პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სერგეი მირონოვი - "ედინაია რასია" მონსტრია, რომელიც პუტინს აღვირით უჭირავს
სერგეი მირონოვი - "ედინაია რასია" მონსტრია, რომელიც პუტინს აღვირით უჭირავს

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის საბ­ჭოს სპი­კე­რის, "სპრა­ვედ­ლი­ვა­ია რა­სი­ას" ლი­დე­რის, სერ­გეი მი­რო­ნო­ვის გან­ცხა­დე­ბით, "ედი­ნა­ია რა­სია" მონ­სტრია, რო­მე­ლიც პუ­ტინს აღ­ვი­რით უჭი­რავს.

რო­გორც რუ­სუ­ლი პრე­სა იუ­წყე­ბა, რა­დიო "თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან" სა­უბ­რი­სას მი­რო­ნოვ­მა "ედი­ნა­ია რა­სი­ას" ბი­უ­როკ­რა­ტე­ბის პროფ­კავ­ში­რე­ბი უწო­და. იგი სა­ხე­ლი­სუფ­ლო პარ­ტი­ის მო­ნო­პო­ლი­ის და­სას­რულს პროგ­ნო­ზი­რებს.

მი­სი­ვე აზ­რით, "სპრა­ვედ­ლი­ვა­ია რა­სი­ას" პუ­ტი­ნი იმ ჩა­ქუ­ჩად გა­მო­ი­ყე­ნებს, რომ­ლი­თაც ბი­უ­როკ­რატ­თა კას­ტას და­ამ­სხვრევს.

მი­რო­ნო­ვის გან­მარ­ტე­ბით, ნონ­სენ­სი იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ "ედი­ნა­ია რა­სი­ას" ლი­დე­რი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი ამ პარ­ტი­ის წევ­რია არ არის, რაც ნიშ­ნავს, რომ პუ­ტი­ნი პარ­ტი­ას იმ ინ­სტრუ­მე­ტად გა­ნი­ხი­ლავს, რომ­ლი­თაც პო­ლი­ტი­კურ და ეკო­ნო­მი­კურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს ახორ­ცი­ე­ლებს.

"არის ასე­თი გა­მოთ­ქმა - არ შე­გიძ­ლია წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა, სა­თა­ვე­ში ჩა­უ­დე­ქი. "ედი­ნა­ია რა­სი­ა­ში" პუ­ტი­ნის ლი­დე­რო­ბა ამ სე­რი­ი­დან არის", - აღ­ნიშ­ნავს სერ­გეი მი­რო­ნო­ვი, რომ­ლის თქმი­თაც, მხო­ლოდ კოშ­მა­რულ სიზ­მარ­ში შე­იძ­ლე­ბა წარ­მოდ­გე­ნა, რა იქ­ნე­ბო­და, პუ­ტინს "ედი­ნა­ია რა­სია", რო­გორც მონ­სტრი, ლა­ყუ­ჩე­ბით რომ არ ეჭი­როს.

"პუ­ტინს ეს მონ­სტრი არ შე­უქ­მნია, უბ­რა­ლოდ პარ­ტია, რო­მელ­შიც მდიდ­რე­ბი და ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი წევ­რი­ან­დე­ბი­ან, მო­ნო­პო­ლის­ტი და მონ­სტრია, რო­მელ­საც არა­ნა­ი­რი ცვლი­ლე­ბე­ბი არ სურს. მათ თა­ვის იდე­ო­ლო­გი­ად კონ­სერ­ვა­ტიზ­მი იმი­ტო­მაც აირ­ჩი­ეს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში სა­კუ­თა­რი თავი და ვი­თა­რე­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ, რომ­ლის დრო­საც არა­ფე­რი არ იც­ვლე­ბა", - აღ­ნიშ­ნავს სერ­გეი მი­რო­ნო­ვი.

"სპრა­ვედ­ლი­ვა­ია რა­სი­ას" ლი­დე­რი აცხა­დებს, რომ პუ­ტი­ნი არა მარ­ტო თა­ვის პარ­ტი­ას, არა­მედ მი­რო­ნო­ვის პარ­ტი­ა­საც უჭერს მხარს. რო­დე­საც იგი "ედი­ნა­ია რა­სი­ას" წევ­რებს ხვდე­ბა, მათ ღიად ეუბ­ნე­ბა - "თუ ჩვენ რე­ა­ლუ­რი კონ­კუ­რენ­ცია არ გვექ­ნა, თქვენ გა­სუქ­დე­ბით . . . და მათ რე­ა­ლუ­რი კონ­კუ­რენ­ცი­ის­კენ მო­უ­წო­დებს".

მი­რო­ნო­ვის თქმით, პუ­ტი­ნი რომ არა, "ედი­ნა­რო­სე­ბი" ყვე­ლა პარ­ტი­ას აკ­რძა­ლავ­დნენ. მი­რო­ნო­ვი აღი­ა­რებს, რომ რუ­სე­თი ჯერ მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლო­ბამ­დე შორს არის, მაგ­რამ "სი­ტუ­ა­ცია უკე­თე­სე­ბის­კენ იც­ვლე­ბა. . . და ჩვენ რე­ა­ლუ­რი მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლო­ბის­კენ მივ­დი­ვართ".

მი­რო­ნო­ვის აზ­რით, პუ­ტი­ნი დამ­ნა­შა­ვე არ არის, რომ მას, რო­გორც "სპრა­ვედ­ლი­ვა­ია რა­სი­ას" ლი­დერს, ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში არ უშ­ვე­ბენ. მი­სი­ვე თქმით, ამა­ში დამ­ნა­შა­ვე "ედა­ნო­რო­სე­ბი" არი­ან, ხოლო პუ­ტი­ნი და მედ­ვე­დე­ვი ამ ვი­თა­რე­ბა­ში ჩა­რე­ვა­ზე უარს ამ­ბო­ბენ.

მი­რო­ნო­ვის გან­მარ­ტე­ბით, პუ­ტინ­თან მე­გობ­რობს, მაგ­რამ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ყვე­ლა­ფერ­ში მხარს არ უჭერს.

"რო­გორც მე­გო­ბა­რი, თავს ვალ­დე­ბუ­ლად მი­ვიჩ­ნევ, სი­მარ­თლე მა­ში­ნაც ვუ­თხრა, როცა მის წი­ნა­და­დე­ბებს არ ვე­თან­ხმე­ბი", - აღ­ნიშ­ნა მან.

მი­სი­ვე თქმით, პუ­ტი­ნის სპრე­ზი­დენ­ტო გეგ­მებ­ზე არა­ფე­რი იცის, ხოლო რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ მი­რო­ნო­ვის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, 2004 წელს საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა "წმინ­და ტექ­ნო­ლო­გი­ურ" ხა­სი­ათს ატა­რებ­და.

"თუ ჩემს კან­დი­და­ტუ­რას არ წა­მო­ვა­ყე­ნე­ბიდ, არ­ჩევ­ნე­ბი არ ჩა­ტარ­დე­ბო­და. მა­შინ რი­ბკი­ნის სა­ი­დუმ­ლო გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა იმ გეგ­მის ნა­წი­ლი იყო, რომ არ­ჩევ­ნე­ბი არ შემ­დგა­რი­ყო, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ყვე­ლა შე­დე­გით, რაც ქვეყ­ნი­სათ­ვის ძა­ლი­ან ცუდი იქ­ნე­ბო­და", - აცხა­დებს მი­რო­ნო­ვი.

პო­ლი­ტი­კურ კო­ნი­უქ­ტუ­რის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის, ალექ­სეი ჩესნა­კო­ვის გან­ცხა­დე­ბით, სერ­გეი მი­რო­ნო­ვის გან­ცხა­დე­ბე­ბი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო ის­ტე­რი­კაა; მისი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს, რომ მას "ედი­ნა­რო­სე­ბის" პა­ნი­კუ­რად ეში­ნია და ყვე­ლა მისი მცდე­ლო­ბა პუ­ტინს მი­ე­კედ­ლოს, სა­სა­ცი­ლოდ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა.

მი­სი­ვე აზ­რით, პუ­ტი­ნი დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ჩა­უდ­გა სა­თა­ვე­ში "ედი­ნა­რო­სებს" ვიდ­რე მი­რო­ნო­ვი - "სპრა­ვედ­ლი­ვა­ია რა­სი­ას".

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

სერგეი მირონოვი - "ედინაია რასია" მონსტრია, რომელიც პუტინს აღვირით უჭირავს

სერგეი მირონოვი - "ედინაია რასია" მონსტრია, რომელიც პუტინს აღვირით უჭირავს

რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერის, "სპრავედლივაია რასიას" ლიდერის, სერგეი მირონოვის განცხადებით, "ედინაია რასია" მონსტრია, რომელიც პუტინს აღვირით უჭირავს.

როგორც რუსული პრესა იუწყება, რადიო "თავისუფლებასთან" საუბრისას მირონოვმა "ედინაია რასიას" ბიუროკრატების პროფკავშირები უწოდა. იგი სახელისუფლო პარტიის მონოპოლიის დასასრულს პროგნოზირებს.

მისივე აზრით, "სპრავედლივაია რასიას" პუტინი იმ ჩაქუჩად გამოიყენებს, რომლითაც ბიუროკრატთა კასტას დაამსხვრევს.

მირონოვის განმარტებით, ნონსენსი იმაში მდგომარეობს, რომ "ედინაია რასიას" ლიდერი ვლადიმერ პუტინი ამ პარტიის წევრია არ არის, რაც ნიშნავს, რომ პუტინი პარტიას იმ ინსტრუმეტად განიხილავს, რომლითაც პოლიტიკურ და ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს ახორციელებს.

"არის ასეთი გამოთქმა - არ შეგიძლია წინააღმდეგობის გაწევა, სათავეში ჩაუდექი. "ედინაია რასიაში" პუტინის ლიდერობა ამ სერიიდან არის", - აღნიშნავს სერგეი მირონოვი, რომლის თქმითაც, მხოლოდ კოშმარულ სიზმარში შეიძლება წარმოდგენა, რა იქნებოდა, პუტინს "ედინაია რასია", როგორც მონსტრი, ლაყუჩებით რომ არ ეჭიროს.

"პუტინს ეს მონსტრი არ შეუქმნია, უბრალოდ პარტია, რომელშიც მდიდრები და ჩინოვნიკები წევრიანდებიან, მონოპოლისტი და მონსტრია, რომელსაც არანაირი ცვლილებები არ სურს. მათ თავის იდეოლოგიად კონსერვატიზმი იმიტომაც აირჩიეს, რომ ხელისუფლებაში საკუთარი თავი და ვითარება შეინარჩუნონ, რომლის დროსაც არაფერი არ იცვლება", - აღნიშნავს სერგეი მირონოვი.

"სპრავედლივაია რასიას" ლიდერი აცხადებს, რომ პუტინი არა მარტო თავის პარტიას, არამედ მირონოვის პარტიასაც უჭერს მხარს. როდესაც იგი "ედინაია რასიას" წევრებს ხვდება, მათ ღიად ეუბნება - "თუ ჩვენ რეალური კონკურენცია არ გვექნა, თქვენ გასუქდებით . . . და მათ რეალური კონკურენციისკენ მოუწოდებს".

მირონოვის თქმით, პუტინი რომ არა, "ედინაროსები" ყველა პარტიას აკრძალავდნენ. მირონოვი აღიარებს, რომ რუსეთი ჯერ მრავალპარტიულობამდე შორს არის, მაგრამ "სიტუაცია უკეთესებისკენ იცვლება. . . და ჩვენ რეალური მრავალპარტიულობისკენ მივდივართ".

მირონოვის აზრით, პუტინი დამნაშავე არ არის, რომ მას, როგორც "სპრავედლივაია რასიას" ლიდერს, ტელევიზიებში არ უშვებენ. მისივე თქმით, ამაში დამნაშავე "ედანოროსები" არიან, ხოლო პუტინი და მედვედევი ამ ვითარებაში ჩარევაზე უარს ამბობენ.

მირონოვის განმარტებით, პუტინთან მეგობრობს, მაგრამ პრემიერ-მინისტრს ყველაფერში მხარს არ უჭერს.

"როგორც მეგობარი, თავს ვალდებულად მივიჩნევ, სიმართლე მაშინაც ვუთხრა, როცა მის წინადადებებს არ ვეთანხმები", - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, პუტინის სპრეზიდენტო გეგმებზე არაფერი იცის, ხოლო რაც შეეხება უშუალოდ მირონოვის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, 2004 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა "წმინდა ტექნოლოგიურ" ხასიათს ატარებდა.

"თუ ჩემს კანდიდატურას არ წამოვაყენებიდ, არჩევნები არ ჩატარდებოდა. მაშინ რიბკინის საიდუმლო გაუჩინარება იმ გეგმის ნაწილი იყო, რომ არჩევნები არ შემდგარიყო, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით, რაც ქვეყნისათვის ძალიან ცუდი იქნებოდა", - აცხადებს მირონოვი.

პოლიტიკურ კონიუქტურის ცენტრის დირექტორის, ალექსეი ჩესნაკოვის განცხადებით, სერგეი მირონოვის განცხადებები წინასაარჩევნო ისტერიკაა; მისი გამონათქვამები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მას "ედინაროსების" პანიკურად ეშინია და ყველა მისი მცდელობა პუტინს მიეკედლოს, სასაცილოდ გამოიყურება.

მისივე აზრით, პუტინი დიდი სიამოვნებით ჩაუდგა სათავეში "ედინაროსებს" ვიდრე მირონოვი - "სპრავედლივაია რასიას".

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა