სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მათ საქციელს ისტორია განსჯის" - მიხეილ სააკაშვილი პროკურატურის ბრალდებას პასუხობს
"მათ საქციელს ისტორია განსჯის" - მიხეილ სააკაშვილი პროკურატურის ბრალდებას პასუხობს

სა­ქარ­თვე­ლოს ექს-პრე­ზი­დენტს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს და სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის ყო­ფილ უფ­როსს პრო­კუ­რა­ტუ­რა 8 837 461 ლა­რის გაფ­ლან­გვას ედა­ვე­ბა. გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 182-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 7-დან 11 წლამ­დე ვა­დით.

დღე­ვან­დელ ბრალ­დე­ბას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლად, პი­რად ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე ეხ­მა­უ­რე­ბა.

"რო­გორც ჩანს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დე­რებს ჩვე­ნი ქვეყ­ნის რე­პუ­ტა­ცი­ის შე­ლახ­ვის­გან ვე­რა­ფე­რი შე­ა­ჩე­რებთ. უზო­მოა, მათი შუ­რის­ძი­ე­ბის წყურ­ვი­ლი და სურ­ვი­ლი ასი­ა­მოვ­ნონ თა­ვი­სი რუსი მე­გობ­რე­ბი.

თავ­და­პირ­ვე­ლად, მი­ლი­არ­დე­ბის მო­პარ­ვა და­მაბ­რა­ლეს, მას შემ­დეგ კი, რაც ვერც-ერთი მით­ვი­სე­ბუ­ლი თეთ­რი ვერ იპო­ვეს, ახლა 8 მი­ლი­ო­ნის გაფ­ლან­გვას მე­და­ვე­ბი­ან და ცდი­ლო­ბენ ფაქ­ტე­ბის ფაბ­რი­კა­ცი­ით და­ამ­ტკი­ცონ ჩემი ბრა­ლე­უ­ლო­ბა. ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სი­ყალ­ბეა, რო­მელ­საც ზო­გი­ერ­თი მოჩ­ვე­ნე­ბი­თად ობი­ექ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნი გან­ცხრო­მით იჯე­რებს, ისე­ვე რო­გორც ბოლო წლებ­ში და­ი­ჯე­რა ბევ­რი ასე­თი აშ­კა­რა სიც­რუე.

მათი ფან­ტა­ზია და ფი­ზი­კუ­რი სწრაფ­ვა სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის­კენ სა­სა­ცი­ლოც კი იქ­ნე­ბო­და, რომ არა ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ ამ­ჟა­მად ეს ხალ­ხი წყვეტს ჩვე­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ბედს.

მა­შინ როცა, მოძ­მე უკ­რა­ი­ნის მხარ­და­ჭე­რა­ზე დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად ამ­ბო­ბენ უარს, მთელ ძა­ლის­ხმე­ვა­სა და რე­სურსს ქარ­თვე­ლი პატ­რი­ო­ტე­ბის სა­მარ­თლებ­რივ დევ­ნა­სა და და­პა­ტიმ­რე­ბა­ზე ხარ­ჯა­ვენ.

მათ საქ­ცი­ელს ის­ტო­რია გან­სჯის, მა­ნამ­დე კი ქარ­თვე­ლი ერის სა­უ­კე­თე­სო ნა­წი­ლი მი­უ­ჩენს მათ თა­ვის ად­გილს". წერს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"მათ საქციელს ისტორია განსჯის" - მიხეილ სააკაშვილი პროკურატურის ბრალდებას პასუხობს

"მათ საქციელს ისტორია განსჯის" - მიხეილ სააკაშვილი პროკურატურის ბრალდებას პასუხობს

საქართველოს ექს-პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს პროკურატურა 8 837 461 ლარის გაფლანგვას ედავება.  გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.

დღევანდელ ბრალდებას მიხეილ სააკაშვილი ტრადიციულად, პირად ფეისბუქის გვერდზე ეხმაურება.

"როგორც ჩანს "ქართული ოცნების" ლიდერებს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციის შელახვისგან ვერაფერი შეაჩერებთ. უზომოა, მათი შურისძიების წყურვილი და სურვილი ასიამოვნონ თავისი რუსი მეგობრები.

თავდაპირველად, მილიარდების მოპარვა დამაბრალეს, მას შემდეგ კი, რაც ვერც-ერთი მითვისებული თეთრი ვერ იპოვეს, ახლა 8 მილიონის გაფლანგვას მედავებიან და ცდილობენ ფაქტების ფაბრიკაციით დაამტკიცონ ჩემი ბრალეულობა. ეს ჩვეულებრივი სიყალბეა, რომელსაც ზოგიერთი მოჩვენებითად ობიექტური ადამიანი განცხრომით იჯერებს, ისევე როგორც ბოლო წლებში დაიჯერა ბევრი ასეთი აშკარა სიცრუე.

მათი ფანტაზია და ფიზიკური სწრაფვა სამართლებრივი დევნისკენ სასაცილოც კი იქნებოდა, რომ არა ის გარემოება, რომ ამჟამად ეს ხალხი წყვეტს ჩვენი საქართველოს ბედს.

მაშინ როცა, მოძმე უკრაინის მხარდაჭერაზე დემონსტრაციულად ამბობენ უარს, მთელ ძალისხმევასა და რესურსს ქართველი პატრიოტების სამართლებრივ დევნასა და დაპატიმრებაზე ხარჯავენ.

მათ საქციელს ისტორია განსჯის, მანამდე კი ქართველი ერის საუკეთესო ნაწილი მიუჩენს მათ თავის ადგილს". წერს მიხეილ სააკაშვილი.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა