პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაზე სკანდალური ქართველი პოლიტიკოსები
ყველაზე სკანდალური ქართველი პოლიტიკოსები

ისი­ნიც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოკ­ვდა­ვე­ბი არი­ან და სხვა­დას­ხვა სი­სუს­ტე­ებ­ზე უარს ვერ ამ­ბო­ბენ. თმე­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ, მაგ­რამ ხში­რად პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა­ზე ურტყა­მენ ერ­თმა­ნეთს და აგი­ნე­ბენ; მა­თაც უყ­ვართ გარ­თო­ბა, და­ლე­ვა და ლა­მა­ზი გო­გო­ნე­ბი. Ambebi.ge ყვე­ლა­ზე სკან­და­ლუ­რი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს გთა­ვა­ზობთ.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი ყვე­ლა­ზე სკან­და­ლუ­რი ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სია. ყვე­ლა­ზე ხში­რად სკან­და­ლებ­ში ქა­ლე­ბის და ხმა­უ­რი­ა­ნი გარ­თო­ბე­ბის გამო ეხ­ვე­ო­და. ერთ-ერთი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი სკან­და­ლი ექს-პრე­ზი­დენ­ტის მა­სა­ჟისტს, დოქ­ტორ დო­ტის უკავ­შირ­დე­ბა. მისი მომ­სა­ხუ­რე­ბით ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი სარ­გებ­ლო­ბენ, სა­ა­კაშ­ვილ­მა მა­სა­ჟის­ტი მას მერე მო­იწ­ვია სა­ქარ­თვე­ლო­ში, რაც ბერ­ლინ­ში ისარ­გებ­ლა მისი მომ­სა­ხუ­რე­ბით. თბი­ლის­ში ჩა­სულ სტუ­მარს კი მარ­თლაც მე­ფუ­რად გა­უ­მას­პინ­ძლდა, სა­უ­კე­თე­სო რეს­ტორ­ნებ­ში, სა­უ­კე­თე­სო სუფ­რე­ბით, კერ­ძო თვითმფრი­ნა­ვით და სხვა ვიპ-სერ­ვი­სით.

შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი დოქ­ტორ დოტ­მა ინ­ტერ­ნეტ მომ­ხმა­რებ­ლებს გა­უ­ზი­ა­რა. რო­გორც დოქ­ტორ დო­ტის ჩა­ნა­წე­რე­ბი­დან ირ­კვე­ვა, ისი­ნი 2008 წელს, აგ­ვის­ტოს ომამ­დე შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს. სა­ა­კაშ­ვილს თა­ვი­დან 30 წუ­თი­ა­ნი მა­სა­ჟის გა­კე­თე­ბა უნ­დო­და, მაგ­რამ ისე მო­ე­წო­ნა მომ­სა­ხუ­რე­ბა, 90 წუთი იწვა მა­გი­და­ზე. იხუმ­რა გერ­მა­ნე­ლე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლო­ბა­ზე, ისა­უბ­რა როკ­ზე, ამე­რი­კე­ლებ­ზე და რუ­სეთ­ზე. კერ­ძოდ, მა­სა­ჟის­ტის რეპ­ლი­კა­ზე, რო­გო­რი და­ძა­ბუ­ლი კი­სე­რი გაქვთ, მან შემ­დე­გი პა­სუ­ხი გას­ცა: "თუ სე­რი­ო­ზუ­ლად გინ­დათ გი­თხრათ, მას­ზე რუ­სე­თი ზის!". სა­ა­კაშ­ვილ­მა მა­სა­ჟის­ტი სა­ქარ­თვე­ლო­შიც და­პა­ტი­ჟა. რო­გორც ჩა­ნა­წე­რე­ბი­დან ირ­კვე­ვა, მა­შინ, როცა ქვე­ყა­ნა­ში ომი იყო გა­ჩა­ღე­ბუ­ლი, ექს-პრე­ზი­დენ­ტმა მა­სა­ჟისტს 9 აგ­ვის­ტოს და­უ­რე­კა და უთხრა: სა­ქარ­თვე­ლოს რუ­სეთ­თან აქვს ომი. ძა­ლი­ან მინ­და მა­სა­ჟი, მაგ­რამ ახლა ცუდ დღე­ში ვარო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, დოქ­ტო­რი დოტი სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­მუ­შა­ოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­იწ­ვია, დაც­ვაც და­უ­ნიშ­ნა. "სა­ნამ მის­ტერ პრე­ზი­დენტს გა­ვიც­ნობ­დი, ვფიქ­რობ­დი, რომ "რო­ლინგ სტო­უნ­ზი" იყო ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პერ­სო­ნა. ძა­ლი­ან მომ­წონ­და დაც­ვას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. ჩემ გვერ­დით ყო­ველ­თვის იყო ერთი-ორი კარ­გი აღ­ნა­გო­ბის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი, რომ­ლე­ბიც კარს მი­ღებ­დნენ და ჩემ მა­გივ­რად იხ­დიდ­ნენ ფულს", - იხ­სე­ნებს მა­სა­ჟის­ტი 2009 წლის ჩა­ნა­წე­რებ­ში.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლი - მსოფ­ლიო დო­ნის სუ­პერ­ვარ­სკვლა­ვი

თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი

იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი ხში­რად ეხ­ვე­ვა სკან­დალ­ში. ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი სკან­და­ლი, რო­მე­ლიც მის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა, კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის, გი­ორ­გი ჯო­ხა­ძის ძმას­თან, სოსო ჯო­ხა­ძეს­თან გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­სუ­რა­თია. 

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, წუ­ლუ­კი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ის კრი­მი­ნა­ლებ­თან არ მე­გობ­რობს და ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ფო­ტო­ზე შემ­დე­გი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა: "ეს ფოტო არის ამოჭ­რი­ლი დიდი ფო­ტო­დან, სა­დაც ჩვე­ნი მო­ნა­ზო­ნის სუ­ლი­ე­რი შვი­ლე­ბი ვი­ყა­ვით ჩაის და­სა­ლე­ვად შეკ­რე­ბი­ლი. მე დღე­საც "ვი­ძი­ებ", თუ სა­ი­დან მოხ­ვდა ეს დაჭ­რი­ლი ფოტო იქ, სა­დაც მოხ­ვდა, და ამა­ზე ცალ­კე გა­და­ცე­მა იქ­ნე­ბა, ალ­ბათ, სა­ჭი­რო", - გა­ნა­ცხა­და თეა წუ­ლუ­კი­ან­მა.

სა­ა­კაშ­ვი­ლის, ბა­რა­მი­ძის და ვა­შა­ძის მე­ძავ-ფარ­თი ლი­სა­ბონ­ში

ალ­ბათ, ყვე­ლას ახ­სოვს ქარ­თუ­ლი დე­ლე­გა­ცი­ის ხმა­უ­რი­ა­ნი ვი­ზი­ტი ლი­სა­ბონ­ში 2010 წელს. ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა "მორ­ნინგ სტა­რის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნა­ტოს სა­მი­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის ლი­სა­ბონ­ში ჩა­სულ­მა ქარ­თველ­მა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­მა სას­ტუმ­რო­ში 80 მსუ­ბუ­ქი ყო­ფაქ­ცე­ვის ქალი გა­მო­ი­ძა­ხეს. პორ­ტუ­გა­ლი­უ­რი ტაბ­ლო­ი­დე­ბის ცნო­ბით, ქარ­თუ­ლი დე­ლე­გა­ცი­ის პა­რას­კე­ვის "ფარ­თი" ცო­ცხა­ლი და საკ­მა­ოდ ხმა­უ­რი­ა­ნი იყო. მას სას­ტუმ­რო­ში მყო­ფი სომ­ხუ­რი დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რე­ბიც შე­უ­ერ­თდნენ, მაგ­რამ "ფარ­თის" მო­ნა­წი­ლე­ებს პრობ­ლე­მე­ბი საფ­რან­გე­თის დე­ლე­გა­ცი­ამ, მათ შო­რის პრე­ზი­დენ­ტმა ნი­კო­ლა სარ­კო­ზიმ შე­უქ­ნა. ხმა­უ­რით შე­წუ­ხე­ბულ­მა ნი­კო­ლა სარ­კო­ზიმ დაც­ვის სამ­სა­ხურს წვე­უ­ლე­ბის სას­წრა­ფოდ შე­წყვე­ტა მოს­თხო­ვა. "ფარ­თის" დროს ერთ-ერთი ქალ­ბა­ტო­ნი და­შავ­და, რის გა­მოც პო­ლი­ცი­ის გა­მო­ძა­ხე­ბა გახ­და სა­ჭი­რო. ად­გილ­ზე მი­სულ­მა პო­ლი­ცი­ამ კი, ერთ-ერ­თში მსუ­ბუ­ქი ყო­ფაქ­ცე­ვის ქალი იცნო. შემ­თხვე­ვა სას­ტუმ­რო­ში­ვე ამო­ი­წუ­რა, თუმ­ცა პო­ლი­ცი­ამ ინ­ცი­დენ­ტის სტა­ტუ­სით ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ა­რე­გის­ტრი­რა. ქარ­თვე­ლე­ბი სას­ტუმ­რო "ტი­ა­რა­ში" იყ­ვნენ და­ბი­ნა­ვე­ბუ­ლი, აღ­ნიშ­ნუ­ლი სას­ტუმ­რო მა­ღა­ლი რან­გის ჩი­ნოს­ნებს ემ­სა­ხუ­რე­ბა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რე­ბი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძე, გეგა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი და გრი­გოლ ვა­შა­ძე იყ­ვნენ.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: ქარ­თულ­მა დე­ლე­გა­ცი­ამ ლი­სა­ბონ­ში მსუ­ბუ­ქი ყო­ფაქ­ცე­ვის 80 ქალი და­ი­ქი­რა­ვა | 4 გო­გო­ნა, 9 წი­თე­ლი ვარ­დი და სპა-სა­ლო­ნე­ბი მა­სა­ჟე­ბის­თვის - ბა­რა­მი­ძეს ევ­რო­ბა­ი­რა­მო­ბის ხარ­ჯებს უქ­ვეყ­ნე­ბენ

ავ­თან­დილ ბე­რი­ძე

აჭა­რის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე ავ­თან­დილ ბე­რი­ძე რამ­დენ­ჯერ­მე გახ­და სკან­და­ლე­ბის გმი­რი. მან სა­კუ­თარ თავს VIP პერ­სო­ნის სტა­ტუ­სი მი­ა­ნი­ჭა და ამით ახ­სნა, თუ რა­ტომ გა­და­ად­გილ­დე­ბა ბა­თუ­მის ბულ­ვარ­ში ავ­ტო­მო­ბი­ლით. შემ­დეგ კი ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცელ­და ფოტო, სა­დაც მას ქოლ­გის დამ­ჭე­რი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი ემ­სა­ხუ­რე­ბა. "თუ ხე­ლე­ბი და­კა­ვე­ბუ­ლი მექ­ნე­ბა, რა თქმა უნდა, მე ვერ და­ვი­ჭერ. იცით, ვერ ვხვდე­ბი, რაა ამა­ში გა­საკ­ვი­რი, რომ თქვენ­ზე ასა­კით უმ­ცროს­მა და­ი­კა­ვოს ქოლ­გა?", - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს ავ­თან­დილ ბე­რი­ძემ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ არ­ცერთ ფო­ტო­ზე, სა­დაც ავ­თან­დილ ბე­რი­ძეს ქოლ­გის დამ­ჭე­რი ემ­სა­ხუ­რე­ბა, მას ხე­ლე­ბი და­კა­ვე­ბუ­ლი არ აქვს.

ხმა­უ­რი­ა­ნი შე­ფა­სე­ბე­ბი მოჰ­ყვა აჭა­რის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის მე­ო­რე ფო­ტო­საც, სა­დაც ის შიშ­ვე­ლი ზის სა­ვარ­ძელ­ში და მხარ­ზე თეთ­რი ბა­ჭია ჰყავს. ავ­თან­დილ ბე­რი­ძის და­წი­ნა­უ­რე­ბამ მისი მე­ზობ­ლე­ბიც შე­ა­წუ­ხა, ლერ­მონ­ტო­ვის #1-ში მო­სახ­ლე­ო­ბა სა­ნაგ­ვე ბუნ­კერს ავ­თან­დილ ბე­რი­ძის ოჯა­ხის მი­ზე­ზით ვერ აუქ­მებ­და. მათი გან­ცხა­დე­ბით, ავ­თან­დილ ბე­რი­ძის მე­უღ­ლე, რო­გორც მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნის ოჯა­ხის წევ­რი ეზო­ში ნაგ­ვის ჩა­ტა­ნას არ კად­რუ­ლობ­და, რის გა­მოც სა­დარ­ბა­ზო ვირ­თხე­ბით და პა­რა­ზი­ტე­ბით გა­ივ­სო. სკან­და­ლუ­რი იყო ასე­ვე ავ­თან­დილ ბე­რი­ძის მო­რი­გი ფოტო, სა­დაც ის ბუ­რან­ზე ზის. აჟი­ო­ტა­ჟი ავ­თან­დილ ბე­რი­ძის გარ­შე­მო მხო­ლოდ მა­შინ შე­წყდა, როცა მისი საქ­მი­ა­ნო­ბით კახა კა­ლა­ძე და­ინ­ტე­რეს­და.

მურ­მან დუმ­ბა­ძე

მურ­მან დუმ­ბა­ძე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, წყევ­ლით მო­ვი­და. წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ, ხელ­ვა­ჩა­ურ­ში მი­სულ ამომ­რჩევ­ლებ­თან მან შემ­დე­გი სა­ხის გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა: 5-იანს როცა წა­ი­კი­თხავ, გა­გა­კან­კა­ლოს, გა­გა­კან­კა­ლოს უნდა, 5-ის დროს სა­მე­დი­ცი­ნო დას­კვნაა გა­კე­თე­ბუ­ლი. პირ­და­პირ წე­რია სა­მე­დი­ცი­ნო დას­კვნა­ში, 5-ს მო­ხა­ზავ მარ­ჯვე­ნა ხე­ლით, კიბო გა­გიჩ­ნდე­ბა, თუ მარ­ცხე­ნა ხე­ლით მო­ხა­ზავ, ინ­ფექ­ცია შე­გეყ­რე­ბაო.

ნიკა მე­ლია

ნიკა მე­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი "ლა ტრუ­ფე­ში" მომ­ხდა­რი სკან­და­ლის შემ­დეგ გახ­და. პრეს­ტი­ჟულ რეს­ტო­რან­ში ის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და, როცა ჩხუ­ბი მო­უ­ვი­და მან­ჩო გი­ორ­გო­ბი­ან­თან, ხა­თუ­ნა დარ­ბა­ი­სელ­თან, მა­მუ­კა ბა­კუ­რი­ას­თან და ბექა მა­ზი­აშ­ვილ­თან. რო­გორც მან­ჩო გი­ორ­გო­ბი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, ჩხუბ­ში მე­ლია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ტი­უ­რო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. მან­ჩო გი­ორ­გო­ბი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, ჩხუ­ბი ნიკა მე­ლი­ამ და­ი­წყო. ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი კი აცხა­დებ­დნენ, რომ როცა ისი­ნი რეს­ტო­რან­ში შე­ვიდ­ნენ, ბა­კუ­რია და გი­ორ­გო­ბი­ა­ნი ხმა­მაღ­ლა იძახ­დნენ: "მკვლე­ლე­ბი აქ არ უნდა შე­მო­დი­ოდ­ნენ, და­ახ­ვი­ეთ აქე­დან, ვაკე ჩვე­ნია, ვა­კე­ში ბო­ზე­ბის ქე­ი­ფის დრო დამ­თავ­რდაო". და­პი­რის­პი­რე­ბა გი­ორ­გო­ბი­ანს და მე­ლი­ას შო­რის მას შემ­დეგ გრძელ­დე­ბა... მო­რი­გი კონ­ფლიქ­ტი მათ შო­რის 9 აპ­რი­ლის მე­მო­რი­ალ­თან მოხ­და. "ლა ტრუ­ფე­ში" მომ­ხდარ ინ­ცი­დენტზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე ხუ­ლიგ­ნო­ბის ფაქ­ტზე სსსკ-ის 239-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტის სა­ფუძ­ველ­ზე ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს სამ­მარ­თვე­ლოს 1-ელ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში აღიძ­რა. რამ­დე­ნი­მე დღის წინ მან­ჩო გი­ორ­გო­ბი­ან­მა და მა­მუ­კა ბა­კუ­რი­ამ პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თეს და გი­ორ­გო­ბი­ა­ნი მე­ლი­ას გაქ­რო­ბით და­ე­მუქ­რა.

ვერა ქო­ბა­ლია

2010 წელს, ეკო­ნო­მი­კის მა­შინ­დე­ლი მი­ნის­ტრი ვერა ქო­ბა­ლია სკან­დალ­ში გა­ეხ­ვია. კა­ნა­დუ­რი პრე­სის ცნო­ბით, მან სა­კუ­თა­რი ბი­ოგ­რა­ფია გა­ა­ყალ­ბა. მი­ნის­ტრის შე­სა­ხებ სტა­ტია კა­ნა­დელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა კა­ტია ჰო­ლუ­ვე­იმ მო­ამ­ზა­და. ჟურ­ნა­ლის­ტი ქარ­თვე­ლი მი­ნის­ტრის შე­სა­ხებ თხრო­ბას იმ ფო­ტოს გან­ხილ­ვით იწყებს, სა­დაც ახალ­გაზ­რდა ვერა ქო­ბა­ლია მე­გობ­რებ­თან ერ­თად ერთ-ერთ ღა­მის კლუბ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი. ჟურ­ნა­ლის­ტი ვერა ქო­ბა­ლი­ას ბი­ოგ­რა­ფი­ით ინ­ტე­რეს­დე­ბა და წყა­როდ ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ცნო­ბებს იყე­ნებს.

"ოფი­ცი­ა­ლურ ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ქო­ბა­ლი­ამ მეფე ჯორ­ჯის სკო­ლა (1999წ.) და BCIT (2004წ.) და­ამ­თავ­რა. იქ ასე­ვე ნათ­ქვა­მია, რომ ქობ­ლია ვან­კუ­ვე­რის ტე­ლე­კომ­პა­ნია Global TV-ის პრო­დი­უ­სე­რად მუ­შა­ობ­და. თუმ­ცა, "Global TV"-ს ნი­უს­რუმ­ში მისი სა­ხე­ლი არას­დროს სმე­ნი­ათ. პეტ­რა მეჰნერ­მა, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მარ­თვის დე­პარ­ტა­მენ­ტი­დან, კი გა­ნა­ცხა­და, რომ ვერა ქო­ბა­ლი­ას შე­სა­ხებ მათ დე­პარ­ტა­მენ­ტში ჩა­ნა­წე­რი არ არ­სე­ბობს", - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში. აქვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ BCIT- მა კა­ნა­დურ გა­ზეთს არც და­უ­დას­ტუ­რა და არც უარ­ყო ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, იყო თუ არა ვერა ქო­ბა­ლია მათი სტუ­დენ­ტი.

გაგ­რძე­ლე­ბა იქ­ნე­ბა...

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს

ყველაზე სკანდალური ქართველი პოლიტიკოსები

ყველაზე სკანდალური ქართველი პოლიტიკოსები

ისინიც ჩვეულებრივი მოკვდავები არიან და სხვადასხვა სისუსტეებზე უარს ვერ ამბობენ. თმენის ვალდებულება აქვთ, მაგრამ ხშირად პარლამენტის სხდომაზე ურტყამენ ერთმანეთს და აგინებენ; მათაც უყვართ გართობა, დალევა და ლამაზი გოგონები. Ambebi.ge ყველაზე სკანდალური პოლიტიკოსების ჩამონათვალს გთავაზობთ.

მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ყველაზე სკანდალური ქართველი პოლიტიკოსია. ყველაზე ხშირად სკანდალებში ქალების და ხმაურიანი გართობების გამო ეხვეოდა. ერთ-ერთი გახმაურებული სკანდალი ექს-პრეზიდენტის მასაჟისტს, დოქტორ დოტის უკავშირდება. მისი მომსახურებით ცნობილი ადამიანები სარგებლობენ, სააკაშვილმა მასაჟისტი მას მერე მოიწვია საქართველოში, რაც ბერლინში ისარგებლა მისი მომსახურებით. თბილისში ჩასულ სტუმარს კი მართლაც მეფურად გაუმასპინძლდა, საუკეთესო რესტორნებში, საუკეთესო სუფრებით, კერძო თვითმფრინავით და სხვა ვიპ-სერვისით.

შთაბეჭდილებები დოქტორ დოტმა ინტერნეტ მომხმარებლებს გაუზიარა. როგორც დოქტორ დოტის ჩანაწერებიდან ირკვევა, ისინი 2008 წელს, აგვისტოს ომამდე შეხვდნენ ერთმანეთს. სააკაშვილს თავიდან 30 წუთიანი მასაჟის გაკეთება უნდოდა, მაგრამ ისე მოეწონა მომსახურება, 90 წუთი იწვა მაგიდაზე. იხუმრა გერმანელების სერიოზულობაზე, ისაუბრა როკზე, ამერიკელებზე და რუსეთზე. კერძოდ, მასაჟისტის რეპლიკაზე, როგორი დაძაბული კისერი გაქვთ, მან შემდეგი პასუხი გასცა: ''თუ სერიოზულად გინდათ გითხრათ, მასზე რუსეთი ზის!''. სააკაშვილმა მასაჟისტი საქართველოშიც დაპატიჟა. როგორც ჩანაწერებიდან ირკვევა, მაშინ, როცა ქვეყანაში ომი იყო გაჩაღებული, ექს-პრეზიდენტმა მასაჟისტს 9 აგვისტოს დაურეკა და უთხრა: საქართველოს რუსეთთან აქვს ომი. ძალიან მინდა მასაჟი, მაგრამ ახლა ცუდ დღეში ვარო. მოგვიანებით, დოქტორი დოტი სააკაშვილმა სამუშაოდ საქართველოში მოიწვია, დაცვაც დაუნიშნა. "სანამ მისტერ პრეზიდენტს გავიცნობდი, ვფიქრობდი, რომ ''როლინგ სტოუნზი'' იყო ძალიან მნიშვნელოვანი პერსონა. ძალიან მომწონდა დაცვასთან ურთიერთობა. ჩემ გვერდით ყოველთვის იყო ერთი-ორი კარგი აღნაგობის შეიარაღებული მამაკაცი, რომლებიც კარს მიღებდნენ და ჩემ მაგივრად იხდიდნენ ფულს'', - იხსენებს მასაჟისტი 2009 წლის ჩანაწერებში.

ასევე დაგაინტერესებთ: მიშა სააკაშვილი - მსოფლიო დონის სუპერვარსკვლავი

თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხშირად ეხვევა სკანდალში. ყველაზე გახმაურებული სკანდალი, რომელიც მის სახელს უკავშირდება, კრიმინალური ავტორიტეტის, გიორგი ჯოხაძის ძმასთან, სოსო ჯოხაძესთან გადაღებული ფოტოსურათია. 

მოგვიანებით, წულუკიანმა აღნიშნა, რომ ის კრიმინალებთან არ მეგობრობს და ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოზე შემდეგი კომენტარი გააკეთა: "ეს ფოტო არის ამოჭრილი დიდი ფოტოდან, სადაც ჩვენი მონაზონის სულიერი შვილები ვიყავით ჩაის დასალევად შეკრებილი. მე დღესაც "ვიძიებ", თუ საიდან მოხვდა ეს დაჭრილი ფოტო იქ, სადაც მოხვდა, და ამაზე ცალკე გადაცემა იქნება, ალბათ, საჭირო", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

სააკაშვილის, ბარამიძის და ვაშაძის მეძავ-ფართი ლისაბონში

ალბათ, ყველას ახსოვს ქართული დელეგაციის ხმაურიანი ვიზიტი ლისაბონში 2010 წელს. ბრიტანული გამოცემა "მორნინგ სტარის" ინფორმაციით, ნატოს სამიტში მონაწილეობისთვის ლისაბონში ჩასულმა ქართველმა მაღალჩინოსნებმა სასტუმროში 80 მსუბუქი ყოფაქცევის ქალი გამოიძახეს. პორტუგალიური ტაბლოიდების ცნობით, ქართული დელეგაციის პარასკევის "ფართი" ცოცხალი და საკმაოდ ხმაურიანი იყო. მას სასტუმროში მყოფი სომხური დელეგაციის წევრებიც შეუერთდნენ, მაგრამ "ფართის" მონაწილეებს პრობლემები საფრანგეთის დელეგაციამ, მათ შორის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ შეუქნა. ხმაურით შეწუხებულმა ნიკოლა სარკოზიმ დაცვის სამსახურს წვეულების სასწრაფოდ შეწყვეტა მოსთხოვა. "ფართის" დროს ერთ-ერთი ქალბატონი დაშავდა, რის გამოც პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. ადგილზე მისულმა პოლიციამ კი, ერთ-ერთში მსუბუქი ყოფაქცევის ქალი იცნო. შემთხვევა სასტუმროშივე ამოიწურა, თუმცა პოლიციამ ინციდენტის სტატუსით ოფიციალურად დაარეგისტრირა. ქართველები სასტუმრო "ტიარაში" იყვნენ დაბინავებული, აღნიშნული სასტუმრო მაღალი რანგის ჩინოსნებს ემსახურება. ოფიციალური დელეგაციის წევრები მიხეილ სააკაშვილი, გიორგი ბარამიძე, გეგა მგალობლიშვილი და გრიგოლ ვაშაძე იყვნენ.

ასევე დაგაინტერესებთ: ქართულმა დელეგაციამ ლისაბონში მსუბუქი ყოფაქცევის 80 ქალი დაიქირავა | 4 გოგონა, 9 წითელი ვარდი და სპა-სალონები მასაჟებისთვის - ბარამიძეს ევრობაირამობის ხარჯებს უქვეყნებენ

ავთანდილ ბერიძე

აჭარის საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე რამდენჯერმე გახდა სკანდალების გმირი. მან საკუთარ თავს VIP პერსონის სტატუსი მიანიჭა და ამით ახსნა, თუ რატომ გადაადგილდება ბათუმის ბულვარში ავტომობილით. შემდეგ კი ინტერნეტში გავრცელდა ფოტო, სადაც მას ქოლგის დამჭერი ახალგაზრდა მამაკაცი ემსახურება. "თუ ხელები დაკავებული მექნება, რა თქმა უნდა, მე ვერ დავიჭერ. იცით, ვერ ვხვდები, რაა ამაში გასაკვირი, რომ თქვენზე ასაკით უმცროსმა დაიკავოს ქოლგა?", - განუცხადა ჟურნალისტებს ავთანდილ ბერიძემ. აღსანიშნავია, რომ არცერთ ფოტოზე, სადაც ავთანდილ ბერიძეს ქოლგის დამჭერი ემსახურება, მას ხელები დაკავებული არ აქვს.

ხმაურიანი შეფასებები მოჰყვა აჭარის საბჭოს თავმჯდომარის მეორე ფოტოსაც, სადაც ის შიშველი ზის სავარძელში და მხარზე თეთრი ბაჭია ჰყავს. ავთანდილ ბერიძის დაწინაურებამ მისი მეზობლებიც შეაწუხა, ლერმონტოვის #1-ში მოსახლეობა სანაგვე ბუნკერს ავთანდილ ბერიძის ოჯახის მიზეზით ვერ აუქმებდა. მათი განცხადებით, ავთანდილ ბერიძის მეუღლე, როგორც მაღალჩინოსანის ოჯახის წევრი ეზოში ნაგვის ჩატანას არ კადრულობდა, რის გამოც სადარბაზო ვირთხებით და პარაზიტებით გაივსო. სკანდალური იყო ასევე ავთანდილ ბერიძის მორიგი ფოტო, სადაც ის ბურანზე ზის. აჟიოტაჟი ავთანდილ ბერიძის გარშემო მხოლოდ მაშინ შეწყდა, როცა მისი საქმიანობით კახა კალაძე დაინტერესდა.

მურმან დუმბაძე

მურმან დუმბაძე ხელისუფლებაში შეიძლება ითქვას, წყევლით მოვიდა. წინასაარჩევნოდ, ხელვაჩაურში მისულ ამომრჩევლებთან მან შემდეგი სახის განცხადება გააკეთა: 5-იანს როცა წაიკითხავ, გაგაკანკალოს, გაგაკანკალოს უნდა, 5-ის დროს სამედიცინო დასკვნაა გაკეთებული. პირდაპირ წერია სამედიცინო დასკვნაში, 5-ს მოხაზავ მარჯვენა ხელით, კიბო გაგიჩნდება, თუ მარცხენა ხელით მოხაზავ, ინფექცია შეგეყრებაო.  

ნიკა მელია

ნიკა მელია საზოგადოებისთვის ცნობილი "ლა ტრუფეში" მომხდარი სკანდალის შემდეგ გახდა. პრესტიჟულ რესტორანში ის "ნაციონალური მოძრაობის" მაღალჩინოსნებთან ერთად იმყოფებოდა, როცა ჩხუბი მოუვიდა მანჩო გიორგობიანთან, ხათუნა დარბაისელთან, მამუკა ბაკურიასთან და ბექა მაზიაშვილთან. როგორც მანჩო გიორგობიანმა განაცხადა, ჩხუბში მელია განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა. მანჩო გიორგობიანის განცხადებით, ჩხუბი ნიკა მელიამ დაიწყო. ნაციონალები კი აცხადებდნენ, რომ როცა ისინი რესტორანში შევიდნენ, ბაკურია და გიორგობიანი ხმამაღლა იძახდნენ: "მკვლელები აქ არ უნდა შემოდიოდნენ, დაახვიეთ აქედან, ვაკე ჩვენია, ვაკეში ბოზების ქეიფის დრო დამთავრდაო". დაპირისპირება გიორგობიანს და მელიას შორის მას შემდეგ გრძელდება... მორიგი კონფლიქტი მათ შორის 9 აპრილის მემორიალთან მოხდა. "ლა ტრუფეში" მომხდარ ინციდენტზე სისხლის სამართლის საქმე ხულიგნობის ფაქტზე სსსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტის საფუძველზე ვაკე-საბურთალოს სამმართველოს 1-ელ განყოფილებაში აღიძრა. რამდენიმე დღის წინ მანჩო გიორგობიანმა და მამუკა ბაკურიამ პრესკონფერენცია გამართეს და გიორგობიანი მელიას გაქრობით დაემუქრა.

ვერა ქობალია

2010 წელს, ეკონომიკის მაშინდელი მინისტრი ვერა ქობალია სკანდალში გაეხვია. კანადური პრესის ცნობით, მან საკუთარი ბიოგრაფია გააყალბა. მინისტრის შესახებ სტატია კანადელმა ჟურნალისტმა კატია ჰოლუვეიმ მოამზადა. ჟურნალისტი ქართველი მინისტრის შესახებ თხრობას იმ ფოტოს განხილვით იწყებს, სადაც ახალგაზრდა ვერა ქობალია მეგობრებთან ერთად ერთ-ერთ ღამის კლუბშია გადაღებული. ჟურნალისტი ვერა ქობალიას ბიოგრაფიით ინტერესდება და წყაროდ ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ცნობებს იყენებს.

"ოფიციალურ ბიოგრაფიაში ნათქვამია, რომ ქობალიამ მეფე ჯორჯის სკოლა (1999წ.) და BCIT (2004წ.) დაამთავრა. იქ ასევე ნათქვამია, რომ ქობლია ვანკუვერის ტელეკომპანია Global TV-ის პროდიუსერად მუშაობდა. თუმცა, "Global TV"-ს ნიუსრუმში მისი სახელი არასდროს სმენიათ. პეტრა მეჰნერმა, ტელეკომპანიის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტიდან, კი განაცხადა, რომ ვერა ქობალიას შესახებ მათ დეპარტამენტში ჩანაწერი არ არსებობს", - ნათქვამია სტატიაში. აქვე აღნიშნულია, რომ BCIT- მა კანადურ გაზეთს არც დაუდასტურა და არც უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, იყო თუ არა ვერა ქობალია მათი სტუდენტი.

გაგრძელება იქნება...

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა