Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე ჭიკაიძეში ზედმეტ პატიოსნებას, წესიერებას ვხედავ" - ბიძინა ივანიშვილი კრიმინალის ზრდასა და შს მინისტრზე
"მე ჭიკაიძეში ზედმეტ პატიოსნებას, წესიერებას ვხედავ" - ბიძინა ივანიშვილი კრიმინალის ზრდასა და შს მინისტრზე

მე ჭი­კა­ი­ძე­ში ზედ­მეტ პა­ტი­ოს­ნე­ბას, წე­სი­ე­რე­ბას ვხე­დავ, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­უბ­რობს.

რო­გორც ივა­ნიშ­ვი­ლი ამ­ბობს, დღე­ვან­დე­ლი პო­ლი­ცია მთლი­ა­ნად ხალ­ხის სამ­სა­ხურ­შია. "არ ვიცი, რას ერ­ჩით ჭი­კა­ი­ძეს. მე მო­მის­მე­ნია მისი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი. მეც მირ­ჩევ­ნია, რომ უკე­თე­სი ორა­ტო­რი ვიყო და მშვე­ნივ­რად ვიცი, რომ აქამ­დე ბევ­რი მიკ­ლია. შე­იძ­ლე­ბო­და, ვთქვათ, უკე­თე­სი ქარ­თუ­ლი მცოდ­ნო­და, სა­უ­ბე­დუ­როდ, ბევრ შეც­დო­მას ვუშ­ვებ, თუმ­ცა, რა­ღაც მო­ვა­ხერ­ხე პო­ლი­ტი­კა­ში. მე იმით უნდა შევ­ფა­სე­ბუ­ლი­ყა­ვი, რა­საც ვა­კე­თებ­დი. ერთ-ერ­თმა მი­თხრა, ჭი­კა­ი­ძეს ხელ­ში "კნო­პ­კი­ა­ნი" დანა ეჭი­რა, რო­მელ­საც ხსნი­და და კე­ტავ­დაო (კად­რე­ბი უჩ­ვე­ნე­ბი­ათ). შე­იძ­ლე­ბა არ არის ლა­მა­ზი, რომ შს მი­ნისტრს დანა უჭი­რავს ხელ­ში და უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და, ჭი­კა­ი­ძე უფრო კარ­გი ორა­ტო­რი ყო­ფი­ლი­ყო", - აცხა­დებს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი.

მისი თქმით, იგი ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძეს მხო­ლოდ ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვით იც­ნობს. "ჭი­კა­ი­ძე ჩემი შერ­ჩე­უ­ლი კად­რი არ არის, მაგ­რამ ის უნდა და­ხა­სი­ათ­დეს შსს-ს მუ­შა­ო­ბით და თუ გნე­ბავთ, სა­კუ­თა­რი წარ­სუ­ლით. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ცდი­ლობს წარ­მო­ა­ჩი­ნოს, რომ რა­ღაც სა­ში­ნე­ლე­ბა ხდე­ბა, დღე­ვან­დე­ლი პო­ლი­ცია მთლი­ა­ნად ხალ­ხის სამ­სა­ხურ­შია", - აღ­ნიშ­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

ექ­სპრე­მი­ე­რის თქმით, ყვე­ლას ახ­სოვს, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მმარ­თვე­ლო­ბი­სას პო­ლი­ცია იყო ყვე­ლა­ზე სა­ში­ში ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. "დღეს პო­ლი­ცია მუ­შა­ობს ხალ­ხის და­სა­ცა­ვად და არა და­სა­ჩაგ­რად. ზო­გი­ერ­თი ვი­დე­ო­ფი­რი მარ­თლაც ცრემ­ლის მომ­გვრე­ლია - ვგუ­ლის­ხმობ იმას, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" პრო­ვო­ცი­რე­ბულ შე­ტა­კე­ბებ­ში თუ რო­გორ ძა­ლა­დო­ბენ პო­ლი­ცი­ე­ლებ­ზე და რო­გორ ცდი­ლო­ბენ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი იყ­ვნენ ფა­ქიზ­ნი და ადა­მი­ა­ნებს უხე­შად არ მო­ექ­ცნენ. ყვე­ლამ სა­კუ­თარ თავ­ში ჩა­ი­ხე­დოს, რო­დე­საც სხვას აკ­რი­ტი­კე­ბენ. უნ­დათ, შს მი­ნის­ტრი, პრე­მი­ე­რი თუ სხვე­ბი იდე­ა­ლუ­რე­ბი იყ­ვნენ, არა­და, ადა­მი­ა­ნი იდე­ა­ლუ­რი ვერ იქ­ნე­ბა, ყვე­ლას აქვს თა­ვი­სი შეც­დო­მე­ბი და მი­ნუ­სე­ბი. ჭი­კა­ი­ძე საქ­მი­ა­ნო­ბით შე­ა­ფა­სეთ. ამ­ჩნევთ მას კო­რუფ­ცი­ის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბას ან პო­ლი­ცი­ა­ში რა­ღაც სა­ში­ნე­ლე­ბა ხდე­ბა?! მე ვიცი, რომ პო­ლი­ცი­ა­ში მას დიდ პა­ტივს სცე­მენ და უყ­ვართ თა­ნამ­შრომ­ლებს. ის ახერ­ხებს, რომ მარ­თოს შს სა­მი­ნის­ტრო, რო­მე­ლიც დღეს ეფექ­ტი­ა­ნი და წე­სი­ე­რი გუნ­დი­თაა და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი. მე ჭი­კა­ი­ძე­ში ზედ­მეტ პა­ტი­ოს­ნე­ბას, წე­სი­ე­რე­ბას ვხე­დავ. რას ერ­ჩით?! ეს კაცი თა­ვის საქ­მეს კარ­გად აკე­თებს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას"

უნდა ყვე­ლა­ფე­რი უკუღ­მა და­ხა­ტოს", - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

რო­გორც ივა­ნიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რამ­დე­ნი­მე კვი­რაა კრი­მი­ნა­ლის ზრდის თემა არის "აწე­უ­ლი", რომ თურ­მე სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­ტას­ტრო­ფა ხდე­ბა კრი­მი­ნა­ლის ზრდას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"კი, მაგ­რამ, სად გვაქვს სა­ფუძ­ვე­ლი, რომ კრი­მი­ნა­ლის ზრდა­ზე ვი­სა­უბ­როთ?! მოხ­და მკვლე­ლო­ბე­ბი, ეს კა­ტას­ტრო­ფაა და ცუ­დია, თუმ­ცა, ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი მო­მა­ვალ­შიც მოხ­დე­ბა (სა­ნამ ადა­მი­ა­ნის ხა­სი­ა­თი არ შე­იც­ვლე­ბა). მკვლე­ლო­ბე­ბი ამე­რი­კა­შიც ხდე­ბა, საფ­რან­გეთ­შიც, გერ­მა­ნი­ა­ში და სხვა ქვეყ­ნებ­შიც. ჩვენ შეგ­ვიძ­ლია დავ­სვათ კი­თხვა: პო­ლი­ცია დღეს უფრო სუს­ტია, ვიდ­რე ადრე?! სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტის­ტი­კა და­უ­ჯე­რე­ბე­ლია?! მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რეს­და და სა­ქარ­თვე­ლო კა­ტას­ტრო­ფის­კენ მი­ე­ქა­ნე­ბა?! არა­ვი­თა­რი სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს დღეს, რომ, მა­გა­ლი­თად, თქვენ არ ენ­დოთ შსს-ს სტა­ტის­ტი­კას. გა­სა­გე­ბია, რომ ივ­ლი­სი და­ნა­შა­უ­ლის კუ­თხით ცუდი იყო, მაგ­რამ წინა წლებ­თან შე­და­რე­ბით მა­ინც კლე­ბაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. ზუს­ტად "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" და­გეგ­მა ეს (თე­მის აჟი­ტი­რე­ბა), "ას­წია" "რუს­თა­ვი 2"-მა და სხვა ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბიც ამ ფერ­ხულ­ში არი­ან ჩაბ­მუ­ლი. არა­და, მთავ­რო­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ შეც­ვლი­ლა - შს სა­მი­ნის­ტრო და პო­ლი­ცია ზრუ­ნა­ვენ ადა­მი­ა­ნე­ბის დაც­ვა­ზე, თით­ქმის ყვე­ლა მკვლე­ლო­ბის საქ­მე გახ­სნი­ლია", - გა­ნა­ცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა.

მისი თქმით, სიც­რუ­ის მან­ქა­ნა დღე­საც მუ­შა­ობს. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი, თუ არ ვცდე­ბი ჯა­ფა­რი­ძე, თურ­მე მე­სა­მე ღია წე­რი­ლით მომ­მარ­თავს (პირ­ვე­ლი ორი მე "სა­უ­ბე­დუ­როდ" არ მი­ნა­ხავს). წე­რილ­ში წერს, რომ თა­ვის დრო­ზე, პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი რომ გა­მო­უშ­ვეს ცი­ხი­დან, თურ­მე ჯერ მა­შინ მი­კი­თხავ­და ლექ­ცი­ებს, რომ ეს არ შე­იძ­ლე­ბა. სა­უბ­რობს ცი­ხი­დან გა­მო­სულ 17 ათას პა­ტი­მარ­ზე. მათ ამით იმის გა­მარ­თლე­ბა უნ­დათ, რომ 17 000 კაცი უკა­ნო­ნოდ ჰყავ­დათ და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი", - აღ­ნიშ­ნა ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ­მა.

ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია იხი­ლეთ გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის" დღე­ვან­დელ ნო­მერ­ში, ასე­ვე დღეს, 19:30 სა­ათ­ზე "პა­ლიტ­რა TV"-ს ეთერ­ში, აუ­დი­ო­ვერ­სი­ის მოს­მე­ნა კი იმა­ვე დროს, რა­დიო "პა­ლიტ­რა­ზე", FM 103.9-ზე შე­გიძ­ლი­ათ.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

ასე­ვე იხი­ლეთ:

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი - "რუს­თა­ვი 2" "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" აგი­ტა­ცი­ას ეწე­ვა, მაგ­რამ ჩემ­თვის უფრო მძი­მეა "პირ­ვე­ლი არხი", "მა­ესტრო" და "იმე­დი"

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი - ჩემი სა­ვა­რა­უ­დო ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა ერთ-ერთი სა­ბუ­თი იყო იმი­სა, რომ ტე­ლე­ფო­ნებ­ზე კვლავ გვის­მე­ნენ, მათ შო­რის - მეც

"მე ჭიკაიძეში ზედმეტ პატიოსნებას, წესიერებას ვხედავ" - ბიძინა ივანიშვილი კრიმინალის ზრდასა და შს მინისტრზე

"მე ჭიკაიძეში ზედმეტ პატიოსნებას, წესიერებას ვხედავ" - ბიძინა ივანიშვილი კრიმინალის ზრდასა და შს მინისტრზე

მე ჭიკაიძეში ზედმეტ პატიოსნებას, წესიერებას ვხედავ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს.

როგორც ივანიშვილი ამბობს, დღევანდელი პოლიცია მთლიანად ხალხის სამსახურშია. "არ ვიცი, რას ერჩით ჭიკაიძეს. მე მომისმენია მისი გამონათქვამები. მეც მირჩევნია, რომ უკეთესი ორატორი ვიყო და მშვენივრად ვიცი, რომ აქამდე ბევრი მიკლია. შეიძლებოდა, ვთქვათ, უკეთესი ქართული მცოდნოდა, საუბედუროდ, ბევრ შეცდომას ვუშვებ, თუმცა, რაღაც მოვახერხე პოლიტიკაში. მე იმით უნდა შევფასებულიყავი, რასაც ვაკეთებდი. ერთ-ერთმა მითხრა, ჭიკაიძეს ხელში "კნოპკიანი" დანა ეჭირა, რომელსაც ხსნიდა და კეტავდაო (კადრები უჩვენებიათ). შეიძლება არ არის ლამაზი, რომ შს მინისტრს დანა უჭირავს ხელში და უკეთესი იქნებოდა, ჭიკაიძე უფრო კარგი ორატორი ყოფილიყო", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

მისი თქმით, იგი ალექსანდრე ჭიკაიძეს მხოლოდ ხელის ჩამორთმევით იცნობს. "ჭიკაიძე ჩემი შერჩეული კადრი არ არის, მაგრამ ის უნდა დახასიათდეს შსს-ს მუშაობით და თუ გნებავთ, საკუთარი წარსულით. მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს წარმოაჩინოს, რომ რაღაც საშინელება ხდება, დღევანდელი პოლიცია მთლიანად ხალხის სამსახურშია", - აღნიშნა ივანიშვილმა.

ექსპრემიერის თქმით, ყველას ახსოვს, რომ `ნაციონალური მოძრაობის" მმართველობისას პოლიცია იყო ყველაზე საშიში ჩვენს საზოგადოებაში. "დღეს პოლიცია მუშაობს ხალხის დასაცავად და არა დასაჩაგრად. ზოგიერთი ვიდეოფირი მართლაც ცრემლის მომგვრელია - ვგულისხმობ იმას, წინასაარჩევნო პროცესში "ნაცმოძრაობის" პროვოცირებულ შეტაკებებში თუ როგორ ძალადობენ პოლიციელებზე და როგორ ცდილობენ პოლიციელები იყვნენ ფაქიზნი და ადამიანებს უხეშად არ მოექცნენ. ყველამ საკუთარ თავში ჩაიხედოს, როდესაც სხვას აკრიტიკებენ. უნდათ, შს მინისტრი, პრემიერი თუ სხვები იდეალურები იყვნენ, არადა, ადამიანი იდეალური ვერ იქნება, ყველას აქვს თავისი შეცდომები და მინუსები. ჭიკაიძე საქმიანობით შეაფასეთ. ამჩნევთ მას კორუფციისკენ მიდრეკილებას ან პოლიციაში რაღაც საშინელება ხდება?! მე ვიცი, რომ პოლიციაში მას დიდ პატივს სცემენ და უყვართ თანამშრომლებს. ის ახერხებს, რომ მართოს შს სამინისტრო, რომელიც დღეს ეფექტიანი და წესიერი გუნდითაა დაკომპლექტებული. მე ჭიკაიძეში ზედმეტ პატიოსნებას, წესიერებას ვხედავ. რას ერჩით?! ეს კაცი თავის საქმეს კარგად აკეთებს, მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას"

უნდა ყველაფერი უკუღმა დახატოს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

როგორც ივანიშვილი ამბობს, რამდენიმე კვირაა კრიმინალის ზრდის თემა არის "აწეული", რომ თურმე საქართველოში კატასტროფა ხდება კრიმინალის ზრდასთან დაკავშირებით.

"კი, მაგრამ, სად გვაქვს საფუძველი, რომ კრიმინალის ზრდაზე ვისაუბროთ?! მოხდა მკვლელობები, ეს კატასტროფაა და ცუდია, თუმცა, ასეთი შემთხვევები მომავალშიც მოხდება (სანამ ადამიანის ხასიათი არ შეიცვლება). მკვლელობები ამერიკაშიც ხდება, საფრანგეთშიც, გერმანიაში და სხვა ქვეყნებშიც. ჩვენ შეგვიძლია დავსვათ კითხვა: პოლიცია დღეს უფრო სუსტია, ვიდრე ადრე?! სამართალდამცველების მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა დაუჯერებელია?! მდგომარეობა გაუარესდა და საქართველო კატასტროფისკენ მიექანება?! არავითარი საფუძველი არ არსებობს დღეს, რომ, მაგალითად, თქვენ არ ენდოთ შსს-ს სტატისტიკას. გასაგებია, რომ ივლისი დანაშაულის კუთხით ცუდი იყო, მაგრამ წინა წლებთან შედარებით მაინც კლებაა დაფიქსირებული. ზუსტად "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაგეგმა ეს (თემის აჟიტირება), "ასწია" "რუსთავი 2"-მა და სხვა ტელევიზიებიც ამ ფერხულში არიან ჩაბმული. არადა, მთავრობის დამოკიდებულება არ შეცვლილა - შს სამინისტრო და პოლიცია ზრუნავენ ადამიანების დაცვაზე, თითქმის ყველა მკვლელობის საქმე გახსნილია", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, სიცრუის მანქანა დღესაც მუშაობს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, თუ არ ვცდები ჯაფარიძე, თურმე მესამე ღია წერილით მომმართავს (პირველი ორი მე "საუბედუროდ" არ მინახავს). წერილში წერს, რომ თავის დროზე, პოლიტპატიმრები რომ გამოუშვეს ციხიდან, თურმე ჯერ მაშინ მიკითხავდა ლექციებს, რომ ეს არ შეიძლება. საუბრობს ციხიდან გამოსულ 17 ათას პატიმარზე. მათ ამით იმის გამართლება უნდათ, რომ 17 000 კაცი უკანონოდ ჰყავდათ დაპატიმრებული", - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრის" დღევანდელ ნომერში, ასევე დღეს, 19:30 საათზე "პალიტრა TV"-ს ეთერში, აუდიოვერსიის მოსმენა კი იმავე დროს, რადიო "პალიტრაზე", FM 103.9-ზე შეგიძლიათ.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ასევე იხილეთ:

ბიძინა ივანიშვილი - "რუსთავი 2" "ნაციონალების" აგიტაციას ეწევა, მაგრამ ჩემთვის უფრო მძიმეა "პირველი არხი", "მაესტრო" და "იმედი"

ბიძინა ივანიშვილი - ჩემი სავარაუდო ჟურნალისტობა ერთ-ერთი საბუთი იყო იმისა, რომ ტელეფონებზე კვლავ გვისმენენ, მათ შორის - მეც

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა