საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით უსუფაშვილი - როდესაც თავდაცვის მინისტრი საფრანგეთსა და გერმანიაშია, სწორი საქციელი არ არის, პირველ ნიუსად თანამშრომლების დაკავების შესახებ შეიტყოს
დავით უსუფაშვილი - როდესაც თავდაცვის მინისტრი საფრანგეთსა და გერმანიაშია, სწორი საქციელი არ არის, პირველ ნიუსად თანამშრომლების დაკავების შესახებ შეიტყოს

არ მინ­და და­ვი­ჯე­რო, რომ ვინ­მემ სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ი­ტა­ნა სა­ჯა­როდ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის და­კა­ვე­ბა, მი­ნის­ტრის გამ­გზავ­რე­ბის შემ­დეგ, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და.

და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლის თქმით, პრო­კუ­რო­რებს მი­თი­თე­ბებს ვერ მის­ცემს, თუმ­ცა მი­აჩ­ნია, რომ პრო­კუ­რო­რი, რო­მე­ლიც კო­რუფ­ცი­ას ებ­რძვის, ამ ბრძო­ლის პრო­ცეს­ში სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებს არ უნდა აზი­ა­ნებ­დეს.

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ აღ­ნიშ­ნა, რომ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის და­კა­ვე­ბის საქ­მე რი­გი­თი საქ­მე არ არის და არც ბრალ­დე­ბის წარ­დგე­ნის ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­შია აუ­ცი­ლე­ბე­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბად პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა.

"თავ­დაც­ვის სის­ტე­მის კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­კი­თხი ეს არის ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის თემა და სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბა სჭირ­დე­ბა მას ყვე­ლას მხრი­დან. სა­კი­თხი, პირ­ველ რიგ­ში უნდა მი­ვი­დეს ლო­გი­კურ და­სას­რუ­ლამ­დე გამჭვირ­ვა­ლე, ღია, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გა­მო­ძი­ე­ბის გზით. ამ პი­რე­ბის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე ჩემი კო­ლე­გა, მე­გო­ბა­რი და თა­ნა­მებ­რძო­ლი ირაკ­ლი ალა­სა­ნია ასე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ უდა­ნა­შა­უ­ლო­ე­ბი არი­ან, მე მჯე­რა, რომ მას აქვს სა­ფუძ­ვე­ლი ასე სჯე­რო­დეს. პრო­კუ­რა­ტუ­რა იმი­ტომ არ­სე­ბობს, რომ თუ აქვს სა­ფუძ­ვე­ლი დას­ვას კი­თხვე­ბი, მე არ მი­ვიჩ­ნევ, რომ ყო­ველ­თვის სა­პა­ტიმ­რო ზო­მაა გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი რო­დე­საც ბრალს წა­უ­ყე­ნე­ბენ, ესეც არ არის ჩემი საქ­მე - მო­სა­მარ­თლის და პრო­კუ­რო­რის გა­და­სა­წყვე­ტია, მთა­ვა­რია, რომ ამ პირ­თა უფ­ლე­ბე­ბი იყოს და­ცუ­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო შედ­გეს, ამით კი - ავი­ცი­ლოთ უფრო მეტი ზი­ა­ნი. უფრო მეტი ზი­ა­ნი იქ­ნე­ბა, თუკი ეს რა­ი­მე ფორ­მით პო­ლი­ტი­კურ ელ­ფერს შე­ი­ძენს და და­ვი­ნა­ხავთ იმას, რისი და­ნახ­ვაც არ მინ­და, რომ აქ ყვე­ლა­ფე­რი ისე არ არის, რო­გორც უნდა იყოს", - გა­ნა­ცხა­და და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ამ საქ­მე­ზე სა­ვა­რა­უ­დოდ, მეტი ინ­ფორ­მა­ცია გახ­დე­ბა სა­ჯა­რო. "ვი­მე­დოვ­ნებ, ეს საქ­მე კონ­სტი­ტუ­ცი­ის და კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში, ბო­ლომ­დე იქ­ნე­ბა მიყ­ვა­ნი­ლი ჩვე­ნი თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის, პო­ლი­ტი­კუ­რი სის­ტე­მის და თავ­დაც­ვის სის­ტე­მის და­უ­ზი­ა­ნებ­ლად", - გა­ნა­ცხა­და უსუ­ფაშ­ვილ­მა.

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი სის­ტე­მის­გან მეტ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ელის.

"რო­დე­საც დი­ლით აფ­რინ­და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის თვითმფრი­ნა­ვი და იგი საფ­რან­გეთ­სა და გერ­მა­ნი­ა­ში ნატო-ს სა­კი­თხებ­ზე კო­ლე­გებ­თან შეხ­ვედ­რა­ზეა, ჩემი აზ­რით, არ არის ეს სწო­რი საქ­ცი­ე­ლი, რომ ამ ვი­თა­რე­ბა­ში ბერ­ლინ­ში ან პა­რიზ­ში მი­ნის­ტრმა პირ­ველ ნი­უ­სად, მისი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ შე­ი­ტყოს. პრო­კუ­რორს მე ვერ ვე­ტყვი რა უნდა გა­ა­კე­თოს, მაგ­რამ ის რო­დე­საც ებ­რძვის კო­რუფ­ცი­ას, ისიც უნდა იცო­დეს, რომ რა­ღაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ და­ა­ზი­ა­ნოს. არ მინ­და და­ვი­ჯე­რო, რომ ვინ­მემ სპე­ცი­ა­ლუ­რად, ალა­სა­ნია რომ გაფ­რინ­და მა­შინ გა­მო­ი­ტა­ნა ეს სა­კი­თხი სა­ჯა­როდ. რომ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ამ ტი­პის სა­კი­თხე­ბი და თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ ზედ­მე­ტი აჟი­ო­ტა­ჟე­ბი, რა თქმა უნდა, სწო­რი და კარ­გი იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა.

მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი 28 ოქ­ტომ­ბერს და­ა­კა­ვა. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოქ­მედ თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს ბრა­ლად სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის კუთ­ვნი­ლი 4 102 872 ლა­რის გაფ­ლან­გვა ედე­ბათ.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ და­კა­ვე­ბულ­ნი არი­ან: სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი გიზო ღლონ­ტი; სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის ჟ-6 კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი ნუგ­ზარ კა­ი­შა­უ­რი; სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძე; სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მთა­ვა­რი სპე­ცი­ა­ლის­ტი არ­ჩილ ალა­ვი­ძე და სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის ჟ-6 კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი სის­ტე­მე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი და­ვით წი­ფუ­რია.

ირაკ­ლი ალა­სა­ნია მიმ­დი­ნა­რე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში საფ­რან­გეთ­სა და გერ­მა­ნი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. ის ბერ­ლი­ნი­დან გამ­თე­ნი­ი­სას დაბ­რუნ­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

დავით უსუფაშვილი - როდესაც თავდაცვის მინისტრი საფრანგეთსა და გერმანიაშია, სწორი საქციელი არ არის, პირველ ნიუსად თანამშრომლების დაკავების შესახებ შეიტყოს

დავით უსუფაშვილი - როდესაც თავდაცვის მინისტრი საფრანგეთსა და გერმანიაშია, სწორი საქციელი არ არის, პირველ ნიუსად თანამშრომლების დაკავების შესახებ შეიტყოს

არ მინდა დავიჯერო, რომ ვინმემ სპეციალურად გამოიტანა საჯაროდ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების დაკავება, მინისტრის გამგზავრების შემდეგ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში განაცხადა.

დავით უსუფაშვილის თქმით, პროკურორებს მითითებებს ვერ მისცემს, თუმცა მიაჩნია, რომ პროკურორი, რომელიც კორუფციას ებრძვის, ამ ბრძოლის პროცესში სხვა მნიშვნელოვან საკითხებს არ უნდა აზიანებდეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების დაკავების საქმე რიგითი საქმე არ არის და არც ბრალდების წარდგენის ყველა შემთხვევაშია აუცილებელი აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენება.

"თავდაცვის სისტემის კავშირგაბმულობით უზრუნველყოფის საკითხი ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების თემა და სათანადო მოპყრობა სჭირდება მას ყველას მხრიდან. საკითხი, პირველ რიგში უნდა მივიდეს ლოგიკურ დასასრულამდე გამჭვირვალე, ღია, დამოუკიდებელი გამოძიების გზით. ამ პირების უდანაშაულობის თაობაზე ჩემი კოლეგა, მეგობარი და თანამებრძოლი ირაკლი ალასანია ასე დარწმუნებულია, რომ უდანაშაულოები არიან, მე მჯერა, რომ მას აქვს საფუძველი ასე სჯეროდეს. პროკურატურა იმიტომ არსებობს, რომ თუ აქვს საფუძველი დასვას კითხვები, მე არ მივიჩნევ, რომ ყოველთვის საპატიმრო ზომაა გამოსაყენებელი როდესაც ბრალს წაუყენებენ, ესეც არ არის ჩემი საქმე - მოსამართლის და პროკურორის გადასაწყვეტია, მთავარია, რომ ამ პირთა უფლებები იყოს დაცული და სამართლიანი სასამართლო შედგეს, ამით კი - ავიცილოთ უფრო მეტი ზიანი. უფრო მეტი ზიანი იქნება, თუკი ეს რაიმე ფორმით პოლიტიკურ ელფერს შეიძენს და დავინახავთ იმას, რისი დანახვაც არ მინდა, რომ აქ ყველაფერი ისე არ არის, როგორც უნდა იყოს", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ამ საქმეზე სავარაუდოდ, მეტი ინფორმაცია გახდება საჯარო. "ვიმედოვნებ, ეს საქმე კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში, ბოლომდე იქნება მიყვანილი ჩვენი თავდაცვისუნარიანობის, პოლიტიკური სისტემის და თავდაცვის სისტემის დაუზიანებლად", - განაცხადა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე სამართალდამცველი სისტემისგან მეტ პასუხისმგებლობას ელის.

"როდესაც დილით აფრინდა თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავი და იგი საფრანგეთსა და გერმანიაში ნატო-ს საკითხებზე კოლეგებთან შეხვედრაზეა, ჩემი აზრით, არ არის ეს სწორი საქციელი, რომ ამ ვითარებაში ბერლინში ან პარიზში მინისტრმა პირველ ნიუსად, მისი თანამშრომლების დაკავების შესახებ შეიტყოს. პროკურორს მე ვერ ვეტყვი რა უნდა გააკეთოს, მაგრამ ის როდესაც ებრძვის კორუფციას, ისიც უნდა იცოდეს, რომ რაღაც მნიშვნელოვანი არ დააზიანოს. არ მინდა დავიჯერო, რომ ვინმემ სპეციალურად, ალასანია რომ გაფრინდა მაშინ გამოიტანა ეს საკითხი საჯაროდ. რომ გავითვალისწინოთ ამ ტიპის საკითხები და თავიდან ავიცილოთ ზედმეტი აჟიოტაჟები, რა თქმა უნდა, სწორი და კარგი იქნება", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 28 ოქტომბერს დააკავა. უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მთავარი პროკურატურის მიერ დაკავებულნი არიან: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჟ-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჟ-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.

ირაკლი ალასანია მიმდინარე კვირის განმავლობაში საფრანგეთსა და გერმანიაში იმყოფებოდა. ის ბერლინიდან გამთენიისას დაბრუნდა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა