პოლიტიკა
მეცნიერება

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტობიდან პრეზიდენტის მრჩევლობამდე - "გინდა შალახო იცეკვოს, სააკაშვილის ეპოქა დამთავრდა!"
 პრეზიდენტობიდან პრეზიდენტის მრჩევლობამდე - "გინდა შალახო იცეკვოს, სააკაშვილის ეპოქა დამთავრდა!"

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და ეკო­ნო­მი­კის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი კახა ბენ­დუ­ქი­ძე, შე­საძ­ლოა, უკ­რა­ი­ნის ახ­ლა­დარ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის, პეტ­რე პო­რო­შენ­კოს მრჩევ­ლე­ბი გახ­დნენ. ამის შე­სა­ხებ პარ­ტია "უდა­რის" ლი­დერ­მა და კი­ე­ვის მე­რის არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბულ­მა ვი­ტა­ლი კლი­ჩკომ გა­ნა­ცხა­და.

Ambebi.ge სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და ბენ­დუ­ქი­ძის პო­რე­შენ­კოს მრჩე­ველ­თა გუნ­დის შე­საძ­ლო წევ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ქარ­თუ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბით და­ინ­ტე­რეს­და. შე­უქ­მნის თუ არა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ფაქ­ტო­რი პეტ­რე პო­რო­შენ­კოს პრობ­ლე­მებს რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მო­წეს­რი­გე­ბა­ში და თუ გა­ა­ჩენს იგი­ვე ფაქ­ტო­რი უკ­რა­ი­ნი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში უხერ­ხუ­ლო­ბას. ჩვენ ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილს, მა­მუ­კა ღლონტს, სოსო ცინ­ცა­ძე­სა და თეა თუთ­ბე­რი­ძეს ვე­სა­უბ­რეთ.

ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი, სა­პა­რა­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი:

- ვი­საც ვინ უნდა, იმას აიყ­ვანს მრჩევ­ლად. ვე­რა­ვინ ვე­რას­დროს ვე­რა­ვის ურ­ჩევს, თუ ვინ უნდა ჰყავ­დეს მრჩევ­ლად.

- სა­ა­კაშვლის პეტ­რე პო­რო­შენ­კოს მრჩევ­ლად და­ნიშ­ვნის შემ­თხვე­ვა­ში, გა­ა­ჩენს თუ არა ეს ფაქ­ტო­რი უხერ­ხუ­ლო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და უკ­რა­ი­ნის ახალ მთავ­რო­ბას შო­რის.

- მრჩე­ვე­ლი და ოფი­ცი­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი არის სხვა­დას­ხვა რამ, და ამი­ტომ არ გა­ა­ჩენს უხერ­ხუ­ლო­ბას. მერ­წუ­ნეთ, არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა უკ­რა­ი­ნას­თან ამის გამო არ გვექ­ნე­ბა; დარ­წუ­ნე­ბუ­ლი ბრძან­დე­ბო­დეთ ამა­ში, და სი­მარ­თლეს გი­თხრათ, სა­ა­კაშ­ვი­ლი მრჩევ­ლად არ გა­მო­ად­გე­ბა არა­ვის. სა­ა­კაშ­ვი­ლი რო­გორც პე­და­გო­გად გა­მო­ად­გა ვინ­მეს? ისე გა­მო­ად­გე­ბა მრჩევ­ლა­დაც...

- ვი­ტა­ლი კლი­ჩკომ გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ა­კაშ­ვილ­მა თა­ვად მო­ახ­დი­ნა თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ინი­ცი­რე­ბა... ხომ არ ფიქ­რობთ, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი აპი­რებს თავი და­იმ­კვიდ­როს უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში რა­ი­მე ფორ­მით?

- ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტე­ბი თავს რა­ღაც­ნა­ი­რად იმ­კვიდ­რე­ბენ, მაგ­რამ ისი­ნი არი­ან უმ­ნიშ­ვნე­ლო ფი­გუ­რე­ბი. სა­ა­კაშ­ვი­ლი თუ სა­ქარ­თვე­ლოს­თან არ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, კა­პი­კია მისი ფასი, მაგ­რამ ყვე­ლას აქვს უფ­ლე­ბა, რომ მას, რო­გორც მრჩე­ველს მო­უს­მი­ნოს, და თა­ვი­სი წილი გა­ოგ­ნე­ბი­სა მი­ი­ღოს სხვა­მაც, მარ­ტო ჩვენ არა ვართ გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბი... პრობ­ლე­მა არ არის, მგო­ნი ამას იუ­მო­რით უნდა შევ­ხე­დოთ, პირ­ვე­ლი აპ­რი­ლის ხუმ­რო­ბას უფრო ჰგავს...

- ხომ არ არის ეს ერ­თგვა­რი დი­ვი­დენ­დი სა­ა­კა­ში­ლის­თვის მე­ი­დან­ზე აქ­ტი­უ­რო­ბის­თვის?

- სა­ა­კაშ­ვი­ლის ფასი პო­ლი­ტი­კუ­რი არის და­ბა­ლი, გინ­და მე­ი­დან­ზე იაქ­ტი­უ­როს, გინ­და შა­ლა­ხო იცეკ­ვოს... სა­ა­კაშ­ვი­ლის ეპო­ქა დამ­თავ­რა.

მა­მუ­კა ღლონ­ტი:

- პო­ლი­ტი­კო­სი, სა­ერ­თოდ, ის­ტო­რი­ით უნდა ინ­ტე­რეს­დე­ბო­დეს და თუ პო­რო­შენ­კო და­ინ­ტე­რეს­დე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის ის­ტო­რი­ით, ალ­ბათ, ამ შეც­დო­მას არ და­უშ­ვებს, რად­გან რო­გორც მი­ნი­მუმ, კრა­ხით დამ­თავ­რდა სა­ა­კაშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში...

მე არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ სა­ა­კაშ­ვილს კონ­კრე­ტუ­ლი ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სე­ბი ჰქონ­დეს უკ­რა­ი­ნა­ში, ანუ წარ­სულ­ში რა­ი­მე ჰქონ­დეს და­ბან­დე­ბუ­ლი და ახლა თა­ვის კა­პი­ტალს იცავ­დეს და იმი­ტომ ცდი­ლობს, რომ უკ­რა­ი­ნას­თან ასე­თი კავ­ში­რი ჰქონ­დეს...

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პო­რო­შენ­კოს მრჩევ­ლად და­ნიშ­ვნა ნაკ­ლე­ბად რე­ა­ლუ­რად მი­აჩ­ნია ექ­სპერტ სოსო ცინ­ცა­ძეს. მისი აზ­რით, სა­ა­კაშ­ვი­ლის ფაქ­ტო­რი პო­რო­შენ­კოს­თვის, რომ­ლის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის რე­გუ­ლა­ცი­აა, მხო­ლოდ პრობ­ლე­მად შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს. სა­მა­გი­ე­როდ ცინ­ცა­ძე არ გა­მო­რი­ცხავს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი კი­ე­ვის მე­რის არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ვი­ტა­ლი კლი­ჩკოს უახ­ლო­ეს გა­რე­მოც­ვა­ში ვი­ხი­ლოთ, მათ შო­რის ვიცე-მე­რის სა­ხით.

სოსო ცინ­ცა­ძე:

- არა მგო­ნია პო­რო­შენ­კომ ეს შე­თა­ვა­ზე­ბა მი­ი­ღოს სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან, იმი­ტომ რომ, პო­რო­შენ­კოს ერთ-ერთი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა იქ­ნე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მო­წეს­რი­გე­ბა რუ­სეთ­თან და სა­ა­კაშ­ვი­ლის გვა­რის გა­გო­ნე­ბაც კი კრემლში, რო­გორც წი­თე­ლი ნა­ჭე­რი ხარ­ზე, ისე მოქ­მე­დებს პუ­ტინ­სა და მის გა­რე­მოც­ვა­ზე... და პო­რო­შენ­კო ერ­თა­დერ­თი უკ­რა­ი­ნე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რია, რო­მელ­საც ერ­თნა­ი­რად ხე­ლე­წი­ფე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი აწარ­მო­ოს რო­გორც რუ­სეთ­თან, ასე­ვე ბრი­უ­სელ­თან და ვა­შინგტონ­თან; პო­რო­შენ­კო უკ­რა­ი­ნე­ლი ნინო ბურ­ჯა­ნა­ძეა, რად­გან ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში ბურ­ჯა­ნა­ძეს შე­უძ­ლია აწარ­მო­ოს იგი­ვე სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. ის არის ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე უკ­რა­ი­ნა­ში... სა­ა­კაშ­ვი­ლი, ალ­ბათ, უფრო კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რძნობს თავს კლი­ჩკოს გა­რე­მოც­ვა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას, შე­უქ­მნის თუ არა სა­ა­კაშ­ვი­ლის პო­რო­შენ­კოს მრჩევ­ლად და­ნიშ­ვნა უხერ­ხუ­ლო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბებს ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში, რა თქმა უნდა, შექ­მნის. რაც არ უნდა ჩვენ­მა პო­ლიტ­კო­სებ­მა სი­რაქ­ლე­მის პო­ზი­ცია და­ი­კა­ვონ, რაც მათ­თვის ბოლო პე­რი­ოდ­ში და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი გახ­და, უხერ­ხუ­ლო­ბა შე­იქ­მნე­ბა... სა­ა­კაშ­ვი­ლი თა­ვი­დან­ვე აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო მა­ე­და­ნის ეპო­პე­ა­ში. აქ კი ამ­ბობ­დნენ, რას და­დის, საქ­მე არ აქ­ვსო? მაგ­რამ პო­ლი­ტი­კა­ში მთა­ვა­რი შე­დე­გია. სა­ა­კაშ­ვი­ლი დღეს მი­ი­ღებს იმ დი­ვი­დენ­დს, რო­მე­ლიც მან მა­ე­დან­ზე საქ­მი­ა­ნო­ბით ნამ­დვი­ლად და­იმ­სა­ხუ­რა და

დღე­ვან­დე­ლი ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სა­ჩუ­ქა­რი სუ­ლაც არ იქ­ნე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლი, რო­გორც კლი­ჩკოს მრჩე­ვე­ლი, ან ვიცე-მერი, ვი­ნა­ი­დან ვიცე-მერს ნიშ­ნავს მერი...

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და კახა ბენ­დუ­ქი­ძის პეტ­რე პო­რო­შენ­კოს მრჩევ­ლად და­ნიშ­ვნას პო­ზი­ტი­უ­რად უყუ­რებს თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი თეა თუთ­ბე­რი­ძე. თუთ­ბე­რი­ძე იმე­დოვ­ნებს, რომ უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხი მე­ტად გა­ი­ზი­ა­რებს სა­ქარ­თვე­ლოს ექს-პრე­ზი­დენ­ტი­სა და ექს-მი­ნის­ტრის გა­მოც­დი­ლე­ბას და მე­ტად ეფექ­ტუ­რად გა­მო­ი­ყე­ნებს მათ, რო­გორც რე­ფორ­მა­ტო­რებს.

თეა თუთ­ბე­რი­ძე:

მე იმე­დი მაქვს, რომ და­ეხ­მა­რე­ბა უკ­რა­ი­ნას სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი­სა და ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის რე­ფორ­მა­ტო­რუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­მე­ლიც ჩვენ­თან შემ­დეგ ვე­ღარ გაგ­რძელ­და, იმ ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში შე­იქ­მნა...მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ყვე­ლა რე­ფორ­მა არის მტკივ­ნე­უ­ლი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის არ აღ­მოჩ­ნდა ყვე­ლა რე­ფორ­მა მი­სა­ღე­ბი. მე იმე­დი მაქვს, რომ უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხი შეძ­ლებს მთე­ლი ამ გა­მოც­დი­ლე­ბის გა­და­ტა­ნას და გა­ზი­ა­რე­ბას...

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ:

რა პოს­ტებს და­ი­კა­ვე­ბენ სა­ა­კაშ­ვი­ლი და ბენ­დუ­ქი­ძე უკ­რა­ი­ნის ახალ მთავ­რო­ბა­ში

გი­ორ­გი გი­ორ­გაშ­ვი­ლი, Ambebi.ge

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

პრეზიდენტობიდან პრეზიდენტის მრჩევლობამდე - "გინდა შალახო იცეკვოს, სააკაშვილის ეპოქა დამთავრდა!"

 პრეზიდენტობიდან პრეზიდენტის მრჩევლობამდე - "გინდა შალახო იცეკვოს, სააკაშვილის ეპოქა დამთავრდა!"

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე, შესაძლოა, უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტის, პეტრე პოროშენკოს მრჩევლები გახდნენ. ამის შესახებ პარტია "უდარის" ლიდერმა და კიევის მერის არჩევნებში გამარჯვებულმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.

Ambebi.ge სააკაშვილისა და ბენდუქიძის პორეშენკოს მრჩეველთა გუნდის შესაძლო წევრობასთან დაკავშირებით ქართული რეაქციებით დაინტერესდა. შეუქმნის თუ არა მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი პეტრე პოროშენკოს პრობლემებს რუსეთის ხელისუფლებასთან ურთიერთობების მოწესრიგებაში და თუ გააჩენს იგივე ფაქტორი უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის ურთიერთობებში უხერხულობას. ჩვენ  ლევან ბერძენიშვილს, მამუკა ღლონტს, სოსო ცინცაძესა და თეა თუთბერიძეს ვესაუბრეთ.

ლევან ბერძენიშვილი, საპარალამენტო უმრავლესობის წევრი:

- ვისაც ვინ უნდა, იმას აიყვანს მრჩევლად. ვერავინ ვერასდროს ვერავის ურჩევს, თუ ვინ უნდა ჰყავდეს მრჩევლად.

- სააკაშვლის პეტრე პოროშენკოს მრჩევლად დანიშვნის შემთხვევაში, გააჩენს თუ არა ეს ფაქტორი უხერხულობას საქართველოს ხელისუფლებასა და უკრაინის ახალ მთავრობას შორის.

- მრჩეველი და ოფიციალური ურთიერთობები არის სხვადასხვა რამ, და ამიტომ არ გააჩენს უხერხულობას. მერწუნეთ, არანაირი პრობლემა უკრაინასთან ამის გამო არ გვექნება; დარწუნებული ბრძანდებოდეთ ამაში, და სიმართლეს გითხრათ, სააკაშვილი მრჩევლად არ გამოადგება არავის. სააკაშვილი როგორც პედაგოგად გამოადგა ვინმეს? ისე გამოადგება მრჩევლადაც...

- ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ  სააკაშვილმა თავად მოახდინა თანამშრომლობის ინიცირება... ხომ არ ფიქრობთ, რომ სააკაშვილი აპირებს თავი დაიმკვიდროს უკრაინის ხელისუფლებაში რაიმე ფორმით?

- ყოფილი პრეზიდენტები თავს რაღაცნაირად იმკვიდრებენ, მაგრამ ისინი არიან უმნიშვნელო ფიგურები. სააკაშვილი თუ საქართველოსთან არ არის დაკავშირებული, კაპიკია მისი ფასი, მაგრამ ყველას აქვს უფლება, რომ მას, როგორც მრჩეველს მოუსმინოს, და თავისი წილი გაოგნებისა მიიღოს სხვამაც, მარტო ჩვენ არა ვართ გაოგნებულები... პრობლემა არ არის, მგონი ამას იუმორით უნდა შევხედოთ, პირველი აპრილის ხუმრობას უფრო ჰგავს...

- ხომ არ არის ეს ერთგვარი დივიდენდი სააკაშილისთვის მეიდანზე აქტიურობისთვის?

- სააკაშვილის ფასი პოლიტიკური არის დაბალი, გინდა მეიდანზე იაქტიუროს, გინდა შალახო იცეკვოს... სააკაშვილის ეპოქა დამთავრა.

მამუკა ღლონტი:

- პოლიტიკოსი, საერთოდ, ისტორიით უნდა ინტერესდებოდეს და თუ პოროშენკო დაინტერესდება სააკაშვილის ისტორიით, ალბათ, ამ შეცდომას არ დაუშვებს, რადგან როგორც მინიმუმ, კრახით დამთავრდა სააკაშვილის მმართველობა საქართველოში...

მე არ გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილს კონკრეტული ბიზნესინტერესები ჰქონდეს უკრაინაში, ანუ წარსულში რაიმე ჰქონდეს დაბანდებული და ახლა თავის კაპიტალს იცავდეს და იმიტომ ცდილობს, რომ უკრაინასთან ასეთი კავშირი ჰქონდეს...

მიხეილ სააკაშვილის პოროშენკოს მრჩევლად დანიშვნა ნაკლებად რეალურად მიაჩნია ექსპერტ სოსო ცინცაძეს. მისი აზრით, სააკაშვილის ფაქტორი პოროშენკოსთვის, რომლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა რუსეთთან ურთიერთობების რეგულაციაა, მხოლოდ პრობლემად შეიძლება გახდეს. სამაგიეროდ ცინცაძე არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილი  კიევის მერის არჩევნებში გამარჯვებული ვიტალი კლიჩკოს უახლოეს გარემოცვაში ვიხილოთ, მათ შორის ვიცე-მერის სახით.

სოსო ცინცაძე:

- არა მგონია პოროშენკომ ეს შეთავაზება მიიღოს სააკაშვილისგან, იმიტომ რომ, პოროშენკოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება ურთიერთობების მოწესრიგება რუსეთთან და სააკაშვილის გვარის გაგონებაც კი კრემლში, როგორც წითელი ნაჭერი ხარზე, ისე მოქმედებს პუტინსა და მის გარემოცვაზე... და პოროშენკო ერთადერთი უკრაინელი პოლიტიკური ლიდერია, რომელსაც ერთნაირად ხელეწიფება ურთიერთობები აწარმოოს როგორც რუსეთთან, ასევე ბრიუსელთან და ვაშინგტონთან; პოროშენკო უკრაინელი ნინო ბურჯანაძეა, რადგან ქართულ რეალობაში ბურჯანაძეს შეუძლია აწარმოოს იგივე საგარეო ურთიერთობები. ის არის ნინო ბურჯანაძე უკრაინაში... სააკაშვილი, ალბათ, უფრო კომფორტულად იგრძნობს თავს კლიჩკოს გარემოცვაში.

რაც შეეხება კითხვას, შეუქმნის თუ არა სააკაშვილის პოროშენკოს მრჩევლად დანიშვნა უხერხულობას საქართველოსა და უკრაინის ახალ ხელისუფლებებს ურთიერთობებში, რა თქმა უნდა, შექმნის. რაც არ უნდა ჩვენმა პოლიტკოსებმა სირაქლემის პოზიცია დაიკავონ, რაც მათთვის ბოლო პერიოდში დამახასიათებელი გახდა, უხერხულობა შეიქმნება... სააკაშვილი თავიდანვე აქტიურად ჩაერთო მაედანის ეპოპეაში. აქ კი ამბობდნენ, რას დადის, საქმე არ აქვსო? მაგრამ პოლიტიკაში მთავარი შედეგია. სააკაშვილი დღეს მიიღებს იმ დივიდენდს, რომელიც მან მაედანზე საქმიანობით ნამდვილად დაიმსახურა და

დღევანდელი ჩვენი ხელისუფლებისთვის რასაკვირველია, საჩუქარი სულაც არ იქნება სააკაშვილი, როგორც კლიჩკოს მრჩეველი, ან ვიცე-მერი, ვინაიდან ვიცე-მერს ნიშნავს მერი...

მიხეილ სააკაშვილისა და კახა ბენდუქიძის პეტრე პოროშენკოს მრჩევლად დანიშვნას პოზიტიურად უყურებს თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტის" აღმასრულებელი დირექტორი თეა თუთბერიძე. თუთბერიძე იმედოვნებს, რომ უკრაინელი ხალხი მეტად გაიზიარებს საქართველოს ექს-პრეზიდენტისა და ექს-მინისტრის გამოცდილებას და მეტად ეფექტურად გამოიყენებს მათ, როგორც რეფორმატორებს.

თეა თუთბერიძე:

მე იმედი მაქვს, რომ დაეხმარება უკრაინას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ყოფილი მინისტრის რეფორმატორული გამოცდილება, რომელიც ჩვენთან შემდეგ ვეღარ გაგრძელდა, იმ ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა...მოგეხსენებათ, რომ ყველა რეფორმა არის მტკივნეული და საზოგადოებისთვის არ აღმოჩნდა ყველა რეფორმა მისაღები. მე იმედი მაქვს, რომ უკრაინელი ხალხი შეძლებს მთელი ამ გამოცდილების გადატანას და გაზიარებას...

ასევე დაგაინტერესებთ:

რა პოსტებს დაიკავებენ სააკაშვილი და ბენდუქიძე უკრაინის ახალ მთავრობაში

გიორგი გიორგაშვილი, Ambebi.ge

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა