"თუ ღარიბაშვილი წარმატებული არ არის, ვერც ალასანია და ვერც უსუფაშვილი წარმატებული ვერ იქნება", - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გადაცემა "რეაქციაში", NDI-ის კვლევის შედეგების კომენტირებისას განაცხადა.
"ის, რაც აჟიოტაჟი ატყდა ამ კვლევებთან და ციფრებთან დაკავშირებით, დამაწიეს გზაში, რომ ჩამოვფრინდი აშშ-დან. ერთი მთავარი ციფრი, რაც აინტერესებს პრემიერ ღარიბაშვილს და თითოეულ ჩვენგანს, მე მაგალითად შემიძლია, თავდაცვის სამინისტროზე ჩამოგიყალიბოთ – ესაა ის, რომ 20%-ით გაეზარდა ყველა სამხედრო მოსამსახურეს ხელფასი. მინისტრის და ჯარისკაცის ჯანდაცვა ერთნაირია. 800-მდე ბინა ჩაბარდა ბოლო წლის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეებს. ეს ის ციფრებია, რომელიც ჩვენს მთავრობას აინტერესებს. შეკითხვაზე - ერთიანია თუ არა გუნდი, ერთობის გარეშე ასეთი შედეგის მიღწევა წარმოუდგენელია. ეს იყო არა მხოლოდ თავდაცვის, არამედ ყველა მინისტრის და მთავრობის მეთაურის წარმატება", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.