პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცესკო: 15 რაიონი, რომელშიც გამგებლის ხელახალი არჩევნები გაიმართება
ცესკო: 15 რაიონი, რომელშიც გამგებლის ხელახალი არჩევნები გაიმართება

ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, გამ­გებ­ლის არ­ჩევ­ნებ­ში რე­გი­ო­ნე­ბის 74 ოლ­ქი­დან ყვე­ლა­ში კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­და­ტე­ბი ლი­დე­რო­ბენ, თუმ­ცა ამ დრო­ის­თვის 15-ში არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტური უნდა გა­ი­მარ­თოს. ამას­თან, მე­ო­რე ტურ­ში მმარ­თვე­ლი კო­ა­ლი­ცი­ის კან­დი­დატს 7 ოლ­ქში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გამ­გებ­ლო­ბის კან­დი­და­ტი და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა, 4 ოლ­ქში - "ბურ­ჯა­ნა­ძე – ერ­თი­ა­ნი ოპო­ზი­ცი­ის" კან­დი­და­ტი, 1 ოლ­ქში – ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის პარ­ტია "ქარ­თუ­ლი პარ­ტი­ის" კან­დი­და­ტი, ასე­ვე 1 ოლ­ქში "სა­ქარ­თვე­ლოს გზის", ხოლო 2 ოლ­ქში "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" კან­დი­და­ტი.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, ჯერ­ჯე­რო­ბით მე­ო­რე ტუ­რის ალ­ბა­თო­ბა არ­სე­ბობს ყვა­რელ­ში, სა­დაც კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გამ­გებ­ლო­ბის კან­დი­დატ­მა ილია მზე­ქა­ლაშ­ვილ­მა ხმე­ბის 47,19 % მი­ი­ღო. მე­ო­რე ტუ­რის შემ­თხვე­ვა­ში მას, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გამ­გებ­ლო­ბის კან­დი­და­ტი ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძე და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა, რო­მელ­საც 22,93 %-იანი მხარ­და­ჭე­რა აქვს. ყვარ­ლის შემ­თხვე­ვა­ში 30 უბ­ნი­დან უკვე 23-ის მო­ნა­ცე­მე­ბია დათ­ვლი­ლი. და­ნარ­ჩენ რა­ი­ო­ნებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა: თე­ლავ­ში კო­ა­ლი­ცი­ის გამ­გებ­ლო­ბის კან­დი­და­ტი ალექ­სან­დრე შა­თი­რიშ­ვი­ლი – 49,8 % - მე­ო­რე ტურ­ში და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან" გი­ორ­გი ბოტ­კო­ვე­ლი – 26,86 % (38 უბ­ნი­დან 37-ის მო­ნა­ცე­მე­ბია დათ­ვლი­ლი ). ახ­მე­ტა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" - ბექა ბა­ი­და­უ­რი – 42,02 %, მე­ო­რე ტურ­ში და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა "ბურ­ჯა­ნა­ძე – ერ­თი­ა­ნი ოპო­ზი­ცი­ი­დან" ზუ­რაბ ფი­ლაშ­ვი­ლი 27,95 % (29 უბ­ნი­დან 23 უბ­ნის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით). თი­ა­ნეთ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" - ლელა ქი­ტე­საშ­ვი­ლი – 47,37 % - მე­ო­რე ტურ­ში და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა ასე­ვე "ბურ­ჯა­ნა­ძე – ერ­თი­ა­ნი ოპო­ზი­ცი­ის" კან­დი­და­ტი ილია არ­ჩე­მაშ­ვი­ლი 29,93 % - (20 უბ­ნი­დან ყვე­ლა დათ­ვლი­ლია), გორ­ში კო­ა­ლი­ცი­ის კან­დი­და­ტი და­ვით ონი­აშ­ვი­ლი – 45,8 %, მე­ო­რე ტუ­რის შემ­თხვე­ვა­ში ბრძო­ლა ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის "ქარ­თუ­ლი პარ­ტი­ის" კან­დი­დატ ბონ­დო ვა­თი­აშ­ვილ­თან მო­უ­წევს 26,85 % (73 უბ­ნი­დან 66-ის მო­ნა­ცე­მე­ბია დათ­ვლი­ლი), ას­პინ­ძა­ში – "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­და­ტი ლე­ვან ცა­ბა­ძე – 49,56 % - მე­ო­რე ტურ­ში და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­დატ ბე­სიკ ბე­ქა­ურს – 36,03 % (23 უბ­ნი­დან 15 უბ­ნის მო­ნა­ცე­მე­ბია დათ­ვლი­ლი), თერ­ჯო­ლა­ში – კო­ა­ლი­ცი­ის კან­დი­და­ტი თე­ი­მუ­რაზ ჯა­ფა­რი­ძე – 46,81% - მე­ო­რე ად­გილ­ზეა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან" ტა­რი­ელ ფან­ჩუ­ლი­ძე 36,96 %-ით (33 უბ­ნი­დან 31 უბ­ნის მო­ნა­ცე­მე­ბით); ბაღ­დათ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" - ირაკ­ლი გე­გე­ში­ძე – 43,21 %, მე­ო­რე ტუ­რის შემ­თხვე­ვა­ში და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა "სა­ქარ­თვე­ლოს გზი­დან" მევ­ლუდ კიკ­ნა­ვე­ლი­ძე, რო­მელ­მაც ხმე­ბის 39, 28 % მი­ი­ღო (31 უბ­ნი­დან 18 უბ­ნის მო­ნა­ცე­მე­ბი), ხონ­ში კო­ა­ლი­ცი­ი­დან ჯე­მალ მე­ბუ­კე – 46,87 % - მე­ო­რე ად­გი­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" - ზუ­რაბ ჯი­ბუ­ხა­ია – 42,11 %-ით (29 უბ­ნი­დან 27 დათ­ვლი­ლია), ტყი­ბულ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გამ­გებ­ლო­ბის კან­დი­დატ­მა რო­ბი­ზონ გვე­ნე­ტა­ძემ ხმე­ბის 43, 51 % მი­ი­ღო, მე­ო­რე ტუ­რის შემ­თხვე­ვა­ში მას ბრძო­ლა "ბურ­ჯა­ნა­ძე – ერ­თი­ა­ნი ოპო­ზი­ცი­ის" კან­დი­დატ თენ­გიზ ჭი­ქა­ბე­რი­ძეს­თან მო­უ­წევს (33,82 % -37 უბ­ნი­დან 32 უბ­ნის მო­ნა­ცე­მე­ბია დათ­ვლი­ლი), ლან­ჩხუთ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გამ­გებ­ლო­ბის კან­დი­დატ­მა ზაზა ურუ­შა­ძემ მი­ი­ღო ამომ­რჩე­ველ­თა – 44,38 % -იანი მხარ­და­ჭე­რა, მე­ო­რე ად­გილ­ზე კი "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის"კან­დი­და­ტი ბარ­ნაბ ჭყო­ნია გა­ვი­და (38 უბ­ნი­დან – 34 უბ­ნის მო­ნა­ცე­მე­ბით), სე­ნაკ­შიც ხმე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი რა­ო­დე­ნო­ბა – 42,32 % ასე­ვე კო­ა­ლი­ცი­ის კან­დი­დატ­მა გოჩა დგე­ბუ­ა­ძემ მი­ი­ღო, რო­მელ­საც მე­ო­რე ტუ­რის შემ­თხვე­ვა­ში კონ­კუ­რენ­ცი­ას "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან" ზუ­რაბ სა­ნა­ია გა­უ­წევს 25, 21 %-ით (44 უბ­ნი­დან 16 უბ­ნის მი­ხედ­ვით), მარ­ტვილ­ში კო­ა­ლი­ცი­ის კან­დი­და­ტი ალექ­სან­დრე გრი­ლა­ვა – 44,58 % - მე­ო­რე ტურ­ში და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა "ბურ­ჯა­ნა­ძე – ერ­თი­ა­ნი ოპო­ზი­ცი­ი­დან" და­ვით ინ­ჯია – 24,87 % (39 უბ­ნი­დან 35 უბ­ნის მი­ხედ­ვით). ქო­ბუ­ლეთ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­დატ­მა სულ­ხან ევ­გე­ნი­ძე 46,24 % მი­ი­ღო, მე­ო­რე ტურ­ში მას ბრძო­ლა "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" კან­დი­დატ რე­ვან ხა­რაზ­თან მო­უ­წევს, რო­მელ­საც ამომ­რჩე­ველ­თა 23,16 %-მა და­უ­ჭი­რა მხა­რი (65 უბ­ნი­დან 64-ის მო­ნა­ცე­მე­ბით) და ხუ­ლო­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გამ­გებ­ლო­ბის კან­დი­დატს ბე­სიკ ბა­უ­ჩა­ძეს აქვს 49,85 %, მე­ო­რე ტუ­რის შემ­თხვე­ვა­ში მას და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" კან­დი­და­ტი ემ­ზარ ბოლ­ქვა­ძე. მან ხმე­ბის 31,54 % მი­ი­ღო (54 უბ­ნი­დან 52 უბ­ნის მი­ხედ­ვით).

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს

ცესკო: 15 რაიონი, რომელშიც გამგებლის ხელახალი არჩევნები გაიმართება

ცესკო: 15 რაიონი, რომელშიც გამგებლის ხელახალი არჩევნები გაიმართება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, გამგებლის არჩევნებში რეგიონების 74 ოლქიდან ყველაში კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატები ლიდერობენ, თუმცა ამ დროისთვის 15-ში არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს. ამასთან, მეორე ტურში მმართველი კოალიციის კანდიდატს 7 ოლქში "ნაციონალური მოძრაობის" გამგებლობის კანდიდატი დაუპირისპირდება, 4 ოლქში - "ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის" კანდიდატი, 1 ოლქში – ირაკლი ოქრუაშვილის პარტია "ქართული პარტიის" კანდიდატი, ასევე 1 ოლქში "საქართველოს გზის", ხოლო 2 ოლქში "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატი.

უფრო კონკრეტულად, ჯერჯერობით მეორე ტურის ალბათობა არსებობს ყვარელში, სადაც კოალიცია "ქართული ოცნების" გამგებლობის კანდიდატმა ილია მზექალაშვილმა ხმების 47,19 % მიიღო. მეორე ტურის შემთხვევაში მას, "ნაციონალური მოძრაობის" გამგებლობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე დაუპირისპირდება, რომელსაც 22,93 %-იანი მხარდაჭერა აქვს. ყვარლის შემთხვევაში 30 უბნიდან უკვე 23-ის მონაცემებია დათვლილი. დანარჩენ რაიონებთან მიმართებაში არსებული მონაცემები ასე გამოიყურება: თელავში კოალიციის გამგებლობის კანდიდატი ალექსანდრე შათირიშვილი – 49,8 % - მეორე ტურში დაუპირისპირდება "ნაციონალური მოძრაობიდან" გიორგი ბოტკოველი – 26,86 % (38 უბნიდან 37-ის მონაცემებია დათვლილი ). ახმეტაში "ქართული ოცნება" - ბექა ბაიდაური – 42,02 %, მეორე ტურში დაუპირისპირდება "ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციიდან" ზურაბ ფილაშვილი 27,95 % (29 უბნიდან 23 უბნის შედეგების მიხედვით). თიანეთში "ქართული ოცნება" - ლელა ქიტესაშვილი – 47,37 % - მეორე ტურში დაუპირისპირდება ასევე "ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის" კანდიდატი ილია არჩემაშვილი 29,93 % - (20 უბნიდან ყველა დათვლილია), გორში კოალიციის კანდიდატი დავით ონიაშვილი – 45,8 %, მეორე ტურის შემთხვევაში ბრძოლა ირაკლი ოქრუაშვილის "ქართული პარტიის" კანდიდატ ბონდო ვათიაშვილთან მოუწევს 26,85 % (73 უბნიდან 66-ის მონაცემებია დათვლილი), ასპინძაში – "ქართული ოცნების" კანდიდატი ლევან ცაბაძე – 49,56 % - მეორე ტურში დაუპირისპირდება "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ ბესიკ ბექაურს – 36,03 % (23 უბნიდან 15 უბნის მონაცემებია დათვლილი), თერჯოლაში – კოალიციის კანდიდატი თეიმურაზ ჯაფარიძე – 46,81% - მეორე ადგილზეა "ნაციონალური მოძრაობიდან" ტარიელ ფანჩულიძე 36,96 %-ით (33 უბნიდან 31 უბნის მონაცემებით); ბაღდათში "ქართული ოცნება" - ირაკლი გეგეშიძე – 43,21 %, მეორე ტურის შემთხვევაში დაუპირისპირდება "საქართველოს გზიდან" მევლუდ კიკნაველიძე, რომელმაც ხმების 39, 28 % მიიღო (31 უბნიდან 18 უბნის მონაცემები), ხონში კოალიციიდან ჯემალ მებუკე – 46,87 % - მეორე ადგილი "ნაციონალური მოძრაობა" - ზურაბ ჯიბუხაია – 42,11 %-ით (29 უბნიდან 27 დათვლილია), ტყიბულში "ქართული ოცნების" გამგებლობის კანდიდატმა რობიზონ გვენეტაძემ ხმების 43, 51 % მიიღო, მეორე ტურის შემთხვევაში მას ბრძოლა "ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის" კანდიდატ თენგიზ ჭიქაბერიძესთან მოუწევს (33,82 % -37 უბნიდან 32 უბნის მონაცემებია დათვლილი), ლანჩხუთში "ქართული ოცნების" გამგებლობის კანდიდატმა ზაზა ურუშაძემ მიიღო ამომრჩეველთა – 44,38 % -იანი მხარდაჭერა, მეორე ადგილზე კი "პატრიოტთა ალიანსის"კანდიდატი ბარნაბ ჭყონია გავიდა (38 უბნიდან – 34 უბნის მონაცემებით), სენაკშიც ხმების ყველაზე დიდი რაოდენობა – 42,32 % ასევე კოალიციის კანდიდატმა გოჩა დგებუაძემ მიიღო, რომელსაც მეორე ტურის შემთხვევაში კონკურენციას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ზურაბ სანაია გაუწევს 25, 21 %-ით (44 უბნიდან 16 უბნის მიხედვით), მარტვილში კოალიციის კანდიდატი ალექსანდრე გრილავა – 44,58 % - მეორე ტურში დაუპირისპირდება "ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციიდან" დავით ინჯია – 24,87 % (39 უბნიდან 35 უბნის მიხედვით). ქობულეთში "ქართული ოცნების" კანდიდატმა სულხან ევგენიძე 46,24 % მიიღო, მეორე ტურში მას ბრძოლა "ნაციონალების" კანდიდატ რევან ხარაზთან მოუწევს, რომელსაც ამომრჩეველთა 23,16 %-მა დაუჭირა მხარი (65 უბნიდან 64-ის მონაცემებით) და ხულოში "ქართული ოცნების" გამგებლობის კანდიდატს ბესიკ ბაუჩაძეს აქვს 49,85 %, მეორე ტურის შემთხვევაში მას დაუპირისპირდება "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატი ემზარ ბოლქვაძე. მან ხმების 31,54 % მიიღო (54 უბნიდან 52 უბნის მიხედვით).

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა