მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყაზახეთი ჰომოსექსუალთა წინააღმდეგ ბრძოლაში რუსეთის კვალდაკვალ მიდის
ყაზახეთი ჰომოსექსუალთა წინააღმდეგ ბრძოლაში რუსეთის კვალდაკვალ მიდის

ყა­ზა­ხე­თის მთავ­რო­ბა ჰო­მო­სექ­სუ­ალ­თა წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში რუ­სე­თის კვალ­დაკ­ვალ მი­დის. სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა ქვეყ­ნის მა­ღალ ეშე­ლო­ნებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. ყა­ზა­ხე­თის პარ­ლა­მენ­ტის (Majilis) წევ­რი, ალ­დან სმა­ი­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან გე­ე­ბის­თვის გარ­კვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბას ითხოვს. სექ­ტემ­ბერ­ში იგი რუ­სეთ­ში მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნის მსგავ­სი კა­ნონპ­რო­ექ­ტის წარ­დგე­ნას გეგ­მავს.

"მე მო­ვი­თხო­ვე გეი-კლუ­ბე­ბის, დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბი­სა და მსგავ­სი სი­სა­ძაგ­ლის აკ­რძალ­ვა", - გა­ნა­ცხა­და ალ­დან სმა­ი­ლიმ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის მხარ­დამ­ჭე­რია ყა­ზა­ხე­თის პარ­ლა­მენ­ტის კი­დევ ერთი წევ­რი, მუ­რატ ახ­მა­დი­ე­ვი.

რუ­სე­თი, ისე­ვე რო­გორც ყა­ზა­ხე­თი, არას­დროს ყო­ფი­ლა უსაფრ­თხო ად­გი­ლი ლგბტ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის. ყა­ზა­ხეთ­ში ლგბტ აქ­ტი­ვის­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ გე­ებ­სა და ლეს­ბო­სე­ლებს თა­ვი­სუფ­ლად და და­უ­ფა­რა­ვად ცხოვ­რე­ბა არ შე­უძ­ლი­ათ.

2009 წლის სო­რო­სის ფონ­დის კვლე­ვის მი­ხედ­ვით, ყა­ზა­ხეთ­ში სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ყო­ველ­დღი­ურ დის­კრი­მი­ნა­ცი­ას გა­ნიც­დი­ან. თუმ­ცა, ყა­ზა­ხე­თი ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნა არაა, რო­მელ­მაც გე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა რუ­სუ­ლი წე­სე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა: ასე­თია სომ­ხე­თიც.

"უდა­ვოდ რუ­სე­თის ჩრდი­ლია. ჩვენ რუ­სე­თის ჩრდილ­ში ვცხოვ­რობთ", - აცხა­დებს სო­მე­ხი გეი აქ­ტი­ვის­ტი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია theatlanticwire.com-ის მი­ხედ­ვით.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

ყაზახეთი ჰომოსექსუალთა წინააღმდეგ ბრძოლაში რუსეთის კვალდაკვალ მიდის

ყაზახეთი ჰომოსექსუალთა წინააღმდეგ ბრძოლაში რუსეთის კვალდაკვალ მიდის

ყაზახეთის მთავრობა ჰომოსექსუალთა წინააღმდეგ ბრძოლაში რუსეთის კვალდაკვალ მიდის. სექსუალური უმცირესობის წინააღმდეგ ბრძოლა ქვეყნის მაღალ ეშელონებში მიმდინარეობს. ყაზახეთის პარლამენტის (Majilis) წევრი, ალდან სმაილი ადგილობრივი ხელისუფლებისგან გეებისთვის გარკვეული შეზღუდვების დაწესებას ითხოვს. სექტემბერში იგი რუსეთში მიღებული კანონის მსგავსი კანონპროექტის წარდგენას გეგმავს.

"მე მოვითხოვე გეი-კლუბების, დემონსტრაციებისა და მსგავსი სისაძაგლის აკრძალვა", - განაცხადა ალდან სმაილიმ.

აღნიშნული კანონპროექტის მხარდამჭერია ყაზახეთის პარლამენტის კიდევ ერთი წევრი, მურატ ახმადიევი.

რუსეთი, ისევე როგორც ყაზახეთი, არასდროს ყოფილა უსაფრთხო ადგილი ლგბტ საზოგადოებისთვის. ყაზახეთში ლგბტ აქტივისტები აცხადებენ, რომ გეებსა და ლესბოსელებს თავისუფლად და დაუფარავად ცხოვრება არ შეუძლიათ.

2009 წლის სოროსის ფონდის კვლევის მიხედვით, ყაზახეთში სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები   ყოველდღიურ დისკრიმინაციას განიცდიან. თუმცა, ყაზახეთი ერთადერთი ქვეყანა არაა, რომელმაც გეების წინააღმდეგ ბრძოლა რუსული წესებით განახორციელა: ასეთია სომხეთიც.

"უდავოდ რუსეთის ჩრდილია. ჩვენ რუსეთის ჩრდილში ვცხოვრობთ", - აცხადებს სომეხი გეი აქტივისტი.

მომზადებულია theatlanticwire.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა