პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხომ ყველა დავეტიეთ " - პარლამენტში მისული მარგველაშვილის პასუხი ეკა ბესელიას
"ხომ ყველა დავეტიეთ " - პარლამენტში მისული მარგველაშვილის პასუხი ეკა ბესელიას

"ხომ ყვე­ლა და­ვე­ტი­ეთ" - ასე მი­მარ­თა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ეკა ბე­სე­ლი­ას პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში შეს­ვლი­სას.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი პარ­ლა­მენ­ტში ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის რა­ტი­ფი­კა­ცი­ი­სად­მი მი­ძღვნილ სხდო­მა­ზე მი­ვი­და. მა­ნამ­დე კი ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ პრე­ზი­დენ­ტი რიგ­გა­რე­შე სე­სი­ა­ზე მიწ­ვე­უ­ლი არ იყო.

სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ პრე­ზი­დენ­ტი და ეკა ბე­სე­ლია დარ­ბა­ზი­დან ერ­თად გა­მო­ვიდ­ნენ. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვა­ზე თუ რას გუ­ლის­ხმობ­და ბე­სე­ლი­ას მი­სა­მარ­თით ნათ­ქვამ რეპ­ლი­კა­ში, მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა კონ­კრე­ტუ­ლი კო­მენ­ტა­რის­გან თავი შე­ი­კა­ვა და ღი­მი­ლით უპა­სუ­ხა, რომ ის და ეკა ბე­სე­ლია "ევ­რო­პის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე" მოძ­რა­ობ­დნენ.

შე­გახ­სე­ნებთ, მა­ნამ­დე ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვა­ზე, უნდა ეს­წრე­ბო­დეს თუ არა პრე­ზი­დენ­ტი დღე­ვან­დელ სხდო­მას, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, ეკა ბე­სე­ლი­ამ უპა­სუ­ხა: "ამ დარ­ბაზ­ში იქ­ნე­ბა თუ არა დღეს სრუ­ლად წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, მე ვგუ­ლის­ხმობ მის შტოს, ეს არ გა­ნა­პი­რო­ბებს იმას, რომ კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ დად­გეს ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა. დღეს ეს დარ­ბა­ზი ყვე­ლას ვერ და­ი­ტევს ფი­ზი­კუ­რად, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, დღეს არა მარ­ტო სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო გუნ­დი არის ერ­თსუ­ლო­ვა­ნი, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი. აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ არის. მხარ­და­ჭე­რას იმის მი­ხედ­ვით ნუ გან­ვსა­ზღვრავთ, ვინ შე­მო­ვა პარ­ლა­მენ­ტის დარ­ბაზ­ში", -გა­ნა­ცხა­და ეკა ბე­სე­ლი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში.

ვი­დეო

ასე­ვე იხი­ლეთ:

პო­ლი­ტი­კო­სე­ბი სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე - რო­გორ აღ­ნიშ­ნეს ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბა პარ­ლა­მენ­ტში

ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა რა­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია - პრე­ზი­დენ­ტის სი­ტყვით გა­მოს­ვლა პარ­ლა­მენ­ტში

ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბა რა­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

"ხომ ყველა დავეტიეთ " - პარლამენტში მისული მარგველაშვილის პასუხი ეკა ბესელიას

"ხომ ყველა დავეტიეთ " - პარლამენტში მისული მარგველაშვილის პასუხი ეკა ბესელიას

"ხომ ყველა დავეტიეთ" - ასე მიმართა გიორგი მარგველაშვილმა ეკა ბესელიას პარლამენტის სხდომათა დარბაზში შესვლისას.

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციისადმი მიძღვნილ სხდომაზე მივიდა. მანამდე კი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი რიგგარეშე სესიაზე მიწვეული არ იყო.

სხდომის დასრულების შემდეგ პრეზიდენტი და ეკა ბესელია დარბაზიდან ერთად გამოვიდნენ. ჟურნალისტების კითხვაზე თუ რას გულისხმობდა ბესელიას მისამართით ნათქვამ რეპლიკაში, მარგველაშვილმა კონკრეტული კომენტარისგან თავი შეიკავა და ღიმილით უპასუხა, რომ ის და ეკა ბესელია "ევროპის ტერიტორიაზე" მოძრაობდნენ.

შეგახსენებთ, მანამდე ჟურნალისტების კითხვაზე, უნდა ესწრებოდეს თუ არა პრეზიდენტი დღევანდელ სხდომას, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ უპასუხა: "ამ დარბაზში იქნება თუ არა დღეს სრულად წარმოდგენილი საქართველოს ხელისუფლება, მე ვგულისხმობ მის შტოს, ეს არ განაპირობებს იმას, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს ერთსულოვნება. დღეს ეს დარბაზი ყველას ვერ დაიტევს ფიზიკურად, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დღეს არა მარტო სახელისუფლებო გუნდი არის ერთსულოვანი, არამედ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი. აბსოლუტურად არანაირი პრობლემა არ არის. მხარდაჭერას იმის მიხედვით ნუ განვსაზღვრავთ, ვინ შემოვა პარლამენტის დარბაზში", -განაცხადა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბარში.

ვიდეო

ასევე იხილეთ:

პოლიტიკოსები საზეიმო ღონისძიებაზე - როგორ აღნიშნეს ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება პარლამენტში

ასოცირების ხელშეკრულება რატიფიცირებულია - პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა პარლამენტში

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება რატიფიცირებულია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა