საარჩევნო ბლოკმა "ქართულმა ოცნებამ" თვითმმართველ ქალაქებში მერობის კანდიდატები დღეს ოფიციალურად დაასახელა. როგორც სპორტის სასახლეში, საარჩევნო კამპანიის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ითქვა, 12 ქალაქში მერობის კანდიდატები იქნებიან:
თბილისი - დავით ნარმანია; რუსთავი - დავით ჯიქია; ქუთაისი - შოთა მურღულია; გორი - ზურაბ ჯირგველიშვილი; ბათუმი - გიორგი ერმაკოვი; ფოთი - ირაკლი კაკულია; ზუგდიდი - ირაკლი გოგოხია; მცხეთა - ავთანდილ ნემსიწვერიძე; თელავი - პლატონ კალმახელიძე; ოზურგეთი - ბეგლარ სიორიძე; ახალციხე - გიორგი კოპაძე; ამბროლაური - რატი ნამგალაძე.
საარჩევნო ბლოკმა ადგილობირივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ოფიციალური კამპანია დღეიდან დაიწყო.
თვითმმართველობის არჩევნები 2014 წლის 15 ივნისს გაიმართება.