Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალასანია-უსუფაშვილის შეხვედრის დეტალები: რა ინფორმაცია მიაწოდა მინისტრმა პარლამენტის თავმჯდომარეს
ალასანია-უსუფაშვილის შეხვედრის დეტალები: რა ინფორმაცია მიაწოდა მინისტრმა პარლამენტის თავმჯდომარეს

ბოლო გა­ნახ­ლე­ბა| ჯა­რის­კა­ცე­ბის მო­წამ­ვლის ფაქ­ტზე ალა­სა­ნი­ას უწყე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებს ბრა­ლი წა­რედ­გი­ნა

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს შეს­ყიდ­ვე­ბის პრო­ცეს­ში, რომ­ლის გა­მოც უწყე­ბის 5 თა­ნამ­შრო­მე­ლია და­კა­ვე­ბუ­ლი, პარ­ლა­მენ­ტი არა პირ­და­პირ, მაგ­რამ პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თუ­ლი იყო , - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის თხოვ­ნა იყო ის, რომ პარ­ლა­მენ­ტმა, თუ სა­ჭი­როდ ჩათ­ვლის, გა­მო­ი­ყე­ნოს მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი კა­ნო­ნი­ე­რი და კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ბერ­კე­ტე­ბი და ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი, ამ კონ­კრე­ტულ სა­კი­თხში მეტი სი­ცხა­დის შე­სა­ტა­ნად.

რო­გორც უსუ­ფაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ მას სთხო­ვა შეხ­ვედ­რა და სა­უ­ბა­რი სხვა­დას­ხვა თე­მებ­ზე, მაგ­რამ, ძი­რი­თა­დი თემა იყო თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მელ­თა წი­ნა­აღ­მდეგ წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრა­ლი, რო­მე­ლიც ეხე­ბა კონ­კრე­ტულ საქ­მეს შეს­ყიდ­ვე­ბის თა­ო­ბა­ზე.

"მი­ნის­ტრთან მქონ­და ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი. მან გარ­კვე­უ­ლი სა­კი­თხე­ბის თა­ო­ბა­ზე და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­წო­დე­ბა ჩათ­ვა­ლა სა­ჭი­როდ. ამის­თვის რა თქმა უნდა, მად­ლო­ბე­ლი ვარ. ეს იმი­ტომ, რომ პარ­ლა­მენ­ტი ყვე­ლა სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბას­თან და გან­სა­კუთ­რე­ბით თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან იმ­ყო­ფე­ბა საკ­მა­ოდ მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის რე­ჟიმ­ში.

კონ­კრე­ტუ­ლად შეს­ყიდ­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებ­ზე, სწო­რედ ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, კო­ა­ლი­ცი­ის მთავ­რო­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით, ახა­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­და შარ­შან და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ორ მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი შეს­ყიდ­ვა, პარ­ლა­მენტს წი­ნას­წარ ეც­ნო­ბე­ბა ხოლ­მე.

ამ კონ­კრე­ტუ­ლი შეს­ყიდ­ვის თა­ო­ბა­ზეც პარ­ლა­მენტს ეც­ნო­ბა შარ­შან, დე­კემ­ბრის ბო­ლოს. შემ­დგომ იყო მი­მო­წე­რა თავ­დაც­ვის და უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რეს, ბა­ტონ ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვილს და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს შო­რის. მან თა­ვის დრო­ზე, შარ­შა­ნა­ვე გა­მო­ი­თხო­ვა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ასლი და გა­ეც­ნო მას. ასე რომ, პარ­ლა­მენ­ტი არა პირ­და­პირ, მაგ­რამ ამ პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თუ­ლი იყო და მი­ნის­ტრის თხოვ­ნა იყო ის, რომ პარ­ლა­მენ­ტმა, თუ სა­ჭი­როდ ჩათ­ვლის, გა­მო­ი­ყე­ნოს მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი კა­ნო­ნი­ე­რი და კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ბერ­კე­ტე­ბი და ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი, ამ კონ­კრე­ტულ სა­კი­თხში მეტი სი­ცხა­დის შე­სა­ტა­ნად ", -გა­ნა­ცხა­და უსუ­ფაშ­ვილ­მა.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, პარ­ლა­მენ­ტი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია, რომ სა­ბი­უ­ჯე­ტო სახ­სრე­ბი სწო­რად იხარ­ჯე­ბო­დეს.

"ასე რომ, მე რო­გორც გან­ვა­ცხა­დე, პარ­ლა­მენ­ტი რა თქმა უნდა, მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბით, ეს იქ­ნე­ბა კო­მი­ტე­ტის მეშ­ვე­ო­ბით, თუ სხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით, რა თქმა უნდა, ამ კონ­კრე­ტულ საქ­მეს მი­ა­დევ­ნებს თვალს და მო­ვაგ­ვა­რებთ ყვე­ლა­ფერს ისე, რომ არ და­ზა­რალ­დეს ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი და ჩვე­ნი თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის ხა­რის­ხი და ყვე­ლა­ფე­რი მოგ­ვარ­დეს ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი წე­სით", -დას­ძი­ნა უსუ­ფაშ­ვილ­მა.

ალასანია-უსუფაშვილის შეხვედრის დეტალები: რა ინფორმაცია მიაწოდა მინისტრმა პარლამენტის თავმჯდომარეს

ალასანია-უსუფაშვილის შეხვედრის დეტალები: რა ინფორმაცია მიაწოდა მინისტრმა პარლამენტის თავმჯდომარეს

ბოლო განახლება| ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტზე ალასანიას უწყების თანამშრომლებს ბრალი წარედგინა

თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების პროცესში, რომლის გამოც უწყების 5 თანამშრომელია დაკავებული, პარლამენტი არა პირდაპირ, მაგრამ პროცესებში ჩართული იყო , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, აქედან გამომდინარე, თავდაცვის მინისტრის თხოვნა იყო ის, რომ პარლამენტმა, თუ საჭიროდ ჩათვლის, გამოიყენოს მის ხელთ არსებული კანონიერი და კონსტიტუციური ბერკეტები და ინსტრუმენტები, ამ კონკრეტულ საკითხში მეტი სიცხადის შესატანად.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, ირაკლი ალასანიამ მას სთხოვა შეხვედრა და საუბარი სხვადასხვა თემებზე, მაგრამ, ძირითადი თემა იყო თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა წინააღმდეგ წაყენებული ბრალი, რომელიც ეხება კონკრეტულ საქმეს შესყიდვების თაობაზე.

"მინისტრთან მქონდა ამ თემაზე საუბარი. მან გარკვეული საკითხების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მოწოდება ჩათვალა საჭიროდ. ამისთვის რა თქმა უნდა, მადლობელი ვარ. ეს იმიტომ, რომ პარლამენტი ყველა სამთავრობო უწყებასთან და განსაკუთრებით თავდაცვის სამინისტროსთან იმყოფება საკმაოდ მჭიდრო თანამშრომლობის რეჟიმში.

კონკრეტულად შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე, სწორედ ჩვენი ხელისუფლების, კოალიციის მთავრობის ინიციატივით, ახალი საკანონმდებლო ცვლილებები შევიდა შარშან და აქედან გამომდინარე, ორ მილიონ ლარზე მეტი განხორციელებული შესყიდვა, პარლამენტს წინასწარ ეცნობება ხოლმე.

ამ კონკრეტული შესყიდვის თაობაზეც პარლამენტს ეცნობა შარშან, დეკემბრის ბოლოს. შემდგომ იყო მიმოწერა თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ ირაკლი სესიაშვილს და თავდაცვის სამინისტროს შორის. მან თავის დროზე, შარშანავე გამოითხოვა ხელშეკრულების ასლი და გაეცნო მას. ასე რომ, პარლამენტი არა პირდაპირ, მაგრამ ამ პროცესებში ჩართული იყო და მინისტრის თხოვნა იყო ის, რომ პარლამენტმა, თუ საჭიროდ ჩათვლის, გამოიყენოს მის ხელთ არსებული კანონიერი და კონსტიტუციური ბერკეტები და ინსტრუმენტები, ამ კონკრეტულ საკითხში მეტი სიცხადის შესატანად ", -განაცხადა უსუფაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, პარლამენტი დაინტერესებულია, რომ საბიუჯეტო სახსრები სწორად იხარჯებოდეს.

"ასე რომ, მე როგორც განვაცხადე, პარლამენტი რა თქმა უნდა, მის ხელთ არსებული ინსტრუმენტებით, ეს იქნება კომიტეტის მეშვეობით, თუ სხვა საშუალებებით, რა თქმა უნდა, ამ კონკრეტულ საქმეს მიადევნებს თვალს და მოვაგვარებთ ყველაფერს ისე, რომ არ დაზარალდეს ქვეყნის ინტერესები და ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ხარისხი და ყველაფერი მოგვარდეს ცივილიზებული წესით", -დასძინა უსუფაშვილმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა