პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკა გვარამიას ფარული მოსმენების "მანკიერი პრაქტიკა" ბუმერანგივით შემოუბრუნდა - "რუსთავი 2"-ს გენდირექტორის აღიარება და ბოდიში
ნიკა გვარამიას ფარული მოსმენების "მანკიერი პრაქტიკა" ბუმერანგივით შემოუბრუნდა - "რუსთავი 2"-ს გენდირექტორის აღიარება და ბოდიში

ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, ნიკა გვა­რა­მია ბო­დიშს იხ­დის. რო­გორც ნიკა გვა­რა­მი­ამ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, ის ბო­დიშს იმის­თვის იხ­დის, რომ თა­ვის დრო­ზე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის მან­კი­ე­რი პრაქ­ტი­კის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში.

"ვიდ­რე ძი­რი­თად სათ­ქმელს ვი­ტყო­დი, აუ­ცი­ლებ­ლად მინ­და გა­ვიხ­სე­ნო წინა წლე­ბი და პი­რა­დად ჩემი არც თუ ისე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­ა­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჩე­მის მხრივ, ბო­დი­ში მინ­და მო­ვი­ხა­დო იმის­თვის, რომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მაქვს მი­ღე­ბუ­ლი ამ მან­კი­ე­რი პრაქ­ტი­კის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში. მარ­თა­ლია, ყვე­ლა ის ჩა­ნა­წე­რი, რო­მე­ლიც ჩემ­თვის იყო ცნო­ბი­ლი, მო­პო­ვე­ბუ­ლი იყო ლე­გი­ტი­მუ­რად და მათი გავ­რცე­ლე­ბა წარ­მო­ად­გენ­და სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო სრულ დის­კრე­ცი­ას. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მი­მაჩ­ნია, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მა­შინ მი­ღე­ბუ­ლი იქნა არას­წო­რად და ამ­გვა­რი პრაქ­ტი­კით შე­ი­ლა­ხა ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნის ფუნ­და­მენ­ტუ­რი, და­ცუ­ლი სი­კე­თე, დე­მოკ­რა­ტი­ის ფუნ­და­მენ­ტუ­რი და­ცუ­ლი სი­კე­თე - ეს არის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბა. ამ პრაქ­ტი­კის გამო ადა­მი­ა­ნებ­მა, ვინც ამ ჩა­ნა­წე­რებ­ში ფი­გუ­რი­რებ­და, ჩემი ღრმა რწმე­ნით, მი­ი­ღეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­პუ­ტა­ცი­უ­ლი და მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნი, რის­თვი­საც გულ­წრფე­ლად გა­მოვ­ხა­ტავ ჩემს წუ­ხილს", - გა­ნა­ცხა­და ნიკა გვა­რა­მი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის "ამ მან­კი­ერ ტრა­დი­ცი­ას", რო­მე­ლიც მის მი­ერ­ვე არის აღი­ა­რე­ბუ­ლი, "სამ­წუ­ხა­როდ, გა­ნუხ­რე­ლად და­ად­გა ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა".

ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ნიკა გვა­რა­მი­ამ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ მისი და არ­ხის სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­როს ნინო შუბ­ლა­ძის სა­მუ­შაო კა­ბი­ნე­ტებ­ში ფა­რუ­ლი აუ­დიო და ვი­დეო ჩა­ნა­წე­რე­ბია გა­კე­თე­ბუ­ლი.

ასე­ვე იხი­ლეთ: - "რუს­თა­ვი 2"-ის ტოპ­მე­ნე­ჯმენ­ტის ვი­დეო ჩა­ნა­წე­რის პი­რა­დი ხა­სი­ა­თის დე­ტა­ლე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

ნიკა გვარამიას ფარული მოსმენების "მანკიერი პრაქტიკა" ბუმერანგივით შემოუბრუნდა - "რუსთავი 2"-ს გენდირექტორის აღიარება და ბოდიში

ნიკა გვარამიას ფარული მოსმენების "მანკიერი პრაქტიკა" ბუმერანგივით შემოუბრუნდა - "რუსთავი 2"-ს გენდირექტორის აღიარება და ბოდიში

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ბოდიშს იხდის. როგორც ნიკა გვარამიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის ბოდიშს იმისთვის იხდის, რომ თავის დროზე მონაწილეობა აქვს მიღებული ფარული ჩანაწერების გავრცელების მანკიერი პრაქტიკის ჩამოყალიბებაში.

"ვიდრე ძირითად სათქმელს ვიტყოდი, აუცილებლად მინდა გავიხსენო წინა წლები და პირადად ჩემი არც თუ ისე პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით. ჩემის მხრივ, ბოდიში მინდა მოვიხადო იმისთვის, რომ მონაწილეობა მაქვს მიღებული ამ მანკიერი პრაქტიკის ჩამოყალიბებაში. მართალია, ყველა ის ჩანაწერი, რომელიც ჩემთვის იყო ცნობილი, მოპოვებული იყო ლეგიტიმურად და მათი გავრცელება წარმოადგენდა სახელისუფლებო სრულ დისკრეციას. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ გადაწყვეტილება მაშინ მიღებული იქნა არასწორად და ამგვარი პრაქტიკით შეილახა ძალიან ბევრი ადამიანის ფუნდამენტური, დაცული სიკეთე, დემოკრატიის ფუნდამენტური დაცული სიკეთე - ეს არის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. ამ პრაქტიკის გამო ადამიანებმა, ვინც ამ ჩანაწერებში ფიგურირებდა, ჩემი ღრმა რწმენით, მიიღეს მნიშვნელოვანი რეპუტაციული და მორალური ზიანი, რისთვისაც გულწრფელად გამოვხატავ ჩემს წუხილს", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისივე თქმით, წინა ხელისუფლების "ამ მანკიერ ტრადიციას", რომელიც მის მიერვე არის აღიარებული, "სამწუხაროდ, განუხრელად დაადგა ახალი ხელისუფლება".

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი და არხის საინფორმაციო სამსახურის უფროს ნინო შუბლაძის სამუშაო კაბინეტებში ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერებია გაკეთებული.

ასევე იხილეთ: - "რუსთავი 2"-ის ტოპმენეჯმენტის ვიდეო ჩანაწერის პირადი ხასიათის დეტალები

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა