პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბერკუტმა" ორი ახალგაზრდა ევრომაიდნამდე შიშველი არბენინა
"ბერკუტმა" ორი ახალგაზრდა ევრომაიდნამდე შიშველი არბენინა

კი­ევ­ში, გრუ­შევ­სკის გამ­ზირ­ზე "ბერ­კუტ­მა" ორი ახალ­გაზ­რდა და­ა­კა­ვა, რომ­ლე­ბიც სცე­მეს, შემ­დეგ კი აი­ძუ­ლეს ევ­რო­მა­იდ­ნამ­დე შიშ­ვე­ლი ერ­ბი­ნათ. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ტე­ლე­კომ­პა­ნია "5 канал"-ის ჟურ­ნა­ლის­ტმა ან­დერეი კო­ვა­ლი­ოვ­მა "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე გა­ავ­რცე­ლა.

"ახალ­გაზ­რდე­ბი გა­ა­შიშ­ვლეს, სცე­მეს, ცივი წყა­ლი გა­და­ას­ხეს, შემ­დეგ კი აი­ძუ­ლეს შიშ­ვლებს ერ­ბი­ნათ ევ­რო­მა­იდ­ნის ბა­რი­კა­დე­ბამ­დე", - და­წე­რა კო­ვა­ლი­ოვ­მა "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­დე­ბი ამ დრო­ის­თვის ერთ-ერთ ინ­სტი­ტუ­ტში არი­ან მო­თავ­სე­ბუ­ლი.

უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, "ბერ­კუ­ტის" მიერ ნა­ცე­მი ორი­ვე ახალ­გაზ­რდა კი­რო­ვოგ­რა­დე­ლი მუ­შე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბა კი­ე­ვის მი­ლი­ცი­ამ უკვე და­ი­წყო. რო­გორც სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, ამ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით მათ­თვის არა­ვის მი­უ­მარ­თავს და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გა­და­მოწ­მე­ბას სა­ჭი­რო­ებს.

კი­ევ­ში, დე­მონ­სტრან­ტებ­სა და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს შო­რის წუ­ხან­დე­ლი შე­ტა­კე­ბე­ბის შე­დე­გად, სა­ერ­თო ჯამ­ში, ასზე მეტი ადა­მი­ა­ნია და­შა­ვე­ბუ­ლი. სი­ტუ­ა­ცია კი­ევ­ში მას შემ­დეგ და­ი­ძა­ბა, რაც უმაღ­ლეს­მა რა­დამ 16 იან­ვარს მი­ი­ღო კა­ნო­ნე­ბი, რო­მე­ლიც აქ­ცი­ე­ბის გა­მარ­თვას წე­სებს ამ­კაც­რებს და სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვო­ბის შე­ზღუდ­ვას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია 5 канал-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

"ბერკუტმა" ორი ახალგაზრდა ევრომაიდნამდე შიშველი არბენინა

"ბერკუტმა" ორი ახალგაზრდა ევრომაიდნამდე შიშველი არბენინა

კიევში, გრუშევსკის გამზირზე "ბერკუტმა" ორი ახალგაზრდა დააკავა, რომლებიც სცემეს, შემდეგ კი აიძულეს ევრომაიდნამდე შიშველი ერბინათ. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია "5 канал"-ის ჟურნალისტმა ანდერეი კოვალიოვმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

"ახალგაზრდები გააშიშვლეს, სცემეს, ცივი წყალი გადაასხეს, შემდეგ კი აიძულეს შიშვლებს ერბინათ ევრომაიდნის ბარიკადებამდე", - დაწერა კოვალიოვმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

მისივე ინფორმაციით, ახალგაზდები ამ დროისთვის ერთ-ერთ ინსტიტუტში არიან მოთავსებული.

უკრაინული მედიის ცნობით, "ბერკუტის" მიერ ნაცემი ორივე ახალგაზრდა კიროვოგრადელი მუშები აღმოჩნდნენ.

აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება კიევის მილიციამ უკვე დაიწყო. როგორც სამართალდამცავ უწყებაში აცხადებენ, ამ ფაქტთან დაკავშირებით მათთვის არავის მიუმართავს და აქედან გამომდინარე, გავრცელებული ინფორმაცია გადამოწმებას საჭიროებს.

კიევში, დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის წუხანდელი შეტაკებების შედეგად, საერთო ჯამში, ასზე მეტი ადამიანია დაშავებული. სიტუაცია კიევში მას შემდეგ დაიძაბა, რაც უმაღლესმა რადამ 16 იანვარს მიიღო კანონები, რომელიც აქციების გამართვას წესებს ამკაცრებს და სამოქალაქო აქტივობის შეზღუდვას ითვალისწინებს.

მომზადებულია 5 канал-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა