მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მან მსოფლიოს შეცვლაში განსაკუთრებული როლი შეასრულა" - თეა წულუკიანი ედუარდ შევარდნაძეზე
"მან მსოფლიოს შეცვლაში განსაკუთრებული როლი შეასრულა" - თეა წულუკიანი ედუარდ შევარდნაძეზე

სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა, თეა წუ­ლუ­კი­ან­მა ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის შე­სა­ხებ ბლო­გი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. მი­ნის­ტრი პა­ტივს მი­ა­გებს გარ­დაც­ვლი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ხსოვ­ნას და წერს, რომ ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძემ მსოფ­ლი­ოს შეც­ვლა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი როლი შე­ას­რუ­ლა.

რო­გორც წუ­ლუ­კი­ა­ნი წერს, კარ­გია, რომ ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი "ვარ­დე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის" სცე­ნი­დან გაყ­ვა­ნას, ადა­მი­ა­ნე­ბის თა­ვი­სუფ­ლად ამო­სუნ­თქვას და ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ხელ­მო­წე­რას მო­ეს­წრო.

"ცვლი­ლე­ბა და სი­ახ­ლე მეც ისე­ვე მსურ­და, რო­გორც სულ ყვე­ლას მა­შინ, მაგ­რამ ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის შემ­ცვლე­ლად მიშა არ მინ­დო­და. თუ რა­ტომ, დღეს არ გვინ­და ამა­ზე. არ მიყ­ვარ­და და არ მიყ­ვარს პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლის კად­რე­ბი, სა­დაც ტრი­ბუ­ნა­ზე ავარ­დნი­ლი პირ­ტიტ­ვე­ლა ბაჩო ახა­ლა­ია მო­ჩანს თავ­მო­წყვე­ტი­ლი ვარ­დის ეკ­ლი­ა­ნი ღე­რო­თი ხელ­ში და ხან­ში შე­სუ­ლი პრე­ზი­დენ­ტის დარ­ბა­ზი­დან გაყ­ვა­ნას ზე­ი­მობს. კარ­გია, რომ 11 წლის შემ­დეგ, "ვარ­დე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის" ჩვენ მიერ სცე­ნი­დან გაყ­ვა­ნას, ადა­მი­ა­ნე­ბის თა­ვი­სუფ­ლად ამო­სუნ­თქვას და ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ხელ­მო­წე­რას ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მო­ეს­წრო. ევ­რო­კავ­ში­რის გა­ფარ­თო­ე­ბაო, შე­ვარ­დნა­ძე რომ იტყო­და 90-იან წლებ­ში, ახალ­გაზ­რდა "სა­გა­რე­ოშ­ნი­კი" ვი­ყა­ვი და მე­ღი­მე­ბო­და მა­შინ, არ მჯე­რო­და… ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძემ მსოფ­ლი­ოს შეც­ვლა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი როლი შე­ას­რუ­ლა. ამა­ზე უცხო­ეთ­ში ყვე­ლა ბევ­რს სა­უბ­რობს და მო­მა­ვალ­ში კი­დევ მეტს ისა­უბ­რებს. ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა მან პირ­ველ­მა და­ა­ყე­ნა ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე და თა­ვი­სი რე­პუ­ტა­ცი­ით "აი­ძუ­ლა" მა­შინ­დე­ლი უცხო­ე­ლე­ბი,და­ე­ნა­ხათ სა­ქარ­თვე­ლო მსოფ­ლიო რუ­კა­ზე. მან და­ა­მარ­ცხა ქუ­ჩა­ში მორ­ბე­ნა­ლი კა­ლაშ­ნი­კო­ვე­ბი და სტუ­დენ­ტებს უნი­ვერ­სი­ტე­ტის გზა­ზე უსაფრ­თხოდ სი­ა­რუ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვცა. ყვე­ლა­ზე დიდი ოპო­ნენ­ტე­ბიც კი მას უში­შარ და გამ­ჭრი­ახ პო­ლი­ტი­კო­სად იხ­სე­ნი­ე­ბენ, რო­მელ­მაც იმ დრო­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლა. სწო­რედ ეს შევა მსოფ­ლი­ოს პო­ლი­ტი­კურ ის­ტო­რი­ა­ში, რო­გორც ქარ­თუ­ლი", - წერს წუ­ლუ­კი­ა­ნი.

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი 7 ივ­ლისს, 86 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძეს კრწა­ნი­სის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში დღეს დაკ­რძა­ლა­ვენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

"მან მსოფლიოს შეცვლაში განსაკუთრებული როლი შეასრულა" - თეა წულუკიანი ედუარდ შევარდნაძეზე

"მან მსოფლიოს შეცვლაში განსაკუთრებული როლი შეასრულა" - თეა წულუკიანი ედუარდ შევარდნაძეზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის შესახებ ბლოგი გამოაქვეყნა. მინისტრი პატივს მიაგებს გარდაცვლილი პრეზიდენტის ხსოვნას და წერს, რომ ედუარდ შევარდნაძემ მსოფლიოს შეცვლაში განსაკუთრებული როლი შეასრულა.

როგორც წულუკიანი წერს, კარგია, რომ ყოფილი პრეზიდენტი "ვარდების ხელისუფლების" სცენიდან გაყვანას, ადამიანების თავისუფლად ამოსუნთქვას და ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას მოესწრო.

"ცვლილება და სიახლე მეც ისევე მსურდა, როგორც სულ ყველას მაშინ, მაგრამ ედუარდ შევარდნაძის შემცვლელად მიშა არ მინდოდა. თუ რატომ, დღეს არ გვინდა ამაზე. არ მიყვარდა და არ მიყვარს პარლამენტში შესვლის კადრები, სადაც ტრიბუნაზე ავარდნილი პირტიტველა ბაჩო ახალაია მოჩანს თავმოწყვეტილი ვარდის ეკლიანი ღეროთი ხელში და ხანში შესული პრეზიდენტის დარბაზიდან გაყვანას ზეიმობს. კარგია, რომ 11 წლის შემდეგ, "ვარდების ხელისუფლების" ჩვენ მიერ სცენიდან გაყვანას, ადამიანების თავისუფლად ამოსუნთქვას და ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას ყოფილი პრეზიდენტი მოესწრო. ევროკავშირის გაფართოებაო, შევარდნაძე რომ იტყოდა 90-იან წლებში, ახალგაზრდა "საგარეოშნიკი" ვიყავი და მეღიმებოდა მაშინ, არ მჯეროდა… ედუარდ შევარდნაძემ მსოფლიოს შეცვლაში განსაკუთრებული როლი შეასრულა. ამაზე უცხოეთში ყველა ბევრს საუბრობს და მომავალში კიდევ მეტს ისაუბრებს. ჩვენი ქვეყანა მან პირველმა დააყენა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და თავისი რეპუტაციით "აიძულა" მაშინდელი უცხოელები,დაენახათ საქართველო მსოფლიო რუკაზე. მან დაამარცხა ქუჩაში მორბენალი კალაშნიკოვები და სტუდენტებს უნივერსიტეტის გზაზე უსაფრთხოდ სიარულის საშუალება მოგვცა. ყველაზე დიდი ოპონენტებიც კი მას უშიშარ და გამჭრიახ პოლიტიკოსად იხსენიებენ, რომელმაც იმ დროის საერთაშორისო ურთიერთობები მთლიანად შეცვალა. სწორედ ეს შევა მსოფლიოს პოლიტიკურ ისტორიაში, როგორც ქართული", - წერს წულუკიანი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 7 ივლისს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ედუარდ შევარდნაძეს კრწანისის რეზიდენციაში დღეს დაკრძალავენ.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა