მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ რომელ ქალაქში ლიდერობს და მოსალოდნელია თუ არა მეორე ტური - ეგზიტპოლების შედეგები
ვინ რომელ ქალაქში ლიდერობს და მოსალოდნელია თუ არა მეორე ტური - ეგზიტპოლების შედეგები

ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის დაკ­ვე­თით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ეგ­ზიტ­პო­ლე­ბის თა­ნახ­მად, 6 თვით­მმარ­თველ ქა­ლაქ­ში კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მე­რო­ბის კან­დი­და­ტი ლი­დე­რობს, თუმ­ცა უმე­ტეს ქა­ლა­ქებ­ში მე­ო­რე ტუ­რია მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

ეგ­ზიტ­პო­ლის მი­ხედ­ვით, გორ­ში ბლო­კი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მე­რო­ბის კან­დი­და­ტი ზუ­რაბ ჯირ­კვე­ლიშ­ვი­ლი 40,8%-ით ლი­დე­რობს, მე­ო­რე ად­გილ­ზე კი "ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი - ქარ­თუ­ლი პარ­ტი­ის" კან­დი­და­ტი კა­ხა­ბერ ერ­გემ­ლი­ძეა - 32,3%-ით.

ბა­თუმ­ში ასე­ვე კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­და­ტი გი­ორ­გი ერ­მა­კო­ვი 46,2%-ით ლი­დე­რობს, ხოლო "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­და­ტი გი­ორ­გი დი­ა­სა­მი­ძე - 14,7%-ით.

ზუგ­დიდ­შიც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­და­ტი ირაკ­ლი გო­გო­ხია ლი­დე­რობს 59,9%-ით, ხოლო "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­დატ­მა თე­ი­მუ­რაზ ბა­სი­ლა­ი­ამ ხმე­ბის 29,7% და­აგ­რო­ვა.

ქუ­თა­ის­ში პირ­ველ ად­გილ­ზეა ბლო­კი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მე­რო­ბის კან­დი­და­ტი შოთა მურ­ღუ­ლია 52,5%-ით, ხოლო 26,9%-ით მე­ო­რე ად­გილ­ზეა ბლო­კი "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­და­ტი გი­ორ­გი თევ­დო­რა­ძე.

რუს­თავ­ში ბლო­კი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მე­რო­ბის კან­დი­და­ტი და­ვი­თი ჯი­ქია ლი­დე­რობს 37,4%-ით, ბლო­კი "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­დატ­მა მა­მუ­კა ჩი­ქო­ვან­მა კი 26,3% და­აგ­რო­ვა, მე­სა­მე ად­გილ­ზე ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლია.

თე­ლავ­ში ბლო­კი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მე­რო­ბის კან­დი­და­ტი პლა­ტონ კალ­მა­ხე­ლი­ძე ლი­დე­რობს, რო­მელ­მაც ხმე­ბის 46,7% და­აგ­რო­ვა, ბლო­კი "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­დატ­მა ალექ­სი ძუ­ლი­აშ­ვილ­მა კი - 19,7%.

"რუს­თა­ვი 2"-მა ეგ­ზიტ­პო­ლის შე­დე­გე­ბი 18:00 სა­ა­თის­თვის და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით წა­რად­გი­ნა. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის დაკ­ვე­თით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ეგ­ზიტ­პო­ლის სრულ­ყო­ფი­ლი შე­დე­გე­ბი კი ცნო­ბი­ლი 22:00 სა­ა­თის­თვის გახ­დე­ბა.

ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის დაკ­ვე­თით, 7 თვით­მმარ­თველ ქა­ლაქ­ში ეგ­ზიტ­პო­ლე­ბი ორ­გა­ნი­ზა­ცია GFK ჩა­ა­ტა­რა.

მერს დღეს პირ­ვე­ლად პირ­და­პი­რი წე­სით სა­ქარ­თვე­ლოს 11 ქა­ლაქ­ში ირ­ჩევ­დნენ. მე­რის არ­ჩევ­ნე­ბი, თბი­ლი­სის გარ­და, თე­ლავ­ში, რუს­თავ­ში, მცხე­თა­ში, გორ­ში, ახალ­ცი­ხე­ში, ამ­ბრო­ლა­ურ­ში, ქუ­თა­ის­ში, ოზურ­გეთ­ში, ზუგ­დიდ­ში, ფოთ­სა და ბა­თუმ­ში გა­ი­მარ­თა.

მე­ო­რე ტურს პროგ­ნო­ზი­რებს გერ­მა­ნუ­ლი კომ­პა­ნია GFK. 

GFK-ის ეგ­ზიტ­პო­ლე­ბის მი­ხედ­ვით, თბი­ლის­ში მე­რის არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტური უნდა გა­ი­ა­მარ­თოს. GFK-ის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ეგ­ზიტ­პო­ლის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, თბი­ლი­სის მე­რის არ­ჩევ­ნებ­ში კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­და­ტი და­ვით ნარ­მა­ნია, 46,3%-ით ლი­დე­რობს. მე­ო­რე ად­გილ­ზეა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­და­ტი ნიკა მე­ლია, რო­მელ­საც, ეზ­გიტ­პო­ლის თა­ნახ­მად, 27,2 % უჭერს მხარს. მე­სა­მე ად­გილს კი "ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე - ერ­თი­ა­ნი ოპო­ზი­ცი­ის" კან­დი­და­ტი დი­მიტ­რი ლორ­თქი­ფა­ნი­ძე იკა­ვებს 10,4%-ით. მე­ო­თხე ად­გილ­ზეა "სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" მე­რო­ბის კა­ნი­და­ტი ირმა ინაშ­ვი­ლი – 6%-ით, რის შემ­დე­გაც 2,3%-ით კახა კუ­კა­ვა მო­დის.

GFK-ს ეგ­ზიტ­პო­ლე­ბის ფარ­გლებ­ში შვიდ თვით­მმარ­თველ ქა­ლაქ­ში - თბი­ლის­ში, გორ­ში, ბა­თუმ­ში, ქუ­თა­ის­ში, რუს­თავ­ში, თე­ლავ­სა და ზუგ­დიდ­ში 10 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ი­კი­თხა. GFK-მ ეგ­ზიტ­პო­ლე­ბი ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის დაკ­ვე­თით ჩა­ა­ტა­რა.

რაც შე­ე­ხე­ბა, ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" დაკ­ვე­თით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ეგ­ზიტ­პო­ლის შე­დე­გებს, მათი მი­ხედ­ვით, თბი­ლი­სის მე­რის არ­ჩევ­ნებ­ში კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­და­ტი და­ვით ნარ­მა­ნია ლი­დე­რობს.

ამომ­რჩე­ველ­თა წი­ნას­წა­რი გა­მო­კი­თხვის შე­დე­გე­ბით, ნარ­მა­ნი­ას ხმა მის­ცა ამომ­რჩე­ველ­თა 52,6 %-მა მის­ცა. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ცნო­ბით, ეგ­ზიტ­პო­ლის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, მე­ო­რე ად­გილ­ზე 23,9 %-ით "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­და­ტი ნიკა მე­ლი­აა.

თბი­ლი­სის მე­რო­ბის და­ნარ­ჩენ კან­დი­და­ტებს შო­რის კი პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ასე გა­და­ნა­წილ­და: დი­მიტ­რი ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, "ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე - ერ­თი­ა­ნი ოპო­ზი­ცია" - 10,8%, "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი" – ირმა ინაშ­ვი­ლი 5,8 %, ას­მათ ტყაბ­ლა­ძე, "შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლი - სა­ქარ­თვე­ლოს ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტია" - 2,6%, კახა კუ­კა­ვა – არა­სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცია – 2,1 %, გი­ორ­გი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე -1,1 %.

ნა­ხეთ ვი­დეო:

-"იმე­დის" დაკ­ვე­თით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ეგ­ზიტ­პო­ლის მი­ხედ­ვით და­ვით ნარ­მა­ნია 51.2 %-ით ლი­დე­რობს

- თბი­ლის­ში არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტუ­რია მო­სა­ლოდ­ნე­ლი? - "რუს­თა­ვი 2"-ის ეგ­ზიტ­პო­ლის შე­დე­გე­ბი

"

ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

ვინ რომელ ქალაქში ლიდერობს და მოსალოდნელია თუ არა მეორე ტური - ეგზიტპოლების შედეგები

ვინ რომელ ქალაქში ლიდერობს და მოსალოდნელია თუ არა მეორე ტური - ეგზიტპოლების შედეგები

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების თანახმად, 6 თვითმმართველ ქალაქში კოალიცია "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ლიდერობს, თუმცა უმეტეს ქალაქებში მეორე ტურია მოსალოდნელი.

ეგზიტპოლის მიხედვით, გორში ბლოკი "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ზურაბ ჯირკველიშვილი 40,8%-ით ლიდერობს, მეორე ადგილზე კი "ირაკლი ოქრუაშვილი - ქართული პარტიის" კანდიდატი კახაბერ ერგემლიძეა - 32,3%-ით.

ბათუმში ასევე კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატი გიორგი ერმაკოვი 46,2%-ით ლიდერობს, ხოლო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გიორგი დიასამიძე - 14,7%-ით.

ზუგდიდშიც "ქართული ოცნების" კანდიდატი ირაკლი გოგოხია ლიდერობს 59,9%-ით, ხოლო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა თეიმურაზ ბასილაიამ ხმების 29,7% დააგროვა.

ქუთაისში პირველ ადგილზეა ბლოკი "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი შოთა მურღულია 52,5%-ით, ხოლო 26,9%-ით მეორე ადგილზეა ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გიორგი თევდორაძე.

რუსთავში ბლოკი "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი დავითი ჯიქია ლიდერობს 37,4%-ით, ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა მამუკა ჩიქოვანმა კი 26,3% დააგროვა, მესამე ადგილზე ეროსი კიწმარიშვილია.

თელავში ბლოკი "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი პლატონ კალმახელიძე ლიდერობს, რომელმაც ხმების 46,7% დააგროვა, ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ალექსი ძულიაშვილმა კი - 19,7%.

"რუსთავი 2"-მა ეგზიტპოლის შედეგები 18:00 საათისთვის დაფიქსირებული მონაცემებით წარადგინა. ტელეკომპანიის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის სრულყოფილი შედეგები კი ცნობილი 22:00 საათისთვის გახდება.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დაკვეთით, 7 თვითმმართველ ქალაქში ეგზიტპოლები ორგანიზაცია GFK ჩაატარა.

მერს დღეს პირველად პირდაპირი წესით საქართველოს 11 ქალაქში ირჩევდნენ. მერის არჩევნები, თბილისის გარდა, თელავში, რუსთავში, მცხეთაში, გორში, ახალციხეში, ამბროლაურში, ქუთაისში, ოზურგეთში, ზუგდიდში, ფოთსა და ბათუმში გაიმართა.

მეორე ტურს პროგნოზირებს გერმანული კომპანია GFK. 

GFK-ის ეგზიტპოლების მიხედვით, თბილისში მერის არჩევნების მეორე ტური უნდა გაიამართოს. GFK-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, თბილისის მერის არჩევნებში კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატი დავით ნარმანია, 46,3%-ით ლიდერობს. მეორე ადგილზეა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ნიკა მელია, რომელსაც, ეზგიტპოლის თანახმად, 27,2 % უჭერს მხარს. მესამე ადგილს კი "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე იკავებს 10,4%-ით. მეოთხე ადგილზეა "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" მერობის კანიდატი ირმა ინაშვილი – 6%-ით, რის შემდეგაც 2,3%-ით კახა კუკავა მოდის.

GFK-ს ეგზიტპოლების ფარგლებში შვიდ თვითმმართველ ქალაქში - თბილისში, გორში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, თელავსა და ზუგდიდში 10 000-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა. GFK-მ ეგზიტპოლები ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩაატარა.

რაც შეეხება, ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებს, მათი მიხედვით, თბილისის მერის არჩევნებში კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატი დავით ნარმანია ლიდერობს.

ამომრჩეველთა წინასწარი გამოკითხვის შედეგებით, ნარმანიას ხმა მისცა ამომრჩეველთა 52,6 %-მა მისცა. ტელეკომპანიის ცნობით, ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, მეორე ადგილზე 23,9 %-ით "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ნიკა მელიაა.

თბილისის მერობის დანარჩენ კანდიდატებს შორის კი პროცენტული მაჩვენებელი ასე გადანაწილდა: დიმიტრი ლორთქიფანიძე, "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია" - 10,8%, "პატრიოტთა ალიანსი" – ირმა ინაშვილი 5,8 %, ასმათ ტყაბლაძე, "შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია" - 2,6%, კახა კუკავა – არასაპარლამენტო ოპოზიცია – 2,1 %, გიორგი გაჩეჩილაძე -1,1 %.

ნახეთ ვიდეო:

-"იმედის" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით დავით ნარმანია 51.2 %-ით ლიდერობს

- თბილისში არჩევნების მეორე ტურია მოსალოდნელი? - "რუსთავი 2"-ის ეგზიტპოლის შედეგები

"

ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა