მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მართალი კაცები სახეს არ კარგავენ, ღარიბაშვილმა სახე დაკარგა" - ალასანია პრემიერის გამონათქვამებს პასუხობს
"მართალი კაცები სახეს არ კარგავენ, ღარიბაშვილმა სახე დაკარგა" - ალასანია პრემიერის გამონათქვამებს პასუხობს

სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის ირაკ­ლი ალ­სა­ნი­ას შე­ფა­სე­ბით, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა სახე და­კარ­გა. ირაკ­ლი ალა­სა­ნია "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" ოფის­ში რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ მი­ვი­და. იგი გა­მო­ეხ­მა­უ­რა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის დღე­ვან­დელ გან­ცხა­დე­ბას და აღ­ნიშ­ნა, რომ იგი­ვე­თი ვერ უპა­სუ­ხებს, რად­გან ინ­სტი­ტუ­ცი­ებს პა­ტივს სცემს და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს მო­უ­წო­და, რომ მე­ო­რე­ჯერ ასე­თი რამ აღარ გა­ა­კე­თოს.

"ჩემ­თვის გულ­და­სა­წყვე­ტია, რომ ყვე­ლა­ნა­ირ კო­რექ­ტუ­ლო­ბას გას­ცდა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი. ჩემი აზ­რით, მარ­თა­ლი კა­ცე­ბი, ვი­საც სახე აქვთ, სა­ხეს არ კარ­გა­ვენ, ამ შემ­თხვე­ვა­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა სახე და­კარ­გა. მე მა­ინც მეძ­ვირ­ფა­სე­ბა ის ერ­თად გავ­ლი­ლი პე­რი­ო­დი, ჩემს კო­ლე­გებ­თან, მთავ­რო­ბას­თან ერ­თად. ბუ­ნებ­რი­ვია, მე მად­ლი­ე­რი ვარ იმის, რაც ერ­თად გა­ვა­კე­თეთ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პო­ლი­ტი­კამ და პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გა­დად­გმულ­მა ნა­ბი­ჯებ­მა ჩვე­ნი გზე­ბი გაყო. მე ყვე­ლას მო­ვუ­წო­დებ, რომ კო­რექ­ტუ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში დარ­ჩნენ. მე მგო­ნია, რომ სა­ხის და­კარ­გვა ჩვე­ნი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მხრი­დან ქვე­ყა­ნას კარ­გს არა­ფერს მო­უ­ტანს. მე იგი­ვე­თი ვერ ვუ­პა­სუ­ხებ. მე პა­ტივს ვცემ ინ­სტი­ტუ­ცი­ებს და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე მინ­და, უბ­რა­ლოდ მას მო­ვუ­წო­დო, რომ მე­ო­რე­ჯერ ასე­თი რამ აღარ გა­ა­კე­თოს, უბ­რა­ლოდ ეს არის არას­წო­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­მარ­თაც, ჩემს მი­მარ­თაც და ბუ­ნებ­რი­ვია, თა­ვი­სი კო­ლე­გე­ბის მი­მარ­თაც, რო­მელ­თა თვალ­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, დღე­ვან­დე­ლი მისი გან­ცხა­დე­ბა არ აღიქ­მე­ბო­და პო­ზი­ტი­უ­რად", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ.

ამა­ვე თე­მა­ზე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

"მართალი კაცები სახეს არ კარგავენ, ღარიბაშვილმა სახე დაკარგა" - ალასანია პრემიერის გამონათქვამებს პასუხობს

"მართალი კაცები სახეს არ კარგავენ, ღარიბაშვილმა სახე დაკარგა" - ალასანია პრემიერის გამონათქვამებს პასუხობს

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალსანიას შეფასებით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახე დაკარგა. ირაკლი ალასანია "თავისუფალი დემოკრატების" ოფისში რამდენიმე წუთის წინ მივიდა. იგი გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას და აღნიშნა, რომ იგივეთი ვერ უპასუხებს, რადგან ინსტიტუციებს პატივს სცემს და ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდა, რომ მეორეჯერ ასეთი რამ აღარ გააკეთოს.

"ჩემთვის გულდასაწყვეტია, რომ ყველანაირ კორექტულობას გასცდა პრემიერ-მინისტრი. ჩემი აზრით, მართალი კაცები, ვისაც სახე აქვთ, სახეს არ კარგავენ, ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრმა სახე დაკარგა. მე მაინც მეძვირფასება ის ერთად გავლილი პერიოდი, ჩემს კოლეგებთან, მთავრობასთან ერთად. ბუნებრივია, მე მადლიერი ვარ იმის, რაც ერთად გავაკეთეთ მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკამ და პროკურატურის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა ჩვენი გზები გაყო. მე ყველას მოვუწოდებ, რომ კორექტულობის ფარგლებში დარჩნენ. მე მგონია, რომ სახის დაკარგვა ჩვენი პრემიერ-მინისტრის მხრიდან ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. მე იგივეთი ვერ ვუპასუხებ. მე პატივს ვცემ ინსტიტუციებს და აქედან გამომდინარე მინდა, უბრალოდ მას მოვუწოდო, რომ მეორეჯერ ასეთი რამ აღარ გააკეთოს, უბრალოდ ეს არის არასწორი საზოგადოების მიმართაც, ჩემს მიმართაც და ბუნებრივია, თავისი კოლეგების მიმართაც, რომელთა თვალში დარწმუნებული ვარ, დღევანდელი მისი განცხადება არ აღიქმებოდა პოზიტიურად", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ამავე თემაზე:

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა