პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაციონალების" ბაქოური თავგადასავალი ანუ მილიონი "კეზერასაგან"?!
"ნაციონალების" ბაქოური თავგადასავალი ანუ მილიონი "კეზერასაგან"?!

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ტაქ­ტი­კაა – რო­დე­საც უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან, ტერ­მი­ნებ­ზე იწყე­ბენ ხოლ­მე და­ვას. მა­გა­ლი­თად, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" ამ­ტკი­ცე­ბენ – დე­პუ­ტა­ტე­ბი ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლი და ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე ბა­ქოს აე­რო­პორ­ტში არ და­უ­კა­ვე­ბი­ა­თო. კი ბა­ტო­ნო, ნა­დი­რაშ­ვი­ლის­თვი­სა და ჯა­ფა­რი­ძის­თვის ხე­ლე­ბი არ გა­და­უგ­რი­ხავთ და გა­ლი­ა­ში არ შე­უგ­დი­ათ. არ და­უ­კა­ვე­ბი­ათ, აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­მა მე­ბა­ჟე­ებ­მა უბ­რა­ლოდ შე­ა­ჩე­რეს, რად­გან ამ ქვე­ყა­ნა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩის თე­ი­მუ­რაზ შა­რა­შე­ნი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ არა­დეკ­ლა­ლი­რე­ბუ­ლი მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი ჰქონ­დათ.

ალ­ბათ, ამ შე­ჩე­რე­ბა­საც უარ­ყოფ­დნენ, ელჩს ოპე­რა­ტი­უ­ლად რომ არ ემოქ­მე­და და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი მე­ბა­ჟე­ე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში მყოფ ნა­დი­რაშ­ვილ­სა და ჯა­ფა­რი­ძეს თავ­ზე არ დად­გო­მო­და.

ისე, სჯობ­და, ნა­დი­რაშ­ვილ­სა და ჯა­ფა­რი­ძეს ირაკ­ლი ში­ხი­აშ­ვი­ლის­თვის მი­ე­ბა­ძათ და ეთ­ქვათ, რომ დიდი ფული საქ­ველ­მოქ­მე­დო მიზ­ნე­ბის­თვის სჭირ­დე­ბო­დათ. ასეა თუ ისეა, ფაქ­ტია – აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ყო­ფი­ლი მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის­თვის კარ­გად გატ­კეპ­ნი­ლი გზაა, ერთხელ მოჰ­ყვა კი­დეც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, რო­გორ ეზი­დე­ბოდ­ნენ ტომ­რე­ბით "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" "ქეშს" ბა­ქო­დან.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" არ არის მხო­ლოდ ერთი, ცალ­კე აღე­ბუ­ლი პარ­ტია. მას ჰყავს უამ­რა­ვი სა­ტე­ლი­ტი ორ­გა­ნი­ზა­ცია – და­წყე­ბუ­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბით, ახალ­გაზ­რდუ­ლი მოძ­რა­ო­ბე­ბით თუ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. პა­რა­ლე­ლუ­რად, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ო­დია. ამ ყვე­ლა­ფერ­მა რომ იმუ­შა­ოს, სა­ჭი­როა დიდი ფული, იმა­ზე მეტი, ვიდ­რე მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რია.

ძვე­ლი დრო რომ იყოს, იცო­ცხლე, ბიზ­ნეს­მე­ნებს მი­ა­ტა­ნი­ნებ­დნენ მი­ლი­ო­ნო­ბით "შე­მო­წი­რუ­ლო­ბებს", ვინც უარს იტყო­და, მათ­თან პრო­კუ­რა­ტუ­რა-ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცია ჩა­ა­ტა­რებ­და ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბით სა­მუ­შა­ო­ებს. თუმ­ცა დღეს "ნაც­მოძ­რა­ო­ბას" გა­უ­ჭირ­და –მსხვი­ლი შე­მომ­წირ­ვე­ლე­ბი აღარ ჰყავს, მთა­ვა­რი სპონ­სო­რი კე­ზე­რაშ­ვი­ლი კი ინ­ტერ­პო­ლით იძებ­ნე­ბა.

უფრო ზუს­ტად, ფული კი არ არის პრობ­ლე­მა, არა­მედ ის, თუ რო­გორ უნდა მოხ­ვდეს თან­ხა "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" სა­ლა­რო­ში. თუ ნა­დი­რაშ­ვილ­სა და ჯა­ფა­რი­ძეს "შავი მი­ლი­ო­ნი" მარ­თლაც ჰქონ­დათ, მა­შინ ყვე­ლა­ზე რე­ა­ლუ­რია ვერ­სია, რომ ეს და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის ფუ­ლია.

ამ ვერ­სი­ის თა­ნახ­მად, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ კე­ზე­რაშ­ვი­ლი ფა­რულ ბიზ­ნეს­წი­ლებს (ანუ მისი წი­ლე­ბი გა­ფორ­მე­ბუ­ლია ე.წ. ცრუ მე­წი­ლე­ებ­ზე) ინარ­ჩუ­ნებს სა­ქარ­თვე­ლო­ში და აგ­რძე­ლებს "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" და­ფი­ნან­სე­ბას. თუმ­ცა იმ ბიზ­ნეს­მა, რო­მელ­საც კე­ზე­რაშ­ვი­ლი აკონ­ტრო­ლებს ან წი­ლებს ფლობს, აშ­კა­რად რომ და­ი­წყოს სა­ა­კაშ­ვი­ლის პარ­ტი­ის და­ფი­ნან­სე­ბა, ეს ეჭ­ვებს აღ­ძრავს და შე­სა­ბა­მი­სი ორ­გა­ნო­ე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში "კე­ზე­რას" კვალ­საც მი­აგ­ნე­ბენ.

ამ ვერ­სი­ის თა­ნახ­მად, იკვრე­ბა წრე - ფული მი­დის ოფ­შო­რებ­ში და იქი­დან ნაღ­დი, არა­დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი სა­ხით აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან ბრუნ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ვთქვათ, ეს ფული არ არის "კე­ზე­რას" "ქარ­თუ­ლი ბიზ­ნე­სი­დან" და მან რო­მე­ლი­მე ძვე­ლი ან­გა­რი­ში­დან მოხ­სნა თან­ხე­ბი "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" და­სა­ფი­ნან­სებ­ლად. სა­ა­კაშ­ვი­ლის პარ­ტი­ის და­ფი­ნან­სე­ბის ერ­თა­დერ­თი გზა მა­ინც "ქე­შად" შე­მო­ტა­ნაა, რად­გან მსხვი­ლი თან­ხე­ბის სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან გად­მო­რი­ცხვა და შემ­დეგ მისი "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ჯი­ბე­ში მოხ­ვედ­რა, ასე­ვე აღ­ძრავს ეჭ­ვებს.

თუ ეს ვერ­სია და­დას­ტურ­და, მა­შინ "ნაც­მოძ­რა­ო­ბას" კუ­რი­ე­რე­ბი კარ­გად შე­ურ­ჩე­ვია ნა­დი­რაშ­ვი­ლი­სა და ჯა­ფა­რი­ძის სა­ხით. ისე, თქვენს მონა-მორ­ჩილს მარ­თლა აინ­ტე­რე­სებს, ბოლო თვე­ებ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი თუ არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" რამ­დენ­ჯერ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ აზერ­ბა­ი­ჯან­ში.

ნა­ხეთ ვი­დეო

გი­ორ­გი კვი­ტაშ­ვი­ლი, Ambebi.ge

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­ე­სებთ: ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლი და ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე თბი­ლის­ში დაბ­რუნ­დნენ - დე­პუ­ტა­ტე­ბის პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი

"ნაციონალების" ბაქოური თავგადასავალი ანუ მილიონი "კეზერასაგან"?!

"ნაციონალების" ბაქოური თავგადასავალი ანუ მილიონი "კეზერასაგან"?!

"ნაციონალური მოძრაობის" ტაქტიკაა – როდესაც უხერხულ მდგომარეობაში არიან, ტერმინებზე იწყებენ ხოლმე დავას. მაგალითად, "ნაციონალები" ამტკიცებენ – დეპუტატები ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე ბაქოს აეროპორტში არ დაუკავებიათო. კი ბატონო, ნადირაშვილისთვისა და ჯაფარიძისთვის ხელები არ გადაუგრიხავთ და გალიაში არ შეუგდიათ. არ დაუკავებიათ, აზერბაიჯანელმა მებაჟეებმა უბრალოდ შეაჩერეს, რადგან ამ ქვეყანაში საქართველოს ელჩის თეიმურაზ შარაშენიძის ინფორმაციით, მათ არადეკლალირებული მილიონი დოლარი ჰქონდათ.

ალბათ, ამ შეჩერებასაც უარყოფდნენ, ელჩს ოპერატიულად რომ არ ემოქმედა და აზერბაიჯანელი მებაჟეების გარემოცვაში მყოფ ნადირაშვილსა და ჯაფარიძეს თავზე არ დადგომოდა.

ისე, სჯობდა, ნადირაშვილსა და ჯაფარიძეს ირაკლი შიხიაშვილისთვის მიებაძათ და ეთქვათ, რომ დიდი ფული საქველმოქმედო მიზნებისთვის სჭირდებოდათ. ასეა თუ ისეა, ფაქტია – აზერბაიჯანი ყოფილი მმართველი პარტიისთვის კარგად გატკეპნილი გზაა, ერთხელ მოჰყვა კიდეც მიხეილ სააკაშვილი, როგორ ეზიდებოდნენ ტომრებით "ნაციონალები" "ქეშს" ბაქოდან.

"ნაციონალური მოძრაობა" არ არის მხოლოდ ერთი, ცალკე აღებული პარტია. მას ჰყავს უამრავი სატელიტი ორგანიზაცია – დაწყებული არასამთავრობო ორგანიზაციებით, ახალგაზრდული მოძრაობებით თუ მედიასაშუალებებით დამთავრებული. პარალელურად, დღეს საქართველოში საარჩევნო პერიოდია. ამ ყველაფერმა რომ იმუშაოს, საჭიროა დიდი ფული, იმაზე მეტი, ვიდრე მილიონი დოლარია.

ძველი დრო რომ იყოს, იცოცხლე, ბიზნესმენებს მიატანინებდნენ მილიონობით "შემოწირულობებს", ვინც უარს იტყოდა, მათთან პროკურატურა-ფინანსური პოლიცია ჩაატარებდა ახსნა-განმარტებით სამუშაოებს. თუმცა დღეს "ნაცმოძრაობას" გაუჭირდა –მსხვილი შემომწირველები აღარ ჰყავს, მთავარი სპონსორი კეზერაშვილი კი ინტერპოლით იძებნება.

უფრო ზუსტად, ფული კი არ არის პრობლემა, არამედ ის, თუ როგორ უნდა მოხვდეს თანხა "ნაციონალების" სალაროში. თუ ნადირაშვილსა და ჯაფარიძეს "შავი მილიონი" მართლაც ჰქონდათ, მაშინ ყველაზე რეალურია ვერსია, რომ ეს დავით კეზერაშვილის ფულია.

ამ ვერსიის თანახმად, არ არის გამორიცხული, რომ კეზერაშვილი ფარულ ბიზნესწილებს (ანუ მისი წილები გაფორმებულია ე.წ. ცრუ მეწილეებზე) ინარჩუნებს საქართველოში და აგრძელებს "ნაცმოძრაობის" დაფინანსებას. თუმცა იმ ბიზნესმა, რომელსაც კეზერაშვილი აკონტროლებს ან წილებს ფლობს, აშკარად რომ დაიწყოს სააკაშვილის პარტიის დაფინანსება, ეს ეჭვებს აღძრავს და შესაბამისი ორგანოების დაინტერესების შემთხვევაში "კეზერას" კვალსაც მიაგნებენ.

ამ ვერსიის თანახმად, იკვრება წრე - ფული მიდის ოფშორებში და იქიდან ნაღდი, არადეკლარირებული სახით აზერბაიჯანიდან ბრუნდება საქართველოში.

ვთქვათ, ეს ფული არ არის "კეზერას" "ქართული ბიზნესიდან" და მან რომელიმე ძველი ანგარიშიდან მოხსნა თანხები "ნაცმოძრაობის" დასაფინანსებლად. სააკაშვილის პარტიის დაფინანსების ერთადერთი გზა მაინც "ქეშად" შემოტანაა, რადგან მსხვილი თანხების საზღვარგარეთიდან გადმორიცხვა და შემდეგ მისი "ნაციონალების" ჯიბეში მოხვედრა, ასევე აღძრავს ეჭვებს.

თუ ეს ვერსია დადასტურდა, მაშინ "ნაცმოძრაობას" კურიერები კარგად შეურჩევია ნადირაშვილისა და ჯაფარიძის სახით. ისე, თქვენს მონა-მორჩილს მართლა აინტერესებს, ბოლო თვეებში ოფიციალური თუ არაოფიციალური ვიზიტით "ნაციონალები" რამდენჯერ იმყოფებოდნენ აზერბაიჯანში.

ნახეთ ვიდეო

გიორგი კვიტაშვილი, Ambebi.ge

ასევე დაგაინტეესებთ: ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე თბილისში დაბრუნდნენ - დეპუტატების პირველი კომენტარი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა