სამხედრო
Faceამბები

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კიევში შეტაკებებისას სამ ადამიანს თვალი ამოუღეს, 12-მა კი თვალის დაზიანება მიიღო (+LIVE)
კიევში შეტაკებებისას სამ ადამიანს თვალი ამოუღეს, 12-მა კი თვალის დაზიანება მიიღო (+LIVE)

კი­ევ­ში, გრუ­შევ­სკის ქუ­ჩა­ზე გუ­შინ მომ­ხდა­რი შე­ტა­კე­ბე­ბის შე­დე­გად 12-მა ადა­მი­ან­მა თვა­ლის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო, სამ მათ­განს კი თვა­ლი ამო­უ­ღეს. ამის შე­სა­ხებ კი­ე­ვის სა­ხელ­მწი­ფო სა­მო­ქა­ლა­ქო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ჯან­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ვი­ტა­ლი მო­ხო­რევ­მა გა­ნა­ცხა­და.

"კი­ე­ვის სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში მყოფ და­შა­ვე­ბულ­თა­გან ერთს ხე­ლის მტევ­ნის ამ­პუ­ტა­ცია ჩა­უ­ტარ­და, სამს კი თვა­ლი ამო­უ­ღეს", - გა­ნა­ცხა­და მო­ხო­რევ­მა.

მი­სი­ვე თქმით, დახ­მა­რე­ბის­თვის სა­ა­ვად­მყო­ფო­ებს, დი­ლის მო­ნა­ცე­მე­ბით, 103 ადა­მი­ან­მა მი­მარ­თა, მათ­გან 42-ს სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბათ. და­შა­ვე­ბუ­ლებს სხვა­დას­ხვა სა­ხის ტრავ­მე­ბი აღ­ნიშ­ნე­ბათ. და­ზა­რა­ლე­ბულ­თა შო­რის ორი ჟურ­ნა­ლის­ტია – "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა" და გა­ზეთ "ვეს­ტის" თა­ნამ­შრომ­ლე­ბი.

ვი­ტა­ლი მო­ხო­რევ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ტოქ­სი­კო­ლო­გი­უ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბე­ბის­თვის ცრემლსა­დე­ნი გა­ზით და­ზა­რა­ლე­ბულ ადა­მი­ა­ნებს არ მი­უ­მარ­თავს.

კი­ევ­ში, გუ­შინ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­სა და დე­მონ­სტრან­ტებს და­პი­რის­პი­რე­ბა 15 სა­ათ­ზე მეტ­ხანს გაგ­რძელ­და. და­პი­რის­პი­რე­ბა მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც მო­მი­ტინ­გე­ე­ბი უმაღ­ლე­სი რა­და­სა და მთავ­რო­ბის სახ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­ლი­ცი­ის კარ­დო­ნის გარ­ღვე­ვას შე­ე­ცად­ნენ.

სი­ტუ­ა­ცია კი­ევ­ში მას შემ­დეგ და­ი­ძა­ბა, რაც უმაღ­ლეს­მა რა­დამ 16 იან­ვარს მი­ი­ღო კა­ნო­ნე­ბი, რო­მე­ლიც აქ­ცი­ე­ბის გა­მარ­თვის წე­სებს ამ­კაც­რებს და სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვო­ბის შე­ზღუდ­ვას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

კიევში შეტაკებებისას სამ ადამიანს თვალი ამოუღეს, 12-მა კი თვალის დაზიანება მიიღო (+LIVE)

კიევში შეტაკებებისას სამ ადამიანს თვალი ამოუღეს, 12-მა კი თვალის დაზიანება მიიღო (+LIVE)

კიევში, გრუშევსკის ქუჩაზე გუშინ მომხდარი შეტაკებების შედეგად 12-მა ადამიანმა თვალის დაზიანება მიიღო, სამ მათგანს კი თვალი ამოუღეს. ამის შესახებ კიევის სახელმწიფო სამოქალაქო ადმინისტრაციის ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვიტალი მოხორევმა განაცხადა.

"კიევის საავადმყოფოებში მყოფ დაშავებულთაგან ერთს ხელის მტევნის ამპუტაცია ჩაუტარდა, სამს კი თვალი ამოუღეს", - განაცხადა მოხორევმა.

მისივე თქმით, დახმარებისთვის საავადმყოფოებს, დილის მონაცემებით, 103 ადამიანმა მიმართა, მათგან 42-ს სერიოზული დაზიანებები აღენიშნებათ. დაშავებულებს სხვადასხვა სახის ტრავმები აღნიშნებათ. დაზარალებულთა შორის ორი ჟურნალისტია – "რადიო თავისუფლებისა" და გაზეთ "ვესტის" თანამშრომლები.

ვიტალი მოხორევმა აღნიშნა, რომ ტოქსიკოლოგიური განყოფილებებისთვის ცრემლსადენი გაზით დაზარალებულ ადამიანებს არ მიუმართავს.

კიევში, გუშინ სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს დაპირისპირება 15 საათზე მეტხანს გაგრძელდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მომიტინგეები უმაღლესი რადასა და მთავრობის სახლის მიმართულებით მილიციის კარდონის გარღვევას შეეცადნენ.

სიტუაცია კიევში მას შემდეგ დაიძაბა, რაც უმაღლესმა რადამ 16 იანვარს მიიღო კანონები, რომელიც აქციების გამართვის წესებს ამკაცრებს და სამოქალაქო აქტივობის შეზღუდვას ითვალისწინებს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა