პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ალასანიას დააკავებენ?!
ირაკლი ალასანიას დააკავებენ?!

გა­სულ კვი­რას სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა და­ა­კა­ვეს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს 5 მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი. სა­უ­ბა­რია 4 მი­ლი­ონ­ზე მეტი ლა­რის გაფ­ლან­გვა­ზე. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2013 წელს სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ კომ­პა­ნია "სილ­ქნე­ტი" კერ­ძო სა­მე­წარ­მეო მიზ­ნე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, გარ­კვე­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით, ოპ­ტი­კურ-ბოჭ­კო­ვა­ნი მა­გის­ტრა­ლის გაყ­ვა­ნას გეგ­მავ­და. სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­მა: გიზო ღლონტმა (სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი), გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძემ (სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი), არ­ჩილ ალა­ვი­ძემ (შეს­ყიდ­ვე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მთა­ვა­რი სპე­ცი­ა­ლის­ტი), ნუგ­ზარ კა­ი­შა­ურ­მა (გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის ჯეი-6 კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი) და და­ვით წი­ფუ­რი­ამ (კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი სის­ტე­მე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი) გა­ნიზ­რა­ხეს "სილ­ქნე­ტის" სა­სარ­გებ­ლოდ სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის კუთ­ვნი­ლი თან­ხე­ბის გაფ­ლან­გვა.

გა­მო­ძი­ე­ბის ცნო­ბით, 2013 წლის 26 დე­კემ­ბერს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ "სილ­ქნეტ­თან" გა­ა­ფორ­მა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ოპ­ტი­კურ-ბოჭ­კო­ვა­ნი კა­ბე­ლის შეს­ყიდ­ვის, ქსე­ლუ­რი აპა­რა­ტუ­რის შე­ძე­ნა-მონ­ტა­ჟი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის პი­რო­ბით. ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ "სილ­ქნეტს" უნდა გა­და­უ­ხა­დოს, ჯამ­ში, 6.720.877.42 ლარი, სა­ი­და­ნაც წი­ნას­წარ (ავან­სად) უკვე გა­და­რი­ცხუ­ლია 6.480.877.42 ლარი, სა­ნაც­ვლოდ კი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ "სილ­ქნე­ტის­გან" 2015 წლის 16 იან­ვარს უნდა მი­ი­ღოს ქო­ნე­ბა და მომ­სა­ხუ­რე­ბა, რომ­ლის რე­ა­ლუ­რი სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის შე­სა­ბა­მი­სად, მხო­ლოდ 2.618 004.82 ლარს შე­ად­გენს.

"ამ ქმე­დე­ბით გიზო ღლონტმა, გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძემ, არ­ჩილ ალა­ვი­ძემ, ნუგ­ზარ კა­ი­შა­ურ­მა, და­ვით წი­ფუ­რი­ამ და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სხვა ხელ­მძღვა­ნელ­მა პი­რებ­მა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით "სილ­ქნე­ტის" სა­სარ­გებ­ლოდ გაფ­ლან­გეს სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის კუთ­ვნი­ლი 4.102.872.6 ლარი. გრძელ­დე­ბა მუ­შა­ო­ბა ამ და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სხვა თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად", - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში. და­კა­ვე­ბუ­ლებს სა­სა­მარ­თლომ პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

ექ­სპერტთა გან­მარ­ტე­ბით, კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, რო­დე­საც სა­უ­ბა­რია ამ მო­ცუ­ლო­ბის (6 მი­ლი­ო­ნი ლარი) სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვა­ზე, პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პირი შე­იძ­ლე­ბა იყოს მი­ნის­ტრი, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის დე­ლე­გი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი - მისი მო­ად­გი­ლე. თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვებს კუ­რი­რებს, ალექ­სან­დრე ბა­ტი­აშ­ვი­ლია. მას პრო­კუ­რა­ტუ­რა მოწ­მის სა­ხით დაჰ­კი­თხავს. ექ­სპერ­ტე­ბის აზ­რით, მისი ჩვე­ნე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა გა­არ­კვევს, თუ რა ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობ­და თა­ვად ირაკ­ლი ალა­სა­ნია ამ საქ­მის ირ­გვლივ და რა კავ­ში­რი აქვს თა­ვად ბა­ტი­აშ­ვილს კომ­პა­ნია "სილ­ქნეტ­თან".

ამას­თან, ორ­გა­ნი­ზა­ცია "ახალ­გაზ­რდა ად­ვო­კა­ტე­ბის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, "სილ­ქნე­ტის" კო­მერ­ცი­უ­ლი დი­რექ­ტო­რის, ბაჩო ჩი­ნა­ლა­ძის დედა, თა­მარ ბა­ტი­აშ­ვი­ლი, ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას მო­ად­გი­ლის, ალექ­სან­დრე ბა­ტი­აშ­ვი­ლის ბი­ძაშ­ვი­ლია.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს

ირაკლი ალასანიას დააკავებენ?!

ირაკლი ალასანიას დააკავებენ?!

გასულ კვირას სამართალდამცავებმა დააკავეს თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი. საუბარია 4 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვაზე. გამოძიების ინფორმაციით, 2013 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებისთვის ცნობილი გახდა, რომ კომპანია "სილქნეტი" კერძო სამეწარმეო მიზნებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე, გარკვეული მიმართულებით, ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანას გეგმავდა. სამართალდამცველთა ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირებმა: გიზო ღლონტმა (სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი), გიორგი ლობჟანიძემ (სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს უფროსი), არჩილ ალავიძემ (შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი), ნუგზარ კაიშაურმა (გაერთიანებული შტაბის ჯეი-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი) და დავით წიფურიამ (კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი) განიზრახეს "სილქნეტის" სასარგებლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვა.

გამოძიების ცნობით, 2013 წლის 26 დეკემბერს თავდაცვის სამინისტრომ "სილქნეტთან" გააფორმა ხელშეკრულება ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის შესყიდვის, ქსელური აპარატურის შეძენა-მონტაჟისა და მომსახურების პირობით. ამ ხელშეკრულებით თავდაცვის სამინისტრომ "სილქნეტს" უნდა გადაუხადოს, ჯამში, 6.720.877.42 ლარი, საიდანაც წინასწარ (ავანსად) უკვე გადარიცხულია 6.480.877.42 ლარი, სანაცვლოდ კი თავდაცვის სამინისტრომ "სილქნეტისგან" 2015 წლის 16 იანვარს უნდა მიიღოს ქონება და მომსახურება, რომლის რეალური საბაზრო ღირებულება, ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, მხოლოდ 2.618 004.82 ლარს შეადგენს.

"ამ ქმედებით გიზო ღლონტმა, გიორგი ლობჟანიძემ, არჩილ ალავიძემ, ნუგზარ კაიშაურმა, დავით წიფურიამ და თავდაცვის სამინისტროს სხვა ხელმძღვანელმა პირებმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით "სილქნეტის" სასარგებლოდ გაფლანგეს სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4.102.872.6 ლარი. გრძელდება მუშაობა ამ დანაშაულში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების გამოსავლენად", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. დაკავებულებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

ექსპერტთა განმარტებით, კანონმდებლობით, როდესაც საუბარია ამ მოცულობის (6 მილიონი ლარი) სახელმწიფო შესყიდვაზე, პასუხისმგებელი პირი შეიძლება იყოს მინისტრი, უფლებამოსილების დელეგირების შემთხვევაში კი - მისი მოადგილე. თავდაცვის მინისტრის მოადგილე, რომელიც სახელმწიფო შესყიდვებს კურირებს, ალექსანდრე ბატიაშვილია. მას პროკურატურა მოწმის სახით დაჰკითხავს. ექსპერტების აზრით, მისი ჩვენებით, გამოძიება გაარკვევს, თუ რა ინფორმაციას ფლობდა თავად ირაკლი ალასანია ამ საქმის ირგვლივ და რა კავშირი აქვს თავად ბატიაშვილს კომპანია "სილქნეტთან".

ამასთან, ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" ინფორმაციით, "სილქნეტის" კომერციული დირექტორის, ბაჩო ჩინალაძის დედა, თამარ ბატიაშვილი, ირაკლი ალასანიას მოადგილის, ალექსანდრე ბატიაშვილის ბიძაშვილია.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა