პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:36-ზე, მთვარის პირველი დღე დაიწყება 14:31-ზე, მთვარე კირჩხიბში იქნება 07:45-დან – დაიცავით მარხვა, გმართებთ თავშეკავება. შუადღემდე არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. ახალმთვარეობაზე არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. ახალმთვარეობიდან ერთი საათის განმავლობაში შეიმუშავეთ ერთი თვის ბიზნესგეგმის შემუშავება. მოძებნეთ ახალი გზები იდეების განსახორციელებლად. არ არის რეკომენდებული რაიმეს ყიდვა-გაყიდვა. სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება და მოლაპარაკება.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გინება და ჩხუბი "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში
გინება და ჩხუბი "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში

ბოლო გა­ნახ­ლე­ბა|

- "სა­დაც და­ი­ნა­ხავთ ამ აყ­რო­ლე­ბუ­ლებს - ურტყით, ჩა­ქო­ლეთ, აფურ­თხეთ" - ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნია "10 ლა­რი­ან ნა­ცი­ო­ნა­ლებ­ზე"

- "გა­ბუ­ნია, კი­დევ ერთხელ მო­ა­წყობ ამას ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში და..."- ნიკა გვა­რა­მი­ას კო­მენ­ტა­რი "რუს­თა­ვი 2"-ში მოხ­და­რი ჩხუ­ბის შემ­დეგ

სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის გა­და­ცე­მა "არ­ჩე­ვა­ნის" პირ­და­პირ ეთერ­ში შეხ­ლა-შე­მოხ­ლა მოხ­და. გა­და­ცე­მის პირ­და­პირ ეთერ­ში ერ­თმა­ნეთს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა" და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და­უ­პი­რის­პირ­დნენ. პო­ლი­ტი­კურ თე­მა­ზე და­პი­რის­პი­რე­ბა პი­როვ­ნულ შე­უ­რა­ცხყო­ფა­ში გა­და­ი­ზარ­და მას შემ­დეგ რაც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ოპო­ნენ­ტებს "სუ­სის აგენ­ტე­ბი" და "ნარ­კო­მა­ნე­ბი" უწო­დეს.

და­პი­რის­პი­რე­ბა რო­მეო სა­ჯა­ი­ას გან­ცხა­დე­ბას მოჰ­ყვა. ბაჩო ახა­ლა­ი­ას ად­ვო­კატ­მა რო­მეო სა­ჯა­ი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ ბაჩო ახა­ლა­ი­ას ნარ­კო­მა­ნე­ბი უპი­რის­პირ­დე­ბი­ან. მან­ვე დარ­ბაზ­ში მყო­ფი თარ­ხან გას­ვი­ა­ნი ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა და მისი ბე­ბი­ის გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ზე ისა­უბ­რა.

"მამა-შვი­ლი გას­ვი­ა­ნე­ბი კრი­მი­ნა­ლე­ბი და ნარ­კო­მა­ნე­ბი არი­ან. მათ ერთხელ ასე­თი კა­ი­ფის დროს ოჯა­ხის წევ­რი მო­უკ­ვდათ. თუ არ გჯე­რათ, წა­ვი­დეთ და შე­ვა­მოწ­მოთ, რომ თარ­ხან გას­ვი­ა­ნი ნარ­კო­მა­ნია," - გა­ნა­ცხა­და გა­და­ცე­მა­ში რო­მეო სა­ჯა­ი­ამ.

ერ­თმა­ნეთს პირ­და­პირ ეთერ­ში და­უ­პი­რის­პირ­დნენ ჟურ­ნა­ლის­ტი ირმა ინაშ­ვი­ლი და ბაჩო ახა­ლა­ი­ას ად­ვო­კა­ტი, გოგა ონი­ა­ნი. ინაშ­ვილ­მა ონი­ანს ერ­თუ­ჯრე­დი­ა­ნი ამე­ბა უწო­და.

ბაჩო ახა­ლა­ი­ას მი­მართ წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბის გარ­შე­მო სა­უ­ბარს და­პი­რის­პი­რე­ბა მოჰ­ყვა ეკა ბე­სე­ლი­ა­სა და გივი თარ­გა­მა­ძეს შო­რის.

ბე­სე­ლი­ამ გივი თარ­გა­მა­ძის იმ გან­ცხა­დე­ბებს უპა­სუ­ხა, სა­დაც თარ­გა­მა­ძე პო­ლი­ცი­ის პო­ლი­ტი­ზე­ბულ ქმე­დე­ბებ­ზე სა­უბ­რობ­და და გა­ნა­ცხა­და, რომ ადა­მი­ა­ნებს, რო­მე­ლიც მისი თქმით, და­ნა­შა­უ­ლებ­რივ რე­ჟიმს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ემ­სა­ხუ­რე­ბოდ­ნენ სა­სა­მარ­თლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რის უფ­ლე­ბა არ აქვთ.

პირ­და­პირ ეთერ­ში მო­რი­გი კო­მენ­ტა­რით სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის ერთ-ერთი ლი­დე­რი აკა­კი მი­ნაშ­ვი­ლი ჩა­ერ­თო. მის­მა გა­მოს­ვლამ მწე­რა­ლი ვაჟა ოთა­რაშ­ვი­ლი ისე გა­ა­ღი­ზი­ა­ნა, მი­ნაშ­ვილს შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა.

ვი­თა­რე­ბა იმ­დე­ნად და­ი­ძა­ბა, რომ "რუს­თა­ვი 2"-ში სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?

გინება და ჩხუბი "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში

გინება და ჩხუბი "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში

ბოლო განახლება|

- "სადაც დაინახავთ ამ აყროლებულებს - ურტყით, ჩაქოლეთ, აფურთხეთ" - ხათუნა ჟორდანია "10 ლარიან ნაციონალებზე"

- "გაბუნია, კიდევ ერთხელ მოაწყობ ამას ტელევიზიაში და..."- ნიკა გვარამიას კომენტარი "რუსთავი 2"-ში მოხდარი ჩხუბის შემდეგ

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანის" პირდაპირ ეთერში შეხლა-შემოხლა მოხდა. გადაცემის პირდაპირ ეთერში ერთმანეთს "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. პოლიტიკურ თემაზე დაპირისპირება პიროვნულ შეურაცხყოფაში გადაიზარდა მას შემდეგ რაც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა ოპონენტებს "სუსის აგენტები" და "ნარკომანები" უწოდეს.

დაპირისპირება რომეო საჯაიას განცხადებას მოჰყვა. ბაჩო ახალაიას ადვოკატმა რომეო საჯაიამ განაცხადა, რომ ბაჩო ახალაიას ნარკომანები უპირისპირდებიან. მანვე დარბაზში მყოფი თარხან გასვიანი ნარკოდამოკიდებულებაში დაადანაშაულა და მისი ბებიის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებაზე ისაუბრა.

"მამა-შვილი გასვიანები კრიმინალები და ნარკომანები არიან. მათ ერთხელ ასეთი კაიფის დროს ოჯახის წევრი მოუკვდათ. თუ არ გჯერათ, წავიდეთ და შევამოწმოთ, რომ თარხან გასვიანი ნარკომანია," - განაცხადა გადაცემაში რომეო საჯაიამ.

ერთმანეთს პირდაპირ ეთერში დაუპირისპირდნენ ჟურნალისტი ირმა ინაშვილი და ბაჩო ახალაიას ადვოკატი, გოგა ონიანი. ინაშვილმა ონიანს ერთუჯრედიანი ამება უწოდა.

ბაჩო ახალაიას მიმართ წაყენებული ბრალდებების გარშემო საუბარს დაპირისპირება მოჰყვა ეკა ბესელიასა და გივი თარგამაძეს შორის.

ბესელიამ გივი თარგამაძის იმ განცხადებებს უპასუხა, სადაც თარგამაძე პოლიციის პოლიტიზებულ ქმედებებზე საუბრობდა და განაცხადა, რომ ადამიანებს, რომელიც მისი თქმით, დანაშაულებრივ რეჟიმს წლების განმავლობაში ემსახურებოდნენ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე საუბრის უფლება არ აქვთ.

პირდაპირ ეთერში მორიგი კომენტარით საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი აკაკი მინაშვილი ჩაერთო. მისმა გამოსვლამ მწერალი ვაჟა ოთარაშვილი ისე გააღიზიანა, მინაშვილს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა.

ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ  "რუსთავი 2"-ში საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა