მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენიმე საათში საფრანგეთი ლიბიაზე შეტევას დაიწყებს
რამდენიმე საათში საფრანგეთი ლიბიაზე შეტევას დაიწყებს

რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში საფ­რან­გე­თი ლი­ბი­ა­ზე შე­ტე­ვას და­ი­წყებს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "ფრანს პრე­სი" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ ფრან­სუა ბა­რუ­ენ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

ბა­რუ­ე­ნის თქმით, ოპე­რა­ცი­ის მი­ზა­ნია ლი­ბი­ის მო­სახ­ლე­ო­ბა ძა­ლა­დო­ბის­გან და­იც­ვას. ოპე­რა­ცი­ის ხა­სი­ათ­ზე ინ­ფორ­მა­ცია არ ვრცელ­დე­ბა, თუმ­ცა, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­უ­ბა­რია ავი­ა­დარ­ტყმებ­ზე. ოპე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე და­თან­ხმდნენ ნორ­ვე­გია, დიდი ბრი­ტა­ნე­თი, არა­ბუ­ლი ლი­გის ქვეყ­ნე­ბი. და­ნი­ის პარ­ლა­მენ­ტი კი, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას უახ­ლო­ეს ხან­ში მი­ი­ღებს. იტა­ლია მზად არის, ოპე­რა­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს სი­ცი­ლი­ის ბა­ზე­ბი და­უთ­მოს. გარ­და ამი­სა, ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ შე­საძ­ლოა, სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია ლი­ბი­ის წი­ნა­აღ­მდეგ უახ­ლო­ეს ორ დღე­ში და­ი­წყოს.

გა­ე­რო-მ ლი­ბი­ის მი­მართ სან­ქცი­ე­ბის შე­სა­ხებ რე­ზო­ლუ­ცია მი­ი­ღო. გა­ე­რო-ს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მსოფ­ლიო თა­ნა­მე­გობ­რო­ბას ლი­ბი­ა­ში სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ებ­ში ჩაბ­მის უფ­ლე­ბა ეძ­ლე­ვა. ლი­ბი­ის პირ­და­პი­რი სამ­ხედ­რო ინ­ტერ­ვენ­ცია რე­ზო­ლუ­ცი­ით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი არ არის. კერ­ძოდ, უცხო ქვეყ­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს ლი­ბი­ა­ში სახ­მე­ლე­თო ჯა­რის გა­მო­ყე­ნე­ბა არ შე­ეძ­ლე­ბათ.

რე­ზო­ლუ­ცი­ის პრო­ექ­ტი ლი­ბა­ნის, დიდი ბრი­ტა­ნე­თის, საფ­რან­გე­თი­სა და აშშ-ის მიერ იყო ინი­ცი­რე­ბუ­ლი და სამი დღე გა­ნი­ხი­ლე­ბო­და.

დო­კუ­მენ­ტის ტექ­სტის მი­ხედ­ვით, ლი­ბი­ის სამ­ხედ­რო ძა­ლებს ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ფრე­ნე­ბი ეკ­რძა­ლე­ბათ, ფრე­ნე­ბის აკ­რძალ­ვა გა­ე­რო-ს წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის სა­ზღვრებ­ზე ყვე­ლა ტი­პის სა­ჰა­ე­რო სა­შუ­ა­ლე­ბებს ეხე­ბათ.

რე­ზო­ლუ­ცი­ის მი­ხედ­ვით, გა­ე­რო ლი­ბი­ა­ში, რო­გორც სა­ხე­ლი­სუფ­ლო, ისე ოპო­ზი­ცი­ურ ძა­ლე­ბის მხრი­დან სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბის და­უ­ყო­ნებ­ლივ შე­წყვე­ტას მო­ი­თხოვს. ამას გარ­და, დო­კუ­მენ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ლი­ბი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­ბან­კო და ნავ­თო­ბის კომ­პა­ნი­ე­ბის ან­გა­რი­შე­ბის გა­ყინ­ვა. გა­ე­რო-ს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს 15 წევ­რი ქვეყ­ნი­დან რე­ზო­ლუ­ცი­ას 10-მა და­უ­ჭი­რა მხა­რი. თავი შე­ი­კა­ვეს რუ­სეთ­მა, ჩი­ნეთ­მა, გერ­მა­ნი­ამ, ინ­დო­ეთ­მა და ბრა­ზი­ლი­ამ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ლი­ბი­ის ლი­დე­რის შვილ­მა, საიფ ალ-ის­ლამ კა­და­ფიმ რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა, რომ ლი­ბია საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ნი­კო­ლა სარ­კო­ზის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას აფი­ნან­სებ­და. ტე­ლე­კომ­პა­ნია "ევ­რო­ნი­უს­თან " ინ­ტერ­ვი­უ­ში უმ­ცროს­მა კა­და­ფიმ სარ­კო­ზის ამ ფუ­ლის დაბ­რუ­ნე­ბის­კენ მო­უ­წო­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

რამდენიმე საათში საფრანგეთი ლიბიაზე შეტევას დაიწყებს

რამდენიმე საათში საფრანგეთი ლიბიაზე შეტევას დაიწყებს

რამდენიმე საათში საფრანგეთი ლიბიაზე შეტევას დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას "ფრანს პრესი" ხელისუფლების წარმომადგენელ ფრანსუა ბარუენზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბარუენის თქმით, ოპერაციის მიზანია ლიბიის მოსახლეობა ძალადობისგან დაიცვას. ოპერაციის ხასიათზე ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა, სავარაუდოდ, საუბარია ავიადარტყმებზე. ოპერაციაში მონაწილეობაზე დათანხმდნენ ნორვეგია, დიდი ბრიტანეთი, არაბული ლიგის ქვეყნები. დანიის პარლამენტი კი, გადაწყვეტილებას უახლოეს ხანში მიიღებს. იტალია მზად არის, ოპერაციის მონაწილეებს სიცილიის ბაზები დაუთმოს. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, სამხედრო ოპერაცია ლიბიის წინააღმდეგ უახლოეს ორ დღეში დაიწყოს.

გაერო-მ ლიბიის მიმართ სანქციების შესახებ რეზოლუცია მიიღო. გაერო-ს გადაწყვეტილებით, მსოფლიო თანამეგობრობას ლიბიაში სამხედრო ოპერაციებში ჩაბმის უფლება ეძლევა. ლიბიის პირდაპირი სამხედრო ინტერვენცია რეზოლუციით გათვალისწინებული არ არის. კერძოდ, უცხო ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს ლიბიაში სახმელეთო ჯარის გამოყენება არ შეეძლებათ.

რეზოლუციის პროექტი ლიბანის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის მიერ იყო ინიცირებული და სამი დღე განიხილებოდა.

დოკუმენტის ტექსტის მიხედვით, ლიბიის სამხედრო ძალებს ქვეყნის ტერიტორიაზე ფრენები ეკრძალებათ, ფრენების აკრძალვა გაერო-ს წევრი სახელმწიფოების საზღვრებზე ყველა ტიპის საჰაერო საშუალებებს ეხებათ.

რეზოლუციის მიხედვით, გაერო ლიბიაში, როგორც სახელისუფლო, ისე ოპოზიციურ ძალების მხრიდან სამხედრო მოქმედებების დაუყონებლივ შეწყვეტას მოითხოვს. ამას გარდა, დოკუმენტით გათვალისწინებულია ლიბიის ხელისუფლების საბანკო და ნავთობის კომპანიების ანგარიშების გაყინვა. გაერო-ს უშიშროების საბჭოს 15 წევრი ქვეყნიდან რეზოლუციას 10-მა დაუჭირა მხარი. თავი შეიკავეს რუსეთმა, ჩინეთმა, გერმანიამ, ინდოეთმა და ბრაზილიამ.

აღსანიშნავია, რომ ლიბიის ლიდერის შვილმა, საიფ ალ-ისლამ კადაფიმ რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება, რომ ლიბია საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის წინასაარჩევნო კამპანიას აფინანსებდა. ტელეკომპანია "ევრონიუსთან ” ინტერვიუში უმცროსმა კადაფიმ სარკოზის ამ ფულის დაბრუნებისკენ მოუწოდა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა