თინა ხიდაშელის განმარტებით, პრემიერ-მინისტრი საკუთარ ინიციატივაში ოჯახის ნაცვლად ქორწინებას გულისხმობდა

თინა ხიდაშელის განმარტებით, პრემიერ-მინისტრი საკუთარ ინიციატივაში ოჯახის ნაცვლად ქორწინებას გულისხმობდა

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, თინა ხიდაშელის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი საკუთარ ინიციატივაში ოჯახის ნაცვლად ქორწინებას გულისხმობდა.

როგორც თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, ინიციატივის შინაარსი გასაგებია და ვისაც პრობლემა აქვს ურჩევს, ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ ევროპის კონვენცია წაიკითხოს.

"მე ძალიან ვწუხვარ, რომ მთავარი თემა გახდა სიტყვაზე გამოკიდება. რა თქმა უნდა, პრემიერი ქორწინებას გულისხმობდა. ძალიან სასაცილო და არასერიოზულია, როდესაც ასე სიტყვაზე გამოეკიდები. შინაარსი მგონი გასაგებია და ყველას, ვისაც აქვს პრობლემა, ვურჩევ, წაიკითხოს ევროპის კონვენცია ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

უმრავლესობის წევრმა დასძინა, რომ დედა თუ მარტო ზრდის შვილებს, რა თქმა უნდა, იგულისხმება, რომ ის ოჯახია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ინიციატივით გამოვიდა, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნული ინიციატივით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას გუშინ მიმართა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა