სამხედრო
Faceამბები

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხაინდრავას სკანდალური ინტერვიუ: ივანიშვილსა და პატარკაციშვილებთან შეხვედრის დეტალები და უმწვავესი ბრალდებები ინგა გრიგოლიას
ხაინდრავას სკანდალური ინტერვიუ: ივანიშვილსა და პატარკაციშვილებთან შეხვედრის დეტალები და უმწვავესი ბრალდებები ინგა გრიგოლიას

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, გოგა ხა­ინ­დრა­ვას მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას, სა­დაც მან ინგა გრი­გო­ლია და სხვა­დას­ხვა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბი გა­აკ­რი­ტი­კა, ხმა­უ­რი მოჰ­ყვა. რე­ჟი­სო­რის გან­ცხა­დე­ბას მოგ­ვი­ა­ნე­ბით თა­ვად ინგა გრი­გო­ლი­ამ უპა­სუ­ხა: "ჩვენ ვა­შუ­ქებთ იმ რე­ა­ლო­ბას, რაც ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა და ასე ვა­პი­რებთ კი­დეც გაგ­რძე­ლე­ბას. მე, რო­გორც გა­და­ცე­მის წამ­ყვანს, მსგავს ბრლ­დე­ბებ­ზე რე­აქ­ცია ნული მაქვს, თუმ­ცა ქო­ბუ­ლე­თის შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მი­მართ ამ ტო­ნა­ლო­ბა­ში შეხ­ვედ­რის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლის გან­ცხა­დე­ბებს, რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვ­ლი­დი", - გა­ნა­ცხა­და ტე­ლე­წამ­ყვან­მა პირ­და­პირ ეთერ­ში.

Ambebi.ge გოგა ხა­ინ­დრა­ვას და­უ­კავ­შირ­და.

- ბა­ტო­ნო გოგა გე­ცა­ნით ინგა გრი­გო­ლი­ას პა­სუხს?

- მო­ქა­ლა­ქე გრი­გო­ლი­ამ სრუ­ლად და­ა­დას­ტუ­რა ის ყვე­ლა­ფე­რი, რაც მე ვთქვი. მე ვთქვი, რომ ის არის პო­ლი­ტი­კუ­რად ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი. მან ეს იმით და­ა­დას­ტუ­რა, რომ ქო­ბუ­ლე­თის შეხ­ვედ­რა და კონ­კრე­ტუ­ლად, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ახ­სე­ნა პა­სუ­ხის გა­ცე­მი­სას. ჩემ­თვის კარ­გად არის ცნო­ბი­ლი, ვისი პო­ლი­ტი­კუ­რი დღის წეს­რი­გია აბორ­ტე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი სინ­გა­პუ­რის მი­წისძვრით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ყვე­ლაფ­რის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­ზე დაბ­რა­ლე­ბა. ესე­ნი არი­ან ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი და სწო­რედ მათი დაკ­ვე­თა შე­ას­რუ­ლა ინგა გრი­გო­ლი­ამ. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და ქო­ბუ­ლე­თის შეხ­ვედ­რას ჩემს გან­ცხა­დე­ბებ­თან კავ­ში­რი არ აქვს.

ბევ­რჯერ გა­მი­კე­თე­ბია მსგავ­სი ტი­პის გან­ცხა­დე­ბა, ახლა ამ თე­მის ივა­ნიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი ან­გა­ჟი­რე­ბის მა­გა­ლი­თია. ქალ­ბა­ტო­ნი გრი­გო­ლი­ას მოღ­ვა­წე­ო­ბა არას­დროს მა­ინ­ტე­რე­სებ­და, მით უმე­ტეს, ახლა. ქარ­თუ­ლი პრე­სა სავ­სე არის გრი­გო­ლი­ე­ბით. ამის გან­ხილ­ვას ნამ­დვი­ლად არ და­ვი­წყებ­დი, უბ­რა­ლოდ, "იმე­დი" არის ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ბევ­რი ენერ­გია მაქვს და­ხარ­ჯუ­ლი ამ არხზე და გული მწყდე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რად ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი სა­კუ­თა­რი მიზ­ნე­ბის­თვის რომ იყე­ნე­ბენ მას და არა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სის­თვის. ქალ­ბა­ტონ გრი­გო­ლი­ას თუ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი აღელ­ვებს, შე­ეძ­ლო მე და­ვე­პა­ტი­ჟე­ბი­ნე ბოლო გა­და­ცე­მა­ში და ერ­თად გაგ­ვერ­კვია, რა უნ­დო­და. ეს არის სიც­რუე და ტი­რა­ჟი­რე­ბა, თით­ქოს შე­ტე­ვაა პრე­სის წი­ნა­აღ­მდეგ. ეს ჯდე­ბა მარ­გი­ნა­ლუ­რი ჯგუ­ფის, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ინ­ტე­რე­სებ­ში, რო­მელ­საც გრი­გო­ლია წლე­ბის მან­ძილ­ზე ემ­სა­ხუ­რე­ბა. გოგა ხა­ინ­დრა­ვას ინ­ტერ­ვიუ რო­გორ უნდა აღიქ­ვა, რო­გორც შე­ტე­ვა პრე­სა­ზე? - ამ შეხ­ვედ­რის ქო­ბუ­ლეთ­თან და­კავ­ში­რე­ბა ზუს­ტად "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" დაკ­ვე­თის შეს­რუ­ლე­ბაა. ეს ქალ­ბა­ტო­ნე­ბი და ვაჟ­ბა­ტო­ნე­ბი ზუს­ტად ამ სქე­მით მოქ­მე­დე­ბენ. დიდი ხა­ნია გავ­შიფ­რე ეს სქე­მა და იმი­ტომ ვლა­პა­რა­კობ ხმა­მაღ­ლა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბაც გა­ერ­კვეს. გრი­გო­ლი­ას გან­ცხა­დე­ბი­დან ზუს­ტად ორ დღე­ში, მათი ბე­ლა­დი გა­მო­ვი­და ტე­ლე­ვი­ზი­ით და იგი­ვე ეპი­თე­ტე­ბით ისა­უბ­რა, რაც ქალ­ბა­ტონ­მა გრი­გო­ლი­ამ ახ­სე­ნა.

- გინ­დათ თქვათ, რომ ინგა გრი­გო­ლი­ას ბე­ლა­დი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლია?

- რა თქმა უნდა. სა­ა­კაშ­ვი­ლი არის და ყო­ველ­თვის იყო გრი­გო­ლი­ას ბე­ლა­დი. უფ­ლე­ბა აქვს გრი­გო­ლი­ას, ემ­სა­ხუ­როს სა­ა­კაშ­ვილს, მაგ­რამ მოს­წონს თუ არა ეს არ­ხის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას, თა­ვად უნდა გა­არ­კვი­ონ.

- თუ თვლით, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი არის ინგა გრი­გო­ლი­ას ბე­ლა­დი, რა­ტომ იღებ­დით მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მის გა­და­ცე­მებ­ში?

- ერ­თა­დერ­თხელ მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მის გა­და­ცე­მა­ში, როცა ერეკ­ლე კო­დუ­ამ სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის საქ­მე­ზე, ბად­რის დე­დამ მთხო­ვა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­მე­ღო "რე­აქ­ცი­ა­ში". ცალ­კე ვი­ჯე­ქი გა­და­ცე­მა­ში. გრი­გო­ლი­ამ დიდი ხა­ნია იცის ჩემი მო­საზ­რე­ბა მის შე­სა­ხებ. ამის თა­ო­ბა­ზე "იმე­დის" ხელ­მძღვა­ნელს, გი­ორ­გი ბახ­ტა­ძეს და რეზო სა­ყე­ვა­რიშ­ვილ­საც ვე­სა­უბ­რე. ლონ­დონ­შიც ვი­ყა­ვი, შევ­ხვდი ინა გუ­და­ვა­ძეს და ბად­რის ქა­ლიშ­ვილს ლიკა პა­ტარ­კა­ციშ­ვილს. ეს შეხ­ვედ­რა ბევ­რად ადრე მოხ­და, ვიდ­რე იქ­ნე­ბო­და ქო­ბუ­ლე­თის შეხ­ვედ­რა და იმე­დია, ამას ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ოჯა­ხიც და­ა­დას­ტუ­რებს. გრი­გო­ლი­ამ შეგ­ნე­ბუ­ლად იც­რუა.

- რა შეხ­ვედ­რა გქონ­დათ ქო­ბუ­ლეთ­ში და ვინ ეს­წრე­ბო­და მას თქვენს გარ­და?

- ეს იყო გაც­ნო­ბი­თი ხა­სი­ა­თის შეხ­ვედ­რა. ჩემ­თან ერ­თად შეხ­ვედ­რას და­ახ­ლო­ე­ბით 30 კაცი ეს­წრე­ბო­და, უმე­ტე­სო­ბა იყ­ვნენ ახალ­გაზ­რდე­ბი. სა­უბ­რის 80% ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კას და­ეთ­მო, ასე­ვე ვი­სა­უბ­რეთ ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე, რა მოგ­ვწონს და რა არ მოგ­ვწონს. სხვა თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი არ ყო­ფი­ლა.

- ბა­ტო­ნო გოგა, ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ თქვენ და ნი­კუ­შა შენ­გე­ლა­ია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მის თა­ნა­წამ­ყვა­ნე­ბი იქ­ნე­ბით, ადას­ტუ­რებთ ამას?

- არ ვიცი, სა­ი­დან გაჩ­ნდა ეს ინ­ფორ­მა­ცია. წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რია უკვე ფილ­მს ვი­ღებ მე­რაბ კოს­ტა­ვას შე­სა­ხებ. არა­ნა­ირ თა­ნა­წამ­ყვა­ნო­ბას არ ვა­პი­რებ. ვინ მო­ი­გო­ნა? სწო­რედ ეს არის პრე­სის უკი­დუ­რე­სო­ბა, რომ მი­ნი­მუმ არ ამოწ­მე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას და ისე ავ­რცე­ლე­ბენ.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ| რო­გორ პა­სუ­ხობს ინგა გრი­გო­ლია გოგა ხა­ინ­დრა­ვას სკან­და­ლურ ბრალ­დე­ბებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ხაინდრავას სკანდალური ინტერვიუ: ივანიშვილსა და პატარკაციშვილებთან შეხვედრის დეტალები და უმწვავესი ბრალდებები ინგა გრიგოლიას

ხაინდრავას სკანდალური ინტერვიუ: ივანიშვილსა და პატარკაციშვილებთან შეხვედრის დეტალები და უმწვავესი ბრალდებები ინგა გრიგოლიას

რამდენიმე დღის წინ, გოგა ხაინდრავას მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან ინგა გრიგოლია და სხვადასხვა ტელეკომპანიები გააკრიტიკა, ხმაური მოჰყვა. რეჟისორის განცხადებას მოგვიანებით თავად ინგა გრიგოლიამ უპასუხა: "ჩვენ ვაშუქებთ იმ რეალობას, რაც ქვეყანაში ხდება და ასე ვაპირებთ კიდეც გაგრძელებას. მე,  როგორც გადაცემის წამყვანს, მსგავს ბრლდებებზე რეაქცია ნული მაქვს, თუმცა ქობულეთის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების მიმართ ამ ტონალობაში შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილის განცხადებებს, რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლიდი", - განაცხადა ტელეწამყვანმა პირდაპირ ეთერში.

Ambebi.ge გოგა ხაინდრავას დაუკავშირდა.

- ბატონო გოგა გეცანით ინგა გრიგოლიას პასუხს?

- მოქალაქე გრიგოლიამ სრულად დაადასტურა ის ყველაფერი, რაც მე ვთქვი. მე ვთქვი, რომ ის არის პოლიტიკურად ანგაჟირებული. მან ეს იმით დაადასტურა, რომ ქობულეთის შეხვედრა და კონკრეტულად, ბიძინა ივანიშვილი ახსენა პასუხის გაცემისას. ჩემთვის კარგად არის ცნობილი, ვისი პოლიტიკური დღის წესრიგია აბორტებიდან დაწყებული სინგაპურის მიწისძვრით დამთავრებული, ყველაფრის ბიძინა ივანიშვილზე დაბრალება. ესენი არიან ნაციონალები და სწორედ მათი დაკვეთა შეასრულა ინგა გრიგოლიამ. ბიძინა ივანიშვილს და ქობულეთის შეხვედრას ჩემს განცხადებებთან კავშირი არ აქვს.

ბევრჯერ გამიკეთებია მსგავსი ტიპის განცხადება, ახლა ამ თემის ივანიშვილთან დაკავშირება პოლიტიკური ანგაჟირების მაგალითია. ქალბატონი გრიგოლიას მოღვაწეობა არასდროს მაინტერესებდა, მით უმეტეს, ახლა. ქართული პრესა სავსე არის გრიგოლიებით. ამის განხილვას ნამდვილად არ დავიწყებდი, უბრალოდ, "იმედი" არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. ბევრი ენერგია მაქვს დახარჯული ამ არხზე და გული მწყდება პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები საკუთარი მიზნებისთვის რომ იყენებენ მას და არა საზოგადოებრივი ინტერესისთვის. ქალბატონ გრიგოლიას თუ საზოგადოებრივი ინტერესი აღელვებს, შეეძლო მე დავეპატიჟებინე ბოლო გადაცემაში და ერთად გაგვერკვია, რა უნდოდა. ეს არის სიცრუე და ტირაჟირება, თითქოს შეტევაა პრესის წინააღმდეგ. ეს ჯდება მარგინალური ჯგუფის, "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებში, რომელსაც გრიგოლია წლების მანძილზე ემსახურება. გოგა ხაინდრავას ინტერვიუ როგორ უნდა აღიქვა, როგორც შეტევა პრესაზე? - ამ შეხვედრის ქობულეთთან დაკავშირება ზუსტად "ნაციონალების" დაკვეთის შესრულებაა. ეს ქალბატონები და ვაჟბატონები ზუსტად ამ სქემით მოქმედებენ. დიდი ხანია გავშიფრე ეს სქემა და იმიტომ ვლაპარაკობ ხმამაღლა, რომ საზოგადოებაც გაერკვეს. გრიგოლიას განცხადებიდან ზუსტად ორ დღეში, მათი ბელადი გამოვიდა ტელევიზიით და იგივე ეპითეტებით ისაუბრა, რაც ქალბატონმა გრიგოლიამ ახსენა.

- გინდათ თქვათ, რომ ინგა გრიგოლიას ბელადი მიხეილ სააკაშვილია?

- რა თქმა უნდა. სააკაშვილი არის და ყოველთვის იყო გრიგოლიას ბელადი. უფლება აქვს გრიგოლიას, ემსახუროს სააკაშვილს, მაგრამ მოსწონს თუ არა ეს არხის ხელმძღვანელობას, თავად უნდა გაარკვიონ.

- თუ თვლით, რომ სააკაშვილი არის ინგა გრიგოლიას ბელადი, რატომ იღებდით მონაწილეობას მის გადაცემებში?

- ერთადერთხელ მივიღე მონაწილეობა მის გადაცემაში, როცა ერეკლე კოდუამ სკანდალური განცხადება გააკეთა ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე, ბადრის დედამ მთხოვა მონაწილეობა მიმეღო "რეაქციაში". ცალკე ვიჯექი გადაცემაში. გრიგოლიამ დიდი ხანია იცის ჩემი მოსაზრება მის შესახებ. ამის თაობაზე "იმედის" ხელმძღვანელს, გიორგი ბახტაძეს და რეზო საყევარიშვილსაც ვესაუბრე. ლონდონშიც ვიყავი, შევხვდი ინა გუდავაძეს და ბადრის ქალიშვილს ლიკა პატარკაციშვილს. ეს შეხვედრა ბევრად ადრე მოხდა, ვიდრე იქნებოდა ქობულეთის შეხვედრა და იმედია, ამას ბადრი პატარკაციშვილის ოჯახიც დაადასტურებს. გრიგოლიამ შეგნებულად იცრუა.

- რა შეხვედრა გქონდათ ქობულეთში და ვინ ესწრებოდა მას თქვენს გარდა?

- ეს იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. ჩემთან ერთად შეხვედრას დაახლოებით 30 კაცი ესწრებოდა, უმეტესობა იყვნენ ახალგაზრდები. საუბრის 80% ქვეყნის ეკონომიკას დაეთმო, ასევე ვისაუბრეთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, რა მოგვწონს და რა არ მოგვწონს. სხვა თემაზე საუბარი არ ყოფილა.

- ბატონო გოგა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თქვენ და ნიკუშა შენგელაია ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო გადაცემის თანაწამყვანები იქნებით, ადასტურებთ ამას?

- არ ვიცი, საიდან გაჩნდა ეს ინფორმაცია. წელიწადნახევარია უკვე ფილმს ვიღებ მერაბ კოსტავას შესახებ. არანაირ თანაწამყვანობას არ ვაპირებ. ვინ მოიგონა? სწორედ ეს არის პრესის უკიდურესობა, რომ მინიმუმ არ ამოწმებენ ინფორმაციას და ისე ავრცელებენ.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ასევე დაგაინტერესებთ| როგორ პასუხობს ინგა გრიგოლია გოგა ხაინდრავას სკანდალურ ბრალდებებს

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა