პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მადლიერი ვარ ბიძინა ივანიშვილის, მაგრამ ვალდებული ვარ ხალხის წინაშე -გიორგი მარგველაშვილი
მადლიერი ვარ ბიძინა ივანიშვილის, მაგრამ ვალდებული ვარ ხალხის წინაშე -გიორგი მარგველაშვილი

მე და­ვი­ნა­ხე ტენ­დენ­ცია იმი­სა, რომ პრე­ზი­დენ­ტი იყოს ად­გილ­მი­ჩე­ნი­ლი, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა "ტე­ლე­ი­მე­დის" გა­და­ცე­მა "რე­აქ­ცი­ა­ში" გა­ნა­ცხა­და.

ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რის გან­მარ­ტე­ბით, ერთ-ერთი მი­ზე­ზი, რის გა­მოც მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­დან ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში გა­დას­ვლა გა­და­წყვი­ტა, სწო­რედ ეს იყო.

"ჩემი ავ­ლა­ბარ­ში გა­დას­ვლა იყო პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ეს არ იყო მხო­ლოდ ის, რომ კან­ცე­ლა­რი­ა­ში სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბი არ მქონ­და. ამას­თან ერ­თად იყო პო­ლი­ტი­კუ­რი ნა­ბი­ჯიც, იმი­ტომ, რომ მე იმ მო­მენ­ტში უკვე და­ვი­ნა­ხე ტენ­დენ­ცია იმი­სა, რომ პრე­ზი­დენ­ტი უნდა იყოს ად­გილ­მი­ჩე­ნი­ლი. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში პრე­ზი­დენტს ჰქონ­დეს არა ხალ­ხის და კონ­სტი­ტუ­ცი­ის მიერ მი­ნი­ჭე­ბუ­ლი სტა­ტუ­სი, არა­მედ გარ­კვე­ულ­წი­ლად, ად­გილ­მი­თი­თე­ბუ­ლი იყოს. შე­სა­ბა­მი­სად, მე გა­დავ­დგი ეს ნა­ბი­ჯი", - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის თქმით, ის მად­ლი­ე­რია გუნ­დის და პი­რა­დად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის, მაგ­რამ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ხალ­ხის წი­ნა­შე აქვს. "ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმის მი­ზე­ზი იყო იმის ხაზ­გას­მა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი არის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ფი­გუ­რა, რო­მელ­საც აქვს მან­და­ტი ხალ­ხის­გან და ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ხალ­ხთან - ძა­ლი­ან დიდი მად­ლი­ე­რე­ბა გუნ­დის მი­მართ, ძა­ლი­ან დიდი მად­ლი­ე­რე­ბა პი­რა­დად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მი­მართ, მაგ­რამ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ხალ­ხთან. ამის შემ­დეგ და­ი­წყო ეს სირ­თუ­ლე­ე­ბი. მე მგო­ნია, რომ ეს სირ­თუ­ლე­ე­ბი შე­საძ­ლოა გაგ­რძელ­დეს, მაგ­რამ ეს იქ­ნე­ბა ზი­ა­ნის მომ­ტა­ნი ყვე­ლას­თვის", - აღ­ნიშ­ნა მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა, რო­მელ­მაც ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში გა­დას­ვლის ერთ-ერთ მი­ზე­ზად ისიც და­ა­სა­ხე­ლა, რომ სა­სახ­ლე­ში უნი­ვერ­სი­ტე­ტის გან­თავ­სე­ბა, რისი სურ­ვი­ლიც ჰქონ­და, არ ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და.

და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: |ამ დარ­ტყმებს ემო­ცი­უ­რად უნდა გა­ვუძ­ლო - გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

მადლიერი ვარ ბიძინა ივანიშვილის, მაგრამ ვალდებული ვარ ხალხის წინაშე -გიორგი მარგველაშვილი

მადლიერი ვარ ბიძინა ივანიშვილის, მაგრამ ვალდებული ვარ ხალხის წინაშე -გიორგი მარგველაშვილი

მე დავინახე ტენდენცია იმისა, რომ პრეზიდენტი იყოს ადგილმიჩენილი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "ტელეიმედის" გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.

ქვეყნის პირველი პირის განმარტებით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მთავრობის ადმინისტრაციიდან ავლაბრის რეზიდენციაში გადასვლა გადაწყვიტა, სწორედ ეს იყო.

"ჩემი ავლაბარში გადასვლა იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს არ იყო მხოლოდ ის, რომ კანცელარიაში სამუშაო პირობები არ მქონდა. ამასთან ერთად იყო პოლიტიკური ნაბიჯიც, იმიტომ, რომ მე იმ მომენტში უკვე დავინახე ტენდენცია იმისა, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ადგილმიჩენილი. ყოველ შემთხვევაში პრეზიდენტს ჰქონდეს არა ხალხის და კონსტიტუციის მიერ მინიჭებული სტატუსი, არამედ გარკვეულწილად, ადგილმითითებული იყოს. შესაბამისად, მე გადავდგი ეს ნაბიჯი", - განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, ის მადლიერია გუნდის და პირადად ბიძინა ივანიშვილის, მაგრამ ვალდებულება ხალხის წინაშე აქვს. "ამ ნაბიჯის გადადგმის მიზეზი იყო იმის ხაზგასმა, რომ საქართველოს პრეზიდენტი არის დამოუკიდებელი ფიგურა, რომელსაც აქვს მანდატი ხალხისგან და ვალდებულება ხალხთან - ძალიან დიდი მადლიერება გუნდის მიმართ, ძალიან დიდი მადლიერება პირადად ბიძინა ივანიშვილის მიმართ, მაგრამ ვალდებულება ხალხთან. ამის შემდეგ დაიწყო ეს სირთულეები. მე მგონია, რომ ეს სირთულეები შესაძლოა გაგრძელდეს, მაგრამ ეს იქნება ზიანის მომტანი ყველასთვის", - აღნიშნა მარგველაშვილმა, რომელმაც ავლაბრის რეზიდენციაში გადასვლის ერთ-ერთ მიზეზად ისიც დაასახელა, რომ სასახლეში უნივერსიტეტის განთავსება, რისი სურვილიც ჰქონდა, არ ხორციელდებოდა.

დაგაინტერესებთ: |ამ დარტყმებს ემოციურად უნდა გავუძლო - გიორგი მარგველაშვილი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა