პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი კაპანაძე - 2010 წელს ვანო მერაბიშვილის დავალებით დაბა გუდაურში აქტივები 10 მლნ ევროდ შეგვაძენინეს
გიორგი კაპანაძე - 2010 წელს ვანო მერაბიშვილის დავალებით დაბა გუდაურში აქტივები 10 მლნ ევროდ შეგვაძენინეს

ბიზ­ნეს­მენ გი­ორ­გი კა­პა­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, 2010 წელს ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბით დაბა გუ­და­ურ­ში აქ­ტი­ვე­ბი 10 მლნ ევ­როდ შე­ა­ძე­ნი­ნეს, ერთი წლის შემ­დეგ კი ერთ დო­ლა­რად და­აბ­რუ­ნე­ბი­ნეს სა­ხელ­მწი­ფოს­თვის. ამის შე­სა­ხებ ბიზ­ნეს­მენ­მა "ტე­ლე­ი­მე­დის" გა­და­ცე­მა "პო­ლი­ტი­კის დრო­ში" გა­ნა­ცხა­და. ამას­თან, კა­პა­ნა­ძის მტკი­ცე­ბით, 200 000 დო­ლა­რის ჯა­რი­მის ჩა­მო­წე­რის სა­ნაც­ვლოდ 50 000 ლარი გი­ორ­გი ღო­ნი­აშ­ვი­ლის ხე­ლით თბი­ლი­სის მერს გიგი უგუ­ლა­ვას გა­და­უ­ხა­და.

"2010 წელს ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბით შეგ­ვა­ძე­ნი­ნეს აქ­ტი­ვე­ბი დაბა გუ­და­ურ­ში, ეს იყო სას­ტუმ­რო "მარ­კო პოლო". ამ ბიზ­ნე­სის ინ­ტე­რე­სი არ გვქონ­და. ჩვე­ნი ბიზ­ნე­სი იყო ზეს­ტა­ფო­ნის ფე­რო­შე­ნად­ნობ­თა ქარ­ხა­ნა და არა­ნა­ი­რად არ გვჭირ­დე­ბო­და გუ­და­უ­რის აქ­ტი­ვე­ბი. ეს არ იყო ჩვე­ნი პრო­ფი­ლი, მაგ­რამ ალ­ტერ­ნა­ტი­ვა გვქონ­და კარ­ტო­ფი­ლის სა­ნა­ხე­ბი, სა­ბუ­რა­ვე­ბის გა­ურ­კვე­ვე­ლი სა­წარ­მო­ე­ბი, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე თხი­ლა­მუ­რე­ბით სრი­ა­ლი ვი­ცით კარ­გად მე და ჩემ­მა პარტნი­ო­რებ­მა და კარ­ტო­ფი­ლის სა­ნა­ხებს ვამ­ჯო­ბი­ნეთ სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტი. ეს მუდ­მი­ვად გრძელ­დე­ბო­და ხან ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის­გან, ხან ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის­გან, ხან ბენ­დუ­ქი­ძის­გან, ოქ­რუ­აშ­ვი­ლის­გან. ბო­ლოს გა­მოჩ­ნდა გიგი უგუ­ლა­ვა. გუ­და­უ­რის აქ­ტი­ვე­ბი გვა­ყი­დი­ნეს 10 მლნ ევ­როდ. ზუს­ტად ერთ წე­ლი­წად­ში ჩვენს პარტნი­ორს, ილია კო­კა­ი­ას და­უ­კავ­შირ­და გიგი უგუ­ლა­ვას მო­ად­გი­ლე ვინ­მე ცხა­კა­ია და გა­ნუ­ცხა­და, რომ უნდა დაგ­ვებ­რუ­ნე­ბი­ნა ეს აქ­ტი­ვე­ბი ერთ დო­ლა­რად, რა­ზეც ჩემ­მა პარტნი­ორ­მა გა­ნუ­ცხა­და თან­ხმო­ბა. ჩვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სხვა გზა არ გვქონ­და. მათი მეშ­ვე­ო­ბით ცი­ხე­შიც კი ვარ ნამ­ყო­ფი. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს იყო პი­რა­დად დორ­ბლი­ა­ნი სა­ა­კაშ­ვი­ლის და­ვა­ლებთ. ვერ ვიქ­ნე­ბი კო­რექ­ტუ­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ, რად­გან ის დამ­ნა­შა­ვეა", - აღ­ნიშ­ნა კა­პა­ნა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, მას შემ­დეგ, რაც გუ­და­უ­რის აქ­ტი­ვე­ბი და­აბ­რუ­ნე­ბი­ნეს, ყო­ფილ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მათ თბი­ლი­სის ზღვის ტე­რი­ტო­რია 5 მლნ ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბით შეს­თა­ვა­ზა. თუმ­ცა მის­მა კომ­პა­ნი­ამ ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ შე­ას­რუ­ლა, რის­თვი­საც მე­რი­ამ ჯა­რი­მა 200 000 დო­ლა­რი და­ა­კის­რა.

"ჩვენ­მა კომ­პა­ნი­ამ არ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა თა­ვი­სი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, იმი­ტომ, რომ ამის აზრს ვერ ვხე­დავ­დით მათი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში, რად­გან სა­ბო­ლო­ოდ წაგ­ვარ­თმევ­დნენ, ჩა­მოგ­ვარ­თმევ­დნენ, გა­და­ი­ფორ­მებ­დნენ, რის გა­მოც ჩვენ დაგ­ვე­წე­რა 200 000 დო­ლა­რი ჯა­რი­მა. მე ვთხოვ­დი, რომ ეს იყო არა­სა­მარ­თლი­ა­ნი. დღე­ვან­დელ მთავ­რო­ბას აქვს ასე­თი პო­ლი­ტი­კა, რომ მათ ყვე­ლას ჩა­მო­ა­წე­რეს ასე­თი ტი­პის ჯა­რი­მე­ბი, ისი­ნი ყვე­ლას უწყო­ბენ ხელს, უმ­სუ­ბუ­ქე­ბენ მდგო­მა­რე­ო­ბას. მათ­ზე არა­ნა­ი­რად არ იმოქ­მე­და ამ მა­გა­ლი­თებ­მა. სა­ნამ მე მათ­თან არ მი­ვაღ­წიე მო­ლა­პა­რა­კე­ბას, რომ 50 000 ლა­რის სა­ფა­სუ­რად ჩა­მო­მა­წერ­დნენ ჯა­რი­მებს, მა­ნამ­დე მათ არ ჩა­მო­მა­წე­რეს. ეს თან­ხა გი­ორ­გი ღო­ნი­აშ­ვილს გა­და­ვე­ცი, იმის სა­ფა­სუ­რად, რომ მე­რი­ას სა­ხელ­შეკ­რუ­ლე­ბო ვალ­დე­ბუ­ლე­ბით და­კის­რე­ბუ­ლი ჯა­რი­მე­ბი ჩა­მო­ე­წე­რა ჩემი კომ­პა­ნი­ის­თვის. ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ­სე­ბობს. ღო­ნი­აშ­ვილ­მა ქრთა­მი გა­დას­ცა გიგი უგუ­ლა­ვას",-გა­ნა­ცხა­და კა­პა­ნა­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

გიორგი კაპანაძე - 2010 წელს ვანო მერაბიშვილის დავალებით დაბა გუდაურში აქტივები 10 მლნ ევროდ შეგვაძენინეს

გიორგი კაპანაძე - 2010 წელს ვანო მერაბიშვილის დავალებით დაბა გუდაურში აქტივები 10 მლნ ევროდ შეგვაძენინეს

ბიზნესმენ გიორგი კაპანაძის განცხადებით, 2010 წელს ვანო მერაბიშვილის დავალებით დაბა გუდაურში აქტივები 10 მლნ ევროდ შეაძენინეს, ერთი წლის შემდეგ კი ერთ დოლარად დააბრუნებინეს სახელმწიფოსთვის. ამის შესახებ ბიზნესმენმა "ტელეიმედის" გადაცემა "პოლიტიკის დროში" განაცხადა. ამასთან, კაპანაძის მტკიცებით, 200 000 დოლარის ჯარიმის ჩამოწერის სანაცვლოდ 50 000 ლარი გიორგი ღონიაშვილის ხელით თბილისის მერს გიგი უგულავას გადაუხადა.

"2010 წელს ვანო მერაბიშვილის დავალებით შეგვაძენინეს აქტივები დაბა გუდაურში, ეს იყო სასტუმრო "მარკო პოლო". ამ ბიზნესის ინტერესი არ გვქონდა. ჩვენი ბიზნესი იყო ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა და არანაირად არ გვჭირდებოდა გუდაურის აქტივები. ეს არ იყო ჩვენი პროფილი, მაგრამ ალტერნატივა გვქონდა კარტოფილის სანახები, საბურავების გაურკვეველი საწარმოები, აქედან გამომდინარე თხილამურებით სრიალი ვიცით კარგად მე და ჩემმა პარტნიორებმა და კარტოფილის სანახებს ვამჯობინეთ სათხილამურო კურორტი. ეს მუდმივად გრძელდებოდა ხან ვანო მერაბიშვილისგან, ხან ზურაბ ადეიშვილისგან, ხან ბენდუქიძისგან, ოქრუაშვილისგან. ბოლოს გამოჩნდა გიგი უგულავა. გუდაურის აქტივები გვაყიდინეს 10 მლნ ევროდ. ზუსტად ერთ წელიწადში ჩვენს პარტნიორს, ილია კოკაიას დაუკავშირდა გიგი უგულავას მოადგილე ვინმე ცხაკაია და განუცხადა, რომ უნდა დაგვებრუნებინა ეს აქტივები ერთ დოლარად, რაზეც ჩემმა პარტნიორმა განუცხადა თანხმობა. ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, სხვა გზა არ გვქონდა. მათი მეშვეობით ციხეშიც კი ვარ ნამყოფი. ჩვენი ინფორმაციით, ეს იყო პირადად დორბლიანი სააკაშვილის დავალებთ. ვერ ვიქნები კორექტული სააკაშვილის მიმართ, რადგან ის დამნაშავეა", - აღნიშნა კაპანაძემ.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც გუდაურის აქტივები დააბრუნებინეს, ყოფილმა ხელისუფლებამ მათ თბილისის ზღვის ტერიტორია 5 მლნ ინვესტიციების ვალდებულებით შესთავაზა. თუმცა მისმა კომპანიამ ეს ვალდებულება არ შეასრულა, რისთვისაც მერიამ ჯარიმა 200 000 დოლარი დააკისრა.

"ჩვენმა კომპანიამ არ განახორციელა თავისი ვალდებულებები, იმიტომ, რომ ამის აზრს ვერ ვხედავდით მათი ხელისუფლების პირობებში, რადგან საბოლოოდ წაგვართმევდნენ, ჩამოგვართმევდნენ, გადაიფორმებდნენ, რის გამოც ჩვენ დაგვეწერა 200 000 დოლარი ჯარიმა. მე ვთხოვდი, რომ ეს იყო არასამართლიანი. დღევანდელ მთავრობას აქვს ასეთი პოლიტიკა, რომ მათ ყველას ჩამოაწერეს ასეთი ტიპის ჯარიმები, ისინი ყველას უწყობენ ხელს, უმსუბუქებენ მდგომარეობას. მათზე არანაირად არ იმოქმედა ამ მაგალითებმა. სანამ მე მათთან არ მივაღწიე მოლაპარაკებას, რომ 50 000 ლარის საფასურად ჩამომაწერდნენ ჯარიმებს, მანამდე მათ არ ჩამომაწერეს. ეს თანხა გიორგი ღონიაშვილს გადავეცი, იმის საფასურად, რომ მერიას სახელშეკრულებო ვალდებულებით დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერა ჩემი კომპანიისთვის. ყველა მტკიცებულება არსებობს. ღონიაშვილმა ქრთამი გადასცა გიგი უგულავას",-განაცხადა კაპანაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა