პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტზე ალასანიას უწყების თანამშრომლებს ბრალი წარედგინათ
ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტზე ალასანიას უწყების თანამშრომლებს ბრალი წარედგინათ

მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ჯა­რის­კა­ცე­ბის მო­წამ­ვლის ფაქ­ტზე თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­შრო­მელს ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ გა­კეთ­და. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის რიგ სა­სა­დი­ლო­ებ­ში ან­ტი­სა­ნი­ტა­რუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო.

"სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად გა­მოვ­ლე­ნილ იქ­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მოქ­მე­დი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი და სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­თა კვე­ბი­თი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი შპს "ქარ­თუ­ლი კვე­ბის კომ­პა­ნი­ის" მე­ნე­ჯე­რე­ბი, რო­მელ­თა გულ­გრი­ლო­ბის შე­დე­გად ად­გი­ლი ჰქონ­და სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­თა მა­სობ­რივ და­ა­ვა­დე­ბას.

2013 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სა­ჯა­რი­სო ნა­წი­ლებ­ში და­ფიქ­სირ­და სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­თა და­ა­ვა­დე­ბის 10 შემ­თხვე­ვა. მთლი­ა­ნო­ბა­ში საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბით მო­ი­წამ­ლა 858 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე, სა­ი­და­ნაც 90 სამ­ხედ­რო, მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბის გამო გა­დაყ­ვა­ნილ იქნა სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში.

სა­ჯა­რი­სო ნა­წი­ლებ­ში სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის მა­სობ­რი­ვი და­ა­ვა­დე­ბის ათი­ვე შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა­საც ად­გი­ლი ჰქონ­და მე­ო­რე, მე­სა­მე, მე­ო­თხე ქვე­ით და მე­ა­თე კად­რი­რე­ბულ ბრი­გა­დებ­ში, გა­მო­ძი­ე­ბა თავ­და­პირ­ვე­ლად და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ამ. თუმ­ცა, აღ­ნიშ­ნულ­მა უწყე­ბამ არ ჩა­ა­ტა­რა გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის სა­თა­ნა­დო ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბი, სა­სა­დი­ლო­ე­ბის სა­ნი­ტა­რი­ულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის ექ­სპერ­ტი­ზე­ბი, რა­მაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­უ­შა­ლა ხელი გა­მო­ძი­ე­ბას.

აღ­ნიშ­ნულ მი­ზეზ­თა გამო, 2013 წლის 18 ოქ­ტომ­ბერს, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე, რო­მე­ლიც შე­ე­ხე­ბო­და სამ­ხედ­რო მომ­სა­ხუ­რე­ე­ბის და­ა­ვა­დე­ბის ათი­ვე შემ­თხვე­ვას, გა­მო­სა­ძი­ებ­ლად გა­და­ე­ცა სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას, რათა საქ­მე­ზე მომ­ხდა­რი­ყო სრულ­ყო­ფი­ლი და ობი­ექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით და საქ­მე­ზე შეკ­რე­ბი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით დად­გინ­და, რომ:

სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბის კვე­ბით მომ­სა­ხუ­რე­ბას ახორ­ცი­ე­ლებ­და შპს "ქარ­თუ­ლი კვე­ბის კომ­პა­ნია", რომ­ლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი არის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო.

სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის სა­მე­დი­ცი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი მე­დეა ბე­თაშ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მე­სა­მე ქვე­ი­თი ბრი­გა­დის მთა­ვა­რი ექი­მი მი­ხე­ილ ბეს­ტა­ე­ვი, მე­ო­თხე ქვე­ი­თი ბრი­გა­დის სა­მე­დი­ცი­ნო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ოთარ ჯე­ჯე­ია, მე­სა­მე ქვე­ი­თი ბრი­გა­დის სა­სა­დი­ლოს მე­ნე­ჯე­რი აკა­კი გი­ორ­გა­ძე, მე­ო­თხე ქვე­ი­თი ბრი­გა­დის სა­სა­დი­ლოს მე­ნე­ჯე­რი ლაშა გე­ლო­ვა­ნი და მე­ა­თე კად­რი­რე­ბუ­ლი ბრა­გა­დის სა­სა­დი­ლოს მე­ნე­ჯე­რი თორ­ნი­კე ხუ­ბუა, აღ­ნიშ­ნულ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში, გულ­გრი­ლად ეკი­დე­ბოდ­ნენ მათ­ზე და­კის­რე­ბუ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას და მის­და­მი და­უ­დე­ვა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო არ უზ­რუნ­ველ­ყოფ­დნენ და­სა­ხე­ლე­ბულ სა­სა­დი­ლო­ებ­ში სა­ნი­ტა­რი­ულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი და ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ზე­დამ­ხედ­ვერ­ლო­ბის და კონ­ტრო­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.

ამის შე­დე­გად, სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს სა­სა­დი­ლო­დან მი­ე­წო­დე­ბო­დათ მოხ­მა­რე­ბი­სათ­ვის უვარ­გი­სი, ნაწ­ლა­ვის ჩხი­რის ჯგუ­ფის ბაქ­ტე­რი­ე­ბით, ეშე­რი­ხია კო­ლით და აუ­რე­უ­სით და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტი, რომ­ლის მი­ღე­ბის შე­დე­გად ად­გი­ლი ჰქონ­და სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის მა­სობ­რი­ვად და­ა­ვა­დე­ბას.

საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ქი­მი­ურ-ტოქ­სი­კო­ლო­გი­უ­რი და მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად, სამ­ხედ­რო ქვე­და­ნა­ყო­ფებ­ში გან­თავ­სე­ბულ სა­სა­დი­ლო­ებ­ში მზა პრო­დუქ­ტის ნი­მუ­შე­ბი არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და დად­გე­ნილ მო­თხოვ­ნებს და უვარ­გი­სი იყო მოხ­მა­რე­ბი­სათ­ვის. საკ­ვე­ბის ნი­მუ­შე­ბი შე­ი­ცავ­და აუ­რე­უ­სის, ეშე­რი­ხია კო­ლის და ნაწ­ლა­ვის ჩხი­რის ჯგუ­ფის ბაქ­ტე­რი­ებს.

სა­ნი­ტა­რულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად, სა­სა­დი­ლო­დან გა­რე­ცხი­ლი და გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად გამ­ზა­დე­ბუ­ლი ინ­ვენ­ტა­რი­დან, ასე­ვე მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლის ხე­ლე­ბი­დან აღე­ბუ­ლი ნა­ცხე­ბის მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვე­ბით დად­გინ­და, რომ აღ­ნიშ­ნულ სა­სა­დი­ლო­ში და სა­სა­დი­ლოს სა­ცა­ვებ­ში არ იყო და­ცუ­ლი სა­ნი­ტა­რი­ულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი, პერ­სო­ნა­ლის პი­რა­დი ჰი­გი­ე­ნის ნორ­მე­ბი, 9 შემ­თხვე­ვა­ში ამო­ი­თე­სა ნაწ­ლა­ვის ჩხი­რის ჯგუ­ფის ბაქ­ტე­რი­ე­ბი და 5 შემ­თხვე­ვა­ში - აუ­რე­უ­სი.

ყო­ვე­ლი­ვე ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ­მა გა­მო­იწ­ვია და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო ნა­წი­ლე­ბის ნორ­მა­ლუ­რად ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის შე­ფერ­ხე­ბა, რი­თაც არ­სე­ბი­თად და­ირ­ღვა სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის და სა­ხელ­მწი­ფოს კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სე­ბი.

ასე­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ჯა­რე­ბის ლო­გის­ტი­კუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სარ­დლო­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ, 2013 წელს ცალ­კე­ულ შემ­თხვე­ვებ­ში შე­მოწ­მე­ბუ­ლი იქნა სამ­ხედ­რო ნა­წი­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი სა­სა­დი­ლო­ე­ბი. შედ­გე­ნილ შე­მოწ­მე­ბის აქ­ტებ­ში და­ფიქ­სირ­და სა­ნი­ტა­რი­ულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბის უხე­ში დარ­ღვე­ვის ფაქ­ტე­ბი, მათ შო­რის და­ფიქ­სირ­და სა­სა­დი­ლო­ში მწე­რე­ბის არ­სე­ბო­ბა და სამ­ხედ­რო­ე­ბი­სათ­ვის მი­წო­დე­ბულ ძეხვს აღე­ნიშ­ნე­ბო­და დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ჟე­ლა­ტი­ნის მაგ­ვა­რი ნივ­თი­ე­რე­ბა.

შე­მოწ­მე­ბის აქ­ტე­ბი გა­იგ­ზავ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­როს­თან, რა­საც რე­ა­გი­რე­ბა არ მო­ყო­ლია. გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის წე­რი­ლით ირ­კვე­ვა მხო­ლოდ ის, რომ ჯა­რის­კა­ცე­ბის კვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის აღ­მო­ფხვრა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია მხო­ლოდ 2015 წლის პერ­სპექ­ტი­ულ გეგ­მებ­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში ჩა­დე­ნი­ლი ამ და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბი­სათ­ვის სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გა­მო­ტა­ნი­ლია ბრალ­დე­ბის შე­სა­ხებ დად­გე­ნი­ლე­ბე­ბი და ბრა­ლი წა­რედ­გი­ნე­ბათ სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის სა­მე­დი­ცი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როსს მე­დეა ბე­თაშ­ვილს, სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მე­სა­მე ქვე­ი­თი ბრი­გა­დის მთა­ვარ ექიმს მი­ხე­ილ ბეს­ტა­ევს, მე­ო­თხე ქვე­ი­თი ბრი­გა­დის სა­მე­დი­ცი­ნო სამ­სა­ხუ­რის უფ­როსს ოთარ ჯე­ჯე­ი­ას და შპს "ქარ­თუ­ლი კვე­ბის კომ­პა­ნი­ის" მე­ნე­ჯე­რებს: აკა­კი გი­ორ­გა­ძეს, ლაშა გე­ლო­ვანს და თორ­ნი­კე ხუ­ბუ­ას.

გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 2201-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით და 342-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას სამ წლამ­დე ვა­დით", - აცხა­დე­ბენ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ| ალა­სა­ნია-უსუ­ფაშ­ვი­ლის შეხ­ვედ­რის დე­ტა­ლე­ბი: რა ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და მი­ნის­ტრმა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტზე ალასანიას უწყების თანამშრომლებს ბრალი წარედგინათ

ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტზე ალასანიას უწყების თანამშრომლებს ბრალი წარედგინათ

მთავარმა პროკურატურამ ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტზე თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელს ბრალი წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა. უწყების ინფორმაციით, შეიარაღებული ძალების რიგ სასადილოებში ანტისანიტარული მდგომარეობა იყო.

"საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად გამოვლენილ იქნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამდებობის პირები და სამხედრო მოსამსახურეთა კვებითი უზრუნველყოფის განმახორციელებელი შპს "ქართული კვების კომპანიის" მენეჯერები, რომელთა გულგრილობის შედეგად ადგილი ჰქონდა სამხედრო მოსამსახურეთა მასობრივ დაავადებას.

2013 წლის განმავლობაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარისო ნაწილებში დაფიქსირდა სამხედრო მოსამსახურეთა დაავადების 10 შემთხვევა. მთლიანობაში საკვები პროდუქტებით მოიწამლა 858 სამხედრო მოსამსახურე, საიდანაც 90 სამხედრო, მძიმე მდგომარეობის გამო გადაყვანილ იქნა სამხედრო ჰოსპიტალში.

საჯარისო ნაწილებში სამხედრო მოსამსახურეების მასობრივი დაავადების ათივე შემთხვევასთან დაკავშირებით, რასაც ადგილი ჰქონდა მეორე, მესამე, მეოთხე ქვეით და მეათე კადრირებულ ბრიგადებში, გამოძიება თავდაპირველად დაიწყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციამ. თუმცა, აღნიშნულმა უწყებამ არ ჩაატარა გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები, სამხედრო მოსამსახურეების სათანადო ლაბორატორიული კვლევები, სასადილოების სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის ექსპერტიზები, რამაც მნიშვნელოვნად შეუშალა ხელი გამოძიებას.

აღნიშნულ მიზეზთა გამო, 2013 წლის 18 ოქტომბერს, სისხლის სამართლის საქმე, რომელიც შეეხებოდა სამხედრო მომსახურეების დაავადების ათივე შემთხვევას, გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს მთავარ პროკურატურას, რათა საქმეზე მომხდარიყო სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების ჩატარება.

საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით და საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ:

საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის კვებით მომსახურებას ახორციელებდა შპს "ქართული კვების კომპანია", რომლის დამფუძნებელი არის თავდაცვის სამინისტრო.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი მედეა ბეთაშვილი, საქართველოს შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის მთავარი ექიმი მიხეილ ბესტაევი, მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამედიცინო სამსახურის უფროსი ოთარ ჯეჯეია, მესამე ქვეითი ბრიგადის სასადილოს მენეჯერი აკაკი გიორგაძე, მეოთხე ქვეითი ბრიგადის სასადილოს მენეჯერი ლაშა გელოვანი და მეათე კადრირებული ბრაგადის სასადილოს მენეჯერი თორნიკე ხუბუა, აღნიშნულ თანამდებობებზე მუშაობის პერიოდში, გულგრილად ეკიდებოდნენ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას და მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო არ უზრუნველყოფდნენ დასახელებულ სასადილოებში სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური ზედამხედვერლობის და კონტროლის განხორციელებას.

ამის შედეგად, სამხედრო მოსამსახურეებს სასადილოდან მიეწოდებოდათ მოხმარებისათვის უვარგისი, ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიებით, ეშერიხია კოლით და აურეუსით დაბინძურებული საკვები პროდუქტი, რომლის მიღების შედეგად ადგილი ჰქონდა სამხედრო მოსამსახურეების მასობრივად დაავადებას.

საქმეზე ჩატარებული ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური და მიკრობიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სამხედრო ქვედანაყოფებში განთავსებულ სასადილოებში მზა პროდუქტის ნიმუშები არ შეესაბამებოდა დადგენილ მოთხოვნებს და უვარგისი იყო მოხმარებისათვის. საკვების ნიმუშები შეიცავდა აურეუსის, ეშერიხია კოლის და ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიებს.

სანიტარულ-ჰიგიენური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სასადილოდან გარეცხილი და გამოსაყენებლად გამზადებული ინვენტარიდან, ასევე მომსახურე პერსონალის ხელებიდან აღებული ნაცხების მიკრობიოლოგიური გამოკვლევებით დადგინდა, რომ აღნიშნულ სასადილოში და სასადილოს საცავებში არ იყო დაცული სანიტარიულ-ჰიგიენური, პერსონალის პირადი ჰიგიენის ნორმები, 9 შემთხვევაში ამოითესა ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები და 5 შემთხვევაში - აურეუსი.

ყოველივე ზემოაღნიშნულმა გამოიწვია დასახელებული სამხედრო ნაწილების ნორმალურად ფუნქციონირების შეფერხება, რითაც არსებითად დაირღვა სამხედრო მოსამსახურეების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.

ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის თანამშრომლების მიერ, 2013 წელს ცალკეულ შემთხვევებში შემოწმებული იქნა სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე არსებული სასადილოები. შედგენილ შემოწმების აქტებში დაფიქსირდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევის ფაქტები, მათ შორის დაფიქსირდა სასადილოში მწერების არსებობა და სამხედროებისათვის მიწოდებულ ძეხვს აღენიშნებოდა დიდი რაოდენობით ჟელატინის მაგვარი ნივთიერება.

შემოწმების აქტები გაიგზავნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, რასაც რეაგირება არ მოყოლია. გენერალური შტაბის წერილით ირკვევა მხოლოდ ის, რომ ჯარისკაცების კვებასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრა გათვალისწინებულია მხოლოდ 2015 წლის პერსპექტიულ გეგმებში.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ჩადენილი ამ დანაშაულებრივი ქმედებისათვის საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გამოტანილია ბრალდების შესახებ დადგენილებები და ბრალი წარედგინებათ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსს მედეა ბეთაშვილს, საქართველოს შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის მთავარ ექიმს მიხეილ ბესტაევს, მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამედიცინო სამსახურის უფროსს ოთარ ჯეჯეიას და შპს "ქართული კვების კომპანიის" მენეჯერებს: აკაკი გიორგაძეს, ლაშა გელოვანს და თორნიკე ხუბუას.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2201-ე მუხლის პირველი ნაწილით და 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით", - აცხადებენ პროკურატურაში.

ასევე დაგაინტერესებთ| ალასანია-უსუფაშვილის შეხვედრის დეტალები: რა ინფორმაცია მიაწოდა მინისტრმა პარლამენტის თავმჯდომარეს

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა