პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თემურ ალასანიას ბიზნესის ლობირების მიზნით მილიონი დოლარი გადავუხადე"
"თემურ ალასანიას ბიზნესის ლობირების მიზნით მილიონი დოლარი გადავუხადე"

ბიზ­ნეს­მენ გი­ორ­გი კა­პა­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ბი­ძას თე­მურ ალა­სა­ნი­ას ბიზ­ნე­სის ლო­ბი­რე­ბის მიზ­ნით მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი გა­და­უ­ხა­და, - ამის შე­სა­ხებ ბიზ­ნეს­მენ­მა გი­ორ­გი კა­პა­ნა­ძემ "ტე­ლე­ი­მე­დის" გა­და­ცე­მა "პო­ლი­ტი­კის დრო­ში" გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, 2004 წელს მას და მის პარტნო­ი­რებს, რომ­ლე­ბიც ზეს­ტა­ფო­ნის ფე­რო­შე­ნად­ნო­ბი ქარ­ხნის აქ­ცი­ო­ნე­რე­ბი იყ­ვნენ, პრობ­ლე­მე­ბი ექ­მნე­ბო­დათ, რის გა­მოც გა­და­წყვი­ტეს ლო­ბის­ტის მო­ძებ­ნა. კა­პა­ნა­ძის ცნო­ბით, მა­შინ­დე­ლი შს მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი ცდი­ლობ­და ზეს­ტა­ფო­ნის ქარ­ხნის წი­ლე­ბის "აღ­რე­ვას და პრი­ვა­ტი­ზე­ბას".

"ჩვენ ვი­ყა­ვით კერ­ძო კომ­პა­ნია და ეს იყო კერ­ძო მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი სა­წარ­მო. მისი პრი­ვა­ტი­ზა­ცია ჩვენ­ზე ზე­წო­ლის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. მაგ­რამ ოქ­რუ­აშ­ვი­ლი იყო და­კა­ვე­ბუ­ლი ზეს­ტა­ფო­ნის ქარ­ხნის წი­ლე­ბის აღ­რე­ვით, პრი­ვა­ტი­ზე­ბით, რაც სრუ­ლი უკა­ნო­ნო­ბაა. და­ი­წყეს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის და­კა­ვე­ბე­ბი. და­ვი­წყეთ ლო­ბის ძებ­ნა, ვი­პო­ვეთ თე­მურ ალა­სა­ნია. მან ლო­ბის სა­ფა­სუ­რად 2 მლნ დო­ლა­რი მოგვ­თხო­ვა. გა­და­რი­ცხვის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­ბუ­თე­ბი გვაქვს. თე­მურ ალა­სა­ნი­ამ მი­ი­ღო მლნ დო­ლა­რი ორ ტრან­შად, ოფ­შო­რუ­ლი კომ­პა­ნი­ის ან­გა­რიშ­ზე. ამის მი­უ­ხე­და­ვად პრობ­ლე­მე­ბი დამ­ძიმ­და",-გა­ნა­ცხა­და კა­პა­ნა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, პრობ­ლე­მე­ბის გამო რეს­ტო­რან "ძველ სახ­ლში" შეხ­ვდა თე­მურ ალა­სა­ნი­ას, რო­მე­ლიც მას პრე­ზი­დენ­ტთან დახ­მა­რე­ბას დაჰ­პირ­და. სა­ნაც­ვლოდ კი, კი­დევ ერთი მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი უნდა გა­და­ე­ხა­და და ზეს­ტა­ფო­ნის ქარ­ხნის 25% წილი უნდა გა­და­ე­ფორ­მე­ბი­ნა. თუმ­ცა, რო­გორც კა­პა­ნა­ძე გან­მარ­ტავს, რეს­ტორ­ნი­დან გა­მოს­ვლი­სას მას ნიღ­ბი­ა­ნი პი­რე­ბი და­ესხნენ თავს, ნარ­კო­ტი­კე­ბი ჩა­უ­დეს და და­ა­კა­ვეს. კა­პა­ნა­ძის თქმით, ის პა­ტიმ­რო­ბი­დან საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის თან­ხის, 1 მლნ ლა­რის გა­დახ­დის შემ­დეგ გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

"თემურ ალასანიას ბიზნესის ლობირების მიზნით მილიონი დოლარი გადავუხადე"

"თემურ ალასანიას ბიზნესის ლობირების მიზნით მილიონი დოლარი გადავუხადე"

ბიზნესმენ გიორგი კაპანაძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბიძას თემურ ალასანიას ბიზნესის ლობირების მიზნით მილიონი დოლარი გადაუხადა, - ამის შესახებ ბიზნესმენმა გიორგი კაპანაძემ "ტელეიმედის" გადაცემა "პოლიტიკის დროში" განაცხადა.

მისი თქმით, 2004 წელს მას და მის პარტნოირებს, რომლებიც ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის აქციონერები იყვნენ, პრობლემები ექმნებოდათ, რის გამოც გადაწყვიტეს ლობისტის მოძებნა. კაპანაძის ცნობით, მაშინდელი შს მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ცდილობდა ზესტაფონის ქარხნის წილების "აღრევას და პრივატიზებას".

"ჩვენ ვიყავით კერძო კომპანია და ეს იყო კერძო მფლობელობაში არსებული საწარმო. მისი პრივატიზაცია ჩვენზე ზეწოლის გარეშე შეუძლებელი იყო. მაგრამ ოქრუაშვილი იყო დაკავებული ზესტაფონის ქარხნის წილების აღრევით, პრივატიზებით, რაც სრული უკანონობაა. დაიწყეს თანამშრომლების დაკავებები. დავიწყეთ ლობის ძებნა, ვიპოვეთ თემურ ალასანია. მან ლობის საფასურად 2 მლნ დოლარი მოგვთხოვა. გადარიცხვის დამადასტურებელი საბუთები გვაქვს. თემურ ალასანიამ მიიღო მლნ დოლარი ორ ტრანშად, ოფშორული კომპანიის ანგარიშზე. ამის მიუხედავად პრობლემები დამძიმდა",-განაცხადა კაპანაძემ.

მისივე თქმით, პრობლემების გამო რესტორან "ძველ სახლში" შეხვდა თემურ ალასანიას, რომელიც მას პრეზიდენტთან დახმარებას დაჰპირდა. სანაცვლოდ კი, კიდევ ერთი მილიონი დოლარი უნდა გადაეხადა და ზესტაფონის ქარხნის 25% წილი უნდა გადაეფორმებინა. თუმცა, როგორც კაპანაძე განმარტავს, რესტორნიდან გამოსვლისას მას ნიღბიანი პირები დაესხნენ თავს, ნარკოტიკები ჩაუდეს და დააკავეს. კაპანაძის თქმით, ის პატიმრობიდან საპროცესო შეთანხმების თანხის, 1 მლნ ლარის გადახდის შემდეგ გათავისუფლდა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა