პოლიტიკა
მეცნიერება

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
7 კითხვა ზურაბ ჯაფარიძეს და ირმა ნადირაშვილს - დეპუტატების მონათხრობს "მოკლე ფეხები უჩანს?"
7 კითხვა ზურაბ ჯაფარიძეს და ირმა ნადირაშვილს - დეპუტატების მონათხრობს "მოკლე ფეხები უჩანს?"

პარ­ლა­მენ­ტის თავ­დაც­ვი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვი­ლი ოპო­ზი­ცი­ო­ნერ კო­ლე­გებს, ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე­სა და ირმა ნა­დი­რაშ­ვილს 7 კი­თხვით მი­მარ­თავს.

შე­კი­თხვებს სე­სი­აშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში", სა­კუ­თარ გვერ­დზე აქ­ვეყ­ნებს და გან­მარ­ტავს, რომ ბა­ქოს აე­რო­პორ­ტში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ ჯა­ფა­რი­ძი­სა და ნა­დი­რაშ­ვი­ლის მო­ნა­თხრობს "მოკ­ლე ფე­ხე­ბი უჩანს".

"უბ­რა­ლოდ (რბი­ლად რომ ვთქვათ) კი­თხვე­ბი მიჩ­ნდე­ბა და სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და ჩემს კო­ლე­გებს პა­სუ­ხი გა­ე­ცათ:

1. რა­ტომ წა­ვიდ­ნენ ჯა­ფა­რი­ძე და ნა­დი­რაშ­ვი­ლი აზერ­ბა­ი­ჯან­ში კო­ლე­გებ­თან მარ­ნე­ულ­სა და გარ­და­ბან­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე სა­სა­უბ­როდ? ეს რამე ახა­ლი გზაა გა­სა­ჩივ­რე­ბის? მე რო­გორც მახ­სოვს, ძი­რი­თა­დად ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებს ვთხოვ­დით ხოლ­მე არ­ჩევ­ნებ­ში გარ­კვე­ვას...

2. რა­ტომ წა­ვიდ­ნენ აზერ­ბა­ი­ჯან­ში ჯა­ფა­რი­ძე და ნა­დი­რაშ­ვი­ლი (ანუ გა­წი­ეს ხარ­ჯი), მა­შინ რო­დე­საც იმა­ვე პე­რი­ოდ­ში აზერ­ბა­ი­ჯან­ში იყ­ვნენ მი­ხე­ილ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი და გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძე... მათი ეს ორი კო­ლე­გა ნაკ­ლე­ბად შეძ­ლებ­და აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ კო­ლე­გებ­თან სა­კი­თხებ­ზე სა­უ­ბარს?

3. ცოტა არ იყოს უჩ­ვე­უ­ლოა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მე­ბა­ჟემ უმი­ზე­ზოდ გა­ა­ჩე­როს მოძ­მე ერის დე­პუ­ტა­ტი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი პას­პორ­ტით მხო­ლოდ იმის­თვის, რომ პირი სა­ხე­ზე არ მო­ე­წო­ნა და იმ­დე­ნი ელა­პა­რა­კოს "რა­ღა­ცა­ზე", რომ რე­ისს ვე­ღარ მი­უს­წროს? ასე­თი მე­ბა­ჟე მე არ შემ­ხვედ­რია აზერ­ბა­ი­ჯან­ში, რომ­ლის მი­მარ­თაც პრე­ტენ­ზია, რო­გორც ჩანს, ჯა­ფა­რი­ძეს არ გა­აჩ­ნია და მად­ლო­ბას უხ­დის რომ ზრდი­ლო­ბი­ა­ნად გა­მო­ა­ცი­ლეს...

4. ჯა­ფა­რი­ძეს რო­უ­მინ­გის ფული არ ჰქო­ნია და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ "უსა­ფუძ­ვლოდ" გა­ა­ჩე­რა და და­ა­ყოვ­ნა მე­ბა­ჟემ, უპ­რობ­ლე­მოდ ახა­ლი ბი­ლე­თე­ბი შე­უ­ძე­ნი­ათ ჩემს კო­ლე­გებს. რა პრობ­ლე­მაა?

5. რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ სცე­ნა, ვი­ღაც მე­ბა­ჟის არას­წო­რი ქმე­დე­ბის გამო დე­პუ­ტა­ტი ვერ ბრუნ­დე­ბი სახ­ლში, ახალ ბი­ლეთს ყი­დუ­ლობ და "გა­მორ­ბი­ხარ ისევ ქა­ლაქ­ში (გზას აე­რო­პორ­ტი­დან ცენ­ტრამ­დე და­ახ­ლო­ე­ბით 40 წუთი სჭირ­დე­ბა) ყა­ვის და­სა­ლე­ვად ...

6. თუ არა­ფე­რი სა­ეჭ­ვო არ ყო­ფი­ლა აე­რო­პორ­ტში, რა­ტომ გა­მო­ი­ძა­ხეს სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი აე­რო­პორ­ტში? ის უნდა ეთ­ქვათ რომ თქვე­ნი დე­პუ­ტა­ტე­ბი უსა­ფუძ­ვლოდ და­ვა­ყოვ­ნეთ და პრობ­ლე­მე­ბი შე­ვუქ­მე­ნი­თო?

7. მე ვთხოვ­დი ჩემს კო­ლე­გებს და­ა­სა­ხე­ლონ კონ­კრე­ტუ­ლი დრო­ე­ბი მათი ამ ინ­ცი­დენ­ტის წარ­მოქ­მნის, ასე­ვე ის პი­რე­ბი, რო­მელ­თაც ხვდე­ბოდ­ნენ და ად­გი­ლე­ბი, სა­დაც შეხ­ვედ­რე­ბი იმარ­თე­ბო­და და გან­სა­კუთ­რე­ბით ის კაფე, სა­დაც ყავა მი­ირ­თვეს. იმე­დია, ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბი ბა­ქო­შიც არ­სე­ბობს. კო­ლე­გე­ბო, პრო­კუ­რო­რი არ ვარ, უბ­რა­ლოდ რა­საც თქვენ ყვე­ბით იმას, მოკ­ლე ფეხი უჩანს", - მი­მარ­თავს სე­სი­აშ­ვი­ლი ოპო­ზი­ცი­ო­ნერ კო­ლე­გებს.

აზერ­ბა­ი­ჯან­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩის თე­ი­მუ­რაზ შა­რა­შე­ნი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რე­ბი ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლი და ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ მე­ბა­ჟე­ებს გუ­შინ და­ახ­ლო­ე­ბით სამ­სა­ათ­ნა­ხე­ვა­რი-ოთხი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰყავ­დათ და­კა­ვე­ბუ­ლი და შიდა მოკ­ვლე­ვის შემ­დეგ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

"ისი­ნი და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ან პა­ტიმ­რო­ბა­ში აყ­ვა­ნი­ლი არ ყო­ფი­ლან. ჩა­ტარ­და შიდა მოკ­ვლე­ვა, რაც გაგ­რძელ­და და­ახ­ლო­ე­ბით სამ­სა­ათ­ნა­ხე­ვა­რი-ოთხი სა­ა­თი, რის შემ­დე­გაც ისი­ნი გა­უშ­ვეს. იმი­ტომ იყ­ვნენ გა­ჩე­რე­ბუ­ლე­ბი, რომ ჰქონ­დათ არა­დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით თან­ხა. ჩა­ტარ­და მოკ­ვლე­ვა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად, გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს", - აღ­ნიშ­ნა შა­რა­შე­ნი­ძემ.

აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო ჯა­ფა­რი­ძე და ნა­დი­რაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთი რე­ი­სის დაგ­ვი­ა­ნე­ბით გა­მო­ემ­გზავრნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?

7 კითხვა ზურაბ ჯაფარიძეს და ირმა ნადირაშვილს - დეპუტატების მონათხრობს "მოკლე ფეხები უჩანს?"

7 კითხვა ზურაბ ჯაფარიძეს და ირმა ნადირაშვილს - დეპუტატების მონათხრობს "მოკლე ფეხები უჩანს?"

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ოპოზიციონერ კოლეგებს, ზურაბ ჯაფარიძესა და ირმა ნადირაშვილს 7 კითხვით მიმართავს.

შეკითხვებს სესიაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში", საკუთარ გვერდზე აქვეყნებს და განმარტავს, რომ ბაქოს აეროპორტში მომხდარი ინციდენტის შესახებ ჯაფარიძისა და ნადირაშვილის მონათხრობს "მოკლე ფეხები უჩანს".

"უბრალოდ (რბილად რომ ვთქვათ) კითხვები მიჩნდება და საინტერესო იქნებოდა ჩემს კოლეგებს პასუხი გაეცათ:

1. რატომ წავიდნენ ჯაფარიძე და ნადირაშვილი აზერბაიჯანში კოლეგებთან მარნეულსა და გარდაბანში განვითარებულ მოვლენებზე სასაუბროდ? ეს რამე ახალი გზაა გასაჩივრების? მე როგორც მახსოვს, ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებს ვთხოვდით ხოლმე არჩევნებში გარკვევას...

2. რატომ წავიდნენ აზერბაიჯანში ჯაფარიძე და ნადირაშვილი (ანუ გაწიეს ხარჯი), მაშინ როდესაც იმავე პერიოდში აზერბაიჯანში იყვნენ მიხეილ მაჭავარიანი და გიორგი ბარამიძე... მათი ეს ორი კოლეგა ნაკლებად შეძლებდა აზერბაიჯანელ კოლეგებთან საკითხებზე საუბარს?

3. ცოტა არ იყოს უჩვეულოა აზერბაიჯანის მებაჟემ უმიზეზოდ გააჩეროს მოძმე ერის დეპუტატი დიპლომატიური პასპორტით მხოლოდ იმისთვის, რომ პირი სახეზე არ მოეწონა და იმდენი ელაპარაკოს "რაღაცაზე", რომ რეისს ვეღარ მიუსწროს? ასეთი მებაჟე მე არ შემხვედრია აზერბაიჯანში, რომლის მიმართაც პრეტენზია, როგორც ჩანს, ჯაფარიძეს არ გააჩნია და მადლობას უხდის რომ ზრდილობიანად გამოაცილეს...

4. ჯაფარიძეს როუმინგის ფული არ ჰქონია და მიუხედავად იმისა რომ "უსაფუძვლოდ" გააჩერა და დააყოვნა მებაჟემ, უპრობლემოდ ახალი ბილეთები შეუძენიათ ჩემს კოლეგებს. რა პრობლემაა?

5. როგორ წარმოგიდგენიათ სცენა, ვიღაც მებაჟის არასწორი ქმედების გამო დეპუტატი ვერ ბრუნდები სახლში, ახალ ბილეთს ყიდულობ და "გამორბიხარ ისევ ქალაქში (გზას აეროპორტიდან ცენტრამდე დაახლოებით 40 წუთი სჭირდება) ყავის დასალევად ...

6. თუ არაფერი საეჭვო არ ყოფილა აეროპორტში, რატომ გამოიძახეს საქართველოს ელჩი აეროპორტში? ის უნდა ეთქვათ რომ თქვენი დეპუტატები უსაფუძვლოდ დავაყოვნეთ და პრობლემები შევუქმენითო?

7. მე ვთხოვდი ჩემს კოლეგებს დაასახელონ კონკრეტული დროები მათი ამ ინციდენტის წარმოქმნის, ასევე ის პირები, რომელთაც ხვდებოდნენ და ადგილები, სადაც შეხვედრები იმართებოდა და განსაკუთრებით ის კაფე, სადაც ყავა მიირთვეს. იმედია, ვიდეოკამერები ბაქოშიც არსებობს. კოლეგებო, პროკურორი არ ვარ, უბრალოდ რასაც თქვენ ყვებით იმას, მოკლე ფეხი უჩანს", - მიმართავს სესიაშვილი ოპოზიციონერ კოლეგებს.

აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის თეიმურაზ შარაშენიძის ინფორმაციით, საპარლამენტო უმცირესობის წევრები ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე აზერბაიჯანელ მებაჟეებს გუშინ დაახლოებით სამსაათნახევარი-ოთხი საათის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული და შიდა მოკვლევის შემდეგ გაათავისუფლეს.

"ისინი დაკავებულები ან პატიმრობაში აყვანილი არ ყოფილან. ჩატარდა შიდა მოკვლევა, რაც გაგრძელდა დაახლოებით სამსაათნახევარი-ოთხი საათი, რის შემდეგაც ისინი გაუშვეს. იმიტომ იყვნენ გაჩერებულები, რომ ჰქონდათ არადეკლარირებული დიდი რაოდენობით თანხა. ჩატარდა მოკვლევა და აზერბაიჯანული კანონმდებლობის შესაბამისად, გაათავისუფლეს", - აღნიშნა შარაშენიძემ.

აღნიშნულის გამო ჯაფარიძე და ნადირაშვილი საქართველოში ერთი რეისის დაგვიანებით გამოემგზავრნენ.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა