მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილი - "რუსთავი 2" "ნაციონალების" აგიტაციას ეწევა, მაგრამ ჩემთვის უფრო მძიმეა "პირველი არხი", "მაესტრო" და "იმედი"
ბიძინა ივანიშვილი - "რუსთავი 2" "ნაციონალების" აგიტაციას ეწევა, მაგრამ ჩემთვის უფრო მძიმეა "პირველი არხი", "მაესტრო" და "იმედი"

ყო­ფილ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს მე­დი­ის ობი­ექ­ტუ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ისევ შე­ნიშ­ვნე­ბი აქვს. რო­გორც ივა­ნიშ­ვი­ლი გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის­თვის" მი­ცე­მულ ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში აცხა­დებს, მე­დია უკე­თე­სი უნდა გახ­დეს.

"ჩვენ უნდა ვიმ­სჯე­ლოთ, რო­გორ გახ­დეს მე­დია უკე­თე­სი. თუ მას და­ე­დო ტაბუ და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მე­დი­ა­ზე მსჯე­ლო­ბა აიკ­რძა­ლა, ვერ გავ­ბე­დეთ კრი­ტი­კუ­ლი შე­ნიშ­ვნე­ბის გა­მოთ­ქმა, ეს იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე დიდი უბე­დუ­რე­ბის მომ­ტა­ნი. სწო­რედ ეს იყო, რა­საც მი­აღ­წია სა­ა­კაშ­ვილ­მა, რო­მელ­საც კრი­ტი­კა არ სურ­და, ლა­მის მთე­ლი მე­დი­ის მო­ბი­ლი­ზე­ბა მო­ახ­დი­ნა და კა­ტას­ტრო­ფის­კენ მიჰ­ყავ­და ქვე­ყა­ნა", - აცხა­დებს ივა­ნიშ­ვი­ლი.

ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რი გან­სა­კუთ­რე­ბულ აქ­ცენტს ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ზე აკე­თებს და ფიქ­რობს, რომ "რუს­თა­ვი 2" "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" აგი­ტა­ცი­ას ეწე­ვა, თუმ­ცა "უფრო მძი­მე" სი­ტუ­ა­ცი­აა სხვა ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში.

"რუს­თა­ვი 2" არ მა­ლავს, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" აგი­ტა­ცი­ას ეწე­ვა და რამ­დენ­ჯერ­მე ვთქვი და კი­დევ ერთხელ და­ვა­სა­ხე­ლებ - მათი ("ნაც­მოძ­რა­ო­ბის") ლი­დე­რი არის "რუს­თა­ვი 2"-ის მე­პატ­რო­ნე და ამის გა­ქარ­წყლე­ბას უკვე არა­ვინ ცდი­ლობს. "რუს­თა­ვი 2"-ს ეს უფ­ლე­ბა აქვს, კა­ნო­ნებს თუ არ არ­ღვევს. ჩემ­თვის სხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი უფრო მძი­მეა, ვიდ­რე "რუს­თა­ვი 2", რად­გან ჩვენ ვი­ცით "რუს­თა­ვი 2"-ის უკან ვინ დგას, ვინ აფი­ნან­სებს, ვინ არის მისი მე­პატ­რო­ნე და ვის აგი­ტა­ცი­ას ეწე­ვა. "რუს­თა­ვი 2"-ის ნე­ბის­მი­ე­რი გა­და­ცე­მა პირ­და­პირ მი­მარ­თუ­ლია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის­კენ - რომ იწ­ვის და იბუ­გე­ბა ყვე­ლა­ფე­რი და მთავ­რდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო. მაგ­რამ ვი­მე­ო­რებ - ჩემ­თვის დღეს უფრო მძი­მეა სხვა ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი - გინ­დაც "პირ­ვე­ლი არხი", "მა­ესტრო" თუ "იმე­დი", რად­გან ნებ­სით თუ უნებ­ლი­ედ, შეგ­ნე­ბუ­ლად თუ შე­უგ­ნებ­ლად, პრაქ­ტი­კუ­ლად იმე­ო­რე­ბენ და აჟი­ტი­რე­ბას უკე­თე­ბენ იმ თე­მებს, რა­საც წა­მოს­წევს "რუს­თა­ვი 2". რა არის ამის მი­ზე­ზი? პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი? და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა? შე­იძ­ლე­ბა ასეც იყოს... სამი ტე­ლე­ვი­ზია და­ვა­სა­ხე­ლე და სა­უ­ბე­დუ­როდ, არ ჩანს, რომ მათ ჰქონ­დეთ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ხელ­წე­რა, ჩა­ა­ტა­რონ სე­რი­ო­ზუ­ლი კვლე­ვა, ანა­ლი­ზი და არ იმე­ო­რონ ის, რაც აი­წე­ვა "რუს­თა­ვი 2-დან", - აღ­ნიშ­ნავს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი.

ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის შე­ფა­სე­ბით, აღ­ნიშ­ნულ სამ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში უფრო დიდ პრობ­ლე­მას იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ხე­დავს, რომ მათ სა­ზო­გა­დო­ე­ბა ობი­ექ­ტურ და თა­ვი­სუ­ფალ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბად მი­იჩ­ნევს.

"ეს მძი­მე თე­მაა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვი­საც, რად­გან ამ სამ ტე­ლე­ვი­ზი­ას, "რუს­თა­ვი 2"-სგან გან­სხვა­ვე­ბით, სა­ზო­გა­დო­ე­ბა აღიქ­ვამს, რომ ისი­ნი არი­ან ობი­ექ­ტურ­ნი და თა­ვი­სუ­ფალ­ნი. მაგ­რამ ძა­ლი­ან ხში­რად ისი­ნი იმე­ო­რე­ბენ იმა­ვეს, რა­საც "რუს­თა­ვი 2" გა­და­მოწ­მე­ბი­სა და არ­გუ­მენ­ტე­ბის გა­რე­შე გა­ავ­რცე­ლებს და ეს იწ­ვევს სა­ზო­გა­დო­ე­ბის დაბ­ნე­ვას", - გან­მარ­ტავს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი.

ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია იხი­ლეთ გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის" დღე­ვან­დელ ნო­მერ­ში, ასე­ვე დღეს, 19:30 სა­ათ­ზე "პა­ლიტ­რა TV"-ს ეთერ­ში, აუ­დი­ო­ვერ­სი­ის მოს­მე­ნა კი იმა­ვე დროს, რა­დიო "პა­ლიტ­რა­ზე", FM 103.9-ზე შე­გიძ­ლი­ათ.

იხი­ლეთ ვი­დეო

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

ასე­ვე იხი­ლეთ:

"მე ჭი­კა­ი­ძე­ში ზედ­მეტ პა­ტი­ოს­ნე­ბას, წე­სი­ე­რე­ბას ვხე­დავ" - ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი კრი­მი­ნა­ლის ზრდა­სა და შს მი­ნის­ტრზე

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი - ჩემი სა­ვა­რა­უ­დო ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა ერთ-ერთი სა­ბუ­თი იყო იმი­სა, რომ ტე­ლე­ფო­ნებ­ზე კვლავ გვის­მე­ნენ, მათ შო­რის - მეც
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

ბიძინა ივანიშვილი - "რუსთავი 2" "ნაციონალების" აგიტაციას ეწევა, მაგრამ ჩემთვის უფრო მძიმეა "პირველი არხი", "მაესტრო" და "იმედი"

ბიძინა ივანიშვილი - "რუსთავი 2" "ნაციონალების" აგიტაციას ეწევა, მაგრამ ჩემთვის უფრო მძიმეა "პირველი არხი", "მაესტრო" და "იმედი"

ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მედიის ობიექტურობასთან დაკავშირებით ისევ შენიშვნები აქვს. როგორც ივანიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, მედია უკეთესი უნდა გახდეს.

"ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, როგორ გახდეს მედია უკეთესი. თუ მას დაედო ტაბუ და საზოგადოებაში მედიაზე მსჯელობა აიკრძალა, ვერ გავბედეთ კრიტიკული შენიშვნების გამოთქმა, ეს იქნება ყველაზე დიდი უბედურების მომტანი. სწორედ ეს იყო, რასაც მიაღწია სააკაშვილმა, რომელსაც კრიტიკა არ სურდა, ლამის მთელი მედიის მობილიზება მოახდინა და კატასტროფისკენ მიჰყავდა ქვეყანა", - აცხადებს ივანიშვილი.

ყოფილი პრემიერი განსაკუთრებულ აქცენტს ტელევიზიებზე აკეთებს და ფიქრობს, რომ "რუსთავი 2" "ნაციონალური მოძრაობის" აგიტაციას ეწევა, თუმცა "უფრო მძიმე" სიტუაციაა სხვა ტელევიზიებში.

"რუსთავი 2" არ მალავს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" აგიტაციას ეწევა და რამდენჯერმე ვთქვი და კიდევ ერთხელ დავასახელებ - მათი ("ნაცმოძრაობის") ლიდერი არის "რუსთავი 2"-ის მეპატრონე და ამის გაქარწყლებას უკვე არავინ ცდილობს. "რუსთავი 2"-ს ეს უფლება აქვს, კანონებს თუ არ არღვევს. ჩემთვის სხვა მედიასაშუალებები უფრო მძიმეა, ვიდრე "რუსთავი 2", რადგან ჩვენ ვიცით "რუსთავი 2"-ის უკან ვინ დგას, ვინ აფინანსებს, ვინ არის მისი მეპატრონე და ვის აგიტაციას ეწევა. "რუსთავი 2"-ის ნებისმიერი გადაცემა პირდაპირ მიმართულია ხელისუფლების დისკრედიტაციისკენ - რომ იწვის და იბუგება ყველაფერი და მთავრდება საქართველო. მაგრამ ვიმეორებ - ჩემთვის დღეს უფრო მძიმეა სხვა ტელევიზიები - გინდაც "პირველი არხი", "მაესტრო" თუ "იმედი", რადგან ნებსით თუ უნებლიედ, შეგნებულად თუ შეუგნებლად, პრაქტიკულად იმეორებენ და აჟიტირებას უკეთებენ იმ თემებს, რასაც წამოსწევს "რუსთავი 2". რა არის ამის მიზეზი? პროფესიონალიზმი? დამოკიდებულება? შეიძლება ასეც იყოს... სამი ტელევიზია დავასახელე და საუბედუროდ, არ ჩანს, რომ მათ ჰქონდეთ დამოუკიდებელი ხელწერა, ჩაატარონ სერიოზული კვლევა, ანალიზი და არ იმეორონ ის, რაც აიწევა "რუსთავი 2-დან", - აღნიშნავს ბიძინა ივანიშვილი.

ყოფილი პრემიერის შეფასებით, აღნიშნულ სამ ტელევიზიაში უფრო დიდ პრობლემას იმის გათვალისწინებით ხედავს, რომ მათ საზოგადოება ობიექტურ და თავისუფალ მედიასაშუალებებად მიიჩნევს.

"ეს მძიმე თემაა საზოგადოებისთვისაც, რადგან ამ სამ ტელევიზიას, "რუსთავი 2"-სგან განსხვავებით, საზოგადოება აღიქვამს, რომ ისინი არიან ობიექტურნი და თავისუფალნი. მაგრამ ძალიან ხშირად ისინი იმეორებენ იმავეს, რასაც "რუსთავი 2" გადამოწმებისა და არგუმენტების გარეშე გაავრცელებს და ეს იწვევს საზოგადოების დაბნევას", - განმარტავს ყოფილი პრემიერ-მინისტრი.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრის" დღევანდელ ნომერში, ასევე დღეს, 19:30 საათზე "პალიტრა TV"-ს ეთერში, აუდიოვერსიის მოსმენა კი იმავე დროს, რადიო "პალიტრაზე", FM 103.9-ზე შეგიძლიათ.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ასევე იხილეთ:

"მე ჭიკაიძეში ზედმეტ პატიოსნებას, წესიერებას ვხედავ" - ბიძინა ივანიშვილი კრიმინალის ზრდასა და შს მინისტრზე

ბიძინა ივანიშვილი - ჩემი სავარაუდო ჟურნალისტობა ერთ-ერთი საბუთი იყო იმისა, რომ ტელეფონებზე კვლავ გვისმენენ, მათ შორის - მეც

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა