საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით სერგეენკო ალყაში მყოფ ქართველი მებრძოლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა
დავით სერგეენკო ალყაში მყოფ ქართველი მებრძოლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა

უკ­რა­ი­ნა­ში ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლე­ბის შე­სა­ხებ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი რა­ი­მე სა­ხის ინ­ფორ­მა­ცია არ მიგ­ვი­ღია, – ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა, და­ვით სერ­გე­ენ­კომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც მი­ხედ­ვი­თაც ალ­ყა­ში მყოფ დონ­ბა­სის ბა­ტა­ლი­ონ­ში ორი ქარ­თვე­ლია.

"რო­გორც მე, ასე­ვე უკ­რა­ი­ნა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი, რა თქმა უნდა ვინ­ტე­რეს­დე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ბე­დით. ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლე­ბის შე­სა­ხებ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი რა­ი­მე სა­ხის ინ­ფორ­მა­ცია არ მიგ­ვი­ღია, რაც შე­ე­ხე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლე­ბიც იქ ცხოვ­რო­ბენ, ცალ­სა­ხა რე­კო­მენ­და­ცია არის, რომ ისი­ნი გა­ე­რი­დონ საფრ­თხის არეს და და­ტო­ვონ ის ად­გი­ლე­ბი", - აცხა­დებს სერ­გე­ენ­კო.

ალ­ყა­ში მყო­ფი ქარ­თვე­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ აქვთ უკ­რა­ი­ნა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო­ში. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ქარ­თვე­ლოს ელჩმა უკ­რა­ი­ნა­ში, მი­ხე­ილ უკ­ლე­ბამ გა­ნუ­ცხა­და, სა­ელ­ჩო­ში ამის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია არ შე­სუ­ლა.

რო­გორც ელჩი აღ­ნიშ­ნავს, ცნო­ბი­ლია, რომ რა­ღაც რა­ო­დე­ნო­ბა ქარ­თვე­ლე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში იბ­რძვი­ან, მაგ­რამ ვინ­მეს ალ­ყა­ში მოქ­ცე­ვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სა­ელ­ჩოს არ აქვს.

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ალ­ყა­ში მოქ­ცე­ულ დონ­ბა­სის ბა­ტა­ლი­ონ­ში ორი ქარ­თვე­ლია. ჯერ­ჯე­რო­ბით ეს ინ­ფორ­მა­ცია ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში რამ­დე­ნი­მე ქარ­თვე­ლი იბ­რძვის. დო­ნეც­კის ოლ­ქის ქა­ლაქ ილო­ვა­ის­კში უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის კო­ლო­ნა, რო­მე­ლიც მო­ხა­ლი­სე­ე­ე­ბის­გან შედ­გე­ბა, ტე­რო­რის­ტე­ბის ალ­ყის გარ­ღვე­ვას შე­ე­ცა­და თუმ­ცა, კვლავ ალ­ყა­ში მო­ექ­ცნენ. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ "დონ­ბა­სის" ბა­ტა­ლი­ო­ნის მე­თა­უ­რი სი­მი­ონ სე­მენ­ჩენ­კო ავ­რცე­ლებს.

"ალ­ყი­დან გა­მოს­ვლი­სას ჩვე­ნი მებ­რძო­ლე­ბი კვლავ ალ­ყა­ში მო­ექ­ცნენ", - და­წე­რა ბა­ტა­ლი­ონ "დონ­ბა­სის" მე­თა­ურ­მა "ფე­ის­ბუქ­ზე".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

დავით სერგეენკო ალყაში მყოფ ქართველი მებრძოლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა

დავით სერგეენკო ალყაში მყოფ ქართველი მებრძოლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა

უკრაინაში ქართველი მებრძოლების შესახებ დადასტურებული რაიმე სახის ინფორმაცია არ მიგვიღია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ  სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომელიც მიხედვითაც ალყაში მყოფ დონბასის ბატალიონში ორი ქართველია.

"როგორც მე, ასევე უკრაინაში საქართველოს ელჩი, რა თქმა უნდა ვინტერესდებით საქართველოს მოქალაქეების ბედით. ქართველი მებრძოლების შესახებ დადასტურებული რაიმე სახის ინფორმაცია არ მიგვიღია, რაც შეეხება მოქალაქეებს, რომლებიც იქ ცხოვრობენ, ცალსახა რეკომენდაცია არის, რომ ისინი გაერიდონ საფრთხის არეს და დატოვონ ის ადგილები", - აცხადებს სერგეენკო.

ალყაში მყოფი ქართველების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ უკრაინაში საქართველოს საელჩოში. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ელჩმა უკრაინაში, მიხეილ უკლებამ განუცხადა, საელჩოში ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ შესულა.

როგორც ელჩი აღნიშნავს, ცნობილია, რომ რაღაც რაოდენობა ქართველები უკრაინაში იბრძვიან, მაგრამ ვინმეს ალყაში მოქცევის შესახებ ინფორმაცია საელჩოს არ აქვს.

სოციალური ქსელებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ალყაში მოქცეულ დონბასის ბატალიონში ორი ქართველია. ჯერჯერობით ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

არსებული ინფორმაციით, აღმოსავლეთ უკრაინაში რამდენიმე ქართველი იბრძვის. დონეცკის ოლქის ქალაქ ილოვაისკში უკრაინელი სამხედროების კოლონა, რომელიც მოხალისეეებისგან შედგება, ტერორისტების ალყის გარღვევას შეეცადა თუმცა, კვლავ ალყაში მოექცნენ. ინფორმაციას ამის შესახებ "დონბასის" ბატალიონის მეთაური სიმიონ სემენჩენკო ავრცელებს.

"ალყიდან გამოსვლისას ჩვენი მებრძოლები კვლავ ალყაში მოექცნენ", - დაწერა ბატალიონ "დონბასის" მეთაურმა "ფეისბუქზე".

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა