მონაწილეებმა უკრაინის მიმართ რუსეთის ღია აგრესია გააპროტესტეს და საერთაშორისო თანამეგობრობას უკრაინის დასახმარებლად მეტი აქტიურობისკენ მოუწოდეს.
როგორც უკრაინის მხარდამჭერებმა განაცხადეს, უკრაინაში დღეს რუსეთი იგივე პოლიტიკას ახორციელებს, რასაც 2008 წლის აგვისტოში საქართველოში ახორციელებდა, ისევ აგრძელებს დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას. აქციის მონაწილეების აზრით, არ შეიძლება მსოფლიო მშვიდად უყურებდეს იმ მოვლენებს, რაც აღმოსავლეთ უკრაინაში ხდება, რადგან რუსულ ღია აგრესიას ათასობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება.
რუსთაველზე შეკრებილებმა საქართველოს ხელისუფლებასაც მიმართეს და ქვეყნის მთავრობას მოუწოდეს, უკრაინას მეტი მხარდაჭერა გამოუცხადოს და მეგობარ ქვეყანას ამ მძიმე წუთებში ქმედითი დახმარება აღმოუჩინოს. აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ საქართველოსა და უკრაინის დროშები.
აქციის დასასრულს მათ ორივე ქვეყნის ჰიმნი შეასრულეს, პუტინის სურათები კი დაწვეს. ისინი ასევე სკანდირებდნენ "პუტინ ხუილო", ხოლო უკრაინის მიმართ მხარდაჭერას ტრანსფარანტებითაც გამოხატავდნენ, რომლებზეც იყო წარწერები: "stop russia - save europe", "stop moscow".
უკრაინაში განვითარებული მოვლენების ქრონიკა:
უახლესი | უკრაინული მედია სამხედრო ტყვეთა შორის ქართველი სამხედროების ყოფნას ადასტურებს
უკრაინის ანტიტერორისტული ძალები ბრძოლებს რამდენიმე ადგილას აწარმოებენ