ავტორი:

უცნობი პრინცესა დიანა - ლედი დის გარდაცვალებიდან 21 წელი გავიდა

უცნობი პრინცესა დიანა - ლედი დის გარდაცვალებიდან 21 წელი გავიდა

ქალი, რომელმაც გარდაქმნა დიდი ბრიტანეთის სამეფო კარი, ადამიანი, რომლის სახელიც, ალბათ, მსოფლიოს ყველა კუთხეში იციან - ეს პრინცესა დიანაა, ან ლედი დი, როგორც მას ადამიანები იცნობდნენ...

უელსის პრინცესას ცხოვრება მის სიცოცხლეშიც და სიკვდილის შემდეგაც, მუდმივი ყურადღების ცენტრში იყო. დღეს, 31 აგვისტოს ლედი დის გარდაცვალებიდან 21 წელი გავიდა.

1997 წლის 31 აგვისტოს ტრაგიკული ღამე მსოფლიოს ალბათ დიდხანს არ დაავიწყდება: საღამოს, პარიზის Ritz-ში ვახშმის შემდეგ, მან სასტუმრო კომპანიონთან - დოდი ალ ფაიედთან, მილიონერი ბიზნესმენის მოჰამედ ალ ფაიედის ვაჟთან ერთად დატოვა. წყვილს, რომელიც ლიმუზინით გადაადგილდებოდა, პაპარაცები მოტოციკლებით დაედევნენ, რომ უელსის პრინცესას ახალი სიყვარული აღებეჭდათ კადრში. გადაჭარბებულმა სიჩქარემ ტრაგიკული ავარია გამოიწვია - 36 წლის პრინცესა დიანა საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.

გთავაზობთ პრინცესა დიანას ნაკლებად ცნობილ ფოტოებს - როგორი იყო ლედი დი ვიდრე ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი გახდებოდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია vintag.es-ის მიხედვით

ფიდელ კასტროსა და უგო ჩავესის მეგობარი, რომელიც პუტინს "ფენომენს" უწოდებდა - როგორი იყო დიეგო მარადონას პოლიტიკური პრეფერენციები?

რატომ არის მეცნიერთა ნაწილი, პანდემიის პირობებში, "ლოქდაუნის" წინააღმდეგი - რას წარმოადგენს "დიდი ბარინგტონის დეკლარაცია"?

თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებულ ათობით პირს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს