პოლიტიკა
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიციამ საარჩევნო უბნიდან გატაცებული ბიულეტინები იპოვა
პოლიციამ საარჩევნო უბნიდან გატაცებული ბიულეტინები იპოვა

სა­ქარ­თვე­ლოს შს სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მეგ­რე­ლო­ში, მარ­ტვი­ლის მე-16 სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნი­დან გა­ტა­ცე­ბუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო დო­კუ­მენ­ტა­ცია უბ­ნი­დან 200 მეტრში იპო­ვეს.

შსს-ს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის, ნინო გი­ორ­გო­ბი­ა­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნა­პოვ­ნი ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბი და­ლუ­ქუ­ლი და ხე­ლუხ­ლე­ბე­ლი იყო და და­უბ­რუნ­და სა­არ­ჩევ­ნო უბანს.

სა­მეგ­რე­ლო­ში, მარ­ტვი­ლის მე-16 სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე, სო­ფელ დო­შა­ყე­ში ინ­ცი­დენ­ტი დი­ლის 06:00 სა­ათ­ზე მოხ­და.

სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის გრი­გოლ ბარ­თა­ი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, უბანს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პი­რე­ბი და­ესხნენ თავს და სა­არ­ჩევ­ნო დო­კუ­მენ­ტა­ცია გა­ი­ტა­ცეს.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით უბა­ნი გა­იხ­სნა და კენ­ჭისყ­რის პრო­ცე­სი გა­ნახ­ლდა. ამის შე­სა­ხებ ცეს­კო-ს სპი­კერ­მა ეკა აზა­რაშ­ვილ­მა ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ეკა აზა­რაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, ცეს­კო-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ი­სათ­ვის ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი უბა­ნი გახ­სნი­ლია და და­წყე­ბუ­ლია კენ­ჭისყ­რის პრო­ცე­სი.

ეკა აზა­რაშ­ვი­ლის თქმით, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყო­ველ ორ სა­ათ­ში ერთხელ გა­ი­მარ­თე­ბა სა­ინ­ფორ­მა­ციო ბრი­ფინ­გი კენ­ჭისყ­რის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ, ხოლო ამომ­რჩევ­ლთა აქ­ტი­ვო­ბის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი 12:30 სა­ათ­ზე გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

გარ­და ამი­სა, ეკა აზა­რაშ­ვი­ლის თქმით 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობს ცენ­ტრა­ლუ­რი კო­მი­სი­ის მე­დი­ა­ცენ­ტრი და ცხე­ლი ხაზი: 2 51 00 51, ონ­ლი­ან­ჩა­ტი და ონ­ლა­ი­ნო­პე­რა­ტო­რი, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლია არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა.

"მინ­და, კი­დევ ერთხელ შე­ვახ­სე­ნო არ­ჩევ­ნებ­ში ჩარ­თულ მხა­რე­ებს, რომ დღეს, სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით, კენ­ჭისყ­რის შე­ნო­ბა­ში იკ­რძა­ლე­ბა აგი­ტა­ცია. კენ­ჭისყ­რის დღეს ასე­ვე აკ­რძა­ლუ­ლია წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო ფას­დი­ა­ნი და უფა­სო რეკ­ლა­მის გან­თავ­სე­ბა, ტე­ლე­ვი­ზი­ის და რა­დი­ოს ეთერ­ში. ასე­ვე კა­ნო­ნით იკ­რძა­ლე­ბა კენ­ჭისყ­რის დღის 20:00 სა­ა­თამ­დე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის გა­მო­კი­თხვის შე­დე­გე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ეკა აზა­რაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

პოლიციამ საარჩევნო უბნიდან გატაცებული ბიულეტინები იპოვა

პოლიციამ საარჩევნო უბნიდან გატაცებული ბიულეტინები იპოვა

საქართველოს შს სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელოში, მარტვილის მე-16 საარჩევნო უბნიდან გატაცებული საარჩევნო დოკუმენტაცია უბნიდან 200 მეტრში იპოვეს.

შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნინო გიორგობიანის ინფორმაციით, ნაპოვნი ბიულეტენები დალუქული და ხელუხლებელი იყო და დაუბრუნდა საარჩევნო უბანს.

სამეგრელოში, მარტვილის მე-16 საარჩევნო უბანზე, სოფელ დოშაყეში ინციდენტი დილის 06:00 საათზე მოხდა.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გრიგოლ ბართაიას ინფორმაციით, უბანს შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს და საარჩევნო დოკუმენტაცია გაიტაცეს.

მოგვიანებით უბანი გაიხსნა და კენჭისყრის პროცესი განახლდა. ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ეკა აზარაშვილმა განაცხადა, ცესკო-ს ინფორმაციით, ამ დროისათვის ყველა დანარჩენი უბანი გახსნილია და დაწყებულია კენჭისყრის პროცესი.

ეკა აზარაშვილის თქმით, დღის განმავლობაში, ყოველ ორ საათში ერთხელ გაიმართება საინფორმაციო ბრიფინგი კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ, ხოლო ამომრჩევლთა აქტივობის შესახებ პირველი მონაცემები 12:30 საათზე გახდება ცნობილი.

გარდა ამისა, ეკა აზარაშვილის თქმით 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ცენტრალური კომისიის მედიაცენტრი და ცხელი ხაზი: 2 51 00 51, ონლიანჩატი და ონლაინოპერატორი, სადაც შესაძლებელია არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაციის მიწოდება.

"მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო არჩევნებში ჩართულ მხარეებს, რომ დღეს, საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. კენჭისყრის დღეს ასევე აკრძალულია წინასაარჩევნო ფასდიანი და უფასო რეკლამის განთავსება, ტელევიზიის და რადიოს ეთერში. ასევე კანონით იკრძალება კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება", - განაცხადა ეკა აზარაშვილმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა