პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ ემხრობა ხელისუფლებაში მარიხუანის მოხმარებისთვის სასჯელის შემსუბუქებას
ვინ ემხრობა ხელისუფლებაში მარიხუანის მოხმარებისთვის სასჯელის შემსუბუქებას

მა­რი­ხუ­ა­ნას მო­წე­ვის­თვის რომ 7-8 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თაა, ეს მი­უ­ღე­ბე­ლია, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრმა, ვიცე-პრე­მი­ერ­მა კახა კა­ლა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და­ინ­ტე­რეს­დნენ თუ რა პო­ზი­ცია აქვს ვიცე-პრე­მი­ერს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთი ჯგუ­ფის მო­თხოვ­ნა­ზე, მა­რი­ხუ­ა­ნას დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცი­ის თა­ო­ბა­ზე.

"მე მაქვს პო­ზი­ცია - ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბა ყვე­ლა ახალ­გაზ­რდის­თვის, ეს არის პრინ­ცი­პუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. თვი­თონ კა­ნონ­მდებ­ლო­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, მა­რი­ხუ­ა­ნას მო­წე­ვის­თვის რომ 7-8 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თაა, ეს მი­უ­ღე­ბე­ლია", - აღ­ნიშ­ნა კახა კა­ლა­ძემ.

დღეს­ვე ამ სა­კი­თხზე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა და­ვით სერ­გე­ენ­კო­მაც. მი­ნის­ტრის თქმით, მა­რი­ხუ­ა­ნას მო­ხამ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად მკაც­რი ზო­მე­ბი აღარ იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი.

მი­სი­ვე თქმით, შე­იც­ვლე­ბა მიდ­გო­მა სა­აფ­თი­ა­ქო ნარ­კო­მა­ნი­ას­თან მი­მარ­თე­ბა­შიც და სა­აფ­თი­ა­ქო ნარ­კო­მა­ნი­ი­სად­მი არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად ლი­ბე­რა­ლუ­რი მიდ­გო­მა აღარ იქ­ნე­ბა. რო­გორც სა­ერ­გე­ენ­კო აღ­ნიშ­ნავს, მთავ­რო­ბა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ნარ­კოს­ტრა­ტე­გი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ახალ დო­კუ­მენტს წარ­მო­ად­გენს.

"ნარ­კო­პო­ლი­ტი­კა ზო­გა­დად მო­ი­აზ­რებს რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბას. ეს მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბია, მა­გა­ლი­თად მა­რი­ხუ­ანსთან და ე.წ. მსუ­ბუქ ნარ­კო­ტი­კებ­თან მი­მარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კა. არის თვი­თონ ნარ­კო­და­მი­კი­დე­ბუ­ლე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა-რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პო­ლი­ტი­კა და სა­აფ­თი­ა­ქო ნარ­კო­მა­ნია. მსუ­ბუქ ნარ­კო­ტი­კებ­თან იყო არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად მკაც­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, სა­აფ­თი­ა­ქო ნარ­კო­მა­ნი­ას­თან კი - აბ­სო­ლი­ტუ­რად აბ­სურ­დამ­დე მი­სუ­ლი ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია. ამო­ცა­ნაა, რომ არა მხო­ლოდ მა­რი­ხუ­ა­ნა­ზე ვი­მუ­შა­ოთ. რა თქმა უნდა, ეს აბ­სურ­დუ­ლი გამ­კაც­რე­ბა არის გა­სას­წო­რე­ბე­ლი, მე­ო­რე მხრივ მთლი­ა­ნად პო­ლი­ტი­კაა წეს­რიგ­ში მო­საყ­ვა­ნი. ჩვენ ვცდი­ლობთ სა­მი­ვე მო­ვაგ­ვა­როთ, მა­რი­ხუ­ა­ნას შემ­თხვე­ვა­ში არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად მკაც­რი ზო­მე­ბი აღარ იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, ხოლო სა­აფ­თი­ა­ქო ნარ­კო­მა­ნი­ას­თან მი­მარ­თე­ბა­ში აბ­სურ­დუ­ლად და არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად ლი­ბე­რა­ლუ­რი მიდ­გო­მაც აღარ იქ­ნე­ბა. იქ­ნე­ბა ჰარ­მო­ნი­ზე­ბუ­ლი, სწო­რი და რა­ღაც ლო­გი­კა­ზე დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მა", - გა­ნა­ცხა­და და­ვით სერ­გე­ენ­კომ და დას­ძი­ნა, რომ მთავ­რო­ბა ნარ­კოს­ტრა­ტე­გი­ის დრაფტს უახ­ლე­სი ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში წარ­მო­ად­გენს.

სას­ჯე­ლის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის მომ­ხრეა სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი თინა ხი­და­შე­ლიც.

"სას­ჯე­ლი სა­ერ­თოდ არ უნდა არ­სე­ბობ­დეს მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბა­ზე. სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლი არ უნდა იყოს. იმ ადა­მი­ა­ნე­ბის კა­ტე­გო­რი­ას ვე­კუთ­ვნი, რომ­ლე­ბიც მი­იჩ­ნე­ვენ, რომ არა­ნი­ა­რი ნარ­კო­ტო­კის მომ­ხმა­რე­ბე­ლი ცი­ხე­ში არ უნდა ჯდე­ბო­დეს, თუმ­ცა ეს არ ეხე­ბათ ე.წ. ბა­რი­გებს. ეს ცალ­კე თემა და სა­კი­თხია ", - გა­ნა­ცხა­და ხი­და­შელ­მა.

ვინ ემხრობა ხელისუფლებაში მარიხუანის მოხმარებისთვის სასჯელის შემსუბუქებას

ვინ ემხრობა ხელისუფლებაში მარიხუანის მოხმარებისთვის სასჯელის შემსუბუქებას

მარიხუანას მოწევისთვის რომ 7-8 წლით თავისუფლების აღკვეთაა, ეს მიუღებელია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განუცხადა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ თუ რა პოზიცია აქვს ვიცე-პრემიერს საზოგადოების ერთი ჯგუფის მოთხოვნაზე, მარიხუანას დეკრიმინალიზაციის თაობაზე.

"მე მაქვს პოზიცია - ჯანსაღი ცხოვრება ყველა ახალგაზრდისთვის, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. თვითონ კანონმდებლობას რაც შეეხება, მარიხუანას მოწევისთვის რომ 7-8 წლით თავისუფლების აღკვეთაა, ეს მიუღებელია", - აღნიშნა კახა კალაძემ.

დღესვე ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომაც. მინისტრის თქმით, მარიხუანას მოხამრების შემთხვევაში არაადეკვატურად მკაცრი ზომები აღარ იქნება მიღებული.

მისივე თქმით, შეიცვლება მიდგომა სააფთიაქო ნარკომანიასთან მიმართებაშიც და სააფთიაქო ნარკომანიისადმი არაადეკვატურად ლიბერალური მიდგომა აღარ იქნება. როგორც საერგეენკო აღნიშნავს, მთავრობა უახლოეს მომავალში ნარკოსტრატეგიასთან დაკავშირებით ახალ დოკუმენტს წარმოადგენს.

"ნარკოპოლიტიკა ზოგადად მოიაზრებს რამდენიმე მიმართულებას. ეს მიმართულებებია, მაგალითად მარიხუანსთან და ე.წ. მსუბუქ ნარკოტიკებთან მიმართული პოლიტიკა. არის თვითონ ნარკოდამიკიდებულების მკურნალობა-რეაბილიტაციის პოლიტიკა და სააფთიაქო ნარკომანია. მსუბუქ ნარკოტიკებთან იყო არაადეკვატურად მკაცრი დამოკიდებულება, სააფთიაქო ნარკომანიასთან კი - აბსოლიტურად აბსურდამდე მისული ლიბერალიზაცია. ამოცანაა, რომ არა მხოლოდ მარიხუანაზე ვიმუშაოთ. რა თქმა უნდა, ეს აბსურდული გამკაცრება არის გასასწორებელი, მეორე მხრივ მთლიანად პოლიტიკაა წესრიგში მოსაყვანი. ჩვენ ვცდილობთ სამივე მოვაგვაროთ, მარიხუანას შემთხვევაში არაადეკვატურად მკაცრი ზომები აღარ იქნება მიღებული, ხოლო სააფთიაქო ნარკომანიასთან მიმართებაში აბსურდულად და არაადეკვატურად ლიბერალური მიდგომაც აღარ იქნება. იქნება ჰარმონიზებული, სწორი და რაღაც ლოგიკაზე დაქვემდებარებული მიდგომა", - განაცხადა დავით სერგეენკომ და დასძინა, რომ მთავრობა ნარკოსტრატეგიის დრაფტს უახლესი ერთი თვის განმავლობაში წარმოადგენს.

სასჯელის შემსუბუქების მომხრეა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელიც.

"სასჯელი საერთოდ არ უნდა არსებობდეს მარიხუანას მოხმარებაზე. სისხლის სამართლის დანაშაული არ უნდა იყოს. იმ ადამიანების კატეგორიას ვეკუთვნი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ არანიარი ნარკოტოკის მომხმარებელი ციხეში არ უნდა ჯდებოდეს, თუმცა ეს არ ეხებათ ე.წ. ბარიგებს. ეს ცალკე თემა და საკითხია ", - განაცხადა ხიდაშელმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა