პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა კავშირია ნადირაშვილი-ჯაფარიძის "მილიონიან სკანდალთან" ნარმანიას დედა - "ნაციონალების" თეორია
რა კავშირია ნადირაშვილი-ჯაფარიძის "მილიონიან სკანდალთან" ნარმანიას დედა - "ნაციონალების" თეორია

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" მი­იჩ­ნევს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლის და ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძის თე­მით ნარ­მა­ნი­ას დე­დის სკან­და­ლის გა­და­ფარ­ვას ეცა­და. რო­გორც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ხა­თუ­ნა გო­გო­რიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, ამაზ­რზე­ნია ის რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ა­კე­თა.

"რა­ღაც ინ­ტრი­გა შე­მო­ი­ტა­ნეს, ახა­ლი ნი­უ­სი და­დეს ირმა ნა­დი­რაშ­ვილ­თან და ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ფაქ­ტია მცდე­ლო­ბაა იმი­სა, რომ რო­გორ­მე ნარ­მა­ნი­ას დე­დის საქ­ცი­ე­ლი სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე არ ყო­ფი­ლი­ყო დღის მთა­ვა­რი ნი­უ­სი, რო­დე­საც ამა­ში დიპ­ლო­მა­ტებ­საც რევთ სა­სა­ცი­ლოა, სა­ტი­რა­ლი რომ არ იყოს, მე­ო­რე ამო­რა­ლუ­რია, რო­დე­საც ნარ­მა­ნი­ას დე­დის გა­და­სარ­ჩე­ნად ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლის დედა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მოხ­ვდა", - გა­ნა­ცხა­და გო­გო­რიშ­ვილ­მა.

ამას­თან, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რის მი­ხე­ილ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის გან­მარ­ტე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­და­წყვე­ტი­ლი აქვს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ყვე­ლა გა­და­ად­გი­ლე­ბა გა­ა­კონ­ტრო­ლოს.

"ეს აბ­სურ­დუ­ლი თე­მე­ბი მო­ი­ტა­ნეს. მე იმ პე­რი­ოდ­ში ვიმ­ყო­ფე­ბო­დი ბა­ქო­ში, ბა­რა­მი­ძეც ბა­ქო­ში იყო, მაგ­რამ ის ნატო-ს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის სე­მი­ნარს ეს­წრე­ბო­და. გუ­შინ გაფ­რე­ნის წინ მე და ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვი­ლი ერ­თად ვი­ყა­ვით ვიპ­ში", - გა­ნა­ცხა­და მა­ჭა­ვა­რი­ან­მა.

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რე­ბის ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლის და ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძის ბა­ქო­დან თბი­ლის­ში გა­მოგ­ზავ­რე­ბი­სას ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და. ისი­ნი მე­ბა­ჟე­ებ­მა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ა­ჩე­რეს და გა­ჩხრი­კეს. ეს ფაქ­ტი უკავ­შირ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცი­ას, დიდი ოდე­ნო­ბით არა­დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი თან­ხის შე­სა­ხებ.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ | "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ბა­ქო­უ­რი თავ­გა­და­სა­ვა­ლი ანუ მი­ლი­ო­ნი "კე­ზე­რა­სა­გან"?!

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

რა კავშირია ნადირაშვილი-ჯაფარიძის "მილიონიან სკანდალთან" ნარმანიას დედა - "ნაციონალების" თეორია

რა კავშირია ნადირაშვილი-ჯაფარიძის "მილიონიან სკანდალთან" ნარმანიას დედა - "ნაციონალების" თეორია

"ნაციონალური მოძრაობა" მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ირმა ნადირაშვილის და ზურაბ ჯაფარიძის თემით ნარმანიას დედის სკანდალის გადაფარვას ეცადა. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა, ამაზრზენია ის რაც ხელისუფლებამ გააკეთა.

"რაღაც ინტრიგა შემოიტანეს, ახალი ნიუსი დადეს ირმა ნადირაშვილთან და ზურაბ ჯაფარიძესთან დაკავშირებით, ფაქტია მცდელობაა იმისა, რომ როგორმე ნარმანიას დედის საქციელი საარჩევნო უბანზე არ ყოფილიყო დღის მთავარი ნიუსი, როდესაც ამაში დიპლომატებსაც რევთ სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, მეორე ამორალურია, როდესაც ნარმანიას დედის გადასარჩენად ირმა ნადირაშვილის დედა საავადმყოფოში მოხვდა", - განაცხადა გოგორიშვილმა.

ამასთან, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის მიხეილ მაჭავარიანის განმარტებით, ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს "ნაციონალური მოძრაობის" ყველა გადაადგილება გააკონტროლოს.

"ეს აბსურდული თემები მოიტანეს. მე იმ პერიოდში ვიმყოფებოდი ბაქოში, ბარამიძეც ბაქოში იყო, მაგრამ ის ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სემინარს ესწრებოდა. გუშინ გაფრენის წინ მე და ირაკლი სესიაშვილი ერთად ვიყავით ვიპში", - განაცხადა მაჭავარიანმა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრების ირმა ნადირაშვილის და ზურაბ ჯაფარიძის ბაქოდან თბილისში გამოგზავრებისას ინციდენტი მოხდა. ისინი მებაჟეებმა რამდენიმე საათის განმავლობაში გააჩერეს და გაჩხრიკეს. ეს ფაქტი უკავშირდებოდა ინფორმაციას, დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ | "ნაციონალების" ბაქოური თავგადასავალი ანუ მილიონი "კეზერასაგან"?!

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა