მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცესკო მარკირების წარმოდგენის შემთხვევაში, მოქალაქეებისათვის ფასდაკლების შეთავაზებას მიესალმება
ცესკო მარკირების წარმოდგენის შემთხვევაში, მოქალაქეებისათვის ფასდაკლების შეთავაზებას მიესალმება

ცეს­კო მი­ე­სალ­მე­ბა ბიზ­ნეს­კომ­პა­ნი­ე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვას, რო­მე­ლიც არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტუ­რის დღეს, მარ­კი­რე­ბის წარ­მოდ­გე­ნის შემ­თხვე­ვა­ში მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის ფას­დაკ­ლე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. რო­გორც ცეს­კო-ს სპი­კერ­მა ეკა აზა­რაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, ბიზ­ნეს­კომ­პა­ნი­ე­ბის აქ­ცია კა­ნო­ნი­ე­რია. მი­სი­ვე თქმით, ამ აქ­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში ცეს­კო ჩარ­თუ­ლი არ არის.

"ვნა­ხე ეს სა­რეკ­ლა­მო კლი­პი. ერთი შე­ხედ­ვით ეს რეკ­ლა­მა ემ­სა­ხუ­რე­ბა არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბის ზრდას, რაც ბიზ­ნეს­კომ­პა­ნი­ებს სურთ გა­მო­ი­ყე­ნონ კო­მერ­ცი­უ­ლი მიზ­ნე­ბის­თვის. ეს სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბით არ იკ­რძა­ლე­ბა. ანუ, სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბით არ არის აკ­რძალ­ვა, რომ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბის ზრდა რო­მე­ლი­მე ბიზ­ნეს­კომ­პა­ნი­ამ გა­მო­ი­ყე­ნოს თა­ვი­სი კო­მერ­ცი­უ­ლი მიზ­ნე­ბის­თვის. ჩვენ არ ვყო­ფილ­ვართ ამა­ში ჩარ­თუ­ლე­ბი და არც უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვით. ეს არის ბიზ­ნეს­კომ­პა­ნი­ე­ბის იდეა და შე­სა­ბა­მი­სად მათი აქ­ტი­ვო­ბა.

ვინც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს მსგავს აქ­ტი­ვო­ბას, რომ გა­ი­ზარ­დოს არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა, ამას მი­ვე­სალ­მე­ბით. ამის ხელ­შე­წყო­ბა არის და­დე­ბი­თი. თუ ბიზ­ნეს­კომ­პა­ნი­ე­ბი ამას იყე­ნე­ბენ თა­ვი­ან­თი კო­მერ­ცი­უ­ლი მიზ­ნე­ბის­თვის, ეს ჩვე­ნი საქ­მე აღარ არის", - გა­ნა­ცხა­და აზა­რაშ­ვილ­მა.

12 ივ­ლისს, არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტუ­რის დღეს, მარ­კი­რე­ბის წარ­მოდ­გე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, ბიზ­ნეს­კომ­პა­ნი­ე­ბი მომ­ხმა­რებ­ლებს ფას­დაკ­ლე­ბას სთა­ვა­ზო­ბენ.

შე­სა­ბა­მი­სი სა­რეკ­ლა­მო რგო­ლე­ბი სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცე­ში უკვე ტრი­ა­ლებს. მას­ში ნათ­ქვა­მია, რომ "ბიზ­ნეს­კომ­პა­ნი­ე­ბი ერ­თი­ან­დე­ბი­ან სა­ერ­თო მიზ­ნის გარ­შე­მო" და ამომ­რჩევ­ლებს მო­უ­წო­დე­ბენ გა­მო­ცხად­დენ მე­ო­რე ტურ­ზე, გა­ი­ა­რონ მარ­კი­რე­ბა, დღის ბო­ლომ­დე წა­რად­გი­ნონ მარ­კი­რე­ბა სა­სურ­ველ სა­ვაჭ­რო ქსე­ლებ­ში და სპე­ცი­ა­ლუ­რი ფას­დაკ­ლე­ბით ისარ­გებ­ლონ. კერ­ძოდ, ისი­ნი მი­ი­ღე­ბენ 20%-იანი ფას­დაკ­ლე­ბას "მაკ­დო­ნალ­დსა" და "ვენ­დის­ში", 22%-იანი ფას­დაკ­ლე­ბას - აფ­თი­ა­ქებ­ში - PSP, "ავერსსა" და "ჯი პი სი"-ში, 15%-იანი ფას­დაკ­ლე­ბა "გუდ­ვილ­სა" და "სმარ­ტში", ასე­ვე 5-თეთ­რი­ა­ნი ფას­დაკ­ლე­ბა "გალფ­სა" და "ვი­სოლ­ში".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ცესკო მარკირების წარმოდგენის შემთხვევაში, მოქალაქეებისათვის ფასდაკლების შეთავაზებას მიესალმება

ცესკო მარკირების წარმოდგენის შემთხვევაში, მოქალაქეებისათვის ფასდაკლების შეთავაზებას მიესალმება

ცესკო მიესალმება ბიზნესკომპანიების ინიციატივას, რომელიც არჩევნების მეორე ტურის დღეს, მარკირების წარმოდგენის შემთხვევაში მომხმარებლებისთვის ფასდაკლებას ითვალისწინებს. როგორც ცესკო-ს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა განაცხადა, ბიზნესკომპანიების აქცია კანონიერია. მისივე თქმით, ამ აქციის განხორციელებაში ცესკო ჩართული არ არის.

"ვნახე ეს სარეკლამო კლიპი. ერთი შეხედვით ეს რეკლამა ემსახურება არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობის ზრდას, რაც ბიზნესკომპანიებს სურთ გამოიყენონ კომერციული მიზნებისთვის. ეს საარჩევნო კანონმდებლობით არ იკრძალება. ანუ, საარჩევნო კანონმდებლობით არ არის აკრძალვა, რომ არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობის ზრდა რომელიმე ბიზნესკომპანიამ გამოიყენოს თავისი კომერციული მიზნებისთვის. ჩვენ არ ვყოფილვართ ამაში ჩართულები და არც უნდა ვყოფილიყავით. ეს არის ბიზნესკომპანიების იდეა და შესაბამისად მათი აქტივობა.

ვინც განახორციელებს მსგავს აქტივობას, რომ გაიზარდოს არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა, ამას მივესალმებით. ამის ხელშეწყობა არის დადებითი. თუ ბიზნესკომპანიები ამას იყენებენ თავიანთი კომერციული მიზნებისთვის, ეს ჩვენი საქმე აღარ არის", - განაცხადა აზარაშვილმა.

12 ივლისს, არჩევნების მეორე ტურის დღეს, მარკირების წარმოდგენის შემთხვევაში, ბიზნესკომპანიები მომხმარებლებს ფასდაკლებას სთავაზობენ.

შესაბამისი სარეკლამო რგოლები სატელევიზიო სივრცეში უკვე ტრიალებს. მასში ნათქვამია, რომ "ბიზნესკომპანიები ერთიანდებიან საერთო მიზნის გარშემო" და ამომრჩევლებს მოუწოდებენ გამოცხადდენ მეორე ტურზე, გაიარონ მარკირება, დღის ბოლომდე წარადგინონ მარკირება სასურველ სავაჭრო ქსელებში და სპეციალური ფასდაკლებით ისარგებლონ. კერძოდ, ისინი მიიღებენ 20%-იანი ფასდაკლებას "მაკდონალდსა" და "ვენდისში", 22%-იანი ფასდაკლებას - აფთიაქებში - PSP, "ავერსსა" და "ჯი პი სი"-ში, 15%-იანი ფასდაკლება "გუდვილსა" და "სმარტში", ასევე 5-თეთრიანი ფასდაკლება "გალფსა" და "ვისოლში".

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა