მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

1

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი ივლისი, სამშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 12:13-ზე, მთვარე ქალწულშია – სიტყვას დღეს განსაკუთრებული ძალა აქვს, ტყუილად ლაპარაკი არ შეიძლება. კარგია ლოცვა, სიმღერა და წმინდა ტექსტების კითხვა. ფილტვები დაუცველია. ადვილია გაცივება. არ არის რეკომენდებული კბილების ამოღება. არ მიირთვათ ქათამი და კვერცხი. მიირთვით ხილი, შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ან მცენარეული ჩაი. რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბომბი, რომელსაც ნაციონალები არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ააფეთქებენ
ბომბი, რომელსაც ნაციონალები არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ააფეთქებენ

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ერ­თმა მე­გო­ბარ­მა მი­თხრა, ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ში სა­ინ­ტე­რე­სო ფუს­ფუ­სი შე­ი­ნიშ­ნე­ბა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი "ბომ­ბის აფეთ­ქე­ბას" აპი­რე­ბე­ნო. მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ვე­რა­ფე­რი გა­ვარ­კვიე, რად­გან ამ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს პირ­ში წყა­ლი ჰქონ­დათ ჩა­გუ­ბე­ბუ­ლი. მე­გო­ნა, "ბომ­ბი" მა­ნამ­დე აფეთ­ქდე­ბო­და, ვიდ­რე ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა ამომ­რჩე­ველ­თან მას­შტა­ბურ შეხ­ვედ­რას გა­მარ­თავ­და, მაგ­რამ არა – ტე­ლე­ვი­ზია ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მას­შტა­ბურ აქ­ცი­ას და­ე­ლო­და და შემ­დეგ გა­ა­სა­ჯა­რო­ვა ის, რაც ყვე­ლამ ვნა­ხეთ. პირ­ველ გან­ცხა­დე­ბა­ში "ბომ­ბი" აშ­კა­რად ვერ და­ვი­ნა­ხე, მაგ­რამ შემ­დეგ გან­ვი­თა­რე­ბულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ "აფეთ­ქე­ბა" არ­ჩევ­ნე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ად­რეა და­გეგ­მი­ლი. მა­ინც, რას უნდა ვე­ლო­დეთ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე?

"ვერ­სი­ის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის წევ­რე­ბი "გაბ­რაზ­დე­ბი­ან" და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებს ის ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი წა­ლე­კავს, რო­მე­ლიც დღე­ვან­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ თა­ვის დრო­ზე "სა­ზე­ი­მოდ გა­ა­ნად­გუ­რა", თუმ­ცა იქვე და­ა­დას­ტუ­რა, რომ ამ ჩა­ნა­წე­რე­ბის ას­ლე­ბი არ­სე­ბობს, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­დან, სა­ვა­რა­უ­დოდ, დათა ახა­ლა­ი­ამ გა­ი­ტა­ნა.

ახა­ლა­ია ახლა სა­ბერ­ძნე­თის ცი­ხე­შია და მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სტრა­დი­რე­ბა აი­ცი­ლოს. ელა­და­ზე რო­ლანდ ახა­ლა­ია და აკა­კი მი­ნაშ­ვი­ლი იყ­ვნენ ჩა­სუ­ლე­ბი და, რო­გორც "ვერ­სი­ას" წყა­რო ეუბ­ნე­ბა, ჩა­ნა­წე­რე­ბის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი და­თამ სწო­რედ მათ გა­ან­დო. ჩა­მო­ი­ტა­ნეს თუ არა მარ­თლაც ბომ­ბის ეფექ­ტის მქო­ნე ჩა­ნა­წე­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ჯერ­ჯე­რო­ბით, არა­ვინ იცის, მაგ­რამ ის, რომ ნა­ცი­ო­ნა­ლებს ხელ­ში რა­ღაც უკვე უჭი­რავთ, ფაქ­ტია.

ამომ­რჩე­ველ­თან შეხ­ვედ­რი­სას ყვე­ლა­ზე სა­გუ­ლის­ხმო გან­ცხა­დე­ბა გიგი უგუ­ლა­ვამ გა­ა­კე­თა.

"მე სა­ჯა­როდ ვდებ პი­რო­ბას, რომ ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, არ და­ად­გე­ბა შუ­რის­ძი­ე­ბის გზას და არ და­ი­წყებს ოპო­ნენ­ტე­ბის დევ­ნას", - გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ და ამით იმ ყო­ფილ წევ­რებ­საც მი­ა­ნიშ­ნა, არა­ფერს და­გი­შა­ვებ­თო, რომ­ლე­ბიც არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის ნა­ვი­დან "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" გა­და­ბარ­გდნენ.

სა­ინ­ტე­რე­სო მი­ნიშ­ნე­ბა ჰქონ­და გი­ორ­გი ვა­შა­ძე­საც. მან პირ­და­პირ გა­ნა­ცხა­და, გთა­ვა­ზობთ იმას, რაც ვი­ცი­თო და წე­სით, ამ სი­ტყვებ­მა უგუ­ლა­ვას გან­ცხა­დე­ბას ჩრდი­ლი უნდა მი­ა­ყე­ნოს. 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას შუ­რის­ძი­ე­ბის, სა­კუ­თა­რი ერის დას­ჯის, და­პა­ტიმ­რე­ბის, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის, მოკ­ვლი­სა და სულ­ში ჩა­ფურ­თხე­ბის მეტი თით­ქმის არა­ფე­რი უკე­თე­ბია, და თუ ვა­შა­ძე ამ "თით­ქმის" იმე­დად არის, ვერ გე­ტყვით.

დიდ გულ­ზე იყო თენ­გიზ გუ­ნა­ვაც, კაცი, რო­მელ­საც სა­მეგ­რე­ლო­ში არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი ადებს ხელს და აცხა­დებს, რომ მთე­ლი რე­გი­ო­ნი ტე­რორ­ში ჰყავ­და, მაგ­რამ ეს გუ­ნა­ვას ხელს სუ­ლაც არ უშ­ლის, პრე­ტენ­ზია ზუგ­დი­დის გამ­გებ­ლო­ბა­ზე ჰქონ­დეს და მერე რა, თუ გა­მარ­ჯვე­ბის შან­სი ნაკ­ლე­ბად ექ­ნე­ბა?! მთა­ვა­რია, მა­ვანთ ნერ­ვებს მო­უშ­ლის და უფრო გა­აბ­რა­ზებს.

თა­ვის დრო­ზე, გიგა ბო­კე­რი­ას სა­სა­მარ­თლო­ში და­ბა­რე­ბის შემ­დეგ, მის­მა მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­მა თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჯო­ჯო­ხეთს მო­ვუ­წყო­ბო. "ოც­ნე­ბას" ჯო­ჯო­ხე­თის მო­წყო­ბით "რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რიც ემუქ­რე­ბა. ვეჭ­ვობ, ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის ლი­დე­რებ­მა (ახლა არ და­მი­წყოთ, ნიკა გვა­რა­მია ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის წევ­რი არ არი­სო) ზუს­ტად იცი­ან, სად და რო­დის და­არ­ტყან ხე­ლი­სუფ­ლე­ბას - კომ­პრო­მა­ტე­ბით ომი უკვე და­წყე­ბუ­ლია. ამ­ჟა­მინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კომ­პრო­მა­ტე­ბის ომში ჩარ­თვას არ აპი­რებს, მაგ­რამ რამ­დე­ნად და­ინ­დობს მას ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა, ძნე­ლი სათ­ქმე­ლია, მით უმე­ტეს, რო­გორც ჩვე­ნი წყა­როს ამ­ბობს, ახა­ლა­ი­ას ხელ­ში არ­სე­ბუ­ლი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი ზედ­მე­ტად მა­ღალ ეშე­ლო­ნე­ბამ­დე მი­დის და მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის რამ­დე­ნი­მე წევ­რსა და ცნო­ბილ პარ­ლა­მენ­ტარს პირ­და­პირ ურტყამს. ახალ გნე­ბავთ, ჰა­კიმ ფაშა და­არ­ქვით და გნე­ბავთ აღა მაჰ­მად ხანი, მაგ­რამ ფაქ­ტია, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში (მაქ­სი­მუმ 2-3 კვი­რა­ში) სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებს ახა­ლი კად­რე­ბი წა­ლე­კავს და... ეკ­რა­ნებს პა­ტა­რე­ბი მო­ა­რი­დეთ – პო­ლი­ტი­კუ­რი კო­ჰა­ბი­ტა­ცია პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით იქ­ნე­ბა ნაჩ­ვე­ნე­ბი.

P.S. სხვა­თა შო­რის, ადრე დავ­წე­რეთ, თურ­ქეთ­ში მყო­ფი დათა ახა­ლა­ია სოსო თო­ფუ­რი­ძე­სა და მის გა­რე­მოც­ვას გა­ე­პა­რა და ისი­ნი ბე­დის ანა­ბა­რა და­ყა­რაო. მა­შინ არ დაგ­ვი­ჯე­რეს და ახლა გა­მოჩ­ნდა, რომ მარ­თლე­ბი ვყო­ფილ­ვართ. ჰოდა, კი­დევ ერთს დავ­წერთ: სოჭ­ში მო­კა­ლა­თე­ბუ­ლი მე­გის ქარ­და­ვა სა­მეგ­რე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ბოლო ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ორ­ჯერ იყო ჩა­სუ­ლი და მხო­ლოდ ნა­თე­სა­ვე­ბის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად რომ არ გას­წევ­და ამ­ხე­ლა რისკს, თა­ვა­დაც უნდა მიხ­ვდეთ. ბო­ლოს იგი სო­ფელ შამ­გო­ნა­ში ნა­ხეს და ახლა არ და­მი­წყოთ, ვინა ნახა და რო­დი­სო. თუ ნიკა გვა­რა­მი­ას აქვს უფ­ლე­ბა, წყა­რო არ და­ა­სა­ხე­ლოს, ამ უფ­ლე­ბას მეც ისე ბო­რო­ტად გა­მო­ვი­ყე­ნებ, რო­გორც ბა­ტო­ნი ნიკა იყე­ნებს.

გი­ორ­გი იაშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ვერ­სია"

ბომბი, რომელსაც ნაციონალები არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ააფეთქებენ

ბომბი, რომელსაც ნაციონალები არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ააფეთქებენ

რამდენიმე დღის წინ, ერთმა მეგობარმა მითხრა, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში საინტერესო ფუსფუსი შეინიშნება და ჟურნალისტები "ბომბის აფეთქებას" აპირებენო. მცდელობის მიუხედავად, ვერაფერი გავარკვიე, რადგან ამ ტელეკომპანიის თანამშრომლებს პირში წყალი ჰქონდათ ჩაგუბებული. მეგონა, "ბომბი" მანამდე აფეთქდებოდა, ვიდრე ნაციონალური მოძრაობა ამომრჩეველთან მასშტაბურ შეხვედრას გამართავდა, მაგრამ არა – ტელევიზია ყოფილი ხელისუფლების მასშტაბურ აქციას დაელოდა და შემდეგ გაასაჯაროვა ის, რაც ყველამ ვნახეთ. პირველ განცხადებაში "ბომბი" აშკარად ვერ დავინახე, მაგრამ შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ "აფეთქება" არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრეა დაგეგმილი. მაინც, რას უნდა ველოდეთ არჩევნებამდე?

"ვერსიის" ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობის წევრები "გაბრაზდებიან" და სოციალურ ქსელებს ის ფარული ჩანაწერები წალეკავს, რომელიც დღევანდელმა ხელისუფლებამ თავის დროზე "საზეიმოდ გაანადგურა", თუმცა იქვე დაადასტურა, რომ ამ ჩანაწერების ასლები არსებობს, რომლებიც საქართველოდან, სავარაუდოდ, დათა ახალაიამ გაიტანა.

ახალაია ახლა საბერძნეთის ციხეშია და მაქსიმალურად ცდილობს, საქართველოში ექსტრადირება აიცილოს. ელადაზე როლანდ ახალაია და აკაკი მინაშვილი იყვნენ ჩასულები და, როგორც "ვერსიას" წყარო ეუბნება, ჩანაწერების ადგილსამყოფელი დათამ სწორედ მათ გაანდო. ჩამოიტანეს თუ არა მართლაც ბომბის ეფექტის მქონე ჩანაწერები საქართველოში, ჯერჯერობით, არავინ იცის, მაგრამ ის, რომ ნაციონალებს ხელში რაღაც უკვე უჭირავთ, ფაქტია.

ამომრჩეველთან შეხვედრისას ყველაზე საგულისხმო განცხადება გიგი უგულავამ გააკეთა.

"მე საჯაროდ ვდებ პირობას, რომ ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, არ დაადგება შურისძიების გზას და არ დაიწყებს ოპონენტების დევნას", - განაცხადა უგულავამ და ამით იმ ყოფილ წევრებსაც მიანიშნა, არაფერს დაგიშავებთო, რომლებიც არჩევნების შემდეგ ნაციონალების ნავიდან "ქართულ ოცნებაში" გადაბარგდნენ.

საინტერესო მინიშნება ჰქონდა გიორგი ვაშაძესაც. მან პირდაპირ განაცხადა, გთავაზობთ იმას, რაც ვიცითო და წესით, ამ სიტყვებმა უგულავას განცხადებას ჩრდილი უნდა მიაყენოს. 9 წლის განმავლობაში, ნაციონალურ მოძრაობას შურისძიების, საკუთარი ერის დასჯის, დაპატიმრების, გაუპატიურების, მოკვლისა და სულში ჩაფურთხების მეტი თითქმის არაფერი უკეთებია, და თუ ვაშაძე ამ "თითქმის" იმედად არის, ვერ გეტყვით.

დიდ გულზე იყო თენგიზ გუნავაც, კაცი, რომელსაც სამეგრელოში არაერთი ადამიანი ადებს ხელს და აცხადებს, რომ მთელი რეგიონი ტერორში ჰყავდა, მაგრამ ეს გუნავას ხელს სულაც არ უშლის, პრეტენზია ზუგდიდის გამგებლობაზე ჰქონდეს და მერე რა, თუ გამარჯვების შანსი ნაკლებად ექნება?! მთავარია, მავანთ ნერვებს მოუშლის და უფრო გააბრაზებს.

თავის დროზე, გიგა ბოკერიას სასამართლოში დაბარების შემდეგ, მისმა მეორე ნახევარმა თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, ამ ხელისუფლებას ჯოჯოხეთს მოვუწყობო. "ოცნებას" ჯოჯოხეთის მოწყობით "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორიც ემუქრება. ვეჭვობ, ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა (ახლა არ დამიწყოთ, ნიკა გვარამია ნაციონალური მოძრაობის წევრი არ არისო) ზუსტად იციან, სად და როდის დაარტყან ხელისუფლებას - კომპრომატებით ომი უკვე დაწყებულია. ამჟამინდელი ხელისუფლება კომპრომატების ომში ჩართვას არ აპირებს, მაგრამ რამდენად დაინდობს მას ნაციონალური მოძრაობა, ძნელი სათქმელია, მით უმეტეს, როგორც ჩვენი წყაროს ამბობს, ახალაიას ხელში არსებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ზედმეტად მაღალ ეშელონებამდე მიდის და მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წევრსა და ცნობილ პარლამენტარს პირდაპირ ურტყამს. ახალ გნებავთ, ჰაკიმ ფაშა დაარქვით და გნებავთ აღა მაჰმად ხანი, მაგრამ ფაქტია, უახლოეს მომავალში (მაქსიმუმ 2-3 კვირაში) სოციალურ ქსელებს ახალი კადრები წალეკავს და... ეკრანებს პატარები მოარიდეთ – პოლიტიკური კოჰაბიტაცია პირდაპირი მნიშვნელობით იქნება ნაჩვენები.

P.S. სხვათა შორის, ადრე დავწერეთ, თურქეთში მყოფი დათა ახალაია სოსო თოფურიძესა და მის გარემოცვას გაეპარა და ისინი ბედის ანაბარა დაყარაო. მაშინ არ დაგვიჯერეს და ახლა გამოჩნდა, რომ მართლები ვყოფილვართ. ჰოდა, კიდევ ერთს დავწერთ: სოჭში მოკალათებული მეგის ქარდავა სამეგრელოს ტერიტორიაზე ბოლო ერთი თვის განმავლობაში ორჯერ იყო ჩასული და მხოლოდ ნათესავების მოსანახულებლად რომ არ გასწევდა ამხელა რისკს, თავადაც უნდა მიხვდეთ. ბოლოს იგი სოფელ შამგონაში ნახეს და ახლა არ დამიწყოთ, ვინა ნახა და როდისო. თუ ნიკა გვარამიას აქვს უფლება, წყარო არ დაასახელოს, ამ უფლებას მეც ისე ბოროტად გამოვიყენებ, როგორც ბატონი ნიკა იყენებს.

გიორგი იაშვილი

გაზეთი "ვერსია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა