სპორტი

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოსახლეობა ბევრ სიურპრიზს ნახავს" - ღარიბაშვილი მოსახლეობას ალასანიასთან დაკავშირებულ სიურპრიზებს პირდება
"მოსახლეობა ბევრ სიურპრიზს ნახავს" - ღარიბაშვილი მოსახლეობას ალასანიასთან დაკავშირებულ სიურპრიზებს პირდება

რაც გა­ა­კე­თა ალა­სა­ნი­ამ, ჩემ­თვის პი­რა­დად 2012 წლის 1-ელი ოქ­ტომ­ბრის გა­მარ­ჯვე­ბის ღა­ლა­ტია, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის წევ­რებ­თან დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი შე­ფა­სე­ბით, ეს არის ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მო­ტყუ­ე­ბის მო­რი­გი მცდე­ლო­ბა, რაც ქვეყ­ნის ინ­ტე­რესს აზი­ა­ნებს.

"მას ეს არა­ერ­თხელ გა­უ­კე­თე­ბია. ამას ძა­ლი­ან კარ­გად და­ი­ნა­ხავს მო­სახ­ლე­ო­ბა - ბევრ სი­ურპრიზს ნა­ხავს. ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი და მათი გან­ცხა­დე­ბე­ბი არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად უპა­სუ­ხის­მგებ­ლო და არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი, აბ­სურ­დუ­ლი, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სტი­ლის სიც­რუე, რაც არის და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის.

ბოლო 2 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მე მო­მი­წია ასეთ აბ­სურ­დულ გან­ცხა­დე­ბებ­ზე სა­ჯა­რო გან­მარ­ტე­ბის გა­კე­თე­ბა იმის­თვის, რომ სა­ბო­ლო­ოდ გაგ­ვე­ქარ­წყლე­ბი­ნა შე­საძ­ლო კი­თხვე­ბი და ეჭ­ვე­ბი, რაც მათ აბ­სურ­დულ გან­ცხა­დე­ბებს უკავ­შირ­დე­ბო­და. თუნ­დაც ის, რომ მაია ფან­ჯი­კი­ძეს ჰქონ­და დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად მო­ად­გლე­ე­ბის გა­ყო­ლე­ბის მცდე­ლო­ბა, დას­ტუ­რებს მათ უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და უაპ­ტივ­ცე­მუ­ლო­ბას ჩვე­ნი გუნ­დის წი­ნა­შე. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი სამი წლის გა­ნამ­ვლო­ბა­ში იყ­ვნენ ჩვენ­თან ერ­თად ყო­ველ­დღე და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი ერთი ხე­ლის მოს­მით და­ი­ვი­წყონ და უარი უთხრან იმ გა­მარ­ჯვე­ბას, რო­მელ­საც მი­ვაღ­წი­ეთ ბა­ტონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან ერ­თად. ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა ჩემ­თვის", - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

"მოსახლეობა ბევრ სიურპრიზს ნახავს" - ღარიბაშვილი მოსახლეობას ალასანიასთან დაკავშირებულ სიურპრიზებს პირდება

"მოსახლეობა ბევრ სიურპრიზს ნახავს" - ღარიბაშვილი მოსახლეობას ალასანიასთან დაკავშირებულ სიურპრიზებს პირდება

რაც გააკეთა ალასანიამ, ჩემთვის პირადად 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის გამარჯვების ღალატია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის წევრებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.

მისი შეფასებით, ეს არის ქართველი ხალხის მოტყუების მორიგი მცდელობა, რაც ქვეყნის ინტერესს აზიანებს.

"მას ეს არაერთხელ გაუკეთებია. ამას ძალიან კარგად დაინახავს მოსახლეობა - ბევრ სიურპრიზს ნახავს. ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯები და მათი განცხადებები არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და არაადეკვატური, აბსურდული, ''ნაციონალური მოძრაობის'' სტილის სიცრუე, რაც არის დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის.

ბოლო 2 დღის განმავლობაში მე მომიწია ასეთ აბსურდულ განცხადებებზე საჯარო განმარტების გაკეთება იმისთვის, რომ საბოლოოდ გაგვექარწყლებინა შესაძლო კითხვები და ეჭვები, რაც მათ აბსურდულ განცხადებებს უკავშირდებოდა. თუნდაც ის, რომ მაია ფანჯიკიძეს ჰქონდა დემონსტრაციულად მოადგლეების გაყოლების მცდელობა, დასტურებს მათ უპასუხისმგებლობას და უაპტივცემულობას ჩვენი გუნდის წინაშე. ეს ადამიანები სამი წლის განამვლობაში იყვნენ ჩვენთან ერთად ყოველდღე და როგორ შეიძლება ეს ყველაფერი ერთი ხელის მოსმით დაივიწყონ და უარი უთხრან იმ გამარჯვებას, რომელსაც მივაღწიეთ ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად. ძალიან სამწუხაროა ჩემთვის", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა