მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"2016 წლამდე ალასანიას მეთაურობით შესაძლოა, ახალი კოალიცია ვიხილოთ"
"2016 წლამდე ალასანიას მეთაურობით შესაძლოა, ახალი კოალიცია ვიხილოთ"

პო­ლი­ტი­კო­სებს შო­რის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გი კვლავ თავ­დაც­ვის მი­ნისტრს ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას აქვს, რა­საც ექ­სპერ­ტე­ბი მისი ფი­გუ­რის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბით ხსნი­ან და ამ­ბო­ბენ, რომ ალა­სა­ნია მო­სახ­ლე­ო­ბა­ში კო­ა­ლი­ცი­ის გა­რეთ მდგომ, მკვეთ­რად პრო­და­სავ­ლურ ფი­გუ­რად გა­ნი­ხი­ლე­ბა.

სა­არ­ჩევ­ნო და პო­ლი­ტი­კუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის კვლე­ვის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელს კახი კა­ხიშ­ვილს მი­აჩ­ნია, რომ NDI-ის კვლე­ვებ­ში მისი ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გი შემ­თხვე­ვი­თი არ არის და ამის მი­ზე­ზად, 2016 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის მზა­დე­ბას ასა­ხე­ლებს.

კა­ხიშ­ვი­ლი ფიქ­რობს, რომ არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ამ არ­ჩევ­ნე­ბის­თვის მისი ლი­დე­რო­ბით ახა­ლი კო­ა­ლი­ცია ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს, მით უფრო იმ ფონ­ზე, რომ მას­სა და არც ყო­ფილ და არც ამ­ჟა­მინ­დელ პრე­მი­ერს შო­რის "თბი­ლი" ურ­თი­ერ­თო­ბა არ არის.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე წლე­ბია კვლე­ვებს მხო­ლოდ და მხო­ლოდ მო­სახ­ლე­ო­ბის აზ­რის ფორ­მი­რე­ბის მიზ­ნით ატა­რე­ბენ. მი­ღე­ბულ რე­ი­ტინ­გებს სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­სა და სა­ელ­ჩო­ებს იმის­თვის უგ­ზავ­ნი­ან, რომ მათ შე­უქ­მნან გან­წყო­ბა, რომ თით­ქოს სა­ქარ­თვე­ლო­ში ის პო­ლი­ტი­კუ­რი სუ­რა­თია, რა­საც კვლე­ვე­ბი აჩ­ვე­ნებს.

"ამ კონ­კრე­ტუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თბი­ლი­სის ბი­უ­როს ხელ­მძღვა­ნე­ლი უკვე რამ­დე­ნი წე­ლია, პო­ლი­ტი­კურ და­ვა­ლე­ბებს ას­რუ­ლებს. ერთი რჩე­ვა მინ­და მათ მივ­ცე, იქ­ნებ ამ კვლე­ვებ­ში მო­სახ­ლე­ო­ბას პირ­ველ კი­თხვად და­უს­ვან, თუ რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი ენ­დო­ბა მათ მიერ ჩა­ტა­რე­ბულ კვლე­ვებს.

"გა­მახ­სე­ნეთ "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში ერთი კვლე­ვა მა­ინც, რო­დე­საც NDI მი­ნის­ტრე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ასე­თი ტი­პის კი­თხვებს სვამ­და? ამ კვლე­ვებ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­ნის­ტრე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ციფ­რე­ბი მხო­ლოდ ერთს მი­უ­თი­თებს, რომ ისე­თი შე­დე­გი და­დონ, რო­მე­ლიც მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­ში მი­ნის­ტრე­ბის მიერ ერ­თმა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­ფუ­ჭე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­დე­ბა.

"არ ვიცი, მისი 67%-იანი რე­ი­ტინ­გი რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რია, რად­გა­ნაც ქუ­ჩა­ში მისი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გებ­ზე ხალ­ხის სა­უ­ბა­რი არ მო­მის­მე­ნია, სა­მი­ნის­ტროს ფეხ­ზე და­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ არც სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტე­ბი სა­უბ­რო­ბენ. მე­რამ­დე­ნე კვლე­ვაა, რო­მე­ლიც ალა­სა­ნი­ას წინ­წა­მო­წე­ვას ეთ­მო­ბა? ისი­ნი უბ­რა­ლოდ ისეთ სუ­რათს ქმნი­ან, რომ ვი­ღა­ცას კო­ა­ლი­ცი­ის გა­რე­შეც იმ­ხე­ლა რე­ი­ტინ­გი აქვს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ოპო­ნი­რე­ბას გა­უ­წევს. მი­თუ­მე­ტეს, რომ გა­მუდ­მე­ბით სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ გუნდში პრე­მი­ერ­სა და ალა­სა­ნი­ას შო­რის კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა არ არის. ტკბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ალა­სა­ნი­ას არც ივა­ნიშ­ვილ­თან ჰქონ­და," - აცხა­დებს კა­ხიშ­ვი­ლი.

პო­ლი­ტო­ლო­გი ასე­ვე ამ­ბობს, რომ ალ­ტერ­ნა­ტი­ულ კო­ა­ლი­ცი­ა­ში, რო­მელ­საც შე­საძ­ლოა სა­თა­ვე­ში ამ­ჟა­მინ­დე­ლი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ჩა­უდ­გეს, ოპო­ზი­ცი­ა­ში გა­და­ბარ­გე­ბუ­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბაც" ვი­ხი­ლოთ.

"არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ამ ახალ კო­ა­ლი­ცი­ას სა­თა­ვე­ში ალა­სა­ნია ჩა­უდ­გეს, მი­თუ­მე­ტეს 2016 წლამ­დე ბევ­რი დროა. ამ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში ალ­ბათ აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ნაკ­ლებ აგ­რე­სი­უ­ლე­ბი იყ­ვნენ და შე­სა­ბა­მი­სად მო­სახ­ლე­ო­ბის მხრი­დან ნაკ­ლებ აგ­რე­სი­ას იმ­სა­ხუ­რე­ბენ.

"წარ­მო­იდ­გი­ნეთ ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს­თან მუდ­მი­ვი შე­ხე­ბა აქვს და კი­თხუ­ლობს ამ კვლე­ვას, რომ­ლის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვი­თაც ამ­დენ­წლი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბის შემ­დეგ, "ნაც­მოძ­რა­ო­ბას" 22% რე­ი­ტინ­გი აქვთ, აქვე კი­თხუ­ლო­ბენ, რომ ალა­სა­ნია ლი­დე­რობს. ამის შემ­დეგ არ­ჩევ­ნებ­ზე სხვა შე­დე­გე­ბი რომ და­ი­დოს, "ნაც­მოძ­რა­ო­ბას" ეძ­ლე­ვათ სა­შუ­ა­ლე­ბა თქვან, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არ­ჩევ­ნე­ბი გა­ა­ყალ­ბაო.

"ამა­ზე ჩი­ვილს ვე­რა­ვინ ას­წავ­ლის, ამის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი არი­ან, ამა­ში სხვე­ბიც თუ და­უ­ჭე­რენ მხარს, შედმგომ­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზეც შეგ­ვიძ­ლია ვი­სა­უბ­როთ, თუმ­ცა ჯერ ამის დრო არ დამ­დგა­რა. ჯერ სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზ­რის ფორ­მი­რე­ბა ხდე­ბა, რა­შიც ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თა­ვის უმოქ­მე­დო­ბით ხელს უწყობს", - უთხრა "რე­ზო­ნანსს" კა­ხიშ­ვილ­მა.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" რე­ი­ტინ­გის და­ცე­მა­ზე სა­უბ­რობს პო­ლი­ტო­ლო­გი გია ნო­დი­აც, ამ ფონ­ზე კი ალა­სა­ნი­ას რე­ი­ტინ­გის ზრდას, მისი შუ­ა­ლე­დუ­რო­ბით ხსნის.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" რე­ი­ტინ­გი ნელ-ნელა ეცე­მა, ხალ­ხი მათი საქ­მი­ა­ნო­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლოა. თუმ­ცა ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მი­მართ მი­უბ­რუნ­და გული. ალა­სა­ნია ამ მხრივ შუ­ა­ლე­დუ­რი ფი­გუ­რაა, ერთი მხრივ, ის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რია, მაგ­რამ კო­ა­ლი­ცი­ის პე­რი­ფე­რი­ას­თან ასო­ცირ­დე­ბა, ანუ კო­ა­ლი­ცი­ის შიგ­ნით შე­და­რე­ბით და­მო­უ­კი­დე­ბელ პო­ლი­ტი­კურ ფი­გუ­რად. მის მა­ღალ რე­ი­ტინგს სწო­რედ ეს გა­ნა­პი­რო­ბებს.

"ამა­ზე გავ­ლე­ნას მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი პრო­და­სავ­ლუ­რო­ბაც ახ­დენს. თუმ­ცა არ ვიცი, მა­სობ­რი­ვად სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამას ყუ­რა­დღე­ბას რამ­დე­ნად აქ­ცევს. ფაქ­ტია, რომ ის ერ­თა­დერ­თი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სია და გარ­და ამი­სა, ის სტრუქ­ტუ­რა, რო­მელ­საც ის უდ­გას სა­თა­ვე­ში, უკ­მა­ყო­ფი­ლო ხალ­ხთან ნაკ­ლე­ბად ასო­ცირ­დე­ბა. ჯარი ეს ის ინ­სტი­ტუ­ტია, რო­მე­ლიც ტრა­დი­ცი­უ­ლად პო­პუ­ლა­რუ­ლია", - აცხა­დებს გია ნო­დია.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ NDI-ის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, პო­ლი­ტი­კო­სებს შო­რის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გი თავ­დაც­ვის მი­ნისტრს ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას აქვს. ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის კვლე­ვა­ში სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქის 96%-იანი რე­ი­ტინ­გის შემ­დეგ, მე­ო­რე ად­გილს 67%-ით ალა­სა­ნია იკა­ვებს. რეს­პონ­დენ­ტთა 12%-ს ალა­სა­ნია არ მოს­წონს, 17%-ს კი მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი პო­ზი­ცია არ აქვს.

მო­წო­ნე­ბის რე­ი­ტინ­გში შემ­დე­გი პო­ზი­ცი­ე­ბი 64%-ით პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს, 61% კი პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით უსუ­ფაშ­ვილს აქვთ. რაც შე­ე­ხე­ბა ყო­ფილ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, მისი რე­ი­ტინ­გი NDI-ის კვლე­ვის თა­ნახ­მად 51%-ია.

კვლე­ვის სა­ვე­ლე სა­მუ­შა­ო­ე­ბი 26 მარ­ტი­დან 18 აპ­რი­ლის პე­რი­ოდ­ში ჩა­ტარ­და და მის ფარ­გლებ­ში 3 942 ადა­მი­ა­ნი გა­მო­ი­კი­თხა.

თა­თია ჩა­ფი­ჩა­ძე

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

"2016 წლამდე ალასანიას მეთაურობით შესაძლოა, ახალი კოალიცია ვიხილოთ"

"2016 წლამდე ალასანიას მეთაურობით შესაძლოა, ახალი კოალიცია ვიხილოთ"

პოლიტიკოსებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი კვლავ თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას აქვს, რასაც ექსპერტები მისი ფიგურის დამოუკიდებლობით ხსნიან და ამბობენ, რომ ალასანია მოსახლეობაში კოალიციის გარეთ მდგომ, მკვეთრად პროდასავლურ ფიგურად განიხილება.

საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელს კახი კახიშვილს მიაჩნია, რომ NDI-ის კვლევებში მისი ბოლოდროინდელი მაღალი რეიტინგი შემთხვევითი არ არის და ამის მიზეზად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას ასახელებს.

კახიშვილი ფიქრობს, რომ არ არის გამორიცხული, ამ არჩევნებისთვის მისი ლიდერობით ახალი კოალიცია ჩამოყალიბდეს, მით უფრო იმ ფონზე, რომ მასსა და არც ყოფილ და არც ამჟამინდელ პრემიერს შორის "თბილი" ურთიერთობა არ არის.

"საქართველოში უკვე წლებია კვლევებს მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობის აზრის ფორმირების მიზნით ატარებენ. მიღებულ რეიტინგებს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საელჩოებს იმისთვის უგზავნიან, რომ მათ შეუქმნან განწყობა, რომ თითქოს საქართველოში ის პოლიტიკური სურათია, რასაც კვლევები აჩვენებს.

"ამ კონკრეტული საერთაშორისო ორგანიზაციის თბილისის ბიუროს ხელმძღვანელი უკვე რამდენი წელია, პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს. ერთი რჩევა მინდა მათ მივცე, იქნებ ამ კვლევებში მოსახლეობას პირველ კითხვად დაუსვან, თუ რამდენი ადამიანი ენდობა მათ მიერ ჩატარებულ კვლევებს.

"გამახსენეთ "ნაცმოძრაობის" მმართველობის პერიოდში ერთი კვლევა მაინც, როდესაც NDI მინისტრების საქმიანობასთან დაკავშირებით ასეთი ტიპის კითხვებს სვამდა? ამ კვლევებში აღნიშნული მინისტრების საქმიანობის ამსახველი ციფრები მხოლოდ ერთს მიუთითებს, რომ ისეთი შედეგი დადონ, რომელიც მინისტრთა კაბინეტში მინისტრების მიერ ერთმანეთთან ურთიერთობის გაფუჭების საფუძველი გახდება.

"არ ვიცი, მისი 67%-იანი რეიტინგი რამდენად რეალურია, რადგანაც ქუჩაში მისი მუშაობის შედეგებზე ხალხის საუბარი არ მომისმენია, სამინისტროს ფეხზე დაყენების შესახებ არც სამხედრო ექსპერტები საუბრობენ. მერამდენე კვლევაა, რომელიც ალასანიას წინწამოწევას ეთმობა? ისინი უბრალოდ ისეთ სურათს ქმნიან, რომ ვიღაცას კოალიციის გარეშეც იმხელა რეიტინგი აქვს, რომ ხელისუფლებას ოპონირებას გაუწევს. მითუმეტეს, რომ გამუდმებით საუბარია იმაზე, რომ გუნდში პრემიერსა და ალასანიას შორის კარგი ურთიერთობა არ არის. ტკბილი ურთიერთობა ალასანიას არც ივანიშვილთან ჰქონდა," - აცხადებს კახიშვილი.

პოლიტოლოგი ასევე ამბობს, რომ ალტერნატიულ კოალიციაში, რომელსაც შესაძლოა სათავეში ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრი ჩაუდგეს, ოპოზიციაში გადაბარგებული "ნაციონალური მოძრაობაც" ვიხილოთ.

"არ არის გამორიცხული, ამ ახალ კოალიციას სათავეში ალასანია ჩაუდგეს, მითუმეტეს 2016 წლამდე ბევრი დროა. ამ გაერთიანებაში ალბათ აღმოჩნდებიან ის ადამიანები, რომლებიც ნაკლებ აგრესიულები იყვნენ და შესაბამისად მოსახლეობის მხრიდან ნაკლებ აგრესიას იმსახურებენ.

"წარმოიდგინეთ ორგანიზაცია, რომელსაც საქართველოსთან მუდმივი შეხება აქვს და კითხულობს ამ კვლევას, რომლის შედეგების მიხედვითაც ამდენწლიანი მმართველობის შემდეგ, "ნაცმოძრაობას" 22% რეიტინგი აქვთ, აქვე კითხულობენ, რომ ალასანია ლიდერობს. ამის შემდეგ არჩევნებზე სხვა შედეგები რომ დაიდოს, "ნაცმოძრაობას" ეძლევათ საშუალება თქვან, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბაო.

"ამაზე ჩივილს ვერავინ ასწავლის, ამის სპეციალისტები არიან, ამაში სხვებიც თუ დაუჭერენ მხარს, შედმგომში საპროტესტო აქციებზეც შეგვიძლია ვისაუბროთ, თუმცა ჯერ ამის დრო არ დამდგარა. ჯერ საზოგადოების აზრის ფორმირება ხდება, რაშიც ეს ხელისუფლება თავის უმოქმედობით ხელს უწყობს", - უთხრა "რეზონანსს" კახიშვილმა.

"ქართული ოცნების" რეიტინგის დაცემაზე საუბრობს პოლიტოლოგი გია ნოდიაც, ამ ფონზე კი ალასანიას რეიტინგის ზრდას, მისი შუალედურობით ხსნის.

"ქართული ოცნების" რეიტინგი ნელ-ნელა ეცემა, ხალხი მათი საქმიანობით უკმაყოფილოა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საზოგადოებას "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ მიუბრუნდა გული. ალასანია ამ მხრივ შუალედური ფიგურაა, ერთი მხრივ, ის "ქართული ოცნების" წევრია, მაგრამ კოალიციის პერიფერიასთან ასოცირდება, ანუ კოალიციის შიგნით შედარებით დამოუკიდებელ პოლიტიკურ ფიგურად. მის მაღალ რეიტინგს სწორედ ეს განაპირობებს.

"ამაზე გავლენას მკვეთრად გამოხატული პროდასავლურობაც ახდენს. თუმცა არ ვიცი, მასობრივად საზოგადოება ამას ყურადღებას რამდენად აქცევს. ფაქტია, რომ ის ერთადერთი განსხვავებული პოლიტიკოსია და გარდა ამისა, ის სტრუქტურა, რომელსაც ის უდგას სათავეში, უკმაყოფილო ხალხთან ნაკლებად ასოცირდება. ჯარი ეს ის ინსტიტუტია, რომელიც ტრადიციულად პოპულარულია", - აცხადებს გია ნოდია.

შეგახსენებთ, რომ NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პოლიტიკოსებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას აქვს. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევაში საქართველოს პატრიარქის 96%-იანი რეიტინგის შემდეგ, მეორე ადგილს 67%-ით ალასანია იკავებს. რესპონდენტთა 12%-ს ალასანია არ მოსწონს, 17%-ს კი მასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს.

მოწონების რეიტინგში შემდეგი პოზიციები 64%-ით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, 61% კი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს აქვთ. რაც შეეხება ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს, მისი რეიტინგი NDI-ის კვლევის თანახმად 51%-ია.

კვლევის საველე სამუშაოები 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში ჩატარდა და მის ფარგლებში 3 942 ადამიანი გამოიკითხა.

თათია ჩაფიჩაძე

გაზეთი "რეზონანსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა