პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფეისბუქ-ომი": ნადირაშვილის პასუხი სესიაშვილს 7 კითხვაზე და უსიამოვნო კონტრშეკითხვა უმრავლესობის ლიდერს
"ფეისბუქ-ომი": ნადირაშვილის პასუხი სესიაშვილს 7 კითხვაზე და უსიამოვნო კონტრშეკითხვა უმრავლესობის ლიდერს

პარ­ლა­მენ­ტის თავ­დაც­ვი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვილ­მა ოპო­ზი­ცი­ო­ნერ კო­ლე­გებს, ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე­სა და ირმა ნა­დი­რაშ­ვილს 7 კი­თხვით მი­მარ­თა. შე­კი­თხვე­ბი სე­სი­აშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში", სა­კუ­თარ გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა და გან­მარ­ტა, რომ ბა­ქოს აე­რო­პორ­ტში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ ჯა­ფა­რი­ძი­სა და ნა­დი­რაშ­ვი­ლის მო­ნა­თხრობს "მოკ­ლე ფე­ხე­ბი უჩანს" (იხი­ლეთ შე­კი­თხვე­ბი).

დღის ბო­ლოს სე­სი­აშ­ვი­ლის შე­კი­თხვებს ირმა ნა­დი­რაშ­ვილ­მა "ფე­ის­ბუქ­ში­ვე" უპა­სუ­ხა. ნა­დი­რაშ­ვი­ლი ჩა­ნა­წე­რის და­სას­რულს, პა­სუ­ხე­ბის სა­ნაც­ვლოდ ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვილს 1 შე­კი­თხვას უტო­ვებს და წერს:

Facebook/ ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლი, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა":

"7 პა­სუ­ხი ბა­ტონ ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვილს:

1. იმი­ტომ წა­ვე­დით ბა­ტო­ნო ირაკ­ლი, რომ თქვენს მიერ აზერ­ბა­ი­ჯან­თან გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ქარ­თვე­ლო–აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ხან­გრძლივ­ვა­დი­ან პრობ­ლე­მად არ იქ­ცეს. მათ შო­რის, თქვენ­თვის ჩირ­ქის ჩა­მო­სა­რე­ცხად და იმის ასახ­სნე­ლად ჩვე­ნი კო­ლე­გე­ბის­თვის, რომ თქვენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უბ­რა­ლოდ მარ­ნე­უ­ლის ოლ­ქის მო­გე­ბა გინ­დათ და რა ეთ­ნი­კუ­რი ნიშ­ნით დევ­ნით ახ­მედ იმამ­ყუ­ლი­ევს. მათ შო­რის იმის ასახ­სნე­ლად, რომ ეს არა მთე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტის სირ­ცხვი­ლია, არა­მედ კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბის – ღა­რი­ბაშ­ვი­ლის, უსუ­ფაშ­ვი­ლი, ზე­დე­ლაშ­ვი­ლი და სხვა­თა...

2. რა დე­ლე­გა­ცი­ით წა­ვალთ სად­მე, თქვენ არ შე­გი­თან­ხმებთ ბ–ნო ირაკ­ლი. ჩვენ არას­დროს ვა­წყობთ ისეთ ცირკს, რო­მე­ლიც თქვენ გა­მარ­თეთ და და­ხო­ცეთ ერ­თმა­ნე­თი, ვინ წა­ვი­დო­და ბრი­უ­სელ­ში.

3. თქვე­ნი უსუ­სუ­რი მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, თქვე­ნი კო­ლე­გე­ბის­თვის სა­ზღვარ­ზე პრობ­ლე­მე­ბი შე­გექ­მნათ, აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­მა ჩი­ნოვ­ნი­კებ­მა მარ­თლა კო­რექ­ტუ­ლო­ბა და ტაქ­ტი გა­მო­ი­ჩი­ნეს და თქვე­ნი მთავ­რო­ბის დად­გმუ­ლი სპექ­ტაკ­ლის ნი­უ­ან­სებ­ში მალე გა­ერ­კვნენ.

4. მას შემ­დეგ, რაც თქვენ პრობ­ლე­მე­ბი შეგ­ვიქ­მე­ნით, რა თქმა უნდა მო­ვა­ხერ­ხეთ თბი­ლის­თან და­კავ­ში­რე­ბა და ყვე­ლა ყო­ფი­თი პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა – ბი­ლე­თიც, ყა­ვაც და თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ბუ­ტერბრო­დე­ბიც გე­ა­ხე­ლით. გა­რეთ 21–ე სა­უ­კუ­ნეა ბა­ტო­ნო ირაკ­ლი.

5. გა­ე­ცა­ნით ფრე­ნებს შო­რის ინ­ტერ­ვალს. გა­მოთ­ვა­ლეთ 2 X 40 წუთი და თუ ვერ ახერ­ხებთ, ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლე­ბელს მო­უხ­მეთ.

6. სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი თქვენ გა­მო­ი­ძა­ხეთ თქვენ­და სა­მარ­ცხვი­ნოდ, სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­თა პრობ­ლე­მე­ბის გა­სა­ჩე­ნად და არა და­სახ­მა­რებ­ლად. თუმ­ცა თქვე­ნი და­სახ­მა­რე­ბე­ლი არა­ფე­რი გვჭირ­და.

7. ამ შე­კი­თხვე­ბის წარ­მოთ­ქმი­სას ბა­ტო­ნო ირაკ­ლი, წარ­მო­მიდ­გე­ნია რო­გორ გინ­დათ ტყა­ვის "ტუ­ჟურ­კა" გეც­ვათ, გვერ­დზე მა­უ­ზე­რი გე­კე­თოთ და სა­ხე­ში შუქს გვა­ნა­თებ­დეთ. ახალ­გაზ­რდა "ენ­კა­ვე­დეშ­ნი­კო", ბა­ქო­ში კა­ფეს AU 79 ერ­ქვა.

1 შე­კი­თხვა ბა­ტონ ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვილს:

თეა წუ­ლუ­კი­ან­მა რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ნა­ცხა­და, რომ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გა­და­ა­ლურ­ჯეთ.

არ გინ­დათ ერთხელ მა­ინც გა­წით­ლდეთ, რო­დე­საც ასეთ სი­სუ­ლე­ლე­ებს წერთ?", - წერს ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

"ფეისბუქ-ომი": ნადირაშვილის პასუხი სესიაშვილს 7 კითხვაზე და უსიამოვნო კონტრშეკითხვა უმრავლესობის ლიდერს

"ფეისბუქ-ომი": ნადირაშვილის პასუხი სესიაშვილს 7 კითხვაზე და უსიამოვნო კონტრშეკითხვა უმრავლესობის ლიდერს

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ოპოზიციონერ კოლეგებს, ზურაბ ჯაფარიძესა და ირმა ნადირაშვილს 7 კითხვით მიმართა. შეკითხვები სესიაშვილმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში", საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა და განმარტა, რომ ბაქოს აეროპორტში მომხდარი ინციდენტის შესახებ ჯაფარიძისა და ნადირაშვილის მონათხრობს "მოკლე ფეხები უჩანს" (იხილეთ შეკითხვები).

დღის ბოლოს სესიაშვილის შეკითხვებს ირმა ნადირაშვილმა "ფეისბუქშივე" უპასუხა. ნადირაშვილი ჩანაწერის დასასრულს, პასუხების სანაცვლოდ ირაკლი სესიაშვილს 1 შეკითხვას უტოვებს და წერს:

Facebook/ ირმა ნადირაშვილი, "ნაციონალური მოძრაობა":

"7 პასუხი ბატონ ირაკლი სესიაშვილს:

1. იმიტომ წავედით ბატონო ირაკლი, რომ თქვენს მიერ აზერბაიჯანთან გაფუჭებული ურთიერთობა საქართველო–აზერბაიჯანის ურთიერთობების ხანგრძლივვადიან პრობლემად არ იქცეს. მათ შორის, თქვენთვის ჩირქის ჩამოსარეცხად და იმის ასახსნელად ჩვენი კოლეგებისთვის, რომ თქვენ ხელისუფლებას უბრალოდ მარნეულის ოლქის მოგება გინდათ და რა ეთნიკური ნიშნით დევნით ახმედ იმამყულიევს. მათ შორის იმის ასახსნელად, რომ ეს არა მთელი პოლიტიკური ელიტის სირცხვილია, არამედ კონკრეტული პირების – ღარიბაშვილის, უსუფაშვილი, ზედელაშვილი და სხვათა...

2. რა დელეგაციით წავალთ სადმე, თქვენ არ შეგითანხმებთ ბ–ნო ირაკლი. ჩვენ არასდროს ვაწყობთ ისეთ ცირკს, რომელიც თქვენ გამართეთ და დახოცეთ ერთმანეთი, ვინ წავიდოდა ბრიუსელში.

3. თქვენი უსუსური მცდელობის მიუხედავად, თქვენი კოლეგებისთვის საზღვარზე პრობლემები შეგექმნათ, აზერბაიჯანელმა ჩინოვნიკებმა მართლა კორექტულობა და ტაქტი გამოიჩინეს და თქვენი მთავრობის დადგმული სპექტაკლის ნიუანსებში მალე გაერკვნენ.

4. მას შემდეგ, რაც თქვენ პრობლემები შეგვიქმენით, რა თქმა უნდა მოვახერხეთ თბილისთან დაკავშირება და ყველა ყოფითი პრობლემის მოგვარება – ბილეთიც, ყავაც და თქვენ წარმოიდგინეთ, ბუტერბროდებიც გეახელით. გარეთ 21–ე საუკუნეა ბატონო ირაკლი.

5. გაეცანით ფრენებს შორის ინტერვალს. გამოთვალეთ 2 X 40 წუთი და თუ ვერ ახერხებთ, ღარიბაშვილის მათემატიკის მასწავლებელს მოუხმეთ.

6. საქართველოს ელჩი თქვენ გამოიძახეთ თქვენდა სამარცხვინოდ, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეთა პრობლემების გასაჩენად და არა დასახმარებლად. თუმცა თქვენი დასახმარებელი არაფერი გვჭირდა.

7. ამ შეკითხვების წარმოთქმისას ბატონო ირაკლი, წარმომიდგენია როგორ გინდათ ტყავის „ტუჟურკა“ გეცვათ, გვერდზე მაუზერი გეკეთოთ და სახეში შუქს გვანათებდეთ. ახალგაზრდა „ენკავედეშნიკო", ბაქოში კაფეს AU 79 ერქვა.

1 შეკითხვა ბატონ ირაკლი სესიაშვილს:

თეა წულუკიანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მთელი საქართველო გადაალურჯეთ.

არ გინდათ ერთხელ მაინც გაწითლდეთ, როდესაც ასეთ სისულელეებს წერთ?", - წერს ირმა ნადირაშვილი.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა