ლევან ბერძენიშვილი - არაფერია ტრაგიკული იმაში, რომ საპატრიარქო ანტიდისკრიმინაციულ კანონს მხარს არ უჭერს

ლევან ბერძენიშვილი - არაფერია ტრაგიკული იმაში, რომ საპატრიარქო ანტიდისკრიმინაციულ კანონს მხარს არ უჭერს

არაფერია ტრაგიკული იმაში, რომ საპატრიაქრო ანტიდისკრიმინაციულ კანონს მხარს არ უჭერს, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი.  

როგორც დეპუტატმა ,,ინტერპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნა, არც ერთი ეკლესია არც მოლდოვაში, არც სერბეთში და რუმინეთში, არც კათოლიკური და არც მართლმადიდებლური არასოდეს არ დაეთანხმება ანტიდისკრიმინაციულ კანონს თუმცა ეს არაფერს არ ცვლის.

"ჯერ უნდა მივიღოთ კანონი მესამე მოსმენით. საპატრიარქოს განცხადებაში მთავარია, კანონპროექტთან დაკავშირებით მათ სჭირდებათ დრო, რომ გაერკვნენ შინაარსში. მაგრამ, პროცესი უკვე მიმდინარეობს. საპატრიარქომ მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს, რომ გაითვალისწინა მათი მოსაზრებები. ეს კანონი სჭირდება საქართველოს, ჩვენ ასე ვფიქრობთ.

საპატრიქროს კი სხვა მოსაზრება აქვს. ეს ჩვეულებრივი ამბავია. არც ერთი ეკლესია არც მოლდოვაში, არც სერბეთში და რუმინეთში, არც კათოლიკური და არც მართლმადიდებლური არასოდეს არ დაეთანხმება ანტიდისკრიმინაციულ კანონს. რა არის ამაში ტრაგიკული, ვერ ვხედავ. კიდევ არის სხვა საკითხები რასაც არ ეთანხმებიან , თუმცა ეს არაფერს არ ნიშნავს. ერთი ქვეყანა ვართ, ერთი საზოგადოება. არ არის ამაში არავითარი პრობლემა", -აცხადებს ლევან ბერძენიშვილი

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა