Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იანუკოვიჩის რეზიდენციის ფოტოები - "გაუგონარი ფუფუნება" (+25 ფოტო)
იანუკოვიჩის რეზიდენციის ფოტოები - "გაუგონარი ფუფუნება" (+25 ფოტო)

"უკ­რა­ინ­სკა­ია პრავ­და" უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის, ვიქ­ტორ ია­ნუ­კო­ვი­ჩის "მე­ჟი­გო­რი­ეს" რე­ზი­დენ­ცი­ის ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს. რო­გორც სტა­ტი­ა­შია ნათ­ქვა­მი, ფო­ტო­ე­ბი შო­კის­მომ­გვრელ და გა­უ­გო­ნარ ფუ­ფუ­ნე­ბას ასა­ხავს - რე­ზი­დენ­ცი­ა­ში მხო­ლოდ ერთი ჭა­ღის ღი­რე­ბუ­ლე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 100 000 დო­ლა­რია.

"მე­ჟი­გო­რი­ეს" რე­ზი­დენ­ცია სულ 140 ჰექ­ტარ­ზეა. ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რამ­დე­ნი­მე ობი­ექ­ტი მდე­ბა­რე­ობს. ჯერ­ჯე­რო­ბით ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ვერ მო­ა­ხერ­ხეს ია­ნუ­კო­ვი­ჩის მთა­ვა­რი, ხუთ­სარ­თუ­ლი­ა­ნი რე­ზი­დენ­ცი­ის ინ­ტე­რი­ე­რის ფო­ტო­ე­ბის მო­პო­ვე­ბა, თუმ­ცა, შეძ­ლეს სხვა, ზღვის ნა­პირ­ზე მდე­ბა­რე რე­ზი­დენ­ცი­ის ფო­ტო­ო­ბი­ექ­ტივ­ში ასახ­ვა. რე­ზი­დენ­ცია ია­ნუ­კო­ვი­ჩის და მისი სტუმ­რე­ბის და­სას­ვე­ნებ­ლად იყო გან­კუთ­ვნი­ლი.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ია­ნუ­კო­ვი­ჩის "მე­ჟი­გო­რი­ეს" რე­ზი­დენ­ცია ცა­რი­ე­ლია და იქი­დან ია­ნუ­კო­ვი­ჩის პი­რა­დი ნივ­თე­ბი გა­ტა­ნი­ლია. ვიქ­ტორ ია­ნუ­კო­ვიჩ­მა კი­ე­ვი წუ­ხელ, გვი­ან ღა­მით და­ტო­ვა. უკ­რა­ი­ნულ მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრე­ზი­დენ­ტი ხარ­კოვ­ში ჩაფ­რინ­და.

იხი­ლეთ ვი­დეო

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

იანუკოვიჩის რეზიდენციის ფოტოები - "გაუგონარი ფუფუნება" (+25 ფოტო)

იანუკოვიჩის რეზიდენციის ფოტოები - "გაუგონარი ფუფუნება" (+25 ფოტო)

"უკრაინსკაია პრავდა"  უკრაინის  პრეზიდენტის,  ვიქტორ იანუკოვიჩის "მეჟიგორიეს"  რეზიდენციის ფოტოებს აქვეყნებს. როგორც სტატიაშია ნათქვამი, ფოტოები შოკისმომგვრელ და გაუგონარ ფუფუნებას ასახავს - რეზიდენციაში მხოლოდ ერთი ჭაღის ღირებულება დაახლოებით 100 000 დოლარია.

"მეჟიგორიეს" რეზიდენცია სულ 140 ჰექტარზეა. ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტი მდებარეობს. ჯერჯერობით ჟურნალისტებმა ვერ მოახერხეს იანუკოვიჩის მთავარი, ხუთსართულიანი რეზიდენციის ინტერიერის ფოტოების მოპოვება, თუმცა, შეძლეს სხვა, ზღვის ნაპირზე მდებარე რეზიდენციის ფოტოობიექტივში ასახვა. რეზიდენცია იანუკოვიჩის და მისი სტუმრების დასასვენებლად იყო განკუთვნილი.

როგორც ცნობილია, იანუკოვიჩის "მეჟიგორიეს" რეზიდენცია ცარიელია და იქიდან იანუკოვიჩის პირადი ნივთები გატანილია.  ვიქტორ იანუკოვიჩმა კიევი წუხელ, გვიან ღამით დატოვა. უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი ხარკოვში ჩაფრინდა.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა