მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე, მთვარე ტყუპშია – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენს ჭამს ნოდარი?! - ათასებად ღირებული ბატკნის ბარკალი და თევზის ასორტი მინისტრის მენიუში
რამდენს ჭამს ნოდარი?! - ათასებად ღირებული ბატკნის ბარკალი და თევზის ასორტი მინისტრის მენიუში

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ვან­ში მა­მა­კაც­მა თავი მო­იკ­ლა, რად­გან სა­კუ­თა­რი შვი­ლის ოპე­რა­ცი­ი­სათ­ვის სა­ჭი­რო ფული ვერ იშო­ვა. გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე და­ტო­ვა წე­რი­ლი, სა­დაც და­წე­რა, რომ დაკ­რძალ­ვა­ზე შე­მო­სუ­ლი ფუ­ლით შვი­ლი­სათ­ვის ოპე­რა­ცია გა­ე­კე­თე­ბი­ნათ. ოპე­რა­ცი­ის­თვის საკ­მა­რი­სი თან­ხა 2100 ლარს შე­ად­გენ­და.

ასე­ვე, რამ­დე­ნი­მე დღის წინ ფი­ნანსთა სა­მი­ნიტ­როს მო­რი­გი ბან­კე­ტი 13 500 ლარი და­უჯ­და. მხო­ლოდ ბატ­კნის ბარ­კა­ლი, რო­მე­ლიც ქონ­დარ­ში იყო და­მა­რი­ნა­დე­ბუ­ლი 1452 ლარი, ხოლო თევ­ზის ასორ­ტი 1716 ლარი დაჯ­და (ალ­ბათ "მობი დი­კის" სუ­კე­ბი იყო).

ყვე­ლა გან­ვი­თა­რე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში მი­ღე­ბუ­ლია, რომ სტუ­მარს სა­პა­ტივ­სა­ცე­მო ბან­კეტს უმარ­თა­ვენ და ამა­ში გა­საკ­ვი­რი არა­ფე­რია, მაგ­რამ როცა 2-3 წლის წინ მი­ტინ­გებს მარ­თავ­დი და იმ­დრო­ინ­დელ ხე­ლი­სუ­ფალს ლან­ძღავ­დი ბან­კე­ტებ­ში ფუ­ლის ხარ­ჯვის გამო, მი­ნი­მუმ იმა­ზე ნაკ­ლე­ბი მა­ინც უნდა და­ხარ­ჯო, ხოლო თუ შენც ბან­კე­ტე­ბის და ჭამა-სმის გამო გინ­დო­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნა, თა­ვი­დან­ვე გეთ­ქვა, გე­თხო­ვა, თავი შე­გე­ცო­დე­ბი­ნა და იქ­ნე­ბა იმა­ზე მეტს მო­ე­ცა ხმა ვიდ­რე მოგ­ცეს.

შე­იძ­ლე­ბა ეს ფული 100 ან­დაც 200 კა­ცი­ა­ნი დე­ლე­გა­ცი­ის გა­სა­მას­პინ­ძლებ­ლად და­ი­ხარ­ჯა და დე­ტალ-დე­ტალ რომ დავ­თვა­ლოთ, შე­იძ­ლე­ბა ია­ფიც კი გა­მო­ვი­დეს, მაგ­რამ და­ლოც­ვი­ლო, ქონ­დარ­ში და­მა­რი­ნა­დე­ბულ ბატ­კან­ში რომ 1400 ლარი არ გა­და­ი­ხა­დო და მხო­ლოდ ბატ­კნის მწვა­დით გახ­ვი­დე ფონს, გულ­ზე და­გად­გე­ბა?!

მი­ნის­ტრო­ბა მხო­ლოდ კა­ბი­ნე­ტი­დან-კა­ბი­ნეტ­ში სი­ა­რუ­ლი არაა. ათას­ში ერთხელ იმ ხალ­ხის პრობ­ლე­მაც რომ გა­ი­გოს მი­ნის­ტრმა (და ზო­გა­დად სა­მი­ნის­ტრომ) ვინც მო­იყ­ვა­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, ცუდი ნამ­დვი­ლად არ იქ­ნე­ბა და იქ­ნებ ისე­თი ტრა­გე­დი­აც აღარ დატ­რი­ალ­დეს ხოლ­მე, რო­გო­რიც ვან­ში მოხ­და.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

რამდენს ჭამს ნოდარი?! - ათასებად ღირებული ბატკნის ბარკალი და თევზის ასორტი მინისტრის მენიუში

რამდენს ჭამს ნოდარი?! - ათასებად ღირებული ბატკნის ბარკალი და თევზის ასორტი მინისტრის მენიუში

რამდენიმე დღის წინ ვანში მამაკაცმა თავი მოიკლა, რადგან საკუთარი შვილის ოპერაციისათვის საჭირო ფული ვერ იშოვა. გარდაცვალებამდე დატოვა წერილი, სადაც დაწერა, რომ დაკრძალვაზე შემოსული ფულით შვილისათვის ოპერაცია გაეკეთებინათ. ოპერაციისთვის საკმარისი თანხა 2100 ლარს შეადგენდა.

ასევე, რამდენიმე დღის წინ ფინანსთა სამინიტროს მორიგი ბანკეტი 13 500 ლარი დაუჯდა. მხოლოდ ბატკნის ბარკალი, რომელიც ქონდარში იყო დამარინადებული 1452 ლარი, ხოლო თევზის ასორტი 1716 ლარი დაჯდა (ალბათ "მობი დიკის" სუკები იყო).

ყველა განვითარებულ ქვეყანაში მიღებულია, რომ სტუმარს საპატივსაცემო ბანკეტს უმართავენ და ამაში გასაკვირი არაფერია, მაგრამ როცა 2-3 წლის წინ მიტინგებს მართავდი და იმდროინდელ ხელისუფალს ლანძღავდი ბანკეტებში ფულის ხარჯვის გამო, მინიმუმ იმაზე ნაკლები მაინც უნდა დახარჯო, ხოლო თუ შენც ბანკეტების და ჭამა-სმის გამო გინდოდა ხელისუფლებაში ყოფნა, თავიდანვე გეთქვა, გეთხოვა, თავი შეგეცოდებინა და იქნება იმაზე მეტს მოეცა ხმა ვიდრე მოგცეს.

შეიძლება ეს ფული 100 ანდაც 200 კაციანი დელეგაციის გასამასპინძლებლად დაიხარჯა და დეტალ-დეტალ რომ დავთვალოთ, შეიძლება იაფიც კი გამოვიდეს, მაგრამ დალოცვილო, ქონდარში დამარინადებულ ბატკანში რომ 1400 ლარი არ გადაიხადო და მხოლოდ ბატკნის მწვადით გახვიდე ფონს, გულზე დაგადგება?!

მინისტრობა მხოლოდ კაბინეტიდან-კაბინეტში სიარული არაა. ათასში ერთხელ იმ ხალხის პრობლემაც რომ გაიგოს მინისტრმა (და ზოგადად სამინისტრომ) ვინც მოიყვანა ხელისუფლებაში, ცუდი ნამდვილად არ იქნება და იქნებ ისეთი ტრაგედიაც აღარ დატრიალდეს ხოლმე, როგორიც ვანში მოხდა.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა