მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
CNN - "დაჩა", ჭაჭა და გეი ბარი" - 9 რამ, რითიც სოჭი გაგაოცებთ
CNN - "დაჩა", ჭაჭა და გეი ბარი" - 9 რამ, რითიც სოჭი გაგაოცებთ

"დაჩა", ჭაჭა და გეი ბარი" - 9 რამ, რი­თიც სოჭი გა­გა­ო­ცებთ", - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს CNN-ი რე­ი­ჩელ ბარ­ტის სტა­ტი­ას. სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ სოჭი, რო­გორც რუ­სე­თის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე თბი­ლი ქა­ლა­ქი, უჩ­ვე­უ­ლო ად­გი­ლი იყო ზამ­თრის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის სა­მას­პინ­ძლოდ. მაგ­რამ მი­სი­ვე თქმით, ეს ყვე­ლა­ფე­რი არ არის, რაც უნდა აღი­ნიშ­ნოს.

რო­გორც რე­ი­ჩელ ბარ­ტი წერს, სოჭი ასე­ვე "ცხე­ლი წერ­ტი­ლია" აგა­რა­კის მა­ძი­ე­ბე­ლი ოლი­გარ­ქე­ბის­თვის და პრე­ზი­დენტ პუ­ტი­ნის­თვის. გარ­და ამი­სა, აქ არის გეი ბა­რე­ბი (მი­უ­ხე­და­ვად პრე­ზი­დენტ პუ­ტი­ნის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­სა) და არი­ან კა­ზა­კე­ბი, თუმ­ცა არა აუ­ცი­ლებ­ლად გეი ბა­რებ­ში.

"სა­მარ­ცხვი­ნო რუსი, რო­მელ­მაც "რუ­სუ­ლი რი­ვი­ე­რა" რუ­კა­ზე და­ი­ტა­ნა, სუ­ლაც არ იყო ისე­თი მკაც­რი ლი­დე­რი, რო­გორ­საც თქვენ ფიქ­რობთ. კო­მუ­ნის­ტმა დიქ­ტა­ტორ­მა იო­სებ სტა­ლინ­მა სოჭი მას შემ­დეგ გა­ა­პო­პუ­ლა­რუ­ლა, რაც 1930 წელს იქ სა­ზა­ფხუ­ლო აგა­რა­კი აი­შე­ნა. ერთი წლის შემ­დეგ კი ეს ად­გი­ლი სა­ზა­ფხუ­ლო ად­გი­ლად იქცა რუსი პო­ლი­ტი­კა­ნე­ბის­თვის", - აღ­ნიშ­ნავს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი და დას­ძენს, რომ სოჭ­ში სა­ზა­ფხუ­ლო აგა­რა­კი აქვს რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტინ­საც.

ამას­თან, რო­გორც რე­ი­ჩელ ბარ­ტი წერს, სპორ­ტსმე­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს გა­ე­ჯიბ­რე­ბი­ან ად­ლერ­ში, ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ას­თან მდე­ბა­რე­ობს.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ასე­ვე ხაზს უს­ვამს, რომ კი­დევ ერთი, რაც სოჭ­ში ჩა­სუ­ლებს გა­ა­ო­ცებთ, რეს­ტორ­ნებ­სა და ბა­რებ­ში სი­გა­რე­ტის მო­წე­ვის აკ­რძალ­ვაა. "სო­ჭის ოლიმ­პი­ა­და სი­გა­რე­ტის კვამ­ლის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა იქ­ნე­ბა და ეს მოხ­დე­ბა ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ძა­ლი­ან უყ­ვართ მო­წე­ვა - 2012 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, მა­მა­კა­ცე­ბის თით­ქმის 60%, ქვეყ­ნის ზრდას­რუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის 40% კი მწე­ვე­ლია. სი­გა­რე­ტის გა­ყიდ­ვა და მო­წე­ვა აკ­რძა­ლუ­ლია სო­ჭის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის მო­ედ­ნებ­ზე, გარ­და სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ყო­ფი­ლი მწე­ველ­თა ზო­ნი­სა", - აღ­ნიშ­ნავს ავ­ტო­რი.

ამას­თან, ავ­ტო­რი ასე­ვე ხაზს უს­ვამს სოჭ­ში გეი ბა­რე­ბის არ­სე­ბო­ბას და ცი­ტი­რებს ქა­ლა­ქის მე­რის ანა­ტო­ლი პახ­მა­ლო­ვის სი­ტყვებს, რო­მელ­მაც ცოტა ხნის წინ გა­ნა­ცხა­და, რომ სოჭ­ში ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლე­ბი არ არ­სე­ბო­ბენ.

"თუმ­ცა, სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ სოჭ­ში არის გეი ბა­რე­ბი. აქა­უ­რი "კა­ბა­რე მა­ი­ა­კი" ერ­თდრო­უ­ლად მას­პინ­ძლობს ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლებ­საც და ჰე­ტე­რო­სექ­სუ­ა­ლებ­საც, შუა ღა­მით კი კა­ბა­რეს ტრან­სვეს­ტი­ტი მომ­ღერ­ლე­ბი მარ­თა­ვენ შოუს", - წერს რე­ი­ჩელ ბარ­ტი.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ სოჭ­ში არაყს ხში­რად მისი კავ­კა­სი­ე­ლი კო­ლე­გა - ჭაჭა ცვლის. "ჭაჭა ქარ­თუ­ლი სას­მე­ლია, რო­მელ­ზეც ქარ­თვე­ლი მხა­რეთმცოდ­ნე­ე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბე­ბი აქვს - აყუ­ჩებს ყუ­რის ტკი­ვილს და კუ­ჭის მო­უ­ნე­ლობ­ლო­ბას", - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში.

რო­გორც რე­ი­ჩელ ბარ­ტი წერს, სოჭი, რო­მელ­მაც მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში მულ­ტი­ეთ­ნი­კუ­რი კო­ლო­ნი­ზა­ცია გა­მო­ი­ა­რა, შე­საძ­ლოა ახლა ტექ­ნი­კუ­რად რუ­სუ­ლი იყოს, მაგ­რამ მისი საკ­ვე­ბი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი რჩე­ბა. ავ­ტო­რის­ვე თქმით, სოჭ­ში ჩა­სუ­ლებს სომ­ხურ და ქარ­თულ კერ­ძებს შეს­თა­ვა­ზე­ბენ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია CNN-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

CNN - "დაჩა", ჭაჭა და გეი ბარი" - 9 რამ, რითიც სოჭი გაგაოცებთ

CNN - "დაჩა", ჭაჭა და გეი ბარი" - 9 რამ, რითიც სოჭი გაგაოცებთ

"დაჩა", ჭაჭა და გეი ბარი" - 9 რამ, რითიც სოჭი გაგაოცებთ", - ამ სათაურით აქვეყნებს CNN-ი რეიჩელ ბარტის სტატიას. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ სოჭი, როგორც რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე თბილი ქალაქი, უჩვეულო ადგილი იყო ზამთრის ოლიმპიური თამაშების სამასპინძლოდ. მაგრამ მისივე თქმით, ეს ყველაფერი არ არის, რაც უნდა აღინიშნოს.

როგორც რეიჩელ ბარტი წერს, სოჭი ასევე "ცხელი წერტილია" აგარაკის მაძიებელი ოლიგარქებისთვის და პრეზიდენტ პუტინისთვის. გარდა ამისა, აქ არის გეი ბარები (მიუხედავად პრეზიდენტ პუტინის დამოკიდებულებისა) და არიან კაზაკები, თუმცა არა აუცილებლად გეი ბარებში.

"სამარცხვინო რუსი, რომელმაც "რუსული რივიერა" რუკაზე დაიტანა, სულაც არ იყო ისეთი მკაცრი ლიდერი, როგორსაც თქვენ ფიქრობთ. კომუნისტმა დიქტატორმა იოსებ სტალინმა სოჭი მას შემდეგ გააპოპულარულა, რაც 1930 წელს იქ საზაფხულო აგარაკი აიშენა. ერთი წლის შემდეგ კი ეს ადგილი საზაფხულო ადგილად იქცა რუსი პოლიტიკანებისთვის", - აღნიშნავს სტატიის ავტორი და დასძენს, რომ სოჭში საზაფხულო აგარაკი აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსაც.

ამასთან, როგორც რეიჩელ ბარტი წერს, სპორტსმენები ერთმანეთს გაეჯიბრებიან ადლერში, ტერიტორიაზე, რომელიც საქართველოს სეპარატისტული აფხაზეთის ტერიტორიასთან მდებარეობს.

სტატიის ავტორი ასევე ხაზს უსვამს, რომ კიდევ ერთი, რაც სოჭში ჩასულებს გააოცებთ, რესტორნებსა და ბარებში სიგარეტის მოწევის აკრძალვაა. "სოჭის ოლიმპიადა სიგარეტის კვამლისგან თავისუფალი ღონისძიება იქნება და ეს მოხდება ქვეყანაში, სადაც ძალიან უყვართ მოწევა - 2012 წლის მონაცემებით, მამაკაცების თითქმის 60%, ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 40% კი მწეველია. სიგარეტის გაყიდვა და მოწევა აკრძალულია სოჭის ოლიმპიური თამაშების მოედნებზე, გარდა სპეციალურად გამოყოფილი მწეველთა ზონისა", - აღნიშნავს ავტორი.

ამასთან, ავტორი ასევე ხაზს უსვამს სოჭში გეი ბარების არსებობას და ციტირებს ქალაქის მერის ანატოლი პახმალოვის სიტყვებს, რომელმაც ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ სოჭში ჰომოსექსუალები არ არსებობენ.

"თუმცა, საინტერესოა, რომ სოჭში არის გეი ბარები. აქაური "კაბარე მაიაკი" ერთდროულად მასპინძლობს ჰომოსექსუალებსაც და ჰეტეროსექსუალებსაც, შუა ღამით კი კაბარეს ტრანსვესტიტი მომღერლები მართავენ შოუს", - წერს რეიჩელ ბარტი.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ სოჭში არაყს ხშირად მისი კავკასიელი კოლეგა - ჭაჭა ცვლის. "ჭაჭა ქართული სასმელია, რომელზეც ქართველი მხარეთმცოდნეები აცხადებენ, რომ სამკურნალო თვისებები აქვს - აყუჩებს ყურის ტკივილს და კუჭის მოუნელობლობას", - ნათქვამია სტატიაში.

როგორც რეიჩელ ბარტი წერს, სოჭი, რომელმაც მე-19 საუკუნეში მულტიეთნიკური კოლონიზაცია გამოიარა, შესაძლოა ახლა ტექნიკურად რუსული იყოს, მაგრამ მისი საკვები მრავალფეროვანი რჩება. ავტორისვე თქმით, სოჭში ჩასულებს სომხურ და ქართულ კერძებს შესთავაზებენ.

მომზადებულია CNN-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა