პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე არ მყავს უჭკუო და ავანტურისტი მეგობრები" - თინა ხიდაშელი ალასანიას მხარდაჭერას საჯაროდ უცხადებს
"მე არ მყავს უჭკუო და ავანტურისტი მეგობრები" - თინა ხიდაშელი ალასანიას მხარდაჭერას საჯაროდ უცხადებს

კო­ა­ლი­ცია "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" შე­მა­ვა­ლი პარ­ტი­ე­ბი­დან ფა­სე­უ­ლო­ბე­ბით ყვე­ლა­ზე ახ­ლოს "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი" და "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი" მო­ი­აზ­რე­ბოდ­ნენ. მათი ერ­თმა­ნე­თის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რო­გორც ჩანს, არც მას შემ­დეგ შეც­ვლი­ლა, რაც ალა­სა­ნი­ას "თა­ვი­სუ­ფალ­მა დე­მოკ­რა­ტებ­მა" კო­ა­ლი­ცია და­ტო­ვეს, ხოლო "რეს­პუბ­ლი­კე­ლებ­მა" კვლავ კო­ა­ლი­ცი­ა­ში დარ­ჩე­ნა ამ­ჯო­ბი­ნეს.

მას შემ­დეგ, რაც დღეს დი­ლით, ქვეყ­ნის პრე­მი­ერ­მა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ირაკ­ლი ალა­სა­ნია უკი­დუ­რე­სად შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სი­ტყვე­ბით მო­იხ­სე­ნია, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის თხოვ­ნა, შე­ე­ფა­სე­ბი­ნა პრე­მი­ე­რის სი­ტყვე­ბი, არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და მხო­ლოდ მცი­რე­დი კო­მენ­ტა­რით შე­მო­ი­ფარ­გლა. "ეს კი­თხვა დას­ვით სა­თა­ნა­დო შე­ნო­ბა­ში და სა­თა­ნა­დო რეს­პონ­დენ­ტთან", - გა­ნა­ცხა­და უსუ­ფაშ­ვილ­მა.

უსუ­ფაშ­ვი­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას­თვის პირ­და­პი­რი მხარ­და­ჭე­რის გა­მო­ცხა­დე­ბას არ მო­რი­დე­ბია თინა ხი­და­შე­ლი, რო­მე­ლიც Facebook-ზე წერს, რომ მას არ ჰყავს უჭ­კუო და ავან­ტუ­რის­ტი მე­გობ­რე­ბი.

Facebook/ თინა ხი­და­შე­ლი:

"მე არ მყავს უჭ­კუო და ავან­ტუ­რის­ტი მე­გობ­რე­ბი თან 24 წელი ასე­თებ­თან მე­გობ­რო­ბა გაძ­ნელ­დე­ბო­და არც ქვეყ­ნის ღა­ლა­ტი და სა­ბო­ტა­ჟ­ნი­კო­ბა შე­მიმ­ჩნე­ვია.

აი პი­რი­ქით კი, რამ­დე­ნიც გინ­დაც. ქვეყ­ნის სიყ­ვა­რუ­ლი, თავ­და­დე­ბა, ერ­თგუ­ლე­ბა ულე­ვი. ამ­ბი­ცი­უ­რი კი კარ­გია", -წერს ხი­და­შე­ლი.

იხი­ლეთ| ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ალა­სა­ნი­ას უჭ­კუო ავან­ტი­უ­რის­ტი უწო­და - "კარ­გია, რომ ჩა­მო­ვი­შო­რეთ ასე­თი მო­ღა­ლა­ტე გუნ­დი­დან"

"მე არ მყავს უჭკუო და ავანტურისტი მეგობრები" - თინა ხიდაშელი ალასანიას მხარდაჭერას საჯაროდ უცხადებს

"მე არ მყავს უჭკუო და ავანტურისტი მეგობრები" - თინა ხიდაშელი ალასანიას მხარდაჭერას საჯაროდ უცხადებს

კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიებიდან ფასეულობებით ყველაზე ახლოს "რესპუბლიკელები" და "თავისუფალი დემოკრატები" მოიაზრებოდნენ. მათი ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება, როგორც ჩანს, არც მას შემდეგ შეცვლილა, რაც ალასანიას "თავისუფალმა დემოკრატებმა" კოალიცია დატოვეს, ხოლო "რესპუბლიკელებმა" კვლავ კოალიციაში დარჩენა ამჯობინეს.

მას შემდეგ, რაც დღეს დილით, ქვეყნის პრემიერმა ღარიბაშვილმა ირაკლი ალასანია უკიდურესად შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტების თხოვნა, შეეფასებინა პრემიერის სიტყვები, არ დააკმაყოფილა და მხოლოდ მცირედი კომენტარით შემოიფარგლა. "ეს კითხვა დასვით სათანადო შენობაში და სათანადო რესპონდენტთან", - განაცხადა უსუფაშვილმა.

უსუფაშვილისგან განსხვავებით, ირაკლი ალასანიასთვის პირდაპირი მხარდაჭერის გამოცხადებას არ მორიდებია თინა ხიდაშელი, რომელიც Facebook-ზე წერს, რომ მას არ ჰყავს უჭკუო და ავანტურისტი მეგობრები.

Facebook/ თინა ხიდაშელი:

"მე არ მყავს უჭკუო და ავანტურისტი მეგობრები თან 24 წელი ასეთებთან მეგობრობა გაძნელდებოდა არც ქვეყნის ღალატი და საბოტაჟნიკობა შემიმჩნევია.

აი პირიქით კი, რამდენიც გინდაც. ქვეყნის სიყვარული, თავდადება, ერთგულება ულევი. ამბიციური კი კარგია", -წერს ხიდაშელი.

იხილეთ| ღარიბაშვილმა ალასანიას უჭკუო ავანტიურისტი უწოდა - "კარგია, რომ ჩამოვიშორეთ ასეთი მოღალატე გუნდიდან"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა