი­ოდ და ნათ­ლად უპა­სუ­ხეს ჩემ შე­კი­თხვებს", - აღ­ნიშ­ნა ბე­რუ­ჩაშ­ვილ­მა.

ბე­რუ­ჩაშ­ვილ­მა პი­რო­ბა დადო, რომ ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს, რათა ქარ­თუ­ლი დიპ­ლო­მა­ტია იყოს წარ­მა­ტე­ბუ­ლი.

"ჩემ­თვის დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და დიდი პა­ტი­ვია ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე წარ­დგე­ნა. გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა დღეს ამ პოს­ტის და­კა­ვე­ბა. სა­გა­რეო უწყე­ბის სა­ხე­ლით მინ­და, დავ­პირ­დე ყვე­ლას, რომ ჩვენ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კებთ იმის­თვის, რომ ქარ­თუ­ლი დიპ­ლო­მა­ტია იყოს წარ­მა­ტე­ბუ­ლი. ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის ფაქ­ტი, რომ შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­მე­ცა, ვემ­სა­ხუ­რო სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის რან­გში, ვემ­სა­ხუ­რო სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ პრი­ო­რი­ტე­ტებს. მტკი­ცედ მწამს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი არ არის ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის გა­რე­შე. ქარ­თუ­ლი დიპ­ლო­მა­ტია ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს, რომ გა­ნამ­ტკი­ცოს პარტნი­ო­რო­ბა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ყვე­ლა მე­გო­ბარ­თან, შე­ი­ძი­ნოს ახა­ლი მე­გობ­რე­ბი და გა­აძ­ლი­ე­როს სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ბე­რუ­ჩაშ­ვილ­მა.

მაია ფან­ჯი­კი­ძის მხრი­დან სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის დროს, მის­მა მო­ად­გი­ლემ თა­მარ ბე­რუ­ჩაშ­ვილ­მა თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ თა­ვა­დაც გა­ნა­ცხა­და, თუმ­ცა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან სა­უბ­რის შემ­დეგ, რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შეც­ვა­ლა.

იხი­ლეთ სტა­ტია| თა­მარ ბე­რუ­ჩაშ­ვი­ლი - შე­ვარ­დნა­ძის, სა­ა­კაშ­ვი­ლის და ახლა უკვე ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბის წევ­რი

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

თამარ ბერუჩაშვილი მაია ფანჯიკიძესთან ერთად სამინისტროს დატოვებას "ემოციურ-სოლიდარულ გაუგებრობას" უწოდებს

თამარ ბერუჩაშვილი მაია ფანჯიკიძესთან ერთად სამინისტროს დატოვებას "ემოციურ-სოლიდარულ გაუგებრობას" უწოდებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი მისი მხრიდან საგარეო საქმეთა საქმეთა სამინისტროს დროებით დატოვებას "ემოციურ-სოლიდარულ გაუგებრობას" უწოდებს. როგორც ბერუჩაშვილმა დღეს, საგარეო უწყების ხელმძღვანელად წარდგენისას განაცხადა, მისი ეჭვები ქვეყნის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით მხოლოდ რამდენიმე საათს გაგრძელდა.

"კურსი არის შეუქცევადი. ეს არის ჩვენი ეროვნული და ეგზისტენციალური არჩევანი. არც ერთ მთავრობას არ ექნება იმის ფუფუნება, რომ ამ კურსს გადაუხვიოს. ჩემ ეჭვები რამდენიმე საათს გაგრძელდა, მინდა ვთქვა, რომ ეს იყო ემოციურ-სოლიდარული გაუგებრობა. პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის სხვა წევრებმა მკაფიოდ და ნათლად უპასუხეს ჩემ შეკითხვებს", - აღნიშნა ბერუჩაშვილმა.

ბერუჩაშვილმა პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ქართული დიპლომატია იყოს წარმატებული.

"ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და დიდი პატივია ამ თანამდებობაზე წარდგენა. განსაკუთრებით დიდი პასუხისმგებლობაა დღეს ამ პოსტის დაკავება. საგარეო უწყების სახელით მინდა, დავპირდე ყველას, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკებთ იმისთვის, რომ ქართული დიპლომატია იყოს წარმატებული. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ შესაძლებლობა მომეცა, ვემსახურო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში, ვემსახურო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ პრიორიტეტებს. მტკიცედ მწამს, რომ საქართველოს მომავალი არ არის ევროპული მომავლის გარეშე. ქართული დიპლომატია ყველაფერს გააკეთებს, რომ განამტკიცოს პარტნიორობა და თანამშრომლობა ყველა მეგობართან, შეიძინოს ახალი მეგობრები და გააძლიეროს საქართველოს უსაფრთხოება", - განაცხადა ბერუჩაშვილმა.

მაია ფანჯიკიძის მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობის დატოვების დროს, მისმა მოადგილემ თამარ ბერუჩაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ თავადაც განაცხადა, თუმცა პრემიერ-მინისტრთან საუბრის შემდეგ, რამდენიმე საათში, გადაწყვეტილება შეცვალა.

იხილეთ სტატია| თამარ ბერუჩაშვილი - შევარდნაძის, სააკაშვილის და ახლა უკვე ღარიბაშვილის მთავრობის წევრი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა