მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასულიერო პირების ღია პროტესტი ხელისუფლებას და ხმაურიანი კანონის განხილვის დეტალები, ანუ "კრება დარჩა მხიარული"
სასულიერო პირების ღია პროტესტი ხელისუფლებას და ხმაურიანი კანონის განხილვის დეტალები, ანუ "კრება დარჩა მხიარული"

სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­მა ან­ტი­დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი პრო­ექ­ტის გან­ხილ­ვი­სას კო­მი­ტე­ტის სხდო­მა პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად და­ტო­ვეს. რო­გორც სა­პატ­რი­არ­ქოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, დღე­ვან­დე­ლი სხდო­მი­დან ჩანს, რომ უმ­რავ­ლე­სო­ბას­თან შე­თან­ხმე­ბა ვერ იქ­ნე­ბა მიღ­წე­უ­ლი.

"ვხე­დავთ, რომ კრე­ბა დარ­ჩა მხი­ა­რუ­ლი, რად­გან ჩვენ ვე­უბ­ნე­ბით მათ, რომ ამ კა­ნო­ნის მი­ღე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. უბ­რა­ლოდ, ვი­თხოვ­დით, რომ გა­და­დე­ბუ­ლი­ყო და გან­ხილ­ვა გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო. თუმ­ცა, ვხე­დავთ, რომ ეს მათ არ სურთ", - აღ­ნიშ­ნა დე­კა­ნოზ­მა და­ვით ლა­სუ­რაშ­ვილ­მა.

გარ­და ამი­სა, და­ვით ლა­სუ­რაშ­ვილ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე გა­ნუ­ცხა­და, რომ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ეკ­ლე­სი­ის პო­ზი­ცი­ას არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს, ის მათ ლოც­ვებ­ში ვე­ღარ მო­იხ­სე­ნი­ებს.

"ისე გვე­ლა­პა­რა­კე­ბით, თით­ქოს ჩვენ არ ვართ ინ­ფორ­მი­რე­ბულ­ნი ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტის შე­სა­ხებ. ძა­ლი­ან კარ­გად ინ­ფორ­მი­რე­ბულ­ნი გახ­ლა­ვართ. სა­პატ­რი­არ­ქოს ჰყავს თა­ვი­სი იუ­რის­ტე­ბი, რომ­ლებ­თა­ნაც, უმ­ჯო­ბე­სი იყო, მა­ნამ­დე გქო­ნო­დათ კო­მუ­ნი­კა­ცია, სა­ნამ აქამ­დე მო­ვი­დო­დით. ქალ­ბა­ტონ­მა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა "აღ­მო­ჩე­ნა" გა­ა­კე­თა, რომ ისე­თი ჯგუ­ფე­ბი არ­სე­ბო­ბენ ეკ­ლე­სი­ა­ში, პატ­რი­არ­ქის გან­ცხა­დე­ბის ტონი და სუ­ლის­კვე­თე­ბა აღარ მიკ­ვირ­სო – და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი იყო კონ­ტექ­სტი. ეს რომ პატ­რი­არ­ქის შე­უ­რა­ცხყო­ფაა, ამას ვერ გრძნობთ?! რო­გორ ფიქ­რობთ, პატ­რი­არ­ქი სხვის ნათ­ქვამ­ზე აკე­თებს გან­ცხა­დე­ბებს?! კი­ნა­ღამ მარ­გი­ნა­ლე­ბად გა­მო­ა­ცხა­და ქალ­ბა­ტონ­მა მი­ნის­ტრმა ეკ­ლე­სი­ა­ში რა­ღაც ჯგუ­ფე­ბი – შე­იძ­ლე­ბა მეც შევ­დი­ვარ ამ ჯგუფ­ში. ეკ­ლე­სი­ის პო­ზი­ცია დგე­ბა ეკ­ლე­სი­ის სწავ­ლე­ბი­სა და კა­ნო­ნი­კუ­რი სა­ეკ­ლე­სიო სა­მარ­თლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. თუ ეკ­ლე­სი­ის პო­ზი­ცი­ას ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს, მე პი­რა­დად თქვენ ვე­ღარ მო­გიხ­სე­ნი­ებთ ლოც­ვებ­ში", - აღ­ნიშ­ნა დე­კა­ნოზ­მა და­ვით ლა­სუ­რაშ­ვილ­მა.

"თუკი ვინ­მე და­ა­კა­ნო­ნებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ერ­თსქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბას, ჩემს მან­დატს დავ­თმობ" - ეს მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძის სი­ტყვე­ბია, რომ­ლი­თაც მან სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს მი­მარ­თა. მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძის თქმით, ან­ტი­დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი კა­ნო­ნი ით­ვა­ლის­წი­ნებს არა ერ­თსქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბის დაშ­ვე­ბას, არა­მედ მათი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას, რომ­ლე­ბიც გან­სხვა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან.

"ამ კა­ნონ­ში სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ და­ვიც­ვათ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენ­გან, უმ­რავ­ლე­სო­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან. სამ­წუ­ხა­როდ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი ჩვენს შო­რის არი­ან. თუკი ვინ­მე რა­მის უფ­ლე­ბებს არ­ღვევს, კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში მათი უფ­ლე­ბე­ბი უნდა და­ვიც­ვათ,-აღ­ნიშ­ნა ვიცე სპი­კერ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?

სასულიერო პირების ღია პროტესტი ხელისუფლებას და ხმაურიანი კანონის განხილვის დეტალები, ანუ "კრება დარჩა მხიარული"

სასულიერო პირების ღია პროტესტი ხელისუფლებას და ხმაურიანი კანონის განხილვის დეტალები, ანუ "კრება დარჩა მხიარული"

სასულიერო პირებმა ანტიდისკრიმინაციული პროექტის განხილვისას კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. როგორც საპატრიარქოს წარმომადგენლები აცხადებენ, დღევანდელი სხდომიდან ჩანს, რომ უმრავლესობასთან შეთანხმება ვერ იქნება მიღწეული.

"ვხედავთ, რომ კრება დარჩა მხიარული, რადგან ჩვენ ვეუბნებით მათ, რომ ამ კანონის მიღება არ შეიძლება. უბრალოდ, ვითხოვდით, რომ გადადებულიყო და განხილვა გაგრძელებულიყო. თუმცა, ვხედავთ, რომ ეს მათ არ სურთ", - აღნიშნა დეკანოზმა დავით ლასურაშვილმა.

გარდა ამისა, დავით ლასურაშვილმა ხელისუფლებას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განუცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ეკლესიის პოზიციას არ გაითვალისწინებს, ის მათ ლოცვებში ვეღარ მოიხსენიებს.

"ისე გველაპარაკებით, თითქოს ჩვენ არ ვართ ინფორმირებულნი ამ კანონპროექტის შესახებ. ძალიან კარგად ინფორმირებულნი გახლავართ. საპატრიარქოს ჰყავს თავისი იურისტები, რომლებთანაც, უმჯობესი იყო, მანამდე გქონოდათ კომუნიკაცია, სანამ აქამდე მოვიდოდით. ქალბატონმა თეა წულუკიანმა "აღმოჩენა" გააკეთა, რომ ისეთი ჯგუფები არსებობენ ეკლესიაში, პატრიარქის განცხადების ტონი და სულისკვეთება აღარ მიკვირსო – დაახლოებით ასეთი იყო კონტექსტი. ეს რომ პატრიარქის შეურაცხყოფაა, ამას ვერ გრძნობთ?! როგორ ფიქრობთ, პატრიარქი სხვის ნათქვამზე აკეთებს განცხადებებს?! კინაღამ მარგინალებად გამოაცხადა ქალბატონმა მინისტრმა ეკლესიაში რაღაც ჯგუფები – შეიძლება მეც შევდივარ ამ ჯგუფში. ეკლესიის პოზიცია დგება ეკლესიის სწავლებისა და კანონიკური საეკლესიო სამართლიდან გამომდინარე. თუ ეკლესიის პოზიციას ახალი ხელისუფლებაც არ გაითვალისწინებს, მე პირადად თქვენ ვეღარ მოგიხსენიებთ ლოცვებში", - აღნიშნა დეკანოზმა დავით ლასურაშვილმა.

"თუკი ვინმე დააკანონებს საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინებას, ჩემს მანდატს დავთმობ" - ეს მანანა კობახიძის სიტყვებია, რომლითაც მან სასულიერო პირებს მიმართა. მანანა კობახიძის თქმით, ანტიდისკრიმინაციული კანონი ითვალისწინებს არა ერთსქესიანთა ქორწინების დაშვებას, არამედ მათი უფლებების დაცვას, რომლებიც განსხვავებულები არიან.

"ამ კანონში საუბარია იმაზე, რომ დავიცვათ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენგან, უმრავლესობისგან განსხვავებულები არიან. სამწუხაროდ ასეთი ადამიანები ჩვენს შორის არიან. თუკი ვინმე რამის უფლებებს არღვევს, კანონის ფარგლებში მათი უფლებები უნდა დავიცვათ,-აღნიშნა ვიცე სპიკერმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა